ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

უცხოეთიდან ბევრი ქართველი ჩამოსულა და ქართულ ფეხბურთში ფული დაუბანდებია?!

უცხოეთიდან ბევრი ქართველი ჩამოსულა და ქართულ ფეხბურთში ფული დაუბანდებია?!

მერაბ ფერაძე: "საშუალება მაქვს და მინდა კარგი საქმე გავაკეთო, მაგრამ..."
ლაგოდეხის რაიონის სოფელი ჭაბუკიანი მხოლოდ ნაყოფიერი მიწებით არ არის ცნობილი. წლების წინათ, ბიზნესმენმა ვახტანგ თაბუკაშვილმა იქ კოხტა სტადიონი ააშენა. 90-იან წლებში ჭაბუკიანის არენა საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საფარით გამოირჩეოდა და მისით უმაღლესი ლიგის გუნდებიც სარგებლობდნენ. მაგრამ გავიდა წლები და იქაურობა ისე გავერანდა, სათამაშოდ აღარ ვარგა...

ბიზნესმენმა მერაბ ფერაძემ ჭაბუკიანში ფეხბურთის გამოცოცხლება გადაწყვიტა. გულს უხარია, ისეთი საქმე წამოიწყო: ამჟამად, სკოლის საკუთრებაშია ერთი სტანდარტული ხელოვნურსაფარიანი მოედანი ტრიბუნებით, 2 ჩოგბურთის კორტი, პლუს, იქვე მდებარე ტერიტორია, სადაც შეიძლება კიდევ თითო სტანდარტული და არასტანდარტული მოედნის მოწყობა. სპორტულ კომპლექსშია ასევე 2 სასტუმრო, სადაც, სულ მცირე, 3 გუნდის დაბინავება და სრულყოფილი სამედიცინო შემოწმების გავლაა შესაძლებელი.

ჭაბუკიანში ფერაძემ საფეხბურთო სკოლა "ჰერეთი" დააფუძნა. მას თავიდან ბავშვთა ფეხბურთის ცნობილი სპეციალისტი გია მაჭარაშვილი ხელმძღვანელობდა, ახლა კი იქ "საბურთალოს" თაობების აღმზრდელი თემურ ფოცხვერია მუშაობს. სკოლაში მწვრთნელად ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები ლევან ქებაძეა მიწვეული, რომელიც მშობლიურ მხარეს კვიპროსული კარიერის შემდეგ დაუბრუნდა...

აქ ბევრი ტალანტია

თემურ ფოცხვერია, საფეხბურთო სკოლა "ჰერეთის" მთავარი მწვრთნელი:

- ადამიანმა საკუთარი თვალით თუ არ ნახა, ვერ წარმოიდგენს, სოფელში ასეთი მასშტაბის საფეხბურთო ცენტრის აშენება თუ იყო შესაძლებელი. ბევრი სოფლისგან განსხვავებით, ჭაბუკიანს სპორტული დატვირთვა მიეცა.

პირველივე წელს აქ საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბება სურდათ. მაგრამ ბატონ მერაბს ვთხოვეთ, საფეხბურთო სკოლა გაგვეძლიერებინა, გუნდს საფუძვლები რომ ჰქონოდა და მხოლოდ ჩამოსულების იმედად არ ვყოფილიყავით. ამ კაცმა მოგვისმინა, დაგვიჯერა და ბავშვების გასაზრდელად დიდი სახსრები გაიღო.

მანამდე, აქ ათკაციანი საფეხბურთო ჯგუფიც არ არსებობდა. იცით, როგორი მიდგომა იყო? ფეხბურთს სერიოზულად არ უყურებდნენ - რა დროს ფეხბურთია, ბალღები ვენახებში უნდა გვეხმარებოდნენო... მაგრამ "ჰერეთი" წარმატებით რომ ათამაშდა, დამოკიდებულება შეცვალეს და დაიჯერეს, რომ საქმე კეთდებოდა. ჩვენი ჩასვლიდან ერთ თვეში მთელი კახეთიდან 400-მდე ბავშვი შეიკრიბა.

ლაგოდეხის გარდა, ბავშვები კახეთის სხვა რაიონებიდანაც ჩამოგვყავდა. ტრანსპორტს ვაგზავნიდით ყვარელში, ახმეტაში, გურჯაანში... სამწუხაროდ, ერთი კაცი ამდენი საწვავის ხარჯს ფიზიკურად ვეღარ აუდიოდა და ამიტომ, ბავშვების რაოდენობა განახევრდა.

- მეორე ლიგის გუნდის ჩამოყალიბებას როდის აპირებთ?

- სავარაუდოდ, წელსვე და გუნდი 2000-01 წლებში დაბადებულების ბაზაზე ჩამოყალიბდება. სულ რაღაც ექვს თვეში მივაღწიეთ იმას, რომ ასაკობრივ ნაკრებში ჩვენი ფეხბურთელი ფირუზ გაბიტაშვილი მიიწვიეს. ის ლაგოდეხელია და მეორე ლიგის ბინადარ ლაგოდეხის "რანში" თამაშობდა, სადაც ჩვენნაირი პირობები არ არის და ნორმალურად ვერ ვარჯიშობდა. პერსპექტიული ბიჭია, გურამ ასპინძელაშვილმა უკრაინაში 16-წლამდელებში ათამაშა, სადაც ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან და იმხელა კონკურენციაა, ჩვეულებრივი ფეხბურთელი იქ ვერ მოხვდებოდა.

ისე, რომ იცოდე, არანაკლებ ნიჭიერი კიდევ ორი ბავშვი გვყავს. ამ სკოლის გამართლებად ეს ფაქტიც გამოდგება. აქ ბევრი ტალანტია, უბრალოდ, ფეხბურთს "ეძინა". მერაბ ფერაძეს ჭაბუკიანში მოედნის გაკეთება და სტადიონის კეთილმოწყობა სურს და ახლა ეს შანსი თუ ხელიდან გავუშვათ, დროს დავკარგავთ და 20-25 წელი ამ დონეზეც ვერ მივალთ.

ახალი გუნდი მეორე ლიგაში

"ჰერეთის" პრობლემა ბუნებრივსაფარიანი მოედნის არქონაა. არადა, საფეხბურთო სკოლა ჭაბუკიანის ცნობილ სტადიონს ემიჯნება, რომელიც უკვე ვახსენეთ. არის საშუალება, რომ ეს არენა თანამედროვე სტადიონად გადაიქცეს და პლუს ამას, იქ ორი არასტანდარტული მოედანი მოეწყოს. ამაზე "ჰერეთის" დირექტორი გველაპარაკა:

ლევან მეტრეველი:

- კახეთში საფეხბურთო ცენტრის არსებობა თუნდაც იმიტომაა სასურველი, რომ თბილისის გარეთ მაღალი კლასის მოსამზადებელი ცენტრი, ფაქტობრივად, არ არის. ჭაბუკიანის ბაზაზე კი ქართული და უცხოური გუნდების მიღება თავისუფლად შეიძლება. ერთადერთი პრობლემა ბუნებრივსაფარიანი მოედნის არარსებობაა.

- მოედნის მოწესრიგებას რა უდგას წინ?

- მერაბ ფერაძეს აქვს პროექტი, როგორ გადააქციოს ჭაბუკიანი საქართველოს ერთ-ერთ სპორტულ, მოსამზადებელ ცენტრად. საფეხბურთო სკოლა, სასტუმრო და კორტები კარგია, მაგრამ ბაზის სრულყოფილად მოწყობისთვის დამატებით მოედნებია საჭირო, მათ შორის - ბუნებრივსაფარიანის. ფერაძეს სურს, რომ ჭაბუკიანის არენას კაპიტალური რეკონსტრუქცია ჩაუტაროს, მაგრამ სტადიონის აღების საშუალებას არ აძლევენ. არადა, ფერაძეს ამ სპორტულ კომპლექსში 3 მილიონზე მეტი ინვესტიციის განხორციელება სურს.

კახეთში ბევრი გუნდი არ არის, ყველას სახელმწიფო ინახავს და ქართულ ფეხბურთს ახალი კერძო კლუბის დაფუძნება აწყენდა? მაგრამ სტადიონს ბათუმსა და ფოთში ვერ აშენებენ და სოფლისთვის მოიცლიან? სამწუხაროდ, ფერაძეს ხელს არ უწყობენ.

გასაქანს არ მაძლევენ

"ლელო" თავად მერაბ ფერაძესაც დაელაპარაკა:

- რუსეთში გატარებული 25 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე - ჩემი სოფლისა და რეგიონის დახმარება მსურდა. არ შეიძლება, ყველაფერი მხოლოდ თბილისში იყოს, რეგიონებში კი ხეირიანი მოედანიც კი სანატრელი გვქონდეს.

უკვე ავაშენეთ ხელოვნურსაფარიანი მოედანი, კორტები და სასტუმროები. მაგრამ კარგი ბაზის მოსაწყობად ეს არასაკმარისია.

ამიტომ, მსურდა ჭაბუკიანის მთავარი სტადიონის თუნდაც იჯარით აღება, ტრიბუნების აშენება და სტანდარტებში მოქცევა, უეფას კატეგორია რომ მიიღოს და ბაზაზე ჩვენი უმაღლესი ლიგისა და ევროპული გუნდები მოემზადონ...

მაგრამ აქაური ჩინოვნიკები გასაქანს არ მაძლევენ და ვერ გავიგე, რა არის ამის მიზეზი. სტადიონის აღება ვინმეს რომ სურდეს, ტენდერში მივიღებდი მონაწილეობას. სახელმწიფო პროგრამით რეკონსტრუქცია რომ იგეგმებოდეს, გამიხარდება და განზე გავიწევი. მაგრამ არც ერთი იგეგმება, არც მეორე და გავერანებული სტადიონის იჯარით გადმოცემაც არ უნდათ.

- მაინც, რას ამბობენ? რა არის მიზეზი?

- ზუსტად არავინ არაფერს ამბობს. ახლახან, მინისტრი გვესტუმრა და აქაურ ხელმძღვანელობას დაურეკა, ჭაბუკიანის სპორტკომპლექსში ერთად მივიდეთო, მაგრამ უთხრეს - მანდ ჩვენი მისვლა გამორიცხულიაო.

- და რატომო?

- წარმოდგენა არ მაქვს. მე მაგათ არ ვექვემდებარები და სპორტში კი არა, ყველაფერში ხელს მიშლიან. არც თავად აკეთებენ და არც მე მაძლევენ გასაქანს. მერე ამბობენ, ინვესტორების მოზიდვა ძნელიაო. მეზიზღება ეს პოლიტიკა და იქით გახედვა არ მსურს, მაგრამ ადგილობრივი ხელმძღვანელობა პოზიციას თუ არ შეიცვლის, არაფერი გამოვა.

მაინტერესებს, უცხოეთიდან ბევრი ქართველი ჩამოსულა და ჩვენს ფეხბურთში ფული დაუბანდებია? საშუალება მაქვს და მინდა კარგი საქმე გავაკეთო, მეც გავიხარო და მთელმა კახეთმაც, მთლიანობაში კი ამ სიკეთით საქართველომ ისარგებლოს. მაგრამ მუდმივად წინააღმდეგობას ვაწყდები და უკვე დავფიქრდი - ღირს კი ეს ყველაფერი ამდენ ნერვიულობად?

აქ ერთი მომენტიცაა: დღევანდელი პოლიტიკური ვითარების გამო, თურქეთსა და ყირიმში მოსამზადებლად წამსვლელი გუნდების რაოდენობა შემცირდა და არის შანსი, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის გუნდების ნაწილი საქართველოში ჩამოვიყვანოთ მოსამზადებლად. ეს ევროპული გუნდების ჩამოყვანის წინაპირობაც გახდება, რაც საქართველოს ბიუჯეტში შემოსავლებს ოდნავ მაინც გაზრდის.

იმედია, ამაზეც დაფიქრდებიან ის ადამიანები, რომლებიც თანამდებობებზე ყოფნისას სხვისთვის ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• kote

რა თქვა დუდუმ არასწორი? სიტყვა ინვესტიციას რომ ასე მივეჩვიეთ, ინვესტიცია რას ნიშნავს? ქართულ ფეხბურთში ჩადებული ნებისმიერი თეთრი ქველმოქმედებაა და არა ინვესტიცია, თავს ნუ ვიტყუებთ!

• daviti

საინტერესოა ამ კარგმა ადამიანმა, ოფიციალურად გარდა ადგილობრივი წარმომადგენლებისა თუ მიმართა ვინმეს სამინისტროში? როგორ შეიძლება ასეთი შანსის ხელიდან გაშვება,ძალიან დიდ ფულზეა საუბარი რომელიც ქართულ ფეხბურში უნდა ჩაიდოს. იმედია კითხულობს ლელოს ვინმე(სამინისტროდან) აქედან მაინც შეძლებენ რეალურ სიტუციაში გარკვევას. საიტს მადლობა ძალიან გთხოვთ ბოლომდე მიყევით

• odala

სამწუხაროდ, რეალისტური კომენტარია ის რაც დუდუმ გააკეთა. თუმცა უცხოური კლუბების ჩამოსვლა და მანდ მომზადება შეიძლება შემოსავლიანი ბიზნესი გახდეს.

• dudu-s

დუდუ შენნაირად რო აზროვნებს ბევრი ადამიანი იმიტომაა რო ამ დღეშია ქართული ფეღბურთი

• dudu

ქართულ ფეხბურთში ინვესტიციას ჯობია, ეგ ფული დაწვა და მიეფიცხები, მაინც, გათბები. რა დივიდენდი უნდა მოიტანოს ინვესტიციამ ქართულ ფეხბურთში? 0!!! ქველმოქმედების მიზნით თუ დაახარჯავ, გასაგებია. ფულის გასათეთრებლად თუ ვინმეს უნდა, გასაგებია. ვინმეს ახირება თუ აქვს, რო თავისი გუნდი ყავდეს (ფლეისთეიშენის მაგივრად) და ერთობა, ეგეც გასაგებია, მაგრამ "ინვესტიცია ქართულ ფეხბურთში" არის სრული სისულელე!

• Vaso

მე მითამაშია ამ მოედანზე, მაშინ თბილისში ხრიოკზე ვვარჯიშობდუთ მთელი ჩემი თაობა. საშინელი დრო იყო, ბურთი არა, ბუცი არა, არანაირი სპორტული ინვენტარი, ტიტქმის ყველა გუნდის პრობლემა იყო... და აი ზუსტად ჩაბუკუანის მოედანი იყო , პირველად რო გავიგე ნამდვილი ფეგბურთის გემო, ნამდვილი მინდორი, აი ზუსტად ისეთი როგირსაც ტელევიზორში ვხედავდი .../ და ეხლა თურმე ეგ ყველაფერი გამქრალა, და ეს ფედერაციები რას აკეტებდნენ ამ დროს? სამარცხვინო ტაობა დგესდგეობით, მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობენ, არანაირი პატიოსნება და არანაირი სამშობლოს სიყვარული, არაპროფესიონალები ყველგან...! ეს კაცი მართალი იქნება იქ ადგილობრივი , რამოდენიმე გამგებელი ან ვინმე ესეთი , რაგაც საკბილოს ეძებენ და სულ ფეხებზე კიდიათ ყველაფერი, აი ზუსტად ასეტი სააქმეები უნდა მოაგვაროს კობიაშვილმა და ბოლო-ბოლო კალაზემაც იაქტიუროს და დააყენონ ესეტი საკიტხი მტავრობის დონეზე.... / მაგრამ ამათაც კიდიათ მგონი, 24 საათი პრეზიდეტით დაწყებული მინისტრებით დამთავრებული ფეისბუქზე ჩორაობენ...

• ara

რაღაც სხვა მიზეზი იქნება. ეგრე უბრალოდ არ მინდა და მორჩა, არა მგონია.

• მიშა63

არ შეიძლება ამ საკითხის უფრო მაღალ დონეზე დასმა ? რას ჰქვია ადგილობრივი ჩინოვნიკები აფერხებენ საქმეს ?

• kkk

აუჭედეთ კარები ჩინოვნიკებს გამოიღვიძეთ ხალხო. ჩვენ ტუ არ დავუდექით ასეტ ადამიანებს გვერდით არაფერი ეშველება ამ ქვეყანას. ბოლო ბოლო ხომ უნდა ვისწავლოთ ნორმალურად საქმისადმი მიდგომა.

"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა

კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე

[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა

სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო

ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით

[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო

[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს

[ტრანსფერი] ლევან მაჭარაშვილმა უკრაინის პირველ ლიგას ლიტვის ჩემპიონატი ამჯობინა

უცნაური ამბავი: კიევის "არსენალში" ფეხბურთელად ქართველი მწვრთნელი ჩაირიცხა?!

ვაკო ყაზაიშვილი: ასეთ დროს გუნდის დატოვება გამართლებული არ მგონია

რატომ ვერ იყიდა ალ ფაიედმა "დინამო"? დაკარგული ინვესტიციები ქართულ ფეხბურთში

ჭიდაობა. გერმანული ბუნდესლიგა: ქართველები აქაც იგებენ

ევროპის ჩემპიონატი. I დღე: დავით მარსაგიშვილის საბედისწერო შვიდი წამი

ქართველების ოდისეა ბუნდესლიგაში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი აქაც წარმატებულია

ბუფონისთვის გოლის გამტანი ლევან ქებაძე: გული მწყდება...

მინსკი 2019. გივი მაჭარაშვილმა გაიმარჯვა და ფინალში რუსეთის წარმომადგენელს შეხვდება [VIDEO]

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები: ...მაგრამ თაობა უდავოდ ნიჭიერია

უცნობი ისტორიები: ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია აღმზრდელის თვალით

ᓐᓠᓪ "ᓖᓔᓡᓢᓐᓤᓝᓜᓘ" ᓓᓐ ᓐᓠᓪ "ᓓᓘᓜᓐᓛᓝ" - ᓒᓘᓝᓠᓒᓘ ᓘᓚᓣᓠᓘᓫᓔ ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓝᓨᓘ ᓗᓐᓛᓐᓨᓡ ᓐᓠ ᓐᓞᓘᓠᓔᓑᓡ

დავით ხოჭოლავა: ნაკრები? ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ!..

დავით თარგამაძემ "ოლეკსანდრიაში" ბესიკ ამაშუკელი მიიყვანა

ჭიდაობა. ბუნდესლიგა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბუნდესლიგის ჩემპიონი?

"მზად ვარ, "ტორპედოში" სოლიდური ინვესტიცია დავაბანდო და "დინამოს" კონკურენტი გავხდეთ"

თემურ ფოცხვერია: თუ იმპროვიზაციას ძირშივე კლავ, ფეხბურთელს როგორ გაზრდი?!

"გაგრა" განვითარების საინვესტიციო პროგრამაზე აქტიურად მუშაობს

ევროპის ჩემპიონატი. I დღის ანონსი: დებიუტანტითა და ლიდერით ვიწყებთ