ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

უმაღლესი ლიგის XXVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

უმაღლესი ლიგის XXVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

ეფექტური გოლების ტური - გამორჩეული ფაქტები და მოვლენები
საქმეს ისეთი პირი უჩანს, ბოლო ტურს, დიდი ალბათობით, აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ექნება. ან, შესაძლოა, ერთადერთი საინტრიგო თემა იყოს დარჩენილი და ისიც ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ გუნდებთან დაკავშირებით. აი, ასე: ჩემპიონატის ფინიშის მოახლოებასთან ერთად, თითქმის ყველაფერი ლაგდება და ამ მხრივ, გამონაკლისი არც გასული ტური იყო.

სწორედ ამ ტურის შედეგების მიხედვით გაირკვა, რომ "სამტრედია" და "დილა" ამ ზაფხულს ევროპალიგაზე იასპარეზებენ, ხოლო ვაკანტურ მე-4 ადგილთან დაკავშირებითაც უცვლელი დარჩა სიტუაცია და გასავარდნ ზონაშიც - არც "ჩიხურასა" და "სიონს" შორის შეცვლილა ქულათა სხვაობა და არც ბოლო სამ ადგილზე მყოფი გუნდებისათვის ("ზუგდიდი", "მერანი", "საპოვნელა") გარკვეულა რამე.

ერთი შეხედვით, უმაღლესი ლიგის დატოვების საფრთხე "გურიასა" და "ლოკომოტივსაც" ემუქრებათ, მაგრამ მაინც გვგონია, რომ ეს გუნდები შეძლებენ და დარჩენილ ორ ტურში ორ-ორ ქულას მოიპოვებენ (ეგ კი არა, შესაძლოა, თითო-თითოც ეყოთ..).

თუმცა, ყველა შესაძლო ვარიანტზე სხვა დროს ვისაუბროთ, მანამდე კი გასული ტურის გამორჩეული ფაქტები თუ მოვლენები გავიხსენოთ.

სარეკორდო შედეგიანობა

არავის უნდა უკვირდეს, ჩემპიონატის ფინიშის მოახლოებასთან ერთად საყაიმო ანგარიშების ნაკლებობა რომ შეიმჩნევა. ასე მოხდა ამ ტურშიც, როცა მხოლოდ ერთი ფრე დაფიქსირდა (თანაც, ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში) და ამ შემთხვევაში ეს ანგარიში მასპინძელთათვის მისაღები უნდა ყოფილიყო: "ჩიხურამ" კვლავაც შეინარჩუნა ოთხქულიანი უპირატესობა "სიონთან" და სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე საჩხერელთა გუნდს დარჩენილ ორ ტურში 3 ქულაც სჭირდება ევროტურნირებზე დასაბრუნებლად და თასის ფინალში... თბილისის "დინამოს" გამარჯვებაც!

თუმცა, გასულ ტურში ფრეების ნაკლებობაზე მეტად სხვა ფაქტ(ებ)ი იყო აღსანიშნავი თუ გამოსარჩევი: რვა მატჩში 26 გოლი გავიდა, რაც საუკეთესო შედეგია მეორე წრეში.

ამას გარდა, როგორც იქნა, ნავსი გატყდა და ასე ნანატრი ჰეთ თრიკიც ვიხილეთ, თანაც, ერთდროულად - ორი!..

ახალი ბომბარდირი

თბილისის "დინამომ" თავისი XVI ჩემპიონობა სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე გაინაღდა, ამ გუნდის ცენტრფორვარდ გიორგი ქვილითაიას კი გუნდურთან ერთად, ინდივიდუალური ტიტული ახლავე შეიძლება რომ მივულოცოთ!

22 წლის გიორგი ქვილითაიამ "გურიასთან" მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა და საუკეთესო ბომბარდირთა დავაში უახლოეს კონკურენტს 6 გოლით უსწრებს.

ჩემპიონატი ჯერ არ დამთავრებულა და გიორგი ქვილითაიას უკვე 23 გოლი აქვს გატანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო წლების საუკეთესო შედეგის გაუმჯობესების შანსიც არსებობს. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგი კი ასევე თბილისის "დინამოს" თავდამსხმელს, ლევან მელქაძეს ჰქონდა, რომელმაც 2004/05 წლების სეზონში 27 გოლი გაიტანა.

თუმცა, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში სამი ისეთი გამორჩეული მეგოლე გვყავდა, რომელთა შედეგების გამეორებასაც, ალბათ, ვერავინ შეძლებს: მერაბ მეგრელაძეს, ოთარ კორღალიძესა და ზვიად ენდელაძეს ხომ სეზონში 40-41 გოლი გაჰქონდათ...

ისევ გიორგი ქვილითაიაზე გვინდა ვთქვათ, რომელმაც ამ სეზონში უკვე მეორე ჰეთ-თრიკი შეასრულა და ამ მაჩვენებლითაც უკონკურენტოა!

მონატრებული ჰეთ-თრიკი

თითქმის ორი თვის წინ იყო, "საბურთალოს" 19 წლის კაპიტანმა გიორგი ხარაიშვილმა "გურიასთან" საშინაო მატჩში ჰეთ-თრიკი რომ შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ მეორე წრეში არც მანამდე და არც მერე მსგავსი შედეგი ვერავინ უჩვენა და აი, ერთდროულად ორი ჰეთ-თრიკიც: გიორგი ქვილითაიას გარდა, ამ ტურში სამი გოლის გატანა "ზუგდიდის" 21 წლის ფლანგის შემტევმა გურამ სამუშიამაც შეძლო, თანაც - როგორი მნიშვნელობის მატჩში!

მოგეხსენებათ, რომ "ზუგდიდი" და "მერანი" უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძვიან და მათ შორის დაპირისპირებაც ექვსი კი არა, ბევრად "მეტქულიანიც" იყო. ჰოდა, აი, ასეთი თამაშის ბედი გადაწყვიტა გურამ სამუშიამ, რომელსაც აქამდე ჰეთ-თრიკი კი არა, დუბლიც არ ჰქონდა შესრულებული უმაღლეს ლიგაში.

აქვე, იმასაც დავძენთ, რომ "ზუგდიდის" მოგება იმითაც არის ფასეული, რომ "მერანთან" ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს (0:0, 3:0). თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირველესი პრიორიტეტი ხომ ურთიერთშეხვედრებია...

დუბლიც ორია!

ჰეთ-თრიკებით თუ არა ვართ განებივრებულნი, აი, დუბლი ნამდვილად აღარ გვიკვირს, თუმცა ამ ტურში ისეთი ამპლუის ფეხბურთელებმა შეძლეს ორი გოლის გატანა, გამოკვეთილი ცენტრფორვარდები რომ არ არიან.

აი, თუნდაც, "სამტრედიის" გამოცდილი შუახაზელი, 31 წლის გიორგი დათუნაიშვილი, რომლის "დუბლმაც" საბოლოოდ გადაწყვიტა ამ იმერული კლუბის საევროპე მიზნების შესრულება! აღსანიშნავია, რომ ამპლუით საყრდენ ნახევარმცველს გიორგი დათუნაიშვილს ამ ტურამდე "დუბლი" უკანასკნელად 4 წლის წინათ ჰქონდა შესრულებული...

გიორგი დათუნაიშვილი "სამტრედიის" ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია, ისე, როგორც "ცხინვალშია" გიორგი ივანიშვილი. ამ უნივერსალმა გარემარბმა გამორჩეული მატჩი ჩაატარა "შუქურას" წინააღმდეგ და უმაღლეს ლიგაში თავისი პირველი დუბლიც შეასრულა.

პენალტებმაც იმატა...

სეზონის დასრულებასთან ერთად დაძაბულობაც რომ მატულობს, არახალი ამბავია, მაგრამ ამ ბოლო დროს პენალტების რიცხვმაც მოიმატა და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ამ ტურში დანიშნული თითქმის ყველა პენალტი ზუსტად იქნა შესრულებული.

აი, ისინიც, პენალტის ნიშნულიდან რომ შეძლეს გოლის გატანა: გიორგი ქვილითაია ("დინამო", თბ), გურამ სამუშია ("ზუგდიდი"), გიორგი კახელიშვილი ("გურია"). ისე, რახან პენალტები ვახსენეთ, საერთოდ, სტანდარტული მდგომარეობების შესრულების მაღალპროცენტულ მაჩვენებელზეც უნდა ვთქვათ.

თუნდაც, "ტორპედო"-"საპოვნელას" მატჩი ავიღოთ, სადაც მასპინძელთა ცენტრალურმა მცველებმა გიორგი ნერგაძემ და ბაქარ მირცხულავამ ერთიმეორეზე ეფექტური გოლები გაიტანეს თავური დარტყმებით და ორივეჯერ ჩინებულ გადაცემებს ირაკლი კლიმიაშვილი ასრულებდა.

აღსანიშნავია, რომ 23 წლის ბაქარ მირცხულავამ ამ სეზონში პირველი გოლი გაიტანა, 33 წლის გიორგი ნერგაძეს კი საქართველოს ჩემპიონატში უკანასკნელად 7 წლის წინათ ჰქონდა გოლი გატანილი - მერე ხომ სამხრეთ აფრიკაში ასპარეზობდა...

...სტანდარტული მდგომარეობის კიდევ ერთ უბადლო შემსრულებელზეც უნდა ვთქვათ - ოთარ მარცვალაძისგან ეფექტურ გოლებს მიჩვეულები ვართ და გამოცდილმა ფორვარდმა ამ ტურშიც დაამტკიცა თავის მაღალი კლასი, როცა "საბურთალოსთან" მატჩში ჩინებულად შეასრულა საჯარიმო დარტყმა.

არანაკლებ ლამაზი გოლი გაიტანა თბილისის "დინამოს" კარში გიორგი ალავერდაშვილმაც - ლანჩხუთელთა გუნდის 28 წლის შემტევმა ნახევარმცველმა შორი მანძილიდან ბურთი მეტოქის კარის "ცხრიანში" გაგზავნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• dato

Gia cecadzes ar ekutvnis simbolurii dgesdgeobit sauketesoa wmtvneliaa.. samtrediam xo yvelas ugebs gasvlaze tu saxlshi da dinamosgan ba sxvavebit penlebs ar urtyams yovel tamasshii..

დინამოების დაპირისპირება და სადებიუტო გოლები

"დილამ" და "ტორპედომ" გაიმარჯვეს

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა: მოგებები 10 კაცით

"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა

ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში

"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს

"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით

პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს

ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა

ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან

არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი

თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს

შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს

"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს

დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს

ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს

Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს

[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო

გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა

ქვილითაია შეცვლაზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]

ზედიზედ სამჯერ! - ვაკო გვილია საგოლე გადაცემების დიდოსტატია

თბილისის "ლოკომოტივი": მინუს ათი და პლუს ვარჯიში

სამტრედია-დინამო(თბ) 1:1 - იბრას სტილი და ბოთლი ტრიბუნიდან [VIDEO]

დვალის და ქვილითაიას "აპოელი" კვიპროსის ჩემპიონი გახდა [VIDEO]

ჩიხურა VS ბეითარი - სოსო ფრუიძის იმედად

გიორგი ნერგაძე და ქუთაისის "ტორპედო" - მოლაპარაკება მთავრდება...

"ფაქტი ფაქტად რჩება - მეორე მატჩში "სამტრედია" "ყარაბაღზე" უკეთესი იყო!"

ვინ რამდენ კილომეტრს დარბის? პოლარის სისტემის საინტერესო მონაცემები

"არისმა" "ომონიას" ქვილითაიას დუბლით მოუგო

გრიგოლ დოლიძე: დადე ბურთი და მოჭერი!..

ეროვნული ლიგის II ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

"სოსნოვიეცი" მეორე ქართველმაც დატოვა - გიორგი ივანიშვილი "სიონში" ჩაირიცხა

ქვილითაია "აპოელს" გულთბილად დაემშვიდობა

კოლხეთი-სამტრედია 1:3 - სამტრედიელთა სამაია [VIDEO]

"როდესაც წნეხს ნაკლებად ვგრძნობთ, უკეთესად ვთამაშობთ ხოლმე, იმედი მაქვს, პორტუგალიასთანაც ასე იქნება" - გიორგი ქვილითაია

ᓞᓘრᓕᓔᓚᓘ ᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓘ ᓚᓔᓒᓘᓝᓜᓔᓠᓘ ᓢᓣᓜᓘᓡᓨᓘ - ᓜᓣᓒᓖᓐᓠ ᓙᓕᓘᓠᓢᓘᓐ "ᓖᓐᓠᓖᓘᓡᓨᓘ" ᓘᓗᓐᓛᓐᓨᓔᓑᓡ

ტორპედო-საპოვნელა 4:1 - "ფეარ პლეიმაც" გაიმარჯვა [VIDEO]

თბილისის "ლოკომოტივი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა

ეროვნული ლიგის XXII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

სიახლე: პოლარის სისტემა - ვინ რამდენს დარბის ეროვნულ ლიგაში

ირაკლი კლმიაშვილი: ეს არის ის, რაც ჩემპიონატს ინტრიგისთვის აკლია

გორის "დილა“ კიდევ ოთხი ფეხბურთელით გაძლიერდა

გიორგი გაბედავამ ვატო არველაძის "კორონას" გაუტანა [VIDEO]

"დედას მოგიტ...ავ" - ჩხუბი ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერების მატჩში [VIDEO]

გიორგი დარასელია: "ტორპედო" მაღალი მიზნებისთვის ბოლომდე იბრძოლებს

წლის საუკეთესო ფეხბურთელი ჯაბა კანკავა გახდა - ფეხბურთის ფედერაციამ საუკეთესოები დაასახელა

ეროვნული ლიგის XV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

ლოკომოტივი-შუქურა 0:3 - უკეთესს რომ ვერ ინატრებ... [VIDEO]

ლუკა ზარანდიამ პოლონეთში თანამემამულეები არ დაინდო [VIDEO]

თბილისის "ლოკომოტივი": სტარტზე ახალი ტრიოთი

მინდა, ისევ გამოვადგე ქუთაისს - გიორგი ნერგაძე "ტორპედოში" დაბრუნდა

სამტრედია VS ყარაბაღი - დაამტკიცეთ, რომ არ ხართ ნული!

ეროვნული ლიგის III ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს

"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა

კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ

[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?

თითქმის უმაღლესი - როგორი იქნება პრო ლიგა 2

"ტორპედომ" ეროვნულ ლიგაში დასარჩენად დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

"სიონი" გიორგი ივანიშვილით გაძლიერდა

ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

ჩვენი საჩხერე და ჩვენი ფრუიძე - ევროთასები ახლოვდება, მზადაა "ჩიხურა"?

"ერთმანეთს ვეკითხებოდით - ბოლოს როდის ვითამაშეთ ასეთ მოედანზე?"

სამტრედია-დილა 3:2 - ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს [VIDEO]

ოფიციალურად: გიორგი ქვილითაია ახალ გუნდში გადავიდა

"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა