მაგრამ ის მაინც ლიდერია
უცნაური ამბები ხდება კლასიკური რალის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ამ სერიაში ბოლო ოთხ ეტაპს ოთხი სხვადასხვა გამარჯვებული ჰყავს, რაც უჩვეულო მოვლენაა ბოლო წლებში ჯერ სებასტიან ლოების, შემდეგ კი სებასტიან ოჟიეს დომინირების პირობებში.

ბოლო სამი ჩემპიონატის ტრიუმფატორმა ოჟიემ მიმდინარე სეზონის პირველი ორი ეტაპი მოიგო, რის შემდეგაც, ფრანგი ვერ ახერხებს გამარჯვებას და მომდევნო სამი რბოლა ლატვალამ, პადონმა და მიკმა მოიგეს.

კრის მიკმა ("სიტროენი") გასულ უქმეებზე გაიმარჯვა პორტუგალიის რალიზე, რაც მისთვის მეორე ტრიუმფია კარიერაში. ბრიტანელმა შაბათს მოიპოვა ლიდერობა და ის ბოლომდე შეინარჩუნა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი სპეცმონაკვეთი ოჟიემ ("ფოლკსვაგენი") მოიგო, მან ეტაპზე მხოლოდ მესამე ადგილის დაკავება შეძლო - მიკის გარდა, თანაგუნდელმა ანდრეას მიკელსენმაც გაუსწრო.

ოჟიე სამი ეტაპია მოუგებელია და ეს ყველაზე გრძელი სერიაა მისთვის 2003 წლიდან. მიუხედავად ამისა, მის ლიდერობას საერთო ჩათვლაში ბევრი არაფერი დამუქრებია:

1. სებასტიან ოჟიე 114

2. ანდრეას მიკელსენი 67

3. მადს ოსტბერგი 58

4. ჰეიდენ პადონი 57

5. დანიელ სორდო 56

6. იარი-მატი ლატვალა 37

მომდევნო ეტაპი - რალი სარდინია 10-12 ივნისს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა