ფინალში უკრაინასთან წაგების მიუხედავად, ჩვენი ნაკრების გამოსვლა მაინც წარმატებულად უნდა შევაფასოთ
ფოტოზე: იულია ლობჟანიძე, ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე

საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა ვერცხლის მედლით დაასრულა გამოსვლა ნოტინგემში, ევროპის ჩემპიონატში. ფინალში ჩვენმა სამეულმა (ქრისტინე ესებუა, იულია ლობჟანიძე, ხათუნა ნარიმანიძე) სამივე სეტი წააგო უკრაინასთან და 0:6 დამარცხდა.

სამწუხაროდ, ჩვენებს შეხვედრის გადარჩენის შესაძლებლობა არც ერთ სეტში არ ჰქონიათ, რაზეც ანგარიშებიც მიუთითებს: 49:52; 52:54; 52:55.

წაგების მიუხედავად, ჩვენი ნაკრების გამოსვლა მაინც წარმატებულად უნდა შევაფასოთ - ამ რანგის შეჯიბრებაზე თუნდაც ფინალში გასვლა, რაც პირველი პრეცედენტია, ნამდვილად კარგი შედეგია. ამასთან, მისასალმებელია, რომ გუნდი თანდათან აუმჯობესებს შედეგებს და ინარჩუნებს სტაბილურობას - აქამდე თუ 18-მეტრიან, დარბაზის დისტანციებზე იქცა ლიდერად, ახლა "გარეთაც გავიდა" და უკვე ოლიმპიურ, 70-მეტრიან დისციპლინებში დაიწყო შედეგების ჩვენება. თან ეს პროგრესი ხდება ზედ ოლიმპიადის წინ, რაც კიდევ უფრო დიდი ოპტიმიზმის იმედს გვაძლევს.

უბრალოდ, მიგვაჩნია, რომ მათ გაცილებით მეტი წარმატების მოპოვებაც შეუძლიათ, ცოტა მეტი მხარდაჭერა თუ ექნებათ.

ვფიქრობთ, უკრაინასთან წაგება უფრო ფსიქოლოგიის ბრალია. გავბედავთ და ვიტყვით: ფინალი პლეი ოფების დღესვე რომ ჩატარებულიყო, ჩვენებს წარმატების მეტი შანსი ექნებოდათ, რადგან იმ დღეს გამარჯვებულის ფსიქოლოგიით იბრძოდნენ. მართალია, მაშინ სამიდან ორი პაექრობა დამატებით სერიაში მოიგეს (ჯერ ბელორუსთან, მერე - თურქეთთან) და მორალურად თუ ფიზიკურად გადაღლილები იქნებოდნენ, მაგრამ მაინც მგონია, იმავე დღეს უკრაინასთან მეტი აღმაფრენით იასპარეზებდნენ. ახლა, ამ სამდღიან ინტერვალში, დასვენების ნაცვლად უფრო ინერვიულებდნენ...

ფსიქოლოგიურად მეტი დახმარება რომ სჭირდებათ, ეს შარშან, მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტმა ხათუნა ნარიმანიძემაც აღნიშნა, რასაც, იმედია, სპორტის მმართველნი გაითვალისწინებენ.

ქალთა ტურნირი, შედეგის მიუხედავად, ჩვენ კი ჩავითვალეთ აქტივში, მაგრამ არა მგონია, მასპინძლებიც იმავე აზრზე იყვნენ თავიანთ გუნდთან მიმართებაში - ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ბრიტანეთის ნაკრებმა გერმანიასთან 2:6 წააგო და უმედლოდ დარჩა, მესამეპრიზიორი კი გერმანია გახდა.

ნოტინგემის ტურნირი წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი თანამემამულე ნატო ნასარიძისთვის, ვინც თურქეთის ქალთა ნაკრების მწვრთნელია - ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი მისმა შეგირდმა იასემინ ანაგოზიმ მოიგო. სხვათა შორის, ვაჟების ანალოგიურ შეჯიბრებაშიც თურქმა იმარჯვა - მატე გაზოზმა, რაც ჩვენი მეზობლებისთვის პირველი საგზურებია. საინტერესოა, რომ გაზოზი პირადი პირველობის ფინალშიც გავიდა, მაგრამ წააგო და ვერცხლს დასჯერდა.

ქალებში ოლიმპიადის საგზურები სლოვაკმა ალექსანდრა ლონგოვამ და აზერბაიჯანელთა ნატურალიზებულმა უკრაინელმა ოლგა სენიუკმა მოიპოვეს. სხვათა შორის, ეს აზერბაიჯანისთვისაც პირველი საგზურია, ხოლო ვაჟთა სალიცენზიო შეჯიბრებაში ოლგას მეუღლე - ტარას სენიუკიც გამოდიოდა (სინამდვილეში, უკრაინელი ისაა, თორემ ოლგა მოლდოველია), მაგრამ ხელი მოეცარა. ვაჟებში კიდევ ორ საგზურს ფინელი სამული პიიპო და ბრიტანელი პატრიკ ჰიუსტონი დაეუფლნენ, რაც მასპინძლებისთვის დიდი სიხარული გამოდგა.

ბრიტანელებს კიდევ უფრო მეტი წარმატების იმედიც ჰქონდათ, რადგან მათი ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში იყო გასული. წარმატებასთან ახლოსაც იყვნენ, ვინაიდან სამი სეტის შემდეგ 4:2 იგებდნენ, მაგრამ ჯერ მეოთხე სეტი წააგეს, ბოლოს - დამატებითიც და 4:5 დამარცხდნენ. ბრინჯაოს ბელგია დაეუფლა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში, ასევე დამატებით სერიაში, 5:4 დაამარცხა შემადგენლობით უფრო ძლიერი ესპანეთი (პირინეელებს შემადგენლობაში ევროპული თამაშების ჩემპიონი მიგელ ალვარინო გარსია ჰყავდათ).

ევროპის ჩემპიონატის სხვა დისციპლინებს რაც შეეხება, შერეულ წყვილებში მედლები ასე განაწილდა: ოქრო მოლდოვურმა დუეტმა ირგუნა (ალექსანდრა მირკა, დან ოლარუ), ვერცხლი ფრანგებს დარჩათ (ჟან-მიშელ ვალადონტი, ბერენჟერე შუ), ბრინჯაო კი უკრაინელებს ერგოთ (ვიქტორ რიბანი, ანასტასია პავლოვა). პავლოვას კიდევ ერთი ბრინჯაოს მოპოვება შეეძლო - ქალთა შორის პირად პირველობაში დამამშვიდებლის ფინალში გავიდა, მაგრამ გერმანელ ლისა უნრუსთან 4:6 წააგო. სამაგიეროდ, მისმა თანაგუნდელმა ვერონიკა მარჩენკომ მოიპოვა მეორე ოქრო - გუნდურში ხომ მოიგო და პირადშიც გაიმარჯვა, როცა ფინალში საკვალიფიკაციოს მომგები რუსი ტუიანა დაშიდორჟიევა დაჩაგრა.

ვაჟთა პირად პირველობაში ვალადონტმაც აისრულა საწადელი და მაინც მოიპოვა ოქრო - ზემოხსენებულ გაზოზის 6:4 მოუგო, ბრინჯაოს კი ბრიტანელთა ასევე ზემოხსენებული ლიცენზიანტი ჰიუსტონი დაეუფლა - ფრანგ დანიელ ლუკასს 6:2 აჯობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
ევროპის დიდი პრიზი: ქართველი მშვილდოსანი ქალების მორიგი წარმატება
რიო 2016: ქართველი მშვილდოსნები გუნდურში მედლების გარეშე დარჩნენ
პრეზიდენტი გაურკვევლობაში - ინტერვიუ ხათუნა ნარიმანიძესთან
ანტალიის ტურნირი: ჩვენი ქალებიდან საუკეთესო ქრისტინე ესებუა იყო
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
ჩვენი კაცი თურქეთში - ინტერვიუ ვლადიმერ ლეკვეიშვილთან
მშვილდოსნობა. თურქეთის ტურნირი: ქალების მორიგი ჯილდო
ბაქო 2015. მშვილდოსნობა: ლობჟანიძე - დღის მთავარი სენსაცია
რიო 2016. ხათუნა ნარიმანიძე უკრაინელთან დამარცხდა
რიო 2016: ქრისტინე ესებუამ ინდოელის ბარიერი ვერ დასძლია
ანტალიის ტურნირი: დაგვრჩა მხოლოდ ქრისტინე ესებუა
რიოს 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 7 აგვისტოს
დედა შვილს არ აიყვანსო - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან
საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა "ევროპის დიდი პრიზი" მოიგო
რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 10 აგვისტოს
ნატო ნასარიძე: ერთი ოლიმპიური ციკლი ისევ თურქეთში ვიქნები, მერე კი ვნახოთ...