ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

რობერტო ბაჯო VS მარჩელო ლიპი - დიდი სიძულვილის ისტორია

რობერტო ბაჯო VS მარჩელო ლიპი - დიდი სიძულვილის ისტორია

"მოედანზე რომ გავდიოდი, მთავარი გმირი ვხდებოდი, არადა, დღევანდელი ფეხბურთი მწვრთნელების, მათი სქემების და მათი ნარცისიზმისაა"
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მთავარი ოფისი რომშია, ტექნიკური დეპარტამენტი კი - ფლორენციაში. იქ, იტალიური ფეხბურთის ისტორიის მუზეუმში ყოველწლიურად იმართება საგანგებო ცერემონია. 2011 წლის 5 დეკემბრის საღამო კი საიუბილეო გახლდათ და სტუმრიანობაც - შესაბამისი. "დიდების დარბაზში" "კალჩოს" უდიდეს მიღწევებს იხსენებდნენ...

დარბაზში ერთმანეთის გვერდიგვერდ იჯდა 6 სახელგანთქმული ადამიანი. ექვსიდან სამი - არიგო საკი, პიერლუიჯი კოლინა და ადრიანო გალიანი - მოგეხსენებათ, მელოტ-გადაპარსულები ბრძანდებიან, ჰოდა, როგორც ჩანს, ამ დამთხვევის გამო თავადაც კარგად ხალისობდნენ.

ამ საყოველთაო მხიარულების ფონზე კი თვალს ორი ადამიანის, მარჩელო ლიპისა და რობერტო ბაჯოს მოღრუბლული გამომეტყველება ხვდებოდა. ბედმა თუ ორგანიზატორთა ჩანაფიქრმა ისინიც ერთმანეთის გვერდიგვერდ მოახვედრა და უნდა გენახათ, როგორ არიდებდნენ ერთმანეთს თვალს - ფაქტობრივად, ზურგშექცევით ისხდნენ. შემდეგ სკამზე კი მიშელ პლატინი დაბრძანებულიყო. ის, რასაკვირველია, იღიმებოდა...

იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელისა და ფეხბურთელის (თუმცა, ფეხბურთელთან მიმართებაში სიტყვა "ერთ-ერთი" შეიძლება არც იყოს საჭირო) შუღლის ამბავი "კალჩოს" სამყაროში ყველამ ყოველთვის კარგად იცოდა. ეს ნამდვილად არ იყო მწვრთნელის და მოთამაშის ჩვეულებრივი კონფლიქტი, ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ გვხვდება. ეს იყო და არის სიძულვილი...

სიძულვილის ისტორია 1994 წლის ზაფხულიდან დაიწყო. გახსოვთ, შავი დღე ბაჯოს კარიერაში? მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, პენალტების სერიაში, მას სიზუსტემ უმტყუნა. ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრები გახდა.

"განტევების ვაცი სჭირდებოდათ და მომაგნეს", - თქვა მაშინ "ღვთაებრივმა ცხენისკუდამ" იტალიურ მასმედიაზე.

მართლაც, ქვეყნის პრესა-ტელევიზიას უსინდისოდ დაავიწყდა, რომ ფინალში მათი, მოგვიტევეთ და, ბაჯოს გარეშე ერთი კარგად გაწვრთნილი, მაგრამ უნაპერწკლო გუნდი, პირადად დიდმა "ათიანმა" გაიყვანა. ბაჯოს თამაში 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დღემდე მიჩნეულია დიეგო მარადონას 1986 წლის ვირტუოზული გამოსვლის შემდეგ ყველაზე დიდ "ერთი კაცის შოუდ".

მაგრამ რა გინდა ქნა, როცა ვინმეს უნდა შეახოცო ხელი?..

მაშინ ბაჯო და ლიპი ერთმანეთს ჯერ არ იცნობდნენ. ლიპი სწორედ იმ ზაფხულს გადავიდა "იუვეში" "ნაპოლიდან" და გულშემატკივარს აღუთქვა, რომ "იუვენტუსს" ბაჯოზე ნაკლებად დამოკიდებულ გუნდად აქცევდა...

ლიპის გაუმართლა. ჯერ ერთი, იმ პენალტის გამო ბაჯო ცუდ ფორმაში იყო. შემდეგ იყო და, "პადოვასთან" საჯარიმო დარტყმით შესანიშნავი გოლი კი გაიტანა, მაგრამ დარტყმის დროს ისე იტკინა ფეხი, რომ იმ ჩემპიონატში ძალიან ბევრი მატჩი გამოტოვა.

ბაჯოს ტრავმამ ალესანდრო დელ პიეროს აღზევებას შეუწყო ხელი - ნიჭიერმა "პინტურიკიომ" შანსი ხელიდან არ გაუშვა და დიდი როლი ითამაშა "იუვეს" ჩემპიონობაში - "ბებერმა ქალბატონმა" 9 წლის მონატრებული სკუდეტო მოიგო. დელ პიეროს დიდი დამსახურება გახლდათ ისიც, რომ იტალიის თასზე "იუვემ" "პარმას" სძლია, თუმცა იმავე მეტოქესთან უეფას თასზე დამარცხდა.

მაგრამ ისეც ნუ იფიქრებთ, თითქოს ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ზღაპრიდან მოულოდნელად მოსული მზეჭაბუკის დამსახურება იყო. სეზონის მიწურულს ბაჯოც გამოჯანმრთელდა და საუკეთესო თუ არა, თითქმის საუკეთესო ფორმაში შევიდა.

ოღონდ, ეგ იყო, რომ ტრავმამ, რომელზეც ზემოთ ვილაპარაკეთ და ასპარეზზე დელ პიეროს გამოსვლამ არა მხოლოდ ლიპის, არამედ "იუვენტუსის" დირექტორთა ცნობილ "ტრიადას" - ლუჩანო მოჯის, რობერტო ბეტეგასა და ანტონიო ჯირაუდოსაც - აფიქრებინა, რომ სწორედ ახლა ეძლეოდათ ერთი ვარსკვლავის მეორით ჩანაცვლების შესანიშნავი შანსი.

დასრულდა თუ არა სეზონი, ბაჯოს გამოუცხადეს, რომ ჯერ ერთი, ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული ვეღარ ექნებოდა, და მეორეც - ფინანსური პრობლემების გამო ხელფასს შეუმცირებდნენ. და ამას ეუბნებოდნენ 1993 წლის "ფრანს ფუტბოლის" "ოქროს ბურთის" მფლობელს!

ჯერაც 28 წლის ბაჯომ თავისი ფასი, რასაკვირველია, კარგად იცოდა და "იუვენტუსს" დაემშვიდობა.

სილვიო ბერლუსკონიმ ბაჯო "მილანში" წაიყვანა, თუმცა "ღვთაებრივი ცხენისკუდას" ცხოვრებაში რთული პერიოდი დადგა. "მილანში" გადავიდა თუ არა, სკუდეტო მოიგო, მაგრამ გუნდის მთავარი ვარსკვლავი არ ყოფილა. შემდეგ ფაბიო კაპელო ოსკარ ტაბარესმა შეცვალა, მაგრამ ურუგვაელი შუა სეზონში გაუშვეს. მომდევნო სეზონში კი დაბრუნდა არიგო საკი, რომელიც იმ საბედისწერო პენალტის შემდეგ ბაჯოს ნაკრებში აღარ იწვევდა. შედეგად, 1996-97 წლების სეზონში რობიმ სათადარიგოთა სკამიდან უყურა, როგორ წვალობდა საკი და როგორ გავიდა მის ხელში "მილანი" მე-11 ადგილზე.

ლიპის კი, პირიქით, საუცხოო დროება ედგა - 1996 წელს "იუვემ" ჩემპიონთა ლიგა მოიგო; დაიბრუნა დაკარგული სკუდეტო და შემდეგ ის მეორედაც მოიგო; ამ ორ სეზონში გუნდი კვლავ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და, რაც ჩვენი წერილისთვის მნიშვნელოვანია, მწვრთნელს დელ პიერომ გაუმართლა - თავდამსხმელად იქცა და მცველებს შიშის ზარს სცემდა.

ბაჯოს კი იწვევდნენ და იწვევდნენ უცხოური კლუბები. 1997 წლის ზაფხულში არ წყდებოდა ზარი ალექს ფერგიუსონისგან, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" ერიკ კანტონას შემცვლელს ეძებდა. აქტიურობდა "ბარსელონაც", მაგრამ ბაჯომ კარგად იცოდა, რომ უცხოეთში წასვლა "სკუადრა აძურასკენ" მიმავალი გზის გადაკეტვას ნიშნავდა. არადა, 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ახლოვდებოდა.

საბოლოოდ, ის "ბოლონიაში" აღმოჩნდა, სადაც კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჩაატარა და, ცხადია, მსოფლიოს ჩემპიონატზეც გაემგზავრა. ბაჯომ მუნდიალზეც გამოიჩინა თავი, რისი წყალობითაც "ინტერთან" 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი...

1998-99 წლების სეზონი ბაჯოს "ინტერმაც" ჩააფლავა და ლიპის "იუვენტუსმაც" - მეშვიდე და მერვე ადგილებზე გავიდნენ. შედეგად, ლიპი ტურინიდან წავიდა და... "ინტერს" ჩაუდგა სათავეში. პირველი, რაც ახალმა მწვრთნელმა "ნერაძურის" პრეზიდენტ მასიმო მორატის სთხოვა, კრისტიან ვიერის ყიდვა გახლდათ. ლიპის ვიერი ადრე "იუვეში" ჰყავდა და კლუბის დირექტორებმა მადრიდის "ატლეტიკოში" რომ გაუყიდეს, გაბრაზდა.

მორატიმ ფული არ დაინანა და ერთად შეჰყარა რონალდო, ბაჯო, ვიერი, სამორანო და რეკობა.

ბაჯო ჰყვება, რომ მწვრთნელს სეზონის დაწყებამდე შეხვდა: "მე მისთვის განსაკუთრებული მოპყრობა არ მითხოვია. ვთხოვე, სხვებს რა შანსსაც მისცემ, მეც ის მომეცი-მეთქი", - იხსენებს "ცხენისკუდა".

ლიპი დაჰპირდა, რომ ასეც იქნებოდა, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

ბოლო პერიოდში "ინტერში" დიდი ინტრიგები იხლართებოდა, რაც ლიპის კარგად მოეხსენებოდა. 1998-99 წლებში ამ ინტრიგათა გამო მორატიმ ერთიმეორის მიყოლებით ოთხი თავკაცი გამოუცვალა გუნდს. შესაბამისად, ახალ მწვრთნელს სჭირდებოდა, დაწვრილებით სცოდნოდა, რა ხდებოდა მის ზურგს უკან, ვინ რას ამბობდა და ვინ რას გეგმავდა.

2001 წელს გამოცემულ ავტობიოგრაფიაში, რომელსაც "გოლი ცაში" ჰქვია, ბაჯო წერს, რომ ლიპიმ მას გუნდში ჯაშუშობა სთხოვა.

"მისმინე, ბატონო ჩემო, მზად ვარ, ყველაფერში დაგეხმარო, მაგრამ ენის მოტანას ნუ მთხოვ", - უპასუხა ბაჯომ.

"შენ ვერ გამიგე. მე ჯაშუშობას არ გთხოვ", - სცადა ლიპიმ მდგომარეობის გამოსწორება, მაგრამ უკვე გვიანი იყო. და ბაჯოს სწამს, რომ მწვრთნელმა ის სწორედ ამ დღეს შეიძულა.

ამ ლაპარაკიდან რამდენიმე დღეში, ვარჯიშზე, ბაჯომ გენიალური 40-მეტრიანი პასი ჩააწოდა ვიერის, რომელმაც გოლი გაიტანა. აღფრთოვანებულმა თავდამსხმელმა და კრისტიან პანუჩიმ "ღვთაებრივ ცხენისკუდას" ტაში დაუკრეს. და უცებ:

"ეი, ვიერი და პანუჩი, რა ჯანდაბას (უფრო უხეშად) აკეთებთ?! აქ სამუშაოდ ვართ მოსულები, ტაშის საკვრელად კი არა. ჩემს გუნდში ტაშს ვერავინ ვერავის დაუკრავს და ეს სინიორ ბაჯოსაც ეხება!" - იღრიალა მწვრთნელმა.

"უნდა გესმინათ, რა შხამიანად წარმოთქვა ეს სიტყვები, - წერს ბაჯო. - ჭკუიდან იყო გადასული".

სეზონი რომ დაიწყო, ბაჯო ან ტრიბუნაზე იჯდა, ან სათადარიგოთა სკამზე. საშობაო არდადეგებამდე მოედანზე მხოლოდ 111 წუთი გაატარა. "რას ერჩი? შანსს მოგცემო და მაძლევს", - მწარედ ხუმრობდა ფეხბურთელი, ლიპი კი ყველაფერს მის ცუდ ფიზიკურ ფორმას აბრალებდა.

ბაჯოს ირონიულმა კომენტარებმა მწვრთნელი, როგორც ჩანს, მთლად გაახელა. ერთხელ მან მოედანზე მთელი გუნდი შეჰყარა და რობის ყველას გასაგონად გამოუცხადა, რომ ის "ინტერის" დონის ფეხბურთს ვეღარ თამაშობდა.

კოლუმბიელი მცველი ივან კორდობა: "მე კი ვეუბნებოდი რობერტოს, რომ ვერ ვხვდებოდი, რატომ არ ათამაშებდნენ. ვარჯიშებზე ის ბრწყინვალე იყო".

ერთხელ აპიანო ჯენტილეში, სადაც "ინტერის" ბაზააა, სასადილოში ბაჯომ ოფიციანტს სალათისთვის პეპერონის (ძეხვის ერთი-ორი ნაჭრის) დამატება სთხოვა. მეორე დღესაც იგივე განმეორდა.

"უკაცრავად, მაგრამ გუნდის მთავარი ექიმის ნებართვის გარეშე ძეხვს ვერ მოგცემთ", - უპასუხა მიმტანმა. ბაჯო დაეჭვდა და მყისვე გაიქცა დოქტორ ვოლპისთან, რომელმაც ეჭვი დაუდასტურა - ამიერიდან, პირადად ლიპის ნებართვის გარეშე ერთ კერძსაც აღარ მოგცემენო...

საბოლოოდ, "ინტერმა" ხმამაღლა გამოაცხადა, რომ ბაჯოს გაყიდვა უნდოდა. რიგში ჩადგნენ "ლივერპული", "არსენალი", "რეინჯერსი", "ტოტენჰემი" და "გალათასარაი", მაგრამ ფეხბურთელმა სადმე გადასვლაზე კატეგორიული უარი განაცხადა. მიზეზი ორი იყო - მას ლიპის გატეხა უნდოდა და, რაც მთავარია, ახლოვდებოდა ევრო 2000, რობერტოსთვის კი "სკუადრა აძურაში" თამაში ძალიან ბევრს ნიშნავდა.

"თუმცა, რად გინდა, შემადგენლობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვხვდები, თუ გუნდში რაიმე ეპიდემია დაიწყება", - ამბობდა ენამოსწრებული ვარსკვლავი. და ეპიდემიამ არ დაახანა - რონალდო სერიოზულად დაშავდა, სამკურნალო შეიქნა სამორანოც, ვიერის კი დისკვალიფიკაცია ჰქონდა. მაგრამ ლიპის ისე სძულდა ბაჯო, რომ 23 იანვარს, "ვერონასთან", რეკობას სულ ორიოდ კვირის ნაყიდი ადრიან მუტუ შეუწყვილა.

"ვერონამ" ძლიერად დაიწყო თამაში და დაწინაურდა. "ინტერს", კი, რომელიც, ცხადია, სადღაც ლიდერებში ტრიალებდა, ძალიან სჭირდებოდა გამარჯვება. ლიპის სხვა გზა აღარ ჰქონდა, "ღვთაებრივი ცხენისკუდა" მოედანზე ხავიერ ძანეტის ნაცვლად შეიყვანა და... ჯერ რეკობამ შეაგდო ბაჯოს პასით, ხოლო მერე ბაჯომ - რეკობას პასით.

"ბაჯო! ეს ზღაპარს ჰგავს", - წერდა მეორე დღეს "გაძეტა დელო სპორტი".

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ბაჯომ ჟურნალისტებს უთხრა: "მაღიზიანებს, როცა წერთ, თითქოს ფიზიკურად არ ვარ მზად და ამიტომ არ ვთამაშობ. ეს თქვენი მხრიდან ტყუილის ლაჩრული გამართლებაა".

"რომასთან" მომდევნო შეხვედრაში ბაჯომ ჯერ ვიერის გაატანინა, შემდეგ კი თვითონ შეაგდო. შემდეგ "ინტერმა" "მილანსაც" მოუგო, ცხრილში მესამეზე გადავიდა, "იუვეს" კვალში ჩაუდგა და...

ლიპიმ რობერტო სკამზე დააბრუნა. შედეგად, "ნერაძურიმ" ზედიზედ ექვს შეხვედრაში ვერ გაიმარჯვა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას, ცხადია, დაემშვიდობა.

სეზონის ბოლო ოთხ შეხვედრაში "ინტერს" ისევ ეპიდემიამ შეუტია. შესაბამისად, ბაჯო კვლავ გამოჩნდა ძირითადში, მერე კი... ჰოლივუდის ფილმები ხომ გინახავთ? დადებითი და უარყოფითი გმირების ბოლო ჩხუბის ამბავიც ხომ საუცხოოდ მოგეხსენებათ? ჰოდა, ზუსტად ასეთი გახლდათ "ბოლო სცენა" ბაჯოსა და ლიპის მონაწილეობითაც, თუმცა, მათ შორის ვინ დადებითია და ვინ - უარყოფითი, ეს ყველამ თქვენთვის გადაწყვიტეთ.

ჩვენი საქმე ამბის მოყოლაა, ამბავი კი ასეთი გახლავთ: "ინტერმა" და "პარმამ" ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვეს. იმის გასარკვევად, რომელი მათგანი უნდა გასულიყო მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე, ვერონაში დამატებითი მატჩი დაინიშნა.

მატჩის წინ ბაჯოს მორატი ელაპარაკა, კონტრაქტის განახლებაზე ჩამოუგდო სიტყვა. ფეხბურთელმა შორს დაიჭირა. იქ, სადაც ლიპია, მე არ ვითამაშებ - ასეთი იყო მისი პასუხი, რაზეც მორატიმ მიუგო, თუ "პარმასთან" წავაგებთ, ლიპის სამსახურიდან გავუშვებო...

შემდეგ კი გაიმართა კიდევ ერთი დაუვიწყარი შეხვედრა მართლაც ღვთაებრივი ნიჭით დაჯილდოებული "ცხენისკუდას" მონაწილეობით. აღწერას აზრი არ აქვს, ყველაფერი youtube-ზე შეგიძლიათ ნახოთ. ჩვენ მხოლოდ იმას გეტყვით, რომ "ინტერმა" 3:1 მოიგო, ბაჯომ კი ორი გოლი გაიტანა და... ლიპის სამსახური შეუნარჩუნა.

მარჩელო ლიპი: "კარიერის მანძილზე ბევრ დიდ ფეხბურთელთან მიმუშავია. მე მათ გუნდის შექმნაში დახმარებას ვთხოვდი. განსაკუთრებული ქარიზმა ჰქონდათ ჯანლუკა ვიალისა და ანჯელო პერუცის, ჩირო ფერარასა და დიდიე დეშამს, ლორან ბლანსა და კრისტიან ვიერის. ბაჯოს დახმარება კი არასდროს დამჭირვებია, რადგან ის ამ დონის ფეხბურთელად არ მიმაჩნდა".

რობერტო ბაჯო: "რატომ მეპყრობოდნენ ასე? ალბათ, შურდათ, რადგან მე მოწინააღმდეგის გულშემატკივრებსაც კი ვუყვარდი. მოედანზე რომ გავდიოდი, მთავარი გმირი ვხდებოდი, არადა, დღევანდელი ფეხბურთი მწვრთნელების, მათი სქემების და მათი ნარცისიზმისაა".

ილია ბაბუნაშვილი

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

• Musenbezi

ყველაზე დიდი ათიანი იტალიურ ფეხბურთში...

• გიო

ნუგზარ, მარადონა პელეზე წინ არასდროს დააყენო. ორივეზე წინ კი, შესაძლოა, მესი იდგეს. ყიფიანი კი ქართველ ფეხბურთელებშია ერთ-ერთი ყველაზე დიდი, თუმცა არა საუკეთესო. ის არც მესხზე დიდი ყოფილა და არც, მით უმეტეს, მეტრეველზე (პაიჭაძე არ მინახავს...)

• პაატა

ბაჯო დიდი ფეხბურთელი იყო. მან 94-ში სრული ამ სიტყვის გაგებით ფინალამდე ათრია იტალიის ნაკრები. რო ბაჯო არა იტალია ფინალში კი არა ჯგუფში ჩარჩებოდა. რაც შეეხება ლიპის ერთერთი ბოღმიანი მწვრთვნელია და თანაც არავისგან გამორჩეული. ბაჯო კი გამორჩეული იყო.

• dadu

მისი თამაშის გახსენებისას დღესაც კი მბურძგლავს. მსგავსი ქარიზმა რთული წარმოსადგენია. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა. ლიპი კი ერთ-ერთ ჩვეულებრივზე ოდნავ მაღალი დონის სპეციალისტია რომელმაც პირად ამბიციებს ბაჯოს ნიჭი გადააყოლა.

• gagi

da magit ra ginda tqva, ro karembeu ufro magari fexburtelia vidre cruyffi? pirveli msoplios chempionia, meore ara...

• ანდრი

ეს შესანიშნავი სტატიაც ქოფი ფეისტია thefootballtimes-იდან

• ნუგზარი

კარგი სტატიაა,მადლობა ავტორს.ახლა ჩამოვთვლი ოთხ ფეხბურთელს თანმიმდევრობით რომლებიც ჯერჯერობით შეუცვლელი არიან:მარადონა,პელე,რობერტო ბაჯო და დავით ყიფიანი ეს ჩემი სუბიექტური აზრია...

• იტალიის გულშემატკივარი

მე დელ პიეროს ქომაგი ვარ მაგრამ იტალიის და ევროპის ფეეხბურთში ბაჯო საუკეთესო 10 იყო მარადონას დარი დრიბლინგი და ნიჭი ქონდა უბრალოდ არ გაუმართლა და მსოფლიო ვერ მოიგო ის კი ყველას ავიწყდება რომ 1990 1994 მისი დამსახურებიტ გავიდა გუნდი ფინალში და 90 მესამე ადგილი აიღო ასვე არ ახსოვთ რომ ბაჯოს რომც გაეტანა ბრაზილიასთან მის მერე ბარზილიელი ფეხბურტელი არტყავდა პენალს და გატანის შემთხვევაში ჩემპიონი ბრაზილია ხდებოდა

• gaioz

ბაჯო ბაჯო ბაჯო, ლიპი და იგივე დელ პიერო მსოფლიოს ჩემპიონები არიან! წეროს ეხლა ბაჯომ მემუარები.

• დავითია

ასეთი ფეხბურთელი ლიპის მართლაც არ ყოლია, მიჭირს ყველაფრის გახსენება, რადგან გული მტკივა თუ რა უქნა ერთ_ ერთ საუკეთესო ფეხბურთელს რომელმაც იტალიის ნაკრები მარტომ მისი გოლების და ნიჭის წყალობით ფინალში გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე.. მადლობა სტატიის ავტორს, მადლობა კომენტარებსაც...

• თენგო

ლიპიმ დიდი მწვრთნელია, რომელმაც ერთხელ ინტერვიუში თქვა, რომ ლობანოსვსკის დიდი თაყვანისმცემელია.. ლობანოვსკი კი მარადონაზე იხახდა ფეხბურთის განვითარება შეაფერხაო... და რა გასაკვირია ლიპის სხვა აზრი ქონოდა ბაჯოზე. ბაჯო სახალხო ფეხბურთელი იყო, ეგეთები არც ისე ბევრი ყოფილა ამ გენიალური თამაშის ისტორიაში

• guram

ბაჯოს თავიდან მაინც უმართლებდა, ჯან-ფრანკო ძოლა კი მხოლოდ სიბერეში დააფასეს - ორივე უდიდესი ფეხბურთელები არიან, იტალიური ფეხბურთის ისტორიაში, მაგრამ ჩემთვის რომ ეკითხათ, მე ძოლას ვამჯობინებდი.. ლიპი დიდებული მწვრთნელი იყო, მაგრამ ქარიზმატულ პიროვნებებს ვერ იტანდა, როგორც ჩანს და იმიტომ ამჯობინა, ვარსკვლავის აჩრდილი დელ -პიერო, ბაჯოს

• gg

დიდი მწვრთნელია ლიპი მარა ეტყობა ბოღმიანი კაცია ცოტა. 2010 შიც ეგრე გააკეთა კარგ ფორმაში მყოფი კასანო და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი არ წაიყვანა,თან მთელი იტალია ეხვეწებოდა მარა ვირზე შეჯდა,ხოდა ჯგუფშიც ჩარჩა და თვითონაც შერცხვენილი წავიდა...

• ანდრი

ბაჯოსთან ერთად ფეხბურთის მოყვარუკებიც დაგვტანჯეს მაშინ. ყოველ თამაშზე ველოდი, რომ ეხლა მაინც ათამაშებენ

• gio

ნაღდი იტალიელები არიან ეს ..... შური, ბოღმა იტალიურად მაგარია DD ბაჯოს თამაში რომ მენახა მაგარი იქნებოდა მა რა 91 იანი ვარ და პირველად 98 წლის მსოფლიოს ვუყურე

• kote

ეჰ ბაჯო, როგორ უსამართლოდ ექცევიან ხანდახან ასეთ ლეგენდებს. სტატია ძალიან კარგია, ისე ამ ბოლო დროს ასეთი კარგი სტატიები მარტო იტალიურ ფეხბურთთან დაკავშირებით მხვდება, კალჩოს კრიზისის და იტალიელი ვარსკვლავების ნაკლებობის ბრალია ალბათ :))

• merkuleli

ლიპი იყო დიდი .... ადამიანი...მწვრთნელი კი იყო დიდი...ის კი ვერ გაითავისა რომ ბაჯოსთან ერთად ხომ უფრო მეტს მიაღწევდა და უფრო დაფასდებოდა როგორც ადამიანი და როგორც მწვრთნელი.მაგრამ ბოგმიანი და .... რომ იკნება ადამიანი იმას არაფერი ეშველება...ლეგენდას დაუნგრია ცხოვრება და გულსემატკივრებს კი წაართვა უამრავი სასწაულის ყურებით ტკბობა...ბაჯო იყო გენიოსი..

• დათი

დღეს იტალიის ნაკრებში არ არის ბაჯოს დონის არცერთი ფეხბურთელი და პრინციპში არც ყოფილა მოყოლებული ბაჯოს წასვლიდან

• smt

აი ასეთი სტატიები უნდა იბეჭდებოდეს გაზეთებში. მაგრამ სამწუხაროდ ინტელექტუალური რესურსის პრობლემაა დღეს საგაზეთო კანტორებში.ჟურნალისტების ნაცვლად კოპი-ფეისტის სპეციალისტები მუშაობენ და ხშირად ამ საქმესაც ვერ ართმევენ თავს სათანადოდ. პირველ რიგში ეს .....-ს ეხება.

• levan

რთული თემაა... ლიპი გენიოსია, მაგრამ ბაჯოსთან მიმართებაში რა თქმა უნდა მწარედ ცდებოდა. ლიპის ბაჯოზე უკეთესი ფეხბურთელი არცერთ გუნდში არ ჰყოლია და ეს თვითონაც კარგად იცოდა...

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

100 მილიონი ევრო ფაბრეგასის შესანარჩუნებლად - "კომოს" დიდი მიზნები აქვს

ოსიმენის "იუვენტუსში" გადასვლა ჩაიშალა - რჩება საუდის არაბეთი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

დელ პიერომ შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს

საკი: "იუვენტუსი" სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტია

2018 ᓬᓔᓚᓡ ᓠᓣᓡᓔᓗᓨᓘ ᓘᓢᓐᓚᓘᓐ ᓛᓝᓘᓒᓔᓑᓡ

"ვინ იყო საუკეთესო ფეხბურთელი, ვისაც ვწვრთნიდი? იმედია, არავის ეწყინება, თუ ვიტყვი..."

პიერლუიჯი კოლინა ბათუმშია - ყოფილი იტალიელი მსაჯის საქველმოქმედო აქცია [VIDEO]

არიგო საკი 78 წლის ასაკში შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს

პიერლუიჯი კოლინა: ამაზე გაძევება აღარ იქნება

მბაპემ ფრანგ ფეხბურთელებს შორის რეკორდი დაამყარა

"ამას იტალიაში "ნაპოლისგან" ვერავინ წარმოიდგენდა" - დელ პიერო

"მილანში" სკუდეტო თითქმის უთამაშებელი ვან ბასტენის გარეშე მოვიგე" - საკი "ნაპოლიში" კვარაცხელიას შეცვლაზე

"ნაპოლის" ამ ორი ფეხბურთელის სიძლიერით გაკვირვებული ვარ" - არიგო საკი

გალიანი: "მონცას" მიზანი სერია A-ა, მისაბაძი მოდელი - "ატალანტა"

"სიმართლე გითხრათ, ძალიან მაღიზიანებდა" - კახა კალაძემ დაასახელა ყველაზე რთული მეტოქე, ვის წინააღმდეგაც უთამაშია

ფრაგმენტი ბაჯოს ცხოვრებიდან - ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი 56 წლის გახდა

ადრიანო გალიანი: მე და კაპელო მაგრად დავთვერით და ჩემპიონთა ლიგის თასი ნაგვის ურნაში ვიპოვეთ

კარგად ორგანიზებული ძარცვა პროფესიონალების მიერ - იტალიაში რობერტო ბაჯოს თავს საკუთარ სახლში დაესხნენ

"ამ ფეხბურთელს "ნაპოლიში" საერთოდ რა ესაქმება? მისი თამაშის ყურებას მირჩევნია, რომ..." - რას აცხადებს მარადონას შვილი?

"წარმოუდგენელია, რომ ასეთი თამაშგარე დააფიქსირეს, სირცხვილია!" - დელ პიერო კვარაცხელიას გატანილ გოლზე

რობერტო ბაჯო - იტალიელი ღვთაებრივი მხატვრის მემკვიდრე

ვიდეოგამეორების ახალი სისტემა - FIFA VAR-თან დაკავშირებით რეფორმას გეგმავს

"თამაშის ნებისმიერ მომენტში მისი ყურება საინტერესოა" - ლიპიმ კვარაცხელიას სეზონის მთავარი აღმოჩენა უწოდა

"კვარას" და ოსიმენის ჩახუტება სწორედ ამაზე მეტყველებს - საკიმ "ნაპოლიზე" ისაუბრა

მარჩელო ლიპი: კრიშტიანო რონალდო ჰალუცინაციების მსხვერპლი გახდა

"ნაპოლის" ყველა დროის ბომბარდირების ათეული - რომელ პოზიციაზე არიან ოსიმენი და კვარაცხელია და რამდენი გოლი აშორებს ხვიჩას მარადონამდე?

"კვარაცხელიასგან ასეთ ვარდნას არ ველოდი; გეტყვით, მისი პრობლემა რა არის" - ბექჰემის, ჯერარდისა და დელ პიეროს ყოფილი ფსიქოლოგი

პიერლუიჯი კოლინა შესაძლოა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

ადრიანო გალიანი: ვშიშობ, "სან სიროზე" 80 000 მაყურებელს ვეღარ ვიხილავ

"იუვენტუსის" ყველა დროის 5 საუკეთესო თავდამსხმელი - ვინ არიან ისინი?

ბორიელოს შემდეგ კასანო და გალიანი - ესპანური კლუბი იტალიელებს იწვევს

მარჩელო ლიპი ჩინეთის ნაკრებში დაბრუნდა

ფეხბურთის ისტორიაში TOP 10 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი

"თუ წამოდგება, კიდევ უფრო დიდებული გახდება" - პლატინი მბაპეზე

პიერლუიჯი კოლინა: VAR არათუ არ კლავს, არამედ აძლიერებს ემოციებს

"მისი გადაწყვეტილება არც მომწონს და არც ვეთანხმები, მაგრამ..." - მარადონას შვილმა "კვარაზე" ისაუბრა

მარჩელო ლიპიმ ჩინეთის ნაკრები წელს მეორედ დატოვა

რობერტო ბაჯო: ფეხბურთი აღარ მაინტერესებს

ციხეს გადაურჩნენ - შვეიცარიის სასამართლომ ბლატერი და პლატინი გაამართლა

"კვარას" გამო ჩემი მეუღლე შევაშინე" - არიგო საკიმ ქართველზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

პლატინის ფეხბურთი სპორტის ოლიმპიურ სახეობად არ მიაჩნია

მარჩელო ლიპი: რატომ არ განახლდა იტალიის ჩემპიონატი? ეს გულისამრევია, მაცოფებს

მარადონამ ამ გოგონას შიშველი ფოტოების სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადა - Playboy-ს მოდელმა უცნობი ისტორია მოჰყვა

ბერლუსკონისა და გალიანის "მონცა" პირველად გადავიდა სერია B-ში

მარადონას შვილი: ჩემს მამას კვარაცხელია ეყვარებოდა, რადგან...

დელ პიერო: ჩემი აზრით, გრიზმანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია

ადრიანო გალიანი: ტევესი-იბრაჰიმოვიჩის ტანდემზე ვოცნებობდი

"ისინი დღეს მხოლოდ ფულზე ფიქრობენ" - პლატინიმ UEFA-სა და FIFA-ს პრეზიდენტები საჯაროდ გააკრიტიკა

"ფეხბურთს ამიტომ არა 11, არამედ 10 ადამიანი უნდა თამაშობდეს" - პლატინის რევოლუციური იდეა აქვს

ოსიმენმა "ნაპოლიში" მარადონას შედეგი გაიმეორა