საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი ფალავანი რიოს ოლიმპიადაზე ელიზბარ ოდიკაძის ერთ-ერთი კონკურენტი იქნება
მონღოლეთის დედაქალაქ ულან ბატორში გამართულ მსოფლიოს პირველ სალიცენზიო ტურნირზე აქტიურ სპორტს დაუბრუნდა კიდევ ერთი სახელოვანი ფალავანი, საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი და რუსეთში გადასული გიორგი კეტოევი.

ის თბილისელია და მისი ძმა - ლაშა ქეთიშვილი თავიდან ბოლომდე საქართველოს სახელით ჭიდაობდა, ახლა კი მწვრთნელად მუშაობს აქვე, ხოლო გიორგი გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს შიდა კონკურენციას გაერიდა და რუსეთში წავიდა.

იქ გვარი შეიცვალა, კეტოევი გახდა და რუსეთს დიდი ტიტულებიც მოუტანა: 2007 წელს დუბლი შეასრულა და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები მოიგო; მომდევნო წელს ისევ გაიმარჯვა კონტინენტის პირველობაზე და პეკინის ოლიმპიადაზეც უმთავრეს ფავორიტად გაემგზავრა, სადაც მისი წინსვლა რევაზ მინდორაშვილმა შეაჩერა ნახევარფინალში.

საბოლოოდ კეტოევმა ოლიმპიადაზე ბრინჯაო მოიპოვა, მომდევნო წელს კი 86 კილოგრამიდან მაშინდელ 96-ში გადავიდა და ზედიზედ მესამედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, თუმცა იქ აზერბაიჯანელ ხეტაგ გოზიუმოვთან დამარცხდა.

ამის შემდეგ კეტოევის კარიერა თავდაღმა დაეშვა, რაშიც, როგორც ამბობენ, ლომის წილი მისმა ხასიათმა შეასრულა - რუსულ საჭიდაო ფორუმებზე ღიად წერდნენ და ამ ხმებს დროდადრო პრესაში გაჟღერებული მწვრთნელთა კომენტარებიც ადასტურებდა, რომ ვარჯიშს მოუკლო და მეგობრებთან დიდ დროს ატარებდა.

კეტოევმა ბოლოს დიდ ტურნირზე 2013 წელს, ივან იარიგინის მემორიალზე იჭიდავა, თუმცა მეცხრე ადგილზე გავიდა და სპორტიდან წასვლაც გადაწყვიტა. მით უფრო, მაშინ იქ 96 კილოგრამში ჰაჯიმურატ გაცალოვი და მისი ახალგაზრდა კონკურენტი აბდუსალამ გადისოვი ბატონობდნენ. კეტოევმა მათთვის კონკურენციის გაწევა კი სცადა, მაგრამ უშედეგოდ.

ეტყობა, ოლიმპიური ჩემპიონობა მისთვის იმდენად დიდი მოტივაციაა, რომ 31 წლის ასაკში გადაწყვიტა დაბრუნება და ბედის კიდევ ერთხელ მოსინჯვა. ოღონდ რუსეთის ნაკრებში ადგილი დაკავებული იყო და მანაც სომხეთს მიაშურა.

სხვათა შორის, ბოლო წლებში სომხებს ამ წონაში ქართველი ჰყავდათ - ვალერი ყაზიშვილი, ხოლო მძიმე წონაში ახლაც ჭიდაობს მსოფლიოს მესამეპრიზიორი (ეს მედალი 2010 წელს ჯერ კიდევ ჩვენი სახელით მოიპოვა) ლევან ბერიანიძე.

კეტოევმა სომხეთს უკვე გადაუხადა მადლობა - ულან ბატორში ლიცენზია მოიპოვა და აგვისტოში რიო დე ჟანეიროში ოლიმპიადაზე იჭიდავებს, სადაც ელიზბარ ოდიკაძის ერთ-ერთი კონკურენტი იქნება.

არადა, მონღოლეთში ძლიერად იჭიდავა და ჩემპიონიც გახდა. მან დასაწყისში შვეიცარიელი ფილიპ ხატერი და რუმინელი ვასილ კარასი დიდი ანგარიშით, წმინდად დაამარცხა: 11:0. ნახევარფინალში მოლდოველ ნიკოლაი ცებანს 7:0 აჯობა, ფინალში კი უზბეკეთის სახელით მოჭიდავე დაღესტნელი მაგომედ იბრაგიმოვი 4:3 დაამარცხა.

3-წლიანი შესვენების ფონზე მშვენიერი დაბრუნებაა. აშკარაა, ის ამ ძლიერ წონაში კიდევ უფრო გაამძაფრებს კონკურენციას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
ილია თოფურიას სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილი კვლავ შედეგიანია - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ბოლო წამების სინდრომი - ოდიკაძე ბოლო წამებზე დამარცხდა [VIDEO]
ოდიკაძემ კრასნოიარსკში მედალი მოიპოვა
ქართველები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში! [VIDEO]
ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ნამდვილი საჭიდაო შოუ ინდოეთის ლიგაში [VIDEO]
"თავისუფალთა" ნაკრების თავკაცის პოსტზე გიორგი იანტბელიძის კანდიდატურა განიხილება
SPORTALL - გადაცემის სტუმარია თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე [VIDEO]
იაკობიშვილის ოქრო და ბუჯიაშვილისა და გამყრელიძის ბრინჯაო ევროპირველობაზე [VIDEO]
კარტოზია-ბალავაძის ტურნირი: ლეგენდა ადგილს არ იცვლის
სამი ქვეყნის მოჭიდავე - ინტერვიუ გიორგი კეტოევთან
ინდოეთის ლიგა: ქართველები საჭიდაო ბოლივუდში
დოპინგ-სკანდალმა საქართველოს პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოუტანა!
ჭიდაობა. ინდოეთის ლიგა: სამი ქართველი ინდურ დრაფტზე
მსოფლიოს ჩემპიონატი: პეტრიაშვილის ოქრო, ხინჩეგაშვილის ბრინჯაო! [VIDEO]
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა "ევროპის ერთა თასი" მოიგო [VIDEO]
აღორძინება რეგიონებიდან უნდა დავიწყოთ - ინტერვიუ გეგა გეგეშიძესთან
კიდევ ერთი მედლის შანსი - ოდიკაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
ადრე ქართველმა გაანადგურა, ახლა კი UFC-ის ტიტულზე იბრძოლებს - ვინ არის იოელ რომერო [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატი. IV დღის ანონსი: ტლაშაძისა და პეტრიაშვილის ძნელი ბადეები
არ გაიღვიძო, გენო, არა! - ინტერვიუ გენო პეტრიაშვილთან