ვინ ყიდულობს ქუთაისის "ტორპედოს" და ბრუნდება თუ არა ფეხბურთში თემურ უგულავა?
მერაბ ჟორდანიამ ცოტა ხნის წინ უარყო ინფორმაცია, თითქოს ქუთაისის "ტორპედოს" პატრონობა სურდა. როგორც მაშინ გავიგეთ, თბილისის "დინამოს", სფფ-ისა და არნემის "ვიტესის" ყოფილი პრეზიდენტის წარმომადგენლები "ტორპედო"-"საპოვნელას" მატჩს ესწრებოდნენ, რის შემდეგაც ქუთაისის მერ შოთა მურღულიასთან ერთად "ტორპედოს" საწვრთნელი ბაზა მოინახულეს.
ეს ამბავი თავად ჟორდანიამ ოფიციალური განცხადებით უარყო, მაგრამ ამ განცხადებაში ერთ მნიშვნელოვან დეტალს არ მიაქციეს ყურადღება. რატომღაც, ყველამ ჩათვალა, რომ კლუბის პატრონობა თავად ჟორდანიას სურდა. არადა, ის გარკვევით ამბობს:
"ქუთაისის "ტორპედოში" შექმნილი მძიმე ვითარების გამო კლუბის მესვეურებთან საქმიანი საუბრები მქონდა და მზად ვარ, ჩემს მეგობრებს, ვინც დღეს "ტორპედოში" ინვესტიციის ჩადებას გეგმავს, მაქსიმალურად დავეხმარო", - ეწერა განცხადებაში.
ანუ მოლაპარაკება ჟორდანიას კი არა, მის მეგობრებს ჰქონდათ. პარალელურად, ამტკიცებდნენ, რომ ჟორდანია არაფერ შუაშია, ქუთაისის "ტორპედოში" მისვლით ცნობილი ბიზნესმენის, თემურ უგულავას სამეგობრო დაინტერესდაო.
ნიშნავს ეს თუ არა იმას, რომ საფეხბურთო კლუბ "თბილისის" ყოფილი მეპატრონე ფეხბურთში ბრუნდება თუ მხოლოდ მასთან კავშირზეა ხაზგასმა?
გარდა ამისა, ქუთაისის "ტორპედოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ამ ყველაფრის დასაზუსტებლად ქუთაისური კლუბის პრეზიდენტ თემურ ჩეჩელაშვილს დავუკავშირდით. მან მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლეები გაგვანდო...
- დიახ, შტელინი ნამდვილად წავიდა. თუ ვინ შეცვლის მას, პასუხი რამდენიმე დღეში მეცოდინება. ახალი მწვრთნელის ვინაობას კი არ ვმალავ, უბრალოდ, ვერაფერს ვამბობ. მანამდე რაღაც საკითხებია გასარკვევი, კონკრეტულად - კლუბის დაფინანსების საკითხი. უახლოეს პერიოდში უნდა ვიცოდეთ, რა შემადგენლობასა და რომელ სამწვრთნელო შტაბს დავეყრდნობით, როდის შევუდგებით მზადებას და ასე შემდეგ.
თუ სპონსორი არ გამოგვიჩნდა, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება გაგვიჭირდება. გარდამავალ ჩემპიონატში ერთიანი ფონდი 600 ათასი ლარით გვაფინანსებს. კი ამბობენ, რომ ყველა კლუბი თანაბარ პირობებში იქნებაო, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის.
- თანაბარ პირობებში რატომ არ ხართ?
- იმას ვგულისხმობ, რომ კერძო კლუბის სტატუსი მართლაც უკეთესია. ამიერიდან, კერძო კლუბები სახელმწიფო დაფინანსებას თავის სახსრებსაც დაუმატებენ და ბევრად მეტი ბიუჯეტი ექნებათ, ვიდრე სახელმწიფო კლუბებს. ამაზე მერს უკვე ველაპარაკე. "ტორპედოს" აქციათა 100 პროცენტი მერიისაა და...
- ანუ ელაპარაკეთ იმაზე, რომ ეს აქციები გაყიდოს?
- ნამდვილად სასურველი იქნება, თორემ არსებულ ვითარებაში ჩვენ არათუ საჭირო ფეხბურთელების აყვანის საშუალება არ გვექნება, დღევანდელ შემადგენლობასაც ვერ შევინარჩუნებთ და გარდამავალ ჩემპიონატში რისი იმედი უნდა გვქონდეს? მე არ მინდა, თავიდანვე განწირულ საქმეზე პასუხისმგებლობა ავიღო და აქამდე მოტანილი სახელი ქუთაისელების სალანძღავი გავხადო...
მოკლედ, გამოსავალია მინიმუმ სპონსორის მოყვანა, მაქსიმუმ - კლუბის კერძო საკუთრებაში გადაცემა. ასეთ შემთხვევაში, მე აღარ ვიქნები კლუბში, შტელინი თუ სხვა ვინმე, მნიშვნელობა არ აქვს. სკამს არ ვებღაუჭები, "ტორპედო" ყველა ქუთაისელისთვის ძვირფასია და მთავარია, მას ეშველოს რამე.
- მართალია, თითქოს მერაბ ჟორდანიას ქუთაისის "ტორპედოში" მოსვლა გამოირიცხა?
- რომ იცოდეთ, ასეც არ არის.
- ანუ?!
- ეს ჯერ კიდევ გასარკვევია...
- ცოტა ხნის წინ თქვენ "ლელოს" უთხარით, ჟორდანია კლუბით გიორგი დარასელიას მწვრთნელობის პერიოდში დაინტერესდაო...
- ეტყობა, ეს ინტერესი დღემდე ძალაშია. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ლაპარაკია არა თავად ჟორდანიაზე, არამედ მისი სამეგობრო წრის მოსვლაზე.
- კარგია, "ტორპედოს" თუ კერძო მეპატრონე ეყოლება. თუ შეგიძლიათ, დაგვიზუსტოთ, ვინ არიან ჟორდანიას მეგობრები?
- მე პირადად, ისინი არ მინახავს, მაგრამ ქალაქის მერს შეხვდნენ და ილაპარაკეს.
- მეორე ვერსიის თანახმად, "ტორპედოს" ცნობილი ბიზნესმენის, თემურ უგულავას სამეგობრო ყიდულობს...
- შესაძლოა, ეს ჯგუფი ჟორდანიასთანაცაა დაახლოებული და უგულავასთანაც.
- ამ ჯგუფს "ტორპედოს" გამოსყიდვა სურს თუ მხოლოდ სპონსორობა?
- ეს ყველაფერი უახლოეს პერიოდში გაირკვევა. ვიმეორებ, კლუბის კერძო მესაკუთრის ხელში გადასვლა "ტორპედოს" მომავალს წაადგება.
- შესაძლო სპონსორი თუ მეპატრონე კლუბში რა თანხის დაბანდებას აპირებს?
- წელიწადში მილიონი-მილიონნახევარი ლარის. ამას დაუმატეთ ფეხბურთის განვითარების ერთიანი ფონდიდან დასარიცხი 600 ათასი, სპონსორის მოზიდვაზე გათვალისწინებული 500 ათასი და ქულებზე დასარიცხი დამატებითი ბონუსები. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, "ტორპედოს" წლიურმა ბიუჯეტმა 3 მილიონ ლარს გადააჭარბოს. ეს კი ჩვენს პირობებში ძალიან კარგი გუნდის ჩამოყალიბების წინაპირობა გახდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
555
მურღულია და ტორპედო აი ქართული ფეხბურთის აყვავების წყარ,ვაი თქვენს პატრონს.
მეცინება
ძვირფასო ქუთათურებო, უკვე მერამდენედ ასხვისებენ ტორპედოს. უკვე მერამდენედ აცხადებენ რომ ტორპედოს უჭირს და სხვა საშველი არ არის. გახსოვთ რომ წინა გასხვისებები როგორ დამთავრდა. იქნებ აღარ გავასხვისოთ? Fულის ჩადება გასაჩუქრების გარეშეც შეიძლება. მაგალითად ქუთაისი აძლევს ტორპედოს 40%-ს ვიღაცას რომელიც სამაგიეროდ დახარჯავს ნ თანხას. აბე აჩუქე, ის შეჭამს ან ითაღითებს თამაშების ჩაწყობაზე და 2-3 წელიწადში წავა. ეს ხომ გავიარეთ. ისე სულ თბილისელების ლანძღვაში რომ ხართ, აი წინასწარ გეუბნებით, კიდევ ერთხელ გატყუებენ და მერე ჩვენ ნუ დაგვაბრალებთ.
zaza
ყველაზე მაგარი ის არის ამ ისტორიაში, რომ მერია ითხოვს თავისი სატავის დატოვებას (რომელიც ფაქტიურად გადაწყვეტილია). ხომ უნდა დაასაქმოს თავის საახლობლო....
თემურია-ს
კერძო კლუბი რომ ა იქნება არ ნიშნავს რომ დამატებით მისცემს 500 000 სფფ, ანუ სახელმწიფოს ბალანსზეც რომ იყოს იქაც სეაძლებელია,თუ მოიზიდავ სპონსორს დამატებით ფედერაცია გაძლევს ფულს, მაქსიმუმ 500 000 , თუ სპონსორი მოიზიდე 100 000 მაშინ მოგცემს 100 000 , ანუ აქ კერძო და სახელმწიფო კლუბი არაფერ შუაშია,შენი ლოგიკით 500 000 -ის გულისათვის დახარჯავენ 1 500 000 ? :)
temuria
ნახეს 500000 მუქთა ფული კერძო კლუბებს გვერდს უვლის და აწრიალდნენ რავა სიმონ კერძო კლუბს არ შეუძლია სპონსორი იპოვოს?! ეეხ არ დამთავრდება ამ ქვეყანაში მშიერი ტურების მუქთად კვება............
დინამოების დაპირისპირება და სადებიუტო გოლები
"დილამ" და "ტორპედომ" გაიმარჯვეს
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა: მოგებები 10 კაცით
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
მიქაუტაძის "ლიონი" აღარ ხუმრობს - "ლივერპულის" ნახევარმცველიც შეიძინა
ჩიხურა-კოლხეთი 2:1 - თავით და კლასით [VIDEO]
"ტორპედო", როგორც "ვიტესი"? კლუბის პრეზიდენტი ჟორდანიასა და შტელინზე
"შევარდენის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა
ეროვნული ლიგა. XXV ტური: გაბედავას დუბლი და დარასელიას "სამტრედია" ისევ აგებს
ქუთაისის "ტორპედო": პრეზიდენტი დანიშნეს, მეტოქე შეცვალეს
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
Brabants Dagblad: ჰოლანდიის "დენ ბოსხს" მერაბ ჟორდანიას შვილი ყიდულობს
[ოთხშაბათის საკითხავი] სად არის კერძო სექტორი?
ქუთაისის "ტორპედო": პრეზიდენტი გადადგა, კლუბში ჟორდანია-უგულავას ჯგუფი მოდის
მერაბ ჟორდანია ადასტურებს, ოღონდ აზუსტებს: "დენ ბოშის" ყიდვა არა ლევანს, არამედ კახი ჟორდანიას სურს
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
მერაბ ჟორდანია "აუსტრიას" შეიძენს - მისი ვაჟი კი უკვე გუნდში ჩაირიცხა
კოლხეთი-დინამო (თბ) 1:1 - "დინამო" ისევ კოჭლობს [VIDEO]
"კოლხეთის" დირექტორი: 2018 წელს რა დონის გუნდი გვეყოლება, ფინანსებზე იქნება დამოკიდებული
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
გიორგი დარასელია "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გახდა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა
"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია
"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?
"ტორპედოს" პრეზიდენტი: ირანელებს ხელფასს არ ვუხდით, მხოლოდ კვების ხარჯს გავიღებთ
ეროვნული ლიგა. XXVII ტურის წინ: ვამთავრებთ "კლასიკოთი"!
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
"ტორპედოში" ირანელები გამოჩნდნენ, შტელინი ბრიუსელის ტერაქტებმა დააბრკოლა
ზაალ ჩაჩავა: "ტორპედო" საქართველოს საუკეთესო კლუბი უნდა გახდეს!
ქუთაისის "ტორპედო": გიორგი გურული დაბრუნდა, სამეული დარჩა