ვლადიმირ ვაისმა ავსტრიასთან მატჩისთვის ნაკრებში "ჩერნომორეცის" 23 წლის ცენტრალურ მცველს პირველად უხმო
ვლადიმირ ვაისმა ავსტრიასთან მატჩისთვის ნაკრებში დავით ხოჭოლავასაც უხმო. მართალია, 23 წლის ცენტრალურ მცველს იმ შეხვედრაში არ უთამაშია, მაგრამ ეროვნულ გუნდში მისი დებიუტი შორეული პერსპექტივა არ უნდა იყოს.

ხოჭოლავა ოდესის "ჩერნომორეცის" ერთ-ერთი ლიდერია და უკრაინის ჩემპიონატში ტური იშვიათად ჩაივლის, იქაურმა ჟურნალისტებმა მას საქებარი სიტყვები არ უძღვნან. გადავწყვიტეთ, "ლელოს" მკითხველს ის ახლოს გავაცნოთ.

"ლელომ" ხოჭოლავასთან ინტერვიუ ჩაწერა...

- მოდით, ჯერ გაიხსენეთ თქვენი პირველი ნაბიჯები ფეხბურთში...

- საერთოდ, სპორტული ოჯახიდან ვარ, სადაც ყველა მამაკაცს, სხვადასხვა დროს, სპორტთან რაღაც შეხება ჰქონია. ამიტომ, ბავშვობიდანვე ოჯახში ყველა დარწმუნებული იყო, რომ მეც აუცილებლად ვივლიდი რომელიმე სახეობაზე.

- ...და რატომ მაინცდამაინც ფეხბურთი?

- ალბათ იმიტომ, რომ პატარაობიდანვე ძალიან მიყვარდა ფეხბურთი და თან, მამაჩემის მეგობარი გიორგი დევდარიანი მწვრთნელი გახდა. გიორგიმ თავისი მეგობრების შვილები, 92-93 წლებში დაბადებულები შეგვკრიბა. ასე შეიკრა გუნდი და დავიწყეთ ვარჯიში ასკ-ის დარბაზში.

- ცოტა მეტი გვითხარით თქვენს მწვრთნელებზე...

- პირველი, როგორც გითხარით, გიორგი დევდარიანი იყო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მის ხელში ვიზრდებოდი როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. მან ძალიან ბევრი მასწავლა და თუ რაიმე, თუნდაც პატარა წარმატება მაქვს დღეს, ეს მისი დიდი დამსახურებაა. ასევე დიდი როლი ითამაშა ჩემს აღზრდაში თემურ ფოცხვერიამ. პირდაპირ ვიტყვი - დევდარიანთან ერთად, ის გადაყოლილი იყო ჩვენს თაობაზე.

- მინდა, სწორედ თქვენს თაობაზე მიამბოთ. ამ ბიჭებზე მართლაც ძალიან დიდ იმედს ვამყარდებდით...

- საოცრად ძლიერი გუნდი გვყავდა და ამ მხრივაც გამიმართლა. ფაქტობრივად, ყველა თამაშს ვიგებდით ჩვენს ასაკში. შედეგიც სახეზეა - პარუნაშვილი, ჭანტურია და ყაზაიშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები არიან. აუცილებლად უნდა ვახსენო ტვილდიანიც. ის სამაგალითო პიროვნება და პროფესიონალია. ტრავმები უშლის ხელს, თორემ აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას.

- ვიცით, რომ თავიდან შემტევი იყავით. როგორ და რატომ შეიცვალეთ ამპლუა?

- მთელი ბავშვობა შემტევი ვიყავი, მაგრამ მაკლდა ყველაზე საჭირო და ფასეული რამ თავდამსხმელისთვის - გოლის ალღო. სამაგიეროდ, ბრძოლისუნარიანობა ჭარბად მქონდა.

ერთხელაც გიორგი დევდარიანმა შემომთავაზა, რომ დაცვაში მესინჯა ძალა. ვსინჯე და პირველი შეხვედრა ძალიან ცუდად ჩავატარე. ამის მიუხედავად, მაშინვე მივხვდი, რომ ეს ჩემთვის ზედგამოჭრილი პოზიცია იყო. ასე შევიცვალე ამპლუა...

- როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ შეძელით თბილისის "დინამოში" თავის დამკვიდრება?

- გულწრფელად გეტყვით, რომ ეს ჩემი ბრალია. არ ვამბობ, რომ დონეს ვერ ვაკმაყოფილებდი, მაგრამ რამდენიმე ოპერაცია დამჭირდა და ამაშიც საქმისადმი ჩემს დამოკიდებულებას ვადანაშაულებ. ალბათ, ისე ვერ ვუვლიდი თავს, როგორც საჭირო იყო. ამის გამო მოხდა, რომ ალექს გარსიას შემდეგ "დინამოს" არც ერთი მწვრთნელი არ მენდობოდა და ამიტომაც დავტოვე გუნდი.

- მინდა, მთლიანად საქართველოში გატარებული პერიოდის შეფასება გთხოვოთ. რა პრობლემების წინაშე დგას ზოგადად საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელი?

- პრობლემა ძალიან ბევრია, მაგრამ მჯერა, ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა მოაგვარებს ამ პრობლემებს. ამ ხალხს ძალიან უყვარს ფეხბურთი. პირველ რიგში, ფინანსებზე უნდა ვთქვა - რთულია, როცა ფეხბურთელმა თან ოჯახის გამოკვებაზე უნდა იფიქროს და თან - ფეხბურთს დაუთმოს დიდი დრო. ინფრასტრუქტურაშიც გვაქვს პრობლემები, სტადიონზე ცოტა მაყურებელი დადის... არადა, ფეხბურთელისთვის სავსე ტრიბუნები დიდი სტიმულია. ეს არ გაძლევს მოდუნების საშუალებას. სწორედ მაშინ იზრდები, როცა მოდუნებული არ ხარ...

- იყო დრო, ბევრმა ხელიც ჩაიქნია თქვენზე. ქობულეთის "შუქურაში" მისვლის შემდეგ, რომ იტყვიან, "მეორე სუნთქვა" გაგეხსნათ...

- რასაც ჰქვია პროფესიული კარიერა, ჩემთვის სწორედ "შუქურაში" დაიწყო. დიდი ხანია ვიცნობ რევაზ ჩელებაძეს, შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს... როცა გაიგო, რომ გუნდს ვეძებდი, დამიკავშირდა და მითხრა - მე გენდობიო. უნდოდა, მის გუნდში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ვყოფილიყავი. იმ მომენტში, ეს ჩემი კარიერული წინსვლისთვის აუცილებელი იყო. კარგი გუნდი შეიკრა იმ წელს და მთლიანობაში კარგი სეზონიც გვქონდა.

აქვე, ვისარგებლებ თქვენი გაზეთით და "შუქურასა" და რევაზ ჩელებაძეს მადლობას გადავუხდი ამხელა ნდობისთვის.

- როგორ გაჩნდა "ჩერნომორეცში" გადასვლის შანსი?

- მოულოდნელად გამოჩნდა. კახა მჟავანაძე ხომ იცით? ის ჩემი მეგობარია, ერთადაც ვთამაშობდით "შუქურაში" და სწორედ მან უთხრა ჩემზე ოდესელებს. იმ მომენტში "ჩერნომორეცს" ცენტრალური მცველი სჭირდებოდა. რეკომენდაცია გამიწია "შუქურას" ყოფილმა მწვრთნელმა ფროლოვმაც... იმ დროს ის "ჩერნომორეცში" მუშაობდა...

კახას ამაგი არასოდეს დამავიწყდება... დღეს აქ საოცრად კარგ სიტუაციაში ვარ - დიდი ნდობა მაქვს, ჩემპიონატიც მაღალი დონისაა... თან საკმაოდ ახალგაზრდული გუნდი გვყავს. შარშან არ გამოგვივიდა სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში და ამის მიზეზი, ალბათ, ახალგაზრდა მოთამაშეების გამოუცდელობა იყო. წელს ძირითადი ბირთვი შევინარჩუნეთ და ექვსეულში მოსახვედრად ვიბრძვით. ეს ევროსაგზურის მოპოვების საშუალებას იძლევა. ბოლო 4 მატჩიდან ოთხივე მოვიგეთ, 6 გოლი გავიტანეთ და არც ერთი არ გაგვიშვია.

- ვიდრე ბლიცზე გადავალთ, ცხადია, საქართველოს ნაკრებზეც უნდა გკითხოთ. როგორ მიგიღეს გუნდში? რა ემოციები გამოგყვათ ავსტრიასთან მატჩისგან?

- ნაკრებში ძალიან თბილად მიმიღეს, მეგობრული გუნდია... ყველაფერს სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ვერც იმას ავხსნი, რას ნიშნავს ჩემთვის საქართველოს ნაკრები. როცა ქვეყნის მთავარ გუნდში გამოძახების შესახებ გავიგე, ეს ერთ-ერთი ბედნიერი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში.

ბლიცი

- საყვარელი წიგნი...

- კოელიოს "ალქიმიკოსი".

- მწერალი...

- ჯეკ ლონდონი.

- მუსიკოსი ან ჯგუფი...

- The Notorious B.I.G. და Earth, Wind & Fire.

- კლუბი და ნაკრები...

- "რეალი" და ბრაზილია.

- ფეხბურთელი...

- ლიონელ მესი!

- თქვენი ოცნება ფეხბურთში...

- ვითამაშო საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე.

- მთავარი ნაკლი...

- ზოგჯერ ზედმეტი ემოციურობა...

- ოპტიმისტი ხართ თუ პესიმისტი?

- ოპტიმისტი.

- როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?

- ძირითადად ოდესის ცენტრში ვარ ხოლმე. ძალიან მიყვარს ეს ქალაქი. ხან მაღაზიებში დავდივარ, ხან კაფეში, ხან უბრალოდ ვსეირნობ...

- რა არის თქვენთვის მთავარი ცხოვრებაში?

- ჩემი ოჯახი და კიდევ ის ადამიანები, ვისთან ერთადაც გავიზარდე და დღესაც ერთად ვართ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საყვარელი გუნდი რეალი ნაკრები ბრაზილია და ფეხბურთელი მესი. ჩAმოვყალიბდეთ რაა. ეგენი ერთმანეთს ვერ ეწყობა
nika
აი ამიტომ არის ეს კაცი დასაფასებელი და აი ამიტომ არის დღეს ის ერთ ერთი საუკეთესო მცველი უკრაინაში.
saba
აი ძმაო კაცი, აღიარა ჩემი ბრალი იყოო. ზოგიერთებიით კი არ დაიწყო ვიღაცეებზე და რაღაცებე გადაბრალება.
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქართველი მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩს განსჯიან
Aprilia Tuareg 660-ის გამარჯვება Bajas European Championship-ზე
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
რას აპირებს შევალიე - პსჟ-ის მეკარის მომავალზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
ვლაჰოვიჩის შემცვლელი - "იუვენტუსი" ახალ ფორვარდს იმატებს
7-კაცამ ალგარვეში მხოლოდ ფინალი დათმო
7-ქალა მაკარსკაში მეექვსე ადგილს დასჯერდა
[VIDEO] კინაღამ ტრაგედია დატრილდა - ერიკსენი ისევ დაეცა მოედანზე
პსჟ-ს მეკარის შეძენის სურვილი ინგლისურმა კლუბმა გამოთქვა
"ჩაკვეტაძე გასული სეზონის აჩრდილი იყო - ტექნიკური შესაძლებლობები გიორგის ევროპის საუკეთესო ლიგებში წარმატების საშუალებას მისცემს" - ინგლისური მედია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იაპონია
გადაიხდის პსჟ 100 მილიონს ფრანგული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავში?
შენგელიას 12 ქულა და "ბარსა" ნახევარფინალშია, სადაც შერმადინის "ტენერიფეს" შეხვდება
"ბარსელონას" ოსიმენი შესთავაზეს, მაგრამ..." - "ბლაუგრანამ" ნიგერიელს სხვა თავდამსხმელი ამჯობინა
"ვინც დაგვცინოდით, ახლა სად ხართ?" - ვილიამ სალიბა
"მგონია, რომ ამნეზიით იტანჯებიან" - მბაპე გაკვირვებულია
"იამალს ცოცხლად შევჭამდი. მესის ან რონალდოს ჰკითხეთ" - პატრის ევრა
[VIDEO] ლეაომ ჩილელი ფეხბურთელი ნოკაუტში გაუშვა და ორივე გააძევეს
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
ოფიციალურად: "აიაქსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
[ტრანსფერი] ლევან მაჭარაშვილმა უკრაინის პირველ ლიგას ლიტვის ჩემპიონატი ამჯობინა
Geo Team: ლევან შენგელია შესაძლოა, თბილისის დინამოში დაბრუნდეს
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
დავით ხოჭოლავა: "ჩერნომორეცთან" ფრე ჩვენთვის ცუდი შედეგია
ვაკო ყაზაიშვილი: ასეთ დროს გუნდის დატოვება გამართლებული არ მგონია
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
"ჩერნომორეცი" პრემიერლიგიდან გავარდა და გულშემატკივრებმა მწვრთნელი გალახეს
"შტურმში" შეიძლება კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშოს
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
მდაა - "ჩერნომორეცს" წყლის მიწოდება შეუწყვიტეს, რადგან წყალმომარაგების დირექტორის ძმისშვილს არ ათამაშებდნენ
უცხოეთიდან ბევრი ქართველი ჩამოსულა და ქართულ ფეხბურთში ფული დაუბანდებია?!
კიევის "დინამოსა" და "ჩერნომორეცის" ფანების მასობრივი ჩხუბი [VIDEO]
უცნობი ისტორიები: ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია აღმზრდელის თვალით
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლაიფციგს" გოლი არ ჩაუთვალეს, "რეალმა" გაიმარჯვა - "სიტი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]
რა უშლის ამ ეტაპზე თორნიკე კვარაცხელიას "ბაიერნში" ტრანსფერს ხელს?
დავით ხოჭოლავა ოდესაში ბრუნდება
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
კვარაცხელიამაც ივარჯიშა. საქართველო - ბაჰრეინი | 4 ივნისის განრიგი
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ბექა ვაჩიბერაძე "ჩერნომორეცში" დაბრუნდა
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
დავით თარგამაძემ "ოლეკსანდრიაში" ბესიკ ამაშუკელი მიიყვანა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
tz.de: "მინი კვარადონამ" "ბაიერნის" U17 გუნდში ეფექტური გოლი გაიტანა - კლუბი კონტრაქტთან დაკავშირებული პრობლემის გადალახვას ცდილობს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"მზად ვარ, "ტორპედოში" სოლიდური ინვესტიცია დავაბანდო და "დინამოს" კონკურენტი გავხდეთ"
Breaking: დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
18 დეკემბერს მერვედფინალების წილისყრაა - კვარაცხელიას და ხოჭოლავას გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
ხოჭოლავას მესამე ოპერაციის გაკეთება დასჭირდება
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
ხოჭოლავა ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"?
ხოჭოლავა ექსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"
აშშ, სამხრეთ ამერიკა, კორეა თუ აფრიკა - სად შეიძლება "ბაიერნმა" თორნიკე კვარაცხელია გაუშვას?