დურანტულას შეჩერება შეუძლებელი იყო
"სან ანტოინიო" აღარ მოსჩანს აშკარა ფავორიტად "ოკლაჰომასთან" სერიაში. წინა მატჩში "სპურსს" გაუმართლა, როცა კრიტიკულ მომენტში კავაი ლეონარდმა შეტევაში მოხსნა უმნიშვნელოვანესი ბურთი, მაგრამ, ამჯერად, სტუმრების უცნაურმა თამაშმა შედეგი არ მოიტანა.

"სან ანტონიოს" თამაშის უცნაურობა კი იმაში მდგომარეობდა, რომ გრეგ პოპოვიჩის გუნდმა ჯამში მხოლოდ 12 შედეგიანი პასი შეასრულა, ამასთან, თამაშიდან 40 ტყორცნა ჩააგდო. შესაბამისად, ქულების 70 პროცენტი არაორგანიზებული შეტევების შედეგი იყო. და ამ არაორგანიზებულმა თამაშმა მეოთხე მეოთხედში იჩინა თავი, რომელიც "სპურსმა" პირწმინდად წააგო.

მატჩის შემდეგ, ტონი პარკერმა აღიარა, რომ "ოკლაჰომამ" ბრწყინვალე სამუშაო გასწია დაცვაში. სტუმრებმა 12-დან 10 სამქულიანი ააცილეს, ხოლო ტყორცნების უმეტესი ნაწილის შესრულება წინააღმდეგობისას უწევდათ.

და იმის გათვალისწინებით, რომ მეორე ტაიმში კევინ დურანტის შეჩერება შეუძლებელი იყო (ფორვარდმა თავისი 41 ქულიდან 29 მეორე ნახევარში დააგროვა), "სან ანტონიოს" წარმატების არანაირი შანსი არ ჰქონდა. მასპინძლების გამარჯვებაში სხვა ფაქტორებმაც იქონიეს გავლენა: რასელ უესტბრუკმა, როგორც იქნა, გადაიფიქრა ეგოისტური თამაში, დროულად წავიდა დურანტის ჩრდილში და სუფთა გამთამაშებელი გახდა; სტივენ ადამსი და ენეს კარტერი ძალიან საიმედოები იყვნენ საკუთარ ნახევარზე; დიონ უეიტერსი სწორად არჩევდა შესატევ პოზიციებს... ასე რომ, ბოლო მეოთხედი ცალფარა თამაშს ჰგავდა.

ამ 12 წუთში მარტო დურანტმა უფრო მეტი ქულა აიღო, ვიდრე მთლიანად "სან ანტონიომ" - 17:16. "ოკლაჰომამ" კი მატჩი ფანტასტიკური სპურტით დაასრულა - 32:12.

ოკლაჰომა-სან ანტონიო 111:97

17:27, 28:26, 32:28, 34:16

ო: დურანტი (41+5 მოხსნა+4 პასი), უეიტერსი (17+3 პასი), ადამსი (16+11 მოხსნა+2 დაფარება), უესტბრუკი (14+15 პასი+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), კანტერი (11+8 მოხსნა), იბაკა (7), ფოიე (5).

ს-ა: პარკერი (22+3 პასი), ლეონარდი (21+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), ოლდრიჯი (20+6 მოხსნა), დიაო (11), ჯინობილი (9), უესტი (8+7 მოხსნა), მილზი (4+3 პასი), ანდერსონი (2+3 ჩაჭრა), გრინი (0+5 მოხსნა).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (50.6/47.1), სამქულიანები (39.1/16.7), საჯარიმოები (75.9/93.8).

სერია: 2-2

გუშინდელი მატჩების ციფრები

0

"სან ანტონიოს" ვეტერანმა ფორვარდმა ტიმ დანკანმა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა კარიერაში. მან პირველივე ტაიმში ოთხი პერსონალური მიიღო, თამაშიდან ვერც ერთი ტყორცნა ვერ შეასრულა და პირველად ვერ შეძლო თუნდაც ერთი ქულის აღება. მიმდინარე პლეი ოფში დანკანი საშუალოდ 4.4 ქულას, 5.0 მოხსნასა და 1.6 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

6

"ოკლაჰომას" ლიდერმა კევინ დურანტმა მეექვსედ შეძლო პლეი ოფის მატჩებში მინიმუმ 40 ქულის დაგროვება. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, ასეთი რამ მხოლოდ ლებრონ ჯეიმსმა შეძლო - შვიდი 40-ქულიანი მატჩი.

4x15

გუშინდელ მატჩში 16 სამქულიანის გამოყენების შემდეგ, "კლივლენდმა" უნიკალური რეკორდი დაამყარა. მან ასოციაციის ისტორიაში პირველმა შეძლო ზედიზედ ოთხ მატჩში მინიმუმ 15 შორეული ტყორცნის ჩაგდება. ასეთი რამ, აქამდე არა თუ პლეი ოფში, რეგულარულ სეზონშიც არ მომხდარა. უნდა აღინიშნოს, რომ "კლივლენდმა" "ჰოქსთან" სერიაში 51 პროცენტის სიზუსტით ისროლა სამქულიანები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
[VIDEO] "ინდიანა პეისერსმა" "ნიუ იორკ ნიქსი" დაამარცხა და სუპერფინალში ითამაშებს
[VIDEO] პირველად 13 წლის შემდეგ - "ოკლაჰომა" კონფერენციის სუპერფინალში ითამაშებს
საქართველო - კაბო-ვერდე. 1:0 პირველი ტაიმის შემდეგ
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ისევ ერთად? - კიმ მინ ჯე შეიძლება "კვარას" თანაგუნდელი გახდეს
ალისონი "ლივერპულში" რჩება და კონტრაქტის გახანგლძრივების იმედი აქვს
[PHOTO] ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა ახალი ფორმა წარადგინა
დემბელე მინიმუმ ჯგუფურ ეტაპს გამოტოვებს - პსჟ-ის სერიოზული დანაკლისი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე
სპალეტის იტალიის ნაკრებიდან უშვებენ? - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელის შესაძლო შემცვლელებიც ცნობილია
U21 | ბოლო დღე ავსტრიულ შეკრებაზე, დღეს ახალგაზრდული სლოვაკეთში გაემგზავრება
[VIDEO] თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი და "ვირტუსი" ზედიზედ მეხუთედ ფინალში
საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ აშშ-ს მოუგო
კასანო: ნუსა ახალი კვარაცხელიაა და "ნაპოლიმ" სასწრაფოდ უნდა შეიძინოს
"ნაპოლი" "ემპოლის" მცველს დაიმატებს
სანიოლი: ბევრად ძლიერი მეტოქე გვყავს - შემადგენლობაში ცვლილებები და განსხვავებული გეგმა იქნება
ალისონის და მამარდაშვილის დუბლიორი? - "ლივერპულმა" უნგრელი მეკარე შეიძინა
დონარუმას გადაბირებას ორი დიდი კლუბი შეეცდება
წიტაიშვილმა "გრანადა" დატოვა
finita la commedia - ოსიმენი სასწრაფოდ პარიზში დაიბარეს
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
"ფინიქსმა" "კლიპერსი" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]
ლუკას წარმოუდგენელი სტატისტიკა - სლოვენიელმა ვარსკვლავმა ირვინგისა და დურანტის კომბინირებული 76 ქულა გადაფარა [VIDEO]
ჯეიმსი VS დურანტი - "ლეიკერსის" 22 ქულიანი ქამბექი "ფინიქს სანზთან" [VIDEO]
მაგარი მატჩი ბრუკლინში - "ნეტსი" ახალგაზრდა ვარსკვლავებთან დამარცხდა [VIDEO]
გიჟური გაცვლები NBA-ში - დურანტი "ფინიქსში", ვესტბრუკი "იუტაში"
"მილუოკიმ" "ბრუკლინიც" დაამარცხა - სანდრო მოედანზე არ გამოჩენილა [VIDEO]