საბოლოოა თუ არა პორტუგალიის საბოლოო შემადგენლობა?
გუშინ შემოგთავაზეთ პორტუგალიის ნაკრების საბოლოო განაცხადი ევრო 2016-ზე. ფერნანდო სანტუში ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნების მწვრთნელთაგან ერთ-ერთი პირველია, ვინც ყველაფერი უკვე გაარკვია, შემადგენლობა ჩამოაყალიბა და ახლა სულ სხვა საფიქრალი აქვს.

აღმოჩნდა, რომ იბერიელებს არც ამბიციის ნაკლებობა აწუხებთ - ისინი ჩემპიონობას უმიზნებენ.

რატომაც არა - შემადგენლობა საკმაოდ ძლიერია და გუნდს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს ლიდერად - კრიშტიანო რონალდო.

მართალია, სანტუში ამბობს, რომ მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია გადახედოს შემადგენლობას, მაგრამ თუ ვინმემ ტრავმა არ მიიღო, ძნელად წარმოგვიდგენია, მწვრთნელმა უკვე ოფიციალურად გამოცხადებული შემადგენლობა შეცვალოს:

"ეს შემადგენლობა ჯერ არ არის საბოლოო. ჩვენ კიდევ გვაქვს დრო 30 მაისამდე და თუ დაგვჭირდა, ფეხბურთელებს შევცვლით კიდეც. დარწმუნებული ვარ, რომ კრიშტიანო რონალდო იდეალურ ფორმაშია, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად.

ახლა რონალდო ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადება, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება, რომ ევროპის ჩემპიონატების მატჩებისას ნაკრებისთვის 100 პროცენტით დაიხარჯება. ნაკრებს ფეხბურთის თავისი გაგება აქვს, სადაც არ არის ადგილი უმოძრაო ფეხბურთელებისთვის. მე მიყვარს მობილური ფეხბურთი.

ასე რომ, მთავარია მოძრაობა და რომელიმე სქემას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. თუმცა შორიდან ეს ყველაფერი უფრო 4-4-2 განლაგებას ემგვანება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შეგვწევს ძალა, მოვიგოთ ევროპის ჩემპიონატი.

გუნდს საამისოდ საკმაო კლასი აქვს. მე არ მესახება ევრო 2016-ის მონაწილე ნაკრები, რომელთან მოგებაც ჩვენ არ შეგვიძლია. მაშ, რატომ არ უნდა ვიფიქროთ მაქსიმუმზე? ვიფიქრებთ", - განუცხადა უეფას ვებსაიტს ფერნანდო სანტუშმა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები F ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები ისლანდიის (14 ივნისს), ავსტრიისა (18 ივნისს) და უნგრეთის (22 ივნისს) ნაკრებები იქნებიან. ვერ ვიტყვით, რომ ტურნირზე ყველაზე რთული ჯგუფია...

მაისი რენატოს თვეა

პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში, ალბათ, თქვენი ყურადღება მიიქცია რენატო სანჩესმა. 18 წლის ნახევარმცველს დიდებული თვე აქვს. სულ ახლახან გაირკვა, რომ თინეიჯერი ახალი სეზონიდან მიუნხენის "ბაიერნის" ღირსებას დაიცავს.

რენატოს აქამდე მხოლოდ ერთხელ უთამაშია ეროვნულ გუნდში და ეს მარტში მოხდა. ის შესაძლოა, ვერც მოხვედრილიყო ევროპის ჩემპიონატზე, რომ არა ფერნანდო სანტუშის საკადრო პრობლემები - გუნდს ბოლო მომენტში დააკლდა "მონაკოს" ნახევარმცველი ბერნარდო სილვა; მიგელ დანი დიდი ხანია, გადაწყვეტილია, რომ ევრო 2016-ზე არ იქნება.

გუნდს კონტინენტის მთავარ ტურნირზე ფაბიო კოენტრაოც დააკლდება. სანტუშმა გადაწყვიტა, არ გაერისკა და ნაკრებში არ დაუძახა ახლახან გამოჯანმრთელებულ ტიაგო მენდეშს. მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველს მძიმე ტრავმის გამო თითქმის მთელი სეზონი გაუცდა და ფორმაში არ არის.

კოენტრაოს არყოფნამ გზა გაუხსნა ნაკრებში "ლორიანის" მარცხენა მცველ რაფაელ გერეიროს. სწორედ ის გაუწევს ამ პოზიციაზე გამოცდილ ელიზეუს კონკურენციას. პორტუგალიის შემადგენლობა ძლიერია, მაგრამ, როგორც ხედავთ, საკადრო პრობლემების გამო ამ გუნდმაც მნიშვნელოვნად იზარალა. საკამათოდ ჩანს მწვრთნელის გადაწყვეტილება "ვალენსიის" უნივერსალის, კანსელოს შინ დატოვებაზე.

დანი დანის ქვეშ

ამასობაში მიგელ დანიმ მუხლის ოპერაცია გაიკეთა, რომლის გამოც მას ერთი წელი დასვენება მოუწევს. "ზენიტის" ფეხბურთელმა მუხლის იოგები აპრილში გაიწყვიტა.

"როგორც ჩანს, კიდევ ერთი წელიწადი ვერ ვითამაშებ ფეხბურთს. ამის მიუხედავად, პორტუგალიის ნაკრებს უჩემოდაც შეუძლია ევროპის ჩემპიონობის მოპოვება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ საამისო ყველა პირობა გვაქვს", - განაცხადა დანიმ ოპერაციის შემდეგ.

კარვალიოს მეხუთე დიდი ტურნირი

ბუნებრივია, პორტუგალიელთა ამბიციების მთავარი წყარო კრიშტიანო რონალდოა, რომელმაც ნაკრების მაისურით 56 გოლი გაიტანა. ის მოგვიანებით შეუერთდება ნაკრებს, მანამდე კი სხვა საფიქრალი აქვს - 28 მაისის ლიგის ფინალი "ატლეტიკოს" წინააღმდეგ.

"პორტუს", "ჩელსისა" და "რეალის" ყოფილი მცველის, 37 წლის რიკარდო კარვალიოსთვის ეს მეხუთე დიდი ტურნირი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მან ვერ ითამაშა ვერც ევრო 2012-ზე და ვერც 2014 წლის მუნდიალზე ბრაზილიაში. ნაკრებში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ლისაბონის "სპორტინგს" ჰყავს - 4.

პორტუგალიის ნაკრები

მეკარეები: ანტონი ლოპეში (ლიონი), ედუარდო (დინამო ზ.), რუი პატრისიო (სპორტინგი)

მცველები: ბ. ალვეში (ფენერბაჰჩე), სედრიკი, ჟოზე ფონტე (საუთჰემპტონი), პერეირა დანილო (პორტუ), ელიზეუ (ბენფიკა), პეპე (რეალი), რაფაელ გერეირო (ლორიანი), რიკარდო კარვალიო (მონაკო)

ნახევარმცველები: ადრიენ სილვა, ჟოაო მარიო, უილიამ კარვალიო (სპორტინგი), ანდრე გომეში (ვალენსია), ჟოაო მოუტინიო (მონაკო), ნანი (ფენერბაჰჩე), რენატო სანჩესი (ბაიერნი), რიკარდო კვარეჟმა (ბეშიქთაში), ვიეირინია (ვოლფსბურგი)

თავდამსხმელები: კრიშტიანო რონალდო (რეალი), ედერი (სუონსი), რაფა (ოლივეირენშე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მე არც პორტუგალიის ფანი ვარ და არც გერმანია ესპანეთის. ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ საქართველოს და არგენტინას და რომ გამოიდებთ ამ ბეჭედდასმული პროგნოზებით თავს თანაც ისეთი ხალხი ვისაც ფეხბურთზე ტოტალიზატორის იქით წარმოდგენაც არ აქვს და ფეხიც კი არ გაუკარებია ბურთისთვის. სულაც ცალ ფეხზე მკიდია ვინ ვის მოუგებს და საერთოდ ვინ მოიგებს ევროპას რადგანაც იქ საქართველო არ თამაშობს და ვინც ლამაზ ფეხბურთს ითამაშებს იმას ვუგულშემატკივრებ. და გერმანია თუ პორტუგალიის წამალია იტალია არის გერმანელების "მკურნალი ექიმი" ესეც არ დაგავიწყდეთ. ....მოეშვით ამ აბდაუბდა უაზრო პროგნოზებს.
Levani
Espaneti ar iyo favoriti, Safrangeti tu Germania? Marto saberdzneti ro gaxsendebat. Shexvdeba portugalia Germanias da gaasxams otxi burtit

თუ დანია და საბერძნეთი შემთხვევით გახდნენ ჩემპიონები რონალდუს გაჩემპიონება ვითომ საოცრება იქნება? გამოკვეთილი ფავორიტები ევროპას არცთუ ხშირად იგებენ ეს ისტორიული ფაქტია.
გაგა
ამ ჯგუფიდან კი გავა - ისლანდიას გამოელევა ბენზინი,ავსტრია მარად საშუალოა,უნგრეთი არაფერი. ისე,ერთთავდამსხმელიანი გუნდია.
666
sportingis shemadgenlobidan aris ziritadi birtvi romelic seriozuli zalaa.iseki chempioni an SAPRANGETIA96%AN BELGIA70%
уффф
გერმანიაა მაგათი წამალი
Akaki
პორტუგალია ჯგუფიდან მაინც თუ გააღწევს :D
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"დიდ პატივს ვცემ და მისით აღფრთოვანებული ვარ" - მესიმ რონალდოზე ისაუბრა
"ეს მთლიანად შენს კისერზეა!" - ფიგუმ სანტუში გააკრიტიკა
იამალი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - რა ფოტო გამოაქვეყნა ესპანელმა? [PHOTOS]
სანტუშს მაროკოსთან მარცხი არ აპატიეს - პორტუგალიელთა თავკაცს გადააყენებენ
პსჟ ფაბიან რუისსა და კიდევ 4 ფეხბურთელს ზაფხულში გაასხვისებს
სკანდალი: კრიშტიანო რონალდო 150 მლნ ევროს გადასახადების დამალვაშია ეჭვმიტანილი
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
ტრანსფერი შეთანხმდა - "მილანი" ევროპის ჩემპიონით ძლიერდება
"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე
"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე
ფიფამ 10 საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
"მეგობრები არ ვართ, მაგრამ..." - რა თქვა მესიმ რონალდოს შესახებ?
კარვალიოს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
რონალდომ დაადასტურა - პორტუგალიელი ვარსკვლავი "ალ ნასრში" რჩება
გაურკვევლობა აზერბაიჯანის ნაკრებში - სანტუშის გაშვება საშინელი შედეგების გამო უნდათ, მაგრამ წინ ერთი დიდი პრობლემა დგას
"რომა" პსჟ-ის ორი ფეხბურთელით გაძლიერდა
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
"საფრანგეთის ნაკრები გამორჩეული ამიტომაცაა" - სალიბა პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ
ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი. V ტური. I ჯგუფი: პორტუგალია გალიდერდა [VIDEO]
პეპე თავისი მომავლის შესახებ მალე ჩამოყალიბდება
პსჟ-ის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს ულტიმატუმი წაუყენა - მესი და რამოსი საფრთხის ქვეშ არიან
"მილანის" სამიზნე კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს
იუვენტუსი VS მონაკო - როგორც იტალიელები
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
რიკარდო კარვალიო გადასახადების დამალვაში დამნაშავედ ცნეს
პსჟ-ის მორიგი ხმაურიანი შენაძენი - პორტუგალიელი ტალანტი კარიერას პარიზში გააგრძელებს
"პორტუ": როგორ ვიშოვოთ მილიონები
ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]
"ეს ჩემი შეცდომა იყო" - მოურინიო პორტუგალიისთვის უარის თქმას ნანობს
პორტუგალია - მექსიკა 1:1 (2:1. დ. დ) - პეპე რომ არა [VIDEO]
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა