ყველას, ვინც სრულად შეავსებს ალბომს სტიკერებით, საჩუქრად გადაეცემა ევროპის 2016 წლის ჩემპიონი ნაკრების მაისური!
7 ივნისს, მადრიდის "ხეტაფეს" სტადიონ "ალფონსო პერესზე", საქართველოს ეროვნული გუნდი ამხანაგურად გაეჯიბრება ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთის ნაკრებს.
"წითელი ფურიასთვის" (იგივე "უძლეველი არმადა". - ავტ.) ეს ბოლო თამაშია "ევრო-2016"-მდე, კონტინენტის პირველობა კი ვისენტე დელ ბოსკეს სამწყსოსთვის 13 ივნისს დაიწყება ჩეხეთის ნაკრებთან მატჩით.
ესპანეთის ნაკრები ევროპის სამგზის ჩემპიონია (ისევე, როგორც გერმანია) და ერთადერთი გუნდი, რომელმაც კონტინენტის პირველობის მოგება ზედიზედ ორჯერ შეძლო!
იქამდე ესპანეთის ნაკრები წლების განმავლობაში ასოცირდებოდა უიღბლობასთან: რაც უნდა ძლიერი შემადგენლობა ჰყოლოდათ, პირინეელები დიდ ტურნირებზე 1/4-ფინალზე შორს წასვლას ვერაფრით ახერხებდნენ.
ნავსი ევროპის 2008 წლის პირველობაზე, პირდაპირ ჩემპიონობით გატყდა - ესპანელებმა ექვსიდან ხუთი მატჩი მოიგეს, ფინალში გერმანიას აჯობეს - 1:0 და 1964 წლის შემდეგ პირველად გახდნენ ევროპის ჩემპიონები.
სწორედ 2008 წელს დაიწყო ესპანური ფეხბურთის ჰეგემონია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ფურია როხა" ერთადერთი ნაკრებია, რომელმაც ზედიზედ ორი ევროპირველობის, მათ შუალედში კი, მსოფლიო ჩემპიონობის მოგებაც მოახერხა! ამ წლების დამსახურებაა ესპანელთა შთამბეჭდავი მეტსახელიც - "უძლეველი არმადა"!
სამხრეთ აფრიკაში გამართული მუნდიალი ესპანელებმა შვეიცარიასთან სენსაციური მარცხით დაიწყეს, თუმცა მერე ზედიზედ მოიგეს ექვსი (ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყველა მატჩი ერთნაირი ანგარიშით 1:0) შეხვედრა და პირველად გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები.
2008 წლის მსგავსად, "ფურიამ" ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზეც 12 ბურთი გაიტანა და ტურნირი ამჯერადაც წაუგებლად დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ დელ ბოსკეს შეგირდებმა ჩემპიონატის პირველი და ბოლო მატჩი იტალიელებთან გამართეს: ჯგუფური ეტაპის პირველი ტური 1:1 დასრულდა, "ევრო-2012"-ის ფინალში კი ესპანეთმა 4:0 გაანადგურა პრინციპული მეტოქე.
ევროპის მომავალი ჩემპიონატი მეცხრე იქნება ესპანეთის ნაკრებისთვის, რომელსაც სწორედ 2008 წლიდან წვრთნის ვისენტე დელ ბოსკე. მსოფლიო ჩემპიონატზე კი პირინეელებს 14-ჯერ უთამაშიათ...
მეორე ადგილზეა ესპანური ფეხბურთისა და მადრიდის "რეალის" ლეგენდა რაულ გონსალეს ბლანკო - 44 გოლით. ესპანეთის ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი - 166 შეხვედრა იკერ კასილასის ანგარიშზეა.
"პორტუს" მეკარე "ევრო-2016"-ის განაცხადშიც არის შეყვანილი, თუმცა მოახერხებს თუ არა ძირითადი შემადგენლობისთვის დევიდ დე ხეასთან ბრძოლას, ივნისში ვნახავთ...
დიახ, ევროპის ჩემპიონატი ივნისში იწყება, მაგრამ კონტინენტის პირველობისთვის მზადება უკვე დაწყებულია: საგაზეთო ჯიხურებში, სუპერმარკეტებსა და წიგნის მაღაზიებში იყიდება "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული გზამკვლევი და სტიკერების ალბომი, რომელიც ევროპის ჩემპიონატს ეძღვნება.
ალბომში დეტალური ინფორმაციაა "ევრო 2016"-ის მასპინძელი სტადიონების, მონაწილე ნაკრებებისა და ფეხბურთელების შესახებ, ასევე - ევროპის ჩემპიონატების ისტორია, სხვადასხვა წლის გამორჩეული მოთამაშეები, ნაკრებები და ა.შ.
კოლექციონერმა სტიკერების ალბომი შესაბამისი სტიკერებით უნდა შეავსოს. უმაღლესი ხარისხით ნაბეჭდ სტიკერებზე აღბეჭდილია ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 24 ნაკრები და ყველა მოთამაშე.
კოლექციონერმა სტიკერების პაკეტები ცალკე უნდა შეიძინოს და ალბომში დარჩენილი ცარიელი ადგილები ეტაპობრივად შეავსოს.
პაკეტში სტიკერების ხუთი ბლოკი დევს. ალბომში ყველა ადგილი დანომრილია, ისევე, როგორც სტიკერები. შესაბამისად, კოლექციის მფლობელი იოლად მოუძებნის ადგილს პაკეტში მოთავსებულ სტიკერს.
ალბომის სპეციალური ფასია 3 ლარი, სტიკერების პაკეტის შეძენა კი, რომელშიც სტიკერების ხუთი ბლოკია მოთავსებული, 1 ლარად შეგიძლიათ.
იმ შემთხვევაში, თუ კოლექციონერი თითქმის ბოლომდე შეავსებს ალბომს და მხოლოდ რამდენიმე სტიკერი სჭირდება კოლექციის დასასრულებლად, სასურველი სტიკერების შეძენა ვებგვერდ www.biblusi.ge-ს მეშვეობით შეუძლია.
გაქვთ დამატებითი მოტივაციაც: ყველას, ვინც სრულად შეავსებს ალბომს სტიკერებით, საჩუქრად გადაეცემა ევროპის 2016 წლის ჩემპიონი ნაკრების მაისური!
ესპანეთის ნაკრებს საქართველოში უამრავი ქომაგი ჰყავს. ყველა მათგანს შეუძლია, "უძლეველი არმადა" ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე შეაგროვოს...
ამიტომაც უქომაგე საყვარელ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე.
ტურნირის დაწყებამდე კი შეიძინე "ევრო-2016"-ის ალბომი, შეავსე სრულად და ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მიიღე ევროპის ჩემპიონის მაისური!
ავტორი: რატი შელეგია
gio
სად იყიდება?
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"ნაპოლისთვის" მზად არ არის" - მარადონა უმცროსმა "კვარას" შემცვლელი გააკრიტიკა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
ევრო 2016-ის ციებ-ცხელება აპრილში დაიწყება!
"14 წელია ნაკრებში ვთამაშობ და ქართული რაგბის სამყაროში ასეთი რამ არ მახსენდება"
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
საქართველოსთან ესპანეთმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
"რაგბის მსოფლიო თასი 2019" და პროექტი, რომელიც გულშემატკივრობას უფრო აზარტულს გახდის