ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საფიქრალი: რა სჭირდება ავადმყოფს?

საფიქრალი: რა სჭირდება ავადმყოფს?

ქართული ფეხბურთი პოპულარული აღარ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ამ დღეში მყოფსაც მაინც ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს
რამდენიმე დღეა, საქართველოს ცნობილი რუსი ჟურნალისტების ჯგუფი სტუმრობს: "სპორტ-ექსპრესის" მიმომხილველები - იგორ რაბინერი და მიხაილ პუშკანსკი, "HTB+-დან" - ალექსეი ანდრონოვი, ხოლო "მოსკოვსკი კომსომოლეციდან" - სპორტის რედაქტორი ალექსეი ლებედევი.

ისინი ქუთაისში "ტორპედოსა" და ბოლნისის "სიონის" მატჩს დაესწრნენ და უინტერესო არ უნდა იყოს, რა შთაბეჭდილებება დარჩა, მაგალითად, რაბინერს ქართულ ფეხბურთსა და არსებულ ვითარებაზე.

"ქუთაისური გუნდი, რომელიც ზედიზედ სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, კერძო კლუბი იყო. ახლა კი მუნიციპალურია და მისი სახსრებით არსებობს. ფეხბურთელთა საშუალო ხელფასი 800 დოლარია. ამოხვრით ამბობენ, რომ თბილისის "დინამოში" "მდიდარ" ლეგიონერებს 5 400 "მწვანესაც" უხდიან. ამის შემდეგ ჩვენს ფეხბურთში არსებულ ხელფასებსა და აგენტების წილებზე ლაპარაკიც უხერხული იყო...

საქართველოს ჩემპიონატის თამაშებს ცოტა ხალხი ესწრება, თამაშისას ემოციები თითქმის არ იყო... ბურთის მიმწოდებელი ბიჭები, ძირითადად, წამოკოტრიალებულიყვნენ - ცხელოდა! 30 წლის წინათ ყველაფერი სხვაგვარად იყო...

ნათელია, რომ დღევანდელ პირობებში საქართველოს ჩემპიონატში ფეხბურთელს ზრდის დიდი პერსპექტივები არ აქვს. რაზე უნდა ილაპარაკო, როცა ქვეყნის ჩემპიონის, თბილისის "დინამოს" მთავარი თავდამსხმელი 38 წლის ალექსანდრე იაშვილია?! ოდესღაც ცნობილი "იაშკა" ჯერ კიდევ 90-იან წლებში "თანამეგობრობის თასზე" ბრწყინავდა"...

ტაქტიანად, მაგრამ ყველაფერი გარკვევით წერია. იტყვიან, რომ რუსია და ცუდს ხედავს - ჩვენთვის გარეშე თვალით დანახული ქართული ფეხბურთიც საინტერესოა, საკუთარი ნაკლოვანებები რომ დავინახოთ. ქვეყანაში, სადაც 800-დოლარიანი ხელფასებიც სანატრელია, სადაც ლეგიონერებზე 5 400 დოლარიც ბევრად გვეჩვენება.

ახლახან, სამწუხარო მდგომარეობაზე ლანჩხუთის "გურიაში" მომხდარი ფაქტიც მეტყველებს - ცნობილია, რომ გრიგოლეთის ბაზიდან ოთხი ლეგიონერი გაიპარა და სტამბოლში გადაფრინდა, რომელთაგან ორი - ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იყო. ამ ამბავმა გურულებზე ანეკდოტი გამახსენა, გარდაცვლილის საფლავზე რომ დააწერეს - არაა ჩემს თავს კაი ამბავიო...

მართლაც არაა ქართული ფეხბურთის თავს კარგი ამბავი. მაგრამ ის, რაც "გურიაში" მოხდა, სახუმაროც აღარ არის. ჯგუფურად ციხიდან გაქცევა გაგვიგია, მაგრამ გუნდიდან?! თუმცა ეს პრობლემა არა იმდენად "გურიას", რამდენადაც ქვეყანას ეხება. ახალგაზრდა ლეგიონერები დონეს კიდევ შეეგუებიან, მაგრამ ძალიან უჭირთ იმ ქვეყანაში გაჩერება, სადაც ქალაქები და სტადიონი მოუწყობელია.

აგვისტოს ომის შემდეგ გავრცელებული ანეკდოტი გაიხსენეთ - რუსმა მფრინავმა ლანჩხუთს გადაუფრინა და იფიქრა, ეს ქალაქი ისედაც დაბომბილი ყოფილაო და ახალი სამიზნის ძებნა დაიწყო...

და რაც უნდა უცნაური იყოს, ასეთ პირობებშიც კი, თუ თბილისს არ ჩავთვლით, ჩემპიონატის რიგითი თამაშები ყველა სახეობაზე მეტ ინტერესს იწვევს. სტატიაში წამძღვარებული ფოტო ფოთის "კოლხეთის" პრესსამსახურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და თბილისის "დინამოსთან" გამართული ბოლო შეხვედრისას ტრიბუნები აღბეჭდა - სტადიონზე 2800 კაცი მივიდა. მაგრამ ასე იყო კოლხების სხვა საშინაო შეხვედრებზეც.

სამტრედიაში "ეროსი მანჯგალაძე" 2500 მაყურებელს იტევს და გარანტირებულად სულ სავსეა. გორსა და მარტვილში 2000 გულშემატკივარი მაინც დადის, ზუგდიდში, საჩხერესა და ბოლნისში დასწრების მაჩვენებელში ხშირად იწერება 1500-2000 ადამიანი. ქობულეთში არაა იშვიათობა 3000 კაცი. პირველ ლიგაშიც კი, აუტსაიდერის, ჩხოროწყუს "სამეგრელოსა" და "ოდიში 1919"-ის თამაშს, ანუ მეგრულ დერბის 3000 კაცი დაესწრო.

საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, სადაც მეტ-ნაკლებად ნორმალური გუნდი ჰყავთ, მაყურებლის პრობლემა არ არსებობს. გამონაკლისი მხოლოდ თბილისია.

სოციალურ ქსელებში საფეხბურთო თემების ერთ-ერთი აქტიური კომენტატორი დავით ბაკურაძე გახლავთ:

"ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ თბილისში ნაკლებად უყვართ ფეხბურთი, უბრალოდ, თბილისელების აბსოლუტური უმრავლესობისთვის დანარჩენი საქართველოს სხვა ნებისმიერი ქალაქის ან რეგიონის გუნდი გამაღიზიანებელი არ არის.

თან თბილისელების დიდი ნაწილი თავს აღიქვამს არა მარტო თბილისელად, არამედ აჭარელად, გურულად, მეგრელად, იმერელად, ქართლელად... და თუ თბილისის გუნდი მისი კუთხის წარმომადგენელს ხვდება, უკეთეს შემთხვევაში, ნეიტრალურია და, ფაქტობრივად, არანაირი ემოცია არ აქვს, განსხვავებით რეგიონებისგან. მათში თბილისის გუნდის დამარცხება სულ სხვა ემოციას იწვევს.

თუ როგორ უნდა გავაღვიძოთ დედაქალაქელებში საქართველოს ჩემპიონატისადმი ინტერესი, ეს სხვა თემაა".

კარგად მახსოვს, 1999 წელს, ერთ-ერთ გაზეთში, ქართული კალათბურთი გამოიგლოვეს - ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალაო. მაშინ საკალათბურთო ნაკრებმა შესარჩევ ციკლში ისე სამარცხვინოდ იასპარეზა, დღევანდელი საფეხბურთო ნაკრები მონაგონია.

მაშინ ბევრს ეგონა, რომ საქართველოში კალათბურთი დამთავრდა. ამ ჭკუამხიარული ხალხისთვის რომ დაგვეჯერებინა, ევროპის ჩემპიონატზე ფაჩულიასა და მისი ძმების გამოსვლით ვერ გავიხარებდით.

ქართული ფეხბურთი პოპულარული აღარ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ამ დღეში მყოფსაც მაინც ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს. ვინმეს მართლა თუ ჰგონია გამოსავალი, რომ ყველას და ყველაფერს, ვისაც და რასაც გაუჭირდება, წიხლი უნდა ვკრათ, ჩვენ ხალხი არ ვიქნებით! მით უფრო ფეხბურთს, რომელიც საბჭოურ წყვდიადში ჩვენი იმედი და მზიანი ღამე იყო.

ვინც ამ წერილს დღეს, წითელ პარასკევს წაიკითხავს, იმედია, დაფიქრდება, ავადმყოფთან როგორი მოქცევაა სწორი - სასუნთქი აპარატიდან გამორთვა თუ მკურნალობა. წიხლებსა და ჩაქოლვას მუდამ ბრბო ითხოვს.

სხვათა შორის, შესაძლოა, ზოგი იმ ფრაზითაც გაღიზიანდეს, რაც რაბინერის წერილში ამოვიკითხეთ - მეგობარმა, მიხეილ პუშკანსკიმ შემოგვთავაზა რუსთაველისა და ყიფიანის სამშობლოში წასვლაო. მაგრამ ფაქტია - ბევრისთვის, ძალიან ბევრისთვის, საქართველო სწორედ ფეხბურთთან ასოცირდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• hh

ფულს ვინ იხდის ბილეთში რო გუნდს რამეში წაადგეს თორე უფულოდ ეგრე კოღოებიც არიან ფოთშიც და ლანჩხუთშიც

• hj

რატომ არ არის ნახსენები ლანჩხუთი,სადაც მაჩანჩალად ქცეული გუნდის საქომაგოდ ყოველ თამაშზე მინიმუმ 2500 კაცი დადის?!

• კოლხი

ფოთში სტადიონის ტევადობაა 2800, მაგრამ ბევრად მეტი გულშემატკივარი დადის ყველა თამაშზე, მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა ;) საქართველოში ყველაზე დიდი დასწრება ფოთშია

• მურთაზი

ამ ავადმყოფს ჭირდება ოყნა.უნდა შეიქმნას სპორტული პოლიცია რომელიც გააკონტროლებს ტოტალიზატორებს და ჩემპიონატის ყველა თამაშებს (მსაჯემა და მივლინებულმა კომისრებმა დაკარგეს ნდობა)გამოავლინონ მცირე დანაშაულიც კი და დაისაჯოს არა მარტო მოცეკვავეები მიაყოლონ ქორეოგრაფებიც

• რეზო

სანამ თბილისის დინამო გექნებათ "გაჩხერილი"ყელში,ქართულ ფეხბურთს არაფერი არ ეშველება.

• Guadua

.... სამტრედიაში "ეროსი მანჯგალაძე" 2500 მაყურებელს იტევს და გარანტირებულად სულ სავსეა. - სამტრედიაში სტადიონი იტევს 1600 კაცს,ის რომ მას ესწრება მეტი ვიდრე იტევს,ეს სულ სხვა თემაა და ამაზე გაკეთე აქცენტი რომ სასწრაფოდ ტრიბუნებია დასამატებელი..

• anti

ბატონო მერაბ მე გეტყვი თბილისში რატომ არ დადის ხალხი სტადიონზე და რატომ არ არის სხვა გუნდი გამაღიზიანებელი თბილისელებისთვის: 1) ელ კლასიკოდ შერაცხული ტორპედო-დინამოს შეხვედრა ფორმალობად იქცა, რადგან მსაჯებით და ფედერაციით დამთავრებული ყველა დინამოს გულშემატკივარია, სამწუხაროდ თქვენც ჟურნალისტებიც... დინამო ტორპედოსთან სათამაშოთ რომ გადის უკვე მოგებულია და ეს ყველამ იცის, ამიტომ არავის არ სურს ეგეთი სისაზიზღრის ყურება. აბა იყოს მიუკერძოებლობა და დაძაბულობა თუ არ ივლის გულშემატკივარი სტადიონზე ნახეთ. ქუთაისელი გულშემატკივარი ტორპედო-დინამოს თამაშზე იმიტომ მიდის, რომ უგულშემატკივროს საყვარელ გუნდს და დინამო და დინამოს მოყვარული მსაჯები დაჩაგროს სტადიონზე, ეს ბოლო ქუთაისურ თამაშზეც გამოჩნდა, მსაჯმა ლამის 1 ტაიმი დაამატა სანამ არ გაათანაბრა დინამომ. ბოლო დინამო-ტორპედოს თამაშზე რა მოხდა? მოაგებიეს დინამოს, ამის შემდეგ დასწრებას ვითხოვთ სტადიონზე? 2) ზესტაფონი, ერთერთი ძლიერი გუნდი საქართველოში, რომელიც დინამოს შესანიშნავ წინააღმდეგობას უწევდა და ასე თუ ისე სხვა შეხვედრებთან შედარებით მაღალი დასწრება იყო სტადიონზე, შემდეგ რა მოხდა? ილია კოკაია მოკვეთეს ფეხბურთიდან რადგან დინამოს კონკურენტი არ ყოლოდა... დასკვნა: რეალობას შევხედოთ, ამბობთ დინამო უკონკურენტო იყო წლევანდელ ჩემპიონატში, შემადგენლობით და თამაშის ხარისხითო: 1) გუნდი რომელმაც მოქმედ ჩემპიონს დილას ვერცერთი თამაში ვერ მოუგო, 2) გახდა წლის გუნდი პენალტებში 3) გახდა მსაჯების რჩეული გუნდი. აი ეგეთი ჩემპიონი ყავს საქართველოს. სანამ ყველა გუნდი არ გათანაბრდება საქართველოში და მხოლოდ ერთი გუნდი იარსებეს ქვეყანაში, ჩვენი ფეხბურთი მკვდარი იქნება. ამიტომ სჯობს ბატონო მერაბ როგორც თქვენ აღნიშნეთ ზემოთ სტატიაში, გამოვრთოთ ქართული ფეხბურთი სასუნთქი აპარატიდან.

• გუჯა კახაძე

ავადმყოფთან როგორი მოქცევა არის საჭიროო და გიპასუხებთ - საჭიროა საუკეთესო ექიმების ჯგუფი და "მკურნალობის" თანამედროვე მეთოდები. გასული საუკუნის მეთოდების შელამაზება რომ არ ამართლებს ამას ერთდროს არასაფეხბურთო ქვეყნებთან განცდილი მარცხიც ადასტურებს.

• Tbilisi

Im avadmyopis gadarchena bevrad advili vinc gadarchenas cdilobs, am shemtxvevashi es avadmyopi dziritadad yovel dge xarakirit aris dakavebuli da shesabamisad sanam tviton ar sheecdeba tavisi tavis gadarchenas sxvis imedze yopnas azri ar akvs!!!

"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება

"საქართველოს გაუმარჯოს! რუსები ამას ვერ მოვესწრებით..." - ანდრონოვი U21 ნაკრების წარმატებაზე

ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან

ალექსანდრე იაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება

"იუდა" რაკიცკიმ უკრაინის ნაკრებში ჰაერი გაასუფთავა და იქიდან წავიდა, სადაც აღარ იყო

"ქვის ხანაში გვაბრუნებენ, რუსეთის საზოგადოების განუვითარებლობაზე მეტყველებს, რომ..." - ანდრონოვი სამშობლოზე, თავისუფლებასა და მარადიშვილის საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე საუბრობს

რუსი ჟურნალისტი ხვიჩა კვარაცხელიაზე: "ლოკომოტივიდან" წასვლისას ტიროდა - ეს გოლი ჟანრის კლასიკაა

ცნობილი რუსი კომენტატორი: "გაუმარჯოს საქართველოს!"

იაშვილი: მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის

ქინქლაძის თამაში კვარაცხელიას მსგავსად უკვირდათ - ცნობილი რუსი კომენტატორი

კვეკვესკირის როლი გასახდელში დიდია... ეს კონკურენციაა... ბათუმში კარგი საფარი იქნება - სანიოლისა და იაშვილის პრესკონფერენცია

ალექსანდრე იაშვილი: ანტალ იაკობაშვილთან საუბარი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, მას უნგრეთის ნაკრებში სურს თამაში

sport-express: საბა კვირკველია - ქართველი მეფე სოლომონი

რუსებს ფეხბურთსაც აღარ აყურებინებენ

"სპარტაკი" აქოთებული საღორეა" - ამტკიცებს "ბენფიკასთან" მარცხის შემდეგ რუსი კომენტატორი

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია