გიორგი ყიფიანის გუნდის წინააღმდეგ შესაძლოა უკრაინელთა "ოქროს ტალანტმა" ჯაბა ფხაკაძემაც ითამაშოს
დღეს, 2 ივნისს, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ამხანაგურ მატჩს თბილისში სტუმრად მყოფ უკრაინის თანატოლთა გუნდთან გამართავს. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.

ეს გუნდები იმავე არენაზე და იმავე დროს 4 ივნისსაც მოსინჯავენ ძალებს.

გუშინ გიორგი ყიფიანმა გუნდი "მიხეილ მესხზე" ავარჯიშა...

"უკრაინის ნაკრებს სლოვაკეთის ტურნირზეც შევხვდით და 0:0 ვეთამაშეთ. საკმაოდ ძლიერი გუნდია. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი კანდიდატი გამოვცადოთ და მეტი სქემა დავამუშავოთ", - ამბობს ყიფიანი.

შეგახსენებთ, რომ ეს იმ ასაკის გუნდია, რომელიც 2017 წელს თბილისში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მასპინძლის რანგში ითამაშებს.

საინტერესოა, რომ უკრაინელთა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ციტკინმა გუნდში მეორე ლიგის პეტროვეს "ინგულეცის" ნახევარმცველი ჯაბა ფხაკაძე მიიწვია, სადაც მისი თანაგუნდელია მცველი ლევან მახარაძე.

შესაძლოა, ფხაკაძე ქართველების წინააღმდეგ მოედანზეც ვიხილოთ. ის უკრაინის 17-წლამდელთა ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია და 22 აპრილს, ჩერნოგორიასთან ამხანაგურ მატჩში (2:0), გუნდს გოლითაც შეეწია. ფხაკაძე დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. შემდეგ "ინგულეცის" დუბლებში გამოდიოდა, დასრულებულ სეზონში კი ძირითად შემადგენლობაში დააწინაურეს. ამას გარდა, უკრაინელებს ის ქვეყნის "ოქროს ტალანტების" სიაშიც ჰყავთ შეყვანილი.

ჯაბა ფხაკაძე საქართველოს მეორედ სტუმრობს. პირველად ეს სამი წლის წინ, "საბურთალოს" ორგანიზებით გამართულ "სალერის" თასზე მოხდა, როცა ის "დნიპროს" 16-წლამდელებს ახლდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

soso
jaba pxakadze araris dnepris axzdili
vaxo
სად არიან ქიმერა , სპანდერა, ნიკოლეიშვილი, ვორუბოვი.... რომლებიც იყვნენ ნაკრებში.მათ გაზრდაზე ამდენი დრო,ენერგია და ფული დაიხარჯა. რატომ არ იწვევენ ნაკრებში?
გ.კ
რომელ მეტ კანდიდატზეა საუბარი,ისევ იგივე კანდიდატებს ატრიალებს დინამო და საბურთალოდან.მათთვის მეტი გუნდი არ არსებობს.შორს გაიხედონ ,იქნებ სხვა გუნდებსაც მიაკიტხონ,რამდენი კარგი ფეხბურთელი არის.ასე შორს ვერ წავა ყიფიანი.
გულშემატკივარი
სლოვაკეთში ამ ნაკრებმა 8-ე ადგილი დაიკავა 8 გუნდიან ტურნირზე და საკმაოდ ბევრი ბურტი გაუშვა.იქნებ დაცვის ცენტრის გაძლიერებაზე ეფიქრა მცვრთნელს.მარტო საბურთალო და დინამო არ არის საქართველოს ნაკრები.სხვა გუნდებშიც გაიხედონ რამდენი კარგი ფეხბურთელია.მათ თამაშებზე არ კადრულობენ მისვლას.
tito
ჯერ ყიფიანის მწვრთნელობა არ გეიშვას, მერე არანაირი ავტორიტეტი არ აქვს ამ ბიჭებთან და რა შედეგზე ლაპარაკობთ?! მითუმეტეს "ეს ის გუნდია რომელმაც თბილისში ევროპის 2017წლის ევროპის ჩემპიონატზე უნდა ითამაშოს" და საქვეყნოდ უნდა ***გვასახელონ***
ზიზუ
ყიფიანმა მწვრტნელობა კი არა რომელ წლიანების მწვრტნელია ისიც არ იცის .
მანო
ფეხბურტელების გამოცდაზე აზე უსინდისოდ რო იტყუება ყიფიანი რომელია ერტი ახალი სახეეე.ჯურნალისტებო ხმა ამოიგეტ ეს არაფრის გამკეტებელი მცვრტნელი უნდა მოვისჰოროტ,
მანო
საქარტველო ხო საბურტალო და დინამოააა დაგავიცყდაატ.... ფუ მარტლა უნამუსოტა ხროვააა
shota mesxi
ეს ის ნაკრებია ტურნირზე ბოლოზე რომ გავიდნენ ?
Giga
8 გუნდიან ტურნირზე 8ზე გასვლა :)))))) კარგითრა და ეხლა კიდე ამხნაგური :))))))))))))))))
giga
8 გუნდში 8-ზე გახვედით ეს არის სირცხვილი და მეტი არაფერი ისევ იგივე შემადგემლობა იგივე მწვრთნელი არაფერი არ შეიცვლება ამ ქვეყანაში სირცხვილია!!!
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
U15 | სასელექციო შეკრება თბილისში
16-წლამდე ნაკრებმა მარტის შეკრება გამარჯვებით დაასრულა
"ჩელსიმ" პრემიერლიგის მოგების შანსი დაკარგა
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
გიორგი ყიფიანი: "ლოკომოტივის" მთავარი მიზანი "ევროპის ზონაში" დარჩენა იქნება
18-წლამდე ნაკრებს ლაშა ფირცხალაიშვილი უხელმძღვანელებს
ახალი ფორმაციის 18-წლამდელთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
U18. საქართველო-უკრაინა 2:1 - ბოლო წუთებზე... [VIDEO]
რატომ ვთამაშობთ ფრეს ლანჩხუთზე პატარა ქვეყანასთან?!
16 და 18-წლამდელთა გუნდების შემადგენლობა და მოახლოებული მატჩები
"სალერის თასი": "საბურთალომ" ჰაიფას "მაქაბისთან" მოგებით დაიწყო [VIDEO]
გიორგი ყიფიანმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ქართველი ახალგაზრდები უნგრეთს ამჯერად დაუზავდნენ
U18. საქართველო-უკრაინა 0:1 - გუშინ იყო მარცხი... [VIDEO]
U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]
18-წლამდელთა "ექვსი ერის" ფესტივალს საქართველო გახსნის
უკრაინელთა ქართველი კაპიტანი: შესაძლოა, ბოლოს მაინც საქართველოსთვის ვითამაშო!
U18. საქართველოს ნაკრებმა ფინეთს ისევ სძლია
ირაკლი სიხარულიძე: არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ...
19-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთთან სათამაშოდ მზადება დაიწყო