ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

[დღის თემა] სკ "ზესტაფონის" მიმართვა სფფ-ს: აღადგინეთ სამართალი!

[დღის თემა] სკ "ზესტაფონის" მიმართვა სფფ-ს: აღადგინეთ სამართალი!

"ზესტაფონის" გულშემატკივრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან პასუხს ითხოვენ
ფოტოზე: ასე შეხვდნენ ლევან კობიაშვილს სკ "ზესტაფონის" ფანები

რა ხანია, "ზესტაფონის" თაობაზე არაფერი დაგვიწერია. სამწუხარო რეალობაა - დღეს საქართველოს ორგზის ჩემპიონი გუნდი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. რა ხდება ზესტაფონში? ამ კითხვებით მივმართეთ კლუბის პრესსამსახურის უფროს სერგო ფუტკარაძეს. პოზიცია დააფიქსირეს იმერული კლუბის გულშემატკივრებმაც...

სერგო ფუტკარაძე:

- დავიწყებ შორიდან. როგორც კლუბმა, ისე გულშემატკივარმა, შარშან შემოდგომაზე საფეხბურთო ოჯახში ჩატარებული არჩევნების წინ და არჩევნების პროცესშიც მხარი დავუჭირეთ ცვლილებებს. საფეხბურთო ოჯახში გამეფებულმა განუკითხაობამ დაგვანახვა სასწრაფო ცვლილებების აუცილებლობა და ეს მოლოდინი ასოცირებული იყო ლევან კობიაშვილის გუნდთან...

მოხდა ისე, რომ ჩვენ სწორედ საარჩევნო პროცესისა და მთელი რიგი, მანამდე განვითარებული მოვლენების მსხვერპლნი გავხდით - საფეხბურთო კლუბი, რომელიც სპორტული პრინციპის დარღვევასა და უმაღლესი ლიგის 16 გუნდამდე გაფართოებას აპროტესტებდა. ჩვენ თანაბარი დაფინანსების პრინციპის დანერგვისკენ მოვუწოდებდით სახელმწიფოს და ყოველთვის ფეხბურთის სისუფთავის სადარაჯოზე ვიდექით. ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოვჩნდით იმ საშიშროების წინაშე, რასაც ჩვენი ფეხბურთელის შესაძლო მოსყიდვა ჰქვია...

ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობეთ შექმნილი ვითარების შესახებ სფფ-ის ძველ ხელმძღვანელობას. ვთხოვეთ მათ შექმნილი სიტუაციის შესაბამისი მოქმედებების გატარება. ჩვენდა გასაკვირად, გარდა იმისა, რომ სფფ-ის გენმდივანმა შექმნილი ვითარების შესახებ ფედერაციის პრეზიდენტი საქმის კურსში არ ჩააყენა, მეორე დღესვე მოწვეულ იქნა სადისციპლინო კომიტეტის სხდომა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება "ზესტაფონის" ჩემპიონატიდან მოკვეთის შესახებ. რამდენიმე დღეში ეს გადაწყვეტილება აღმასკომმაც დაადასტურა...

ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა წინაასაარჩევნო პერიოდში პრინციპული და სახიფათო ოპონენტის მოშორება და მისთვის ხმის ჩამორთმევის დაკანონება. ეს ადამიანები თავიანთი პირადი მერკანტილური ინტერესების მიღწევის გზაზე არ შეაშინა საქართველოში სიდიდით მეხუთე მუნიციპალიტეტის უფეხბურთოდ დატოვებამაც კი...

შეგახსენებთ ვითარებას: ადგილი ჰქონდა ჩვენი ფეხბურთელის მოსყიდვის მცდელობას. მან გამოიჩინა პროფესიონალიზმი და დიდი პასუხისმგებლობა - შექმნილი ვითარების შესახებ შეატყობინა კლუბის ხელმძღვანელობას...

არადა, სულ რამდენიმე თვის წინ უკვე ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში, მაშინ, როცა "ლიახვის" ფეხბურთელი "ზესტაფონის" ფეხბურთელის მსგავსად მოიქცა და ბინძური გზით სიარულზე უარი განაცხადა, "ლიახვი" არავის მოუხსნია ჩემპიონატიდან. მეტიც - მატჩის გადადების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა...

უნდა ვივარაუდოთ - "ზესტაფონი" იმ თამაშზე რომ გასულიყო, ფედერაციის იმჟამინდელი თავკაცები მაინც მოხსნიდნენ გათამაშებიდან გუნდს და ამას გააკეთებდნენ გარიგებულ თამაშში მონაწილეობის ბრალდებით...

აქედან გამომდინარე, სულაც არ იყო გასაკვირი, რომ "ზესტაფონმა" არჩევნებში მხარი დაუჭირა ლევან კობიაშვილს და მის გუნდს - იმ ადამიანებს, რომლებიც ქართულ ფეხბურთში მაშინ გამეფებულ სიბინძურეს ღიად დაუპირისპირდნენ...

ამ ადამიანებმა პირდაპირ განაცხადეს იმის თაობაზე, რომ ჩვენს გუნდს უსამართლოდ მოექცნენ, ლიგიდან უკანონოდ მოკვეთეს და რომ მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ამოცანა "ზესტაფონთან" მიმართებაში სამართლიანობის აღდგენა იქნებოდა. რა გასაკვირია, რომ დღესაც დარწმუნებულები ვართ - სამართალი იზეიმებს და მათივე დაპირებისამებრ, შეასრულებენ პირობას "ზესტაფონთან" დაკავშირებით სამართლიანობის აღდგენის თაობაზე.

- რა სტადიაზეა ფეხბურთის ფედერაციასთან ურთიერთობა?

- ურთიერთობა გვაქვს და თან - კონსტრუქციული. ჩვენი კლუბის ინსტრასტრუქტურა უმაღლეს მოთხოვნებს რომ შეესაბამება, ეს ფეხბურთის ფედერაციაშიც კარგად იციან. ჩვენი სტადიონი და ბაზა ფედერაციის განკარგულებაშია. თბილისის ბაზაზე ეროვნული ნაკრები მოემზადა. მეტიც, ჩემპიონატი ჩაშლის საფრთხის წინაშე რომ აღმოჩნდა, სწორედ სტადიონმა შეასრულა ის ფუნქცია, რომ პირველობა არ ჩაშლილიყო. ახალგაზრდულმა ნაკრებმა კი ზესტაფონში ითამაშა.

- უმაღლეს ლიგაში "ზესტაფონის" დაბრუნების ოპონენტები ხშირად სპორტულ პრინციპზე ლაპარაკობენ...

- სპორტული პრინციპის უზენაესობა არის ის ფასეულობა, რომელსაც ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით და ვცემთ. 2014 წელს ვეწინააღმდეგებოდით უმაღლესი ლიგის 16 გუნდამდე გაზრდას. სწორედ ამის შემდეგ კლუბის ინვესტორმა მიიღო გადაწყვეტილება დაფინანსების მკვეთრად შემცირების თაობაზე. ჩვენი დღევანდელი ოპონენტები მაშინ სპორტული პრინციპის დარღვევას სიხარულით ხვდებოდნენ...

მთავარი, რაც გვინდა, არის ჩვენი სიმართლის დამტკიცება. კერძოდ კი, პირველ რიგში, რამდენად მართებული და კანონიერი იყო გადაწყვეტილება - უმაღლესი ლიგიდან "ზესტაფონის" მოკვეთა. რამდენიმეთვიანი მოლოდინის მიუხედავად, ჯერაც არ მომხდარა ამ გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება.

ლაშა კიკნაველიძე ("ზესტაფონის" გულშემატკივარი):

"ლევან კობიაშვილი იყო ჩამოსული ზესტაფონში 24 სექტემბერს, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე და ის დაგვპირდა, რომ "ზესტაფონი" დაუბრუნდებოდა ქართულ საფეხბურთო ოჯახს და თქვა, რომ ჩვენი კლუბი გახდა უსამართლობის მსხვერპლი. ამის შემდეგ სწორედ ჩვენ ვიყავით ერთადერთი ფანკლუბი, რომელმაც მოურიდებლად დააფიქსირა პოზიცია, უშუალოდ 3 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მანიპულირების მცდელობასაც კი პირადად აღუდგა წინ".

კოტე ბოჭორიშვილი ("ზესტაფონის" გულშემატკივართა კლუბის პრეზიდენტი):

"დღეს რასაც ვხედავთ, ეს იწვევს ჩვენში იმედგაცრუებას. წლევანდელ ჩემპიონატში ვხედავთ უამრავ ისეთ პერსონაჟს, რომელიც ამ ცვლილებებს გამძაფრებით ეწინააღმდეგებოდა და რომელთა ხელით ქართულ ფეხბურთში უამრავი სიბინძურე ხდებოდა. ეს ადამიანები საჯარო გამოსვლებში იწონებენ სახელმწიფო პროგრამას და იმ ნაბიჯებს, რომლებიც, საბედნიეროდ, იდგმება სახელმწიფოს მხრიდან.

არადა, ის გუნდი და ქომაგიც, ვინც ამ ცვლილებებისთვის რეალურად იბრძოდა, ქართულ ფეხბურთსაა ჩამოშორებული.

გვინდა ვკითხოთ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს - ნუთუ ზესტაფონელი ქომაგი არ იყო იმის ღირსი, რომ ელემენტარულად მომხდარიყო ჩვენი კლუბის, ქალაქისა და ქომაგის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების შეფასება და ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელობას იმ მოვლენებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა?

ბოლო პერიოდში, ფედერაციაში დასაქმებულ პირთა ერთი ნაწილისგან, რომელთა დასახელებისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებთ, კერძო საუბრებში გვესმის საგანგაშო სიგნალი - თითქოსდა, "ზესტაფონის" უმაღლეს ლიგაში დაბრუნება რთული საქმეა, სპორტული პრინციპი არ უნდა დაირღვესო.

ამ ბატონების საყურადღებოდ გვინდა ვთქვათ შემდეგი: "ზესტაფონი" ჩემპიონატისთვის არც გაეროს, არც ნატოს და არც პროკურატურას ჩამოუშორებია. მაშინდელი სამარცხვინო გადაწყვეტილებები სწორედ იმ ფედერაციის სტრუქტურებმა მიიღეს, რომელსაც დღესდღეობით სამართლიანობის აღდგენაზე ორიენტირებული ლევან კობიაშვილი და მისი გუნდი ხელმძღვანელობენ...

დასკვნა სულ მარტივია: თუ "ზესტაფონის" მოსახსნელად საკმარისი იყო აღმასკომის მოწვევა, საინტერესოა, რატომაა საჭირო ამ გადაწყვეტილების გასაუქმებლად შსს-ს ან პროკურატურის ძალისხმევა, ან გაეროს ასამბლეის მოწვევა?

უნდა ითქვას, რომ ბოლო თვეების განმავლობაში "ზესტაფონის" გულშემატკივრები ვცდილობდით, მაქსიმალურად კორექტულები ვყოფილიყავით. ვცდილობდით, ჩვენი თემით ზედმეტი დისკომფორტი არ შეგვექმნა ფედერაციის ხელმძღვანელობისთვის... ალბათ, ლევან კობიაშვილიც გაიკვირვებდა, რომ ბოლო დროს მისთვის არ უკითხავთ "ზესტაფონის" თაობაზე. თუმცა დღეს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი გუნდი ძალიან გვიყვარს და შექმნილ ვითარებას ძალიან განვიცდით, დღემდე მოუგვარებელ პრობლემებს გაგახსენებთ...

ბოლო პერიოდში ათასი ჭორი გავრცელდა, თითქოს, "ზესტაფონი" ვიღაცის ადგილს შეიძენს ან ვიღაცის ნაცვლად იასპარეზებს. ჩვენ არ ვიცით, რამდენად შეესაბამება ეს ხმები სიმართლეს.

ჩვენ სხვა რამ გვაინტერესებს და პასუხისთვის ფეხბურთის ფედერაციას მივმართავთ...

1. ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელობის შეფასებით, რამდენად სამართლიანი იყო "ზესტაფონის" მოკვეთა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან?

2. თუ ეს ქმედება ისე შეფასდა, როგორც ლევან კობიაშვილმა ეს ზესტაფონში გააკეთა (ანუ - უსამართლოდ), დაყენებულ იქნას აღმასკომის წინაშე იმ გადაწყვეტილების გაუქმების საკითხი.

3. მხოლოდ ამის შემდეგ განახლდეს მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რომელ ლიგაში უნდა იასპარეზოს "ზესტაფონმა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• sebika

კობი, ნუ გააცინებ არველაძეებს

• roman

შეიქნმას კომისია. დაიკითხოს ის ფეხბურთელი. და თუ დადასტურდა ფაქტი, მადლობა უნდა ვუთხრათ ზესტაფონს რიო აერიდა სიბინძურეს რა უნდა ექნა კლუბს თუ ფედერაციამ არ გააკეთა რეაგირება?

• bagrati

თუ არ დაგვაბრუნეს, როგორც კობი დაგვპირდა, მაშინ გადამგდებები ყოფილან და მოეთხოვებათ

• okribel-s

წარმოდგენა არ მაქვს ვინაა და რას წარმოადგენს კოკაია მაგრამ მაგდენი ფული მგონი არავის ჩაუდია ქართულ ფეხბურთში და შენი სალაპარაკო არ უნდა იყოს მგონი მაგის სტადიონზე შეშვება-არშეშვება

• romani

ფანების მესმის,მაგრამ ნებისმიერ ფეხბურთელს ან მწრვთნელს შეუძლიათ თქვან რომ უცხო ადამიანისგან გარიგების შეთავაზება იყო და გუნდი არ ითამაშებსო, მიზეზი ბევრია ლიდერის ტრავმა ან გუნდი არ იყოს ფორმაში და სხვა.ასეთ შემთხვევაში გუნდი იხსნება.

• kote

ზესტაფონი ყოველთვის მომწონდა, მაგრამ სამართლიანობის აღდგენა სხვის ხარჯზე არ ვიცი, როგორ უნდა მოხდეს. ფაქტია, რომ ყველა ადგილი უმაღლეს და პირველ რიგში დაკავებულია და თუ რომელიმე კლუბი არ გაქრა, ან არ დაუთმო ზესტაფონს ადგილი, ზესტაფონის ნებისმიერ ამ ლიგაში მოთავსებით რომელიღაც სხვა კლუბის ამოგდება იქნება საჭირო. ეს როგორი სამართალიღაა? სამართალში არსებობს ასეთი მცნება - კეთილსინდისიერი მყიდველის. ანუ ვინმეს რომ რაიმე ქონება წაართვან და შემდეგ ეს ქონება კეთილსინდისიერი მყიდველის ხელში აღმოჩნდეს, ამის შემდეგ ვერანაირად მას ამ ქონებას ვერ ჩამოართმევ. თავდაპირველი დაზარალებული ისევ დაზარალებულად რჩება - სხვანაირად კიდევ ვინმე ახალი უდანაშაულო პირი უნდა დაზარალდეს. ხოდა ასეა ეხლა ზესტაფონის საქმეც - დღევანდელ უმაღლეს ლიგაში მოთამაშე კლუბებს არ წაურთმევიათ ზესტაფონისთვის ადგილი და ისევ უმაღლესში რომ ითხოვთ ადგილს, სხვა გააგდონ თქვენთვის ადგილის დასათმობად? იმ სხვამ რა დააშავა? ერთადერთი, თუ უმაღლეს ლიგაში ლიცენზირების მისაღებად 2017 წლიდან მაინც ერთ-ერთ პირობად კერძო მესაკუთრეობას მოითხოვენ - ამ შემთხვევაში კიდევ შეიძლება რაღაც გამოვიდეს. სხვა შემთხვევაში შეუძლებლის მოთხოვნა იქნება ის, რასაც ზესტაფონის გულშემატკივრები ითხოვენ.

• dato

ოკრიბელი ზესტაფონი უმაღლესი ლიგიდან გააგდეს და არა მეორე ლიგიდან და მეორე თუ ყველაფერი თავიდან გავიარე მაშინ სამართლიანობის აღდგენა რას ქვია? ამას? მაგარის სამართლიანობა ცოდნიათ თქვენსკენ...

• dato

სამართლიანობის აღდგენა თუ გინდა აღადგინე! სხვა საქმეა კოკაია თუთარაშვული. თუ არ უნდათ კლუბი დააფინანსონ არ დააფინანსებენ და გავარდება ისედაც მარ შენ შენი საქმე გააკეთე,ის რასაც ქვია სამართლიანობის აღდგენა!

• შოთა

ბაგრატ!მეგობარო არ იცი? კოკაია და ფიფია პარტნიორებიარიან! არც გეგუჩაძის და ხუციშვილის კაკიერული "მარშრუტი" გეუბნება არაფერს. ტყავაძესა და კოკაიას შორის მომხდარი შეხლა-შემოხლა და ბუბას გაშვება დინამოდან... ისე კი მათ პარტნიორობა ურყევია!

• qomagi

ვინმემ მითხრას, რატო უნდა ეთამაშა გუნდს თამაში, რომელიც შეიცავდა გარიგების საფრთხეს? რამდენი გუნდი მოიკვეთა ამის გამო ევროთასებიდან თუ შინაური ჩემპიონატიდან, ყველამ ვიცით

• he-he!

რა შუაშია ვაბშე კოკაია იმასთან, რომ უნდა შეფასდეს სწორა მოექცნენ ზესტას თუ არა? თქვენ ის მითხარით, რაც მეკუთვნის და მერე იქნებ მუკაკო მომყავს პრეზიდენტად კოკაიას მაგივრად

• Anano

რა მაგდა, რა კლდიაშვილი ანაანო იგივე ანა ვარ სოფელი სვირიდან და შენი ჭირიმე რაღაცეები ნუ გელანდება. რასაც ვფიქრობ და ვხედავ გარედან იმას ვწერ და თუ არ მოგწონს ჩემი შეხედულება ღმერთმა შენს გზაზე გაგიმარჯოს

• mamuka09ze

თვითონ კოკაიას არ უნდა გუნდის აღდგენა და ჩვენ კამათს აზრი არ აქვს. თუ ეს ასე არაა, გამობრძანდეს ბ-ნი კოკაია და თქვას ხმამაღლა!

• გიორგი

2010წლიდან აქტიურად ვადევნებ თვალს ქართული კლუბების გამოსვლას როგორც შიდა ჩემპიონატში,ასევე ევროტურნირებზეც.რა თქმა უნდა ზესტაფონი ძლიერი კლუბი იყო და საქართველოს სახელი არ შეურცხვენია ევრო ასპარეზებზე(2010წელს ნეფჩისთან მატჩს თუ არ ჩავთლით,საგარეოს)მაგრამ ამ კლუბსაც ჰქონდა მინუსები00.ახლა ხალხი რომ იძახი0ს ფი0ფიას და დი0ნამოს ხელშია ყველაფერიო,3-4წლის წინ კოკაიას ძალიან დიდი სიტყვა ეთქმებოდა ფედერაციაში და ზოგჯერ ბევრ საქმეს თავადაც წყვეტდა!აი თუნაც 2012წელს მეტალურგს უნდა მოეგო უმაღლესი ლიგა,მაგრამ რატომღაც თასი ზესტაფონს გადასცეს.და ბევრი ასეთი შემთხვევა.რასაც დათესავ იმას მოიმკიო ტყუილად არაა ნათქვამი,ასე დაემართა კოკაიას

• okribelo!-ს

იცით როგორ გამოგდით პატივცემულო მომართველო, ბებიაჩემს "იგი" რომ ჰქონოდა, ბაბუაჩემი იქნებოდაო. სწორედ მაგაშია კოკაიას "საქმენი საგმირონია", ხლართავს აბლაბუდად ყველაფერს და თავადვე სჭრის ისე როგორ მის "ქეიფის" თარგზეა მორგებული.

• vasilch

მაგდა, ნჩუქარი შარფი კი გიფრიალებია, მარა ზესტაფონელი არა ხარ. კლდიაშვილები სადღაც თერჯოლიდან არ ხართ?

• Anano

ზესტაფონელი ვარ და ხშირად დავსწრებივარ ზესტაფონის თამაშებს და მისი კლუბის შარფიც მიფრიალია, მაგრამ სამართლიანობის მომხრე ვარ. როგორც პრესიდან ვიცი, გუნდი არ გავიდა სათამაშოდ და შემდეგ მოხდა აპელირება მის რომ ერთ ერთ ფეხბურთელს დაუკავშIრდნენ და თამაშ იყო გარიგებული... რაც არ უნდა ყოფილიყო გუნდი უნდა გამოცხადებულიყო მეტოქის წინაშე...კიდევ ვიმეორებ, რომ მე როგორც რიგით ზესტაფონელს ძალიან მინდა ჩემს ქალაქს ყავდეს საფეხბურთო გუნდი, ჩემს ქალაქში დაბრუნდეს საფეხბურთო ზეიმი, მაგრამ ვნმეს დაჩაგვრის და ჩანაცვლების ფონზე არა... რეგლამენტის მიხდვით დაიწყოს გუდმა დაბალ ლიგაში გამოსვლა, რატომ არ უნდ ასე კოკაიას?

• okribelo!

გაგვეცი პასუხი ზესტაფონელებს, რატომ არ უნდა შეუშვა კოკაია სტადიონზე? რომელი ტიტული მოიგი გუნდმა უსამართლოდ? რაც შეეხება სპორტულ პრინციპს, გუნდი შეეწირა წინა ფედერაციის დანაშაულებრივ გულგრილობას. რომ ეთამაშათ გორთან. მეორე დღეს მაინც მოხსნიდნენ. თან - ბიმძური გუნდის სახელით. ასე რომ, დამშვიდდი, ოკრიბელო და იმაღთ მიხედე, სტადიონზე მართლა რომ არ უნდა შეუშვა

• vasilichi

ანანოს... მაგდა, სიჭინავას მომხრების აზრს აქ არ ვკითხულობთ და ამიტომ დაზღნარდი

• ოკრიბელი

დაბრუნების არ ვარ წინააღმდეგი არც ერთი გუნდისა, ან ამის რა უფლება გვაქვს ვინმეს. მაგრამ დაბრუნება უნდა მოხდეს წესით და თანმიმდევრობით. ჯერ II ლიგა უნდა მოიგო, შემდეგ I ლიგა და დაიმსახურო გადმოსვლა უმაღლეს ლიგაში. აი კოკაიაზე კი რა უნდა მოგახსენოთ, იმის გარდა რომ სტადიონზე საყურებლადაც არ უნდა მიუშვა.

• gia

1. სტადიონი. 2. ბაზა ზესტაფონში და თბილისში. 3. ქომაგი. 4. პერსპექტივა (რაც ვიცი, მაგარ გუნდს აკეთებს). 5 და სიმართლე, რომელიც არის მთავარი. ქალბატონო ანანო, ჩამოდით და ნახეთ სავსე სტადიონი. სინმართლეც აქაა ქალბატონო ანანო

• qalbatono anano!

არ ვიცი, ვინ ხართ, მაგრამ სამართალს ახსენებთ და სამართალი სწორედ იქაა, რომ ზესტაფონი მოიკვეთა უკანონოდ. ჩვენ არავის ადგილი არ გვინდა, ჩვენ გვინდა ჩვენი ადგილი.

• anano

ტყუილია, რომ ზესტაფონს არ ჩაუყენებია ფედერაცია საქმის კურსში. ყველაფერი იცოდნენ

• qutaiseli

ერთი მომენტი არაა რო ამათი არ იყოს. მართლები ხართ ძმები, მიაწექით. და რაც ჩვენს შორის წარსულში მომხდარა გავატანოთ წარსულს

• anano

მინდორზე არგასვლისერთადერთი მიზეზი იყო გარიგების საფრთხე' და კოკაია სწორად მოიქცა, როცა არ გაუშვა გუნდი სათამაშოდ!

• akka

მიმაჩნია რომ ქართულ ფეხბურთს აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს: ოზურგეთი, აბაშა, თელავი, გურჯაანი, ხაშური და სკრააგარაქარელიგორი. თუ მიდის რეფორმა ეგეთ კომუსტებისდროინდელ მოთხოვნებს შეეშვით.

• Irakli 88

Roma iqneb migvaxvedro mainc tu ra miznebi amodzravebs kokaias ? Madlobas getyvi

• gizog

ვითომ იმ პირობებში ვართ, რომ ინვესტორები ვარჩიოთ? ყველა ვინც კი მოინდომებს ფეხბურთში ფულის ჩადებას უნდა მივეხმაროთ და არა ხელიშევუშალოთ. თუმცა ბ-ნ კოკაიას ვინცებში ვერ შევიყვანთ, მან ქართული ფეხბურთის გაჭირების ჟამს, როცა ქარული ფეხბურთის ფლაგმანები ვერ ჩაუქობდნენ, ბ-ნმა ილიამ თავისთავზე აიღო ქართული ფეხბურთის გადარჩენა და ქართველ გულშემატკივარს ნამდვილი მარგალიტი შესთავაზა '' ზესტაფონი''-ს სახით. ზესტაფონი უნდა დაბრუნდეს ქართულ ფეხბურთში, რაც შეიძლება მოკლე დროში.

• Anano

ლიახვი რომ მოყავს ბატონ სერგოს მაგალითად, იქნებ ისიც აღნიშნოს, რომ ლიახვის პრეზიდენტს თავისი ფეხბურთელებისთვის არ მოუწოდებია რომ მოედანზე არ გამოცხადებულიყვნენ (არავინ დამუქრებია მათ რომ თუ გავიდოდნენ ხელფასებს ვერ მიიღებდნენ), ლიახვმა ჩესმნად ჩააყენა საქმის კურსშ ფედერაცია და თამაშზე უარი არ უთქვამს. ზესტაფონს უნდა დაუბრუნდეს ფეხბურთი, მაგრამ სამართლის ფარგლებში... ჭორი იმის შესახებ რომ ლიახვის შთანთქვა უნდა კოკაიას ზესტაფონის აღსადგენად მართლდება. ფედერაციაც ამაში ხელს უწყობს და დაწმუნებული ვარ "პრიინციპულები" დარჩებიან და აპეაციას არ დაუკმაყოფილებენ ამ გუნდს. ამ გაუგებრობაში გაიჭყლიტება ვიტ ჯორჯიაც, რაც ძალიან არასამაღთლიანი და უგუნურია... ამ გადაწყვეტილებებით და "პრინციპულობით" ფედერაცის ხელმძღვანელებს დროს შეუმცირებს იმ ნახევრად გადაჭრილ ბურთის შენობაში )))

• batumi

ჩვენო ზესტაფონელო ძმებო, ბათუმი თქვენთანაა!

• roma

თავად როგორ თქვეს, როცა იყო ზარი ერთ-ერთ ფეხბურტელთან გორთან თამაშის წინ. და მეორე - კოკაიამ დახარჯა ზესტაფონისთვის 40 მილიონი ლარი. შენ რა იცი, რა მიზნები ამოძრავებს კოკაიას? ბევრი იცი შენ ასეთი ინვესტორი? დაბოლოს - შეიძლება სხვას ბევრი სიხარული აქვს, მაგრამ ფეხბურთი ზესტაფონში იყო ერთადერთი სიხარული და ის უნდა დაუბრუნდეს ხალხს!

• bagrati

roma, roma fifia xar?! Shen ratom ar gackobs zestas mobruneba, magas ra mixvedra unda? :)))))

• roma

ზესტაფონი უნდა დაბრუნდეს ფეხბურთში,აუცილებლად,მაგრამ უნდა მოხდეს ისე,როგორც დებულებითაა გათვალიწინებული,როგორც წესი და რიგია,ისიც უნდა აღინიშნოს,რომ ზესტაფონი არავის გაუგდია,მათ თავად თქვეს უარი ჩემპიონატში მონაწილეობაზე,უფრო სწორად ეს იყო კოკაიას ხუშტურები,მე ურჩევდი ზესტაფონლებს,რომ კოკაია ჩამოაშორონ ფეხბურთს,მას სხვა მიზნები ამოძრავებს,რაც დამღუპველია ფეხბურთისთვის,ეს ჩემი აზრია და გინდ დამეთანხმეთ,გინდ არა,თქვენი ნებაა,მაგრამ გაითვალისწინეთ:კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო.

• gizog

მიმაჩნია, რომ ქართულ ფეხბურთს აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს "ზესტაფონი" და რაც შეიძლება მოკლე დროში. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ პროცესით არ უნდა დაზარალდეს სხვა რომელიმე გუნდი და მის მიმართ არ მოხდეს უსამართლობა. ახალმა ფედერაციამ ამაზე უნდა იმსჯელოს და მოკლე დროში უნდა გადაწყვიტოს ეს მართლაც ქართული ფეხბურთისთვის მტკივნეული საკითხი. როცა ვმსჯელობთ ეროვნული ჩემპიონატის ამაღლებაზე ასეთი რესურსის არ გამოყენება დანაშაულად მიმაჩნია.

სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში

ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები

"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

"პასუხისმგებლობა არა მხოლოდ კობიაშვილმა, აღმასკომმაც უნდა იტვირთოს!"

"ზესტაფონი" VS სფფ - მზად ვართ, პრო ლიგა 2-ში ვითამაშოთ!

ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის

საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო

"ზესტაფონი": ჩვენი კლუბი დღესაც ელის ფეხბურთის ფედერაციის ვერდიქტს

ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"

"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის

მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]

კონსესუსი ზესტაფონურად - "მარგვეთი 2006" "ზესტაფონის" ბაზაზე ითამაშებს

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

სიჭინავას თანამდებობიდან გადასაყენებლად ზესტაფონში 23 მილიონს აგროვებენ

მოლოდინი: დაბრუნდებიან "ზესტაფონი" და ილია კოკაია?

იყო 50 000 ლარი, გახდა... 49 ლარი - საკრებულომ "ზესტაფონს" გადასახადი შეუმცირა

ჩიხი: ინვესტორი მზადაა, "ზესტაფონში" 8-ციფრიანი თანხით მოვიდეს, მაგრამ...

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...

"ზესტაფონი": რა მოხდება 10 იანვარს დანიშნულ შეხვედრაზე