ესპანეთის ება ლიგის გუნდის ქართველი კალათბურთელი სწავლის გაგრძელებას უნივერსიტეტში აპირებს
დასასრულს უახლოვდება ესპანეთის ება ლიგის რეგულარული ეტაპი. შეჯიბრებაში რამდენიმე ქართველი თამაშობს, რომლებზეც აქამდეც ვწერდით და მათ ახლო მომავალშიც შეგახვედრებთ. დღეს ვილი ისიანსა და მის "გრან კანარიაზე" ვთქვათ.

ბოლო ტურში ვილიმ კანარიელთა მაისურით სასტარტო ხუთეულში ითამაშა და "რეალ კანოეს" ძლევაში დიდი წვლილი შეიტანა - 24 წუთში 12 ქულა (8-დან 4 სამქულიანი), 8 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ვილის გუნდმა კი მეტოქე 65:59 დაამარცხა.

"გრან კანარია" ება ლიგის "ბ" ჯგუფში მე-8 ადგილზეა. ვილის თავდაპირველად საპლეიოფო შანსებზე ვკითხეთ.

- პლეი ოფში გასვლას ვეღარ ვახერხებთ, ჯგუფიდან საუკეთესო ოთხი გუნდი გადის. ჩვენ კი კვარტეტში მოხვედრის შანსი აღარ გვაქვს. თუმცა, ხელწამოსაკრავი გუნდი არ გვყავს. ბევრი მატჩი წავაგეთ ბოლო წუთებზე. მათი ნახევარი მაინც რომ მოგვეგო, სულ სხვა პოზიციაზე ვიქნებოდით.

თუმცა "კანარია" ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდია და თითოეული მოთამაშის გამოცდილებას ვაგროვებთ. მხოლოდ ერთი ვეტერანი გვყავს - ბერნი ფერნანდესი, რომელსაც უმაღლეს ლიგაშიც მაღალ დონეზე აქვს ნათამაშები.

- მხოლოდ "გრან კანარიას" ება ლიგის გუნდთან ერთად ვარჯიშობ?

- სეზონის დასაწყისში მთავარ გუნდშიც დამიძახეს და რამდენიმე საკონტროლო მატჩი ჩავატარე, თუმცა მას მერე, რაც სწავლა დამეწყო, მხოლოდ ება-ს გუნდში ვარ. მწვრთნელმა მითხრა, ჩვენთან, პირველ გუნდშიც ივარჯიშე და მეორეშიცო, მაგრამ სწორედ ამ წელს ვამთავრებ სკოლას, სწავლის გაგრძელებას უნივერსიტეტში ვაპირებ და ერთდროულად ორ გუნდში ვარჯიშს ვერ შევძლებდი.

- სკოლა დაამთავრე?

- სწავლა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ გამოცდებს უკვე ვაბარებ. ყველაფერი ნორმალურადაა და ჩემი ნიშნები საუნივერსიტეტო გამოცდებისასაც გამომადგება.

- უმაღლეს სასწავლებელში სიარულის პარალელურად კალათბურთის თამაშს მოასწრებ?

- არის საშუალება შინიდან გაუსვლელად, ონლაინრეჟიმში სწავლისა. ჩემი თანაგუნდელი სწორედ ასე სწავლობს და ორივეს კარგად ასწრებს. არც მე მექნება პრობლემა.

- "გრან კანარიასთან" რა ვადიანი კონტრაქტი გაქვს?

- რომ ჩამოვედი, 2+2 სისტემის ხელშეკრულება გავაფორმე. ორი წელია აქ ვარ. დღეს წინასწარ ლაპარაკი რთულია, თუმცა, სავარაუდოდ, მომდევნო სეზონშიც დავრჩები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

avera
მიაწექი ვილი ძალიან მაგარი ხარ
daamboo
ისიანი ვილი, 127 ქულა რომ ჩააგდო ერთ თამაშში ეგ ხომ? ადმინ წარმატებები
ლეონარდო
NBA-ს მომავალი ქართველი, ესე წერენ ესპანელებ.,წარმატებები
DINAMO
ნაკრებში არის გამოძახებული?
ლეონარდო
ამ ბიჭს პატრონი ჭირდება
JEIMSI
ვილი არის ნაღდი კალათბურთელი
DABDURA
სწავლა კარგია მაგრამ,კალათბურთის თამაში ჯობდეს იქნება
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ესპანურ გუნდში გადავიდა
კვლავ NBA-ში, თუმცა არა "სან ანტონიოში" - მამუკელაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა
მამარდაშვილი სასტარტოშია - "ლივერპულმა" პირველი მატჩი "ბილბაოს" დამაჯერებლად მოუგო
მამარდაშვილი "ბილბაოსთან" "ლივერპულის" პირველ მატჩში არ ითამაშებს - Evening Standard-ი მიზეზს განმარტავს
ჰატო 2022 წლის შემდეგ "ჩელსის" 50-ე შენაძენი გახდა - შემდეგი სამიზნეები გარნაჩო და სიმონსი არიან
სად შევძლებთ "ლივერპულისა" და "ბილბაოს" მატჩების ყურებას?
კვარაცხელიას თანაგუნდელმა შეიძლება კარიერა პრემიერლიგის გუნდში გააგრძელოს
"ნაპოლი" ფრანგულ "ბრესტთან" დამარცხდა
"დავითაშვილს და სტასენს "სენტ-ეტიენის" დატოვება უნდათ - სიტუაცია იძაბება" - ფრანგული მედია
ჩვენებურები "ეპიცენტრთან" - "შახტარმა" ისევ ბრაზილიელის გოლით მოიგო
"ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგა ახალგაზრდებთან და არა მესისთან და მბაპესთან ერთად ამიტომ მოიგო" - შოტლანდიელი მწვრთნელი
ცნობილი გახდა რა შემთხვევაში გაყიდის "რეალი" ლუნინს
ვეა "იუვენტუსიდან" "მარსელში" გადავა
"მილანმა" შეთავაზება გააკეთა - "როსონერის" "იანგ ბოიზის" მცველი სურს
სიმეონე "ნაპოლიდან" მიდის, მაგრამ იტალიაში რჩება
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"
მამარდაშვილის "ლივერპულში" ვარსკვლავთცვენაა - როდრიგოც სავარაუდოდ, "ენფილდზე" მიდის
მიქაუტაძეს კონკურენტს მიუყვანს - ფონსეკამ "ლიონის" ტრანსფერებზე ისაუბრა
"ეს ფრაზა ილიას აბაზანაში ჩამოკიდეთ, რადგან შეახსენოთ, რომ შარდვის დროს..." - ცარუკიანი თოფურიას გამოწვევას აგრძელებს
ადრიანო გალიანი სავარაუდოდ, "მილანში" დაბრუნდება
ლომების ტურნე დასრულდა - განახლებული რეიტინგი
ზაბარნისთან ერთად გუნდში ვერ იქნება - პსჟ-მა საფონოვის გაყიდვაზე მუშაობა დაიწყო
ვილი ისიანის 3 ქულა - ქართველის "დეტროიტი" 2-ქულიანი სხვაობით დამარცხდა
მამუკელაშვილმა და ბეჟანიშვილმა NCAA 11-11 ქულით და მოგებებით დაიწყეს [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "სიონმა" "დილას" 2:1 მოუგო [VIDEO]
ეროვნული რადარი – ქართველი კალათბურთელების ოკეანგაღმური ამბები
ვილი ისიანის გამორჩეული მატჩი NCAA-ში
ვილი ისიანმა რეგულარული ჩემპიონატი 14 ქულით დახურა და პლეი-ოფისთვის ემზადება