ნიკა საბანაძე: "ფრიდონ ინჯიას სურს, რომ გუნდი გააძლიეროს და გარდამავალი ჩემპიონატის შემდეგ უმაღლეს ლიგაში აუცილებლად დავბრუნდეთ"
მარტვილის "მერანის" ძირითადი ბირთვი არ იშლება და ფეხბურთელების დიდი ნაწილი კლუბთან თანამშრომლობას აგრძელებს - უმაღლესი ლიგიდან გავარდნილი გუნდის გულშემატკივრებისთვის ეს სასიამოვნო სიახლე "მერანის" პრესატაშე ედემ ელერჯიამ გაგვანდო.

"კარგია, რომ ჩვენი გუნდის ლიდერები რჩებიან და გარდამავალ ჩემპიონატში უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას შეეცდებიან. ესენი არიან: ზურაბ მამალაძე, სერგი ორბელაძე, კიჭი მელიავა, ანდრია გიორგაძე, აკაკი წყაროზია, ვანო ხაბელაშვილი, შოთა ჯიქია, ბენჟამინ ტეიდი, ნიკა საბანაძე... ეს "მერანში" დამრჩენი ფეხბურთელების არასრული სიაა. საქმე ისაა, რომ უახლოეს დღეებში, კლუბის ხელმძღვანელობა თანამშრომლობის გაგრძელებაზე კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს დაელაპარაკება და მათი საკითხიც გაირკვევა", - ამბობს ელერჯია.

ნიკა საბანაძემ, რომელიც ერთი ხანობა ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი გახლდათ, აგვიხსნა, თუ რატომ გადაწყვიტა გუნდში დარჩენა.

"ფრიდონ ინჯიას სურს, რომ გუნდი გააძლიეროს და გარდამავალი ჩემპიონატის შემდეგ უმაღლეს ლიგაში აუცილებლად დავბრუნდეთ.

სხვათა შორის, ახლა, შესაძლოა, შემდეგ წელს გასამართავ PRO ლიგა A-ში მოხვედრა პირველი ლიგიდან უფრო გაგვიადვილდეს, ვიდრე უმაღლეს ლიგაში დარჩენის შემთხვევაში - იქიდან 4 გუნდი გავარდება და ძალიან რთული ჩემპიონატი იქნება. მე კი აქეთ-იქით სირბილს სტაბილურ გარემოში ვარჯიში და თამაში მირჩევნია", - ამბობს საბანაძე.

ელერჯიას თქმით, მარტვილის "მერანში" რამდენიმე ცნობილი ახალწვეულია:

"გუნდს შემტევი ნახევარმცველი აკაკი შულაია დაუბრუნდა, რომელიც იჯარით ჯერ "ცხინვალში", ხოლო შემდეგ ბოლნისის "სიონში" თამაშობდა.

მარტვილში კიდევ ერთი ექსმერანელი, ნახევარმცველი ლაშა ჩალაძე ითამაშებს, რომელმაც დასრულებული სეზონი ქობულეთის "შუქურაში" გაატარა.

კიდევ ერთი ახალწვეული მეკარე დავით კუპატაძეა, რომელიც "ზესტაფონში", "ტორპედოსა" და ბოლოს საჩხერის "ჩიხურაში" თამაშობდა. გაძლიერების პროცესი გრძელდება და უახლოეს დღეებში "მერანის" მორიგ ახალწვეულთა გვარებსაც გაგიმხელთ".

კარგია, რომ "მერანის" ხელმძღვანელობამ ხელები არ ჩამოუშვა და ძლიერდება. იმედია, ასეთი მიდგომით "მერანი" უმაღლეს ლიგაში დაბრუნდება და ანგარიშგასაწევ გუნდად ჩამოყალიბდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი
მერანი ბევრს მიაღწევს...
Kote
ვერ მივხვდი, როგორ აპირებენ წელსვე დაბრუნებას. აკი მოკლე ჩემპიონატში უმაღლესში ვერავინ გადავაო?
Irakli apkhaidze
ალალია ამ გუნდზე უმაღლეს ლიგაში დაბრუნება, ჰყავს პატრონი ვისაც უსაძღვროდ უყვარს ფეხბურთი!
სიმართლე
მწვრთნელიც დააბრუნეთ
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
[VIDEO] კვარაცხელიამ "მონაკოს" გაუტანა და პსჟ დააწინაურა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
პრანდელი: მზად ვარ, "იუვეს" მერვედფინალში გასვლაზე სანაძლეო პიცაზე დავდო
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
ბასტონის "ბარსელონა" ეპატიჟება - კატალონიელებისთვის საწადელის მიღწევა რთული იქნება
ყველაზე ძვირადღირებული მცველი ისტორიაში? - "ლივერპული" ფეხბურთელს უკვე შეუთანხმდა
ცუდი შედეგების მიუხედავად, სპალეტის "იუვენტუსში" ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ
[VIDEO] "ეს ბომბი ხომ არ არის?!" - ენრიკე პრესკონფერენციის დაწყებამდე უცნაურ სიტუაციაში გაეხვა
ბექაური, ლიპარტელიანი - ოქროს მედლების მოლოდინში ტაშკენტში
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
სანდროს დაბალშედეგიანი მატჩი - "ტორონტო" მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] "ეს ყოველივე ორგაზმს ჰგავს... სხეულში ჟრუანტელი გივლის და თითქოს მწვერვალს მიაღწიე" - ფერან ტორესის შედარებამ ინტერნეტში დიდი გამოხმაურება ჰპოვა
დემბელე დღესაც არ იქნება - პსჟ-ის "მონაკოსთან" ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
[VIDEO] ნორვეგიული ზღაპარი გრძელდება - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" სტუმრადაც სძლია
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
[VIDEO] სიორლოტის ჰეთ-თრიკი - "ატლეტიკომ" "ბრიუგე" დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"საბურთალომ" ჰოლანდიელი მცველი და ქართველი მეკარე დაიმატა
თემურ შალამბერიძე: ვინც ინვესტორს ვერ მოიზიდავს, უმაღლესი ლიგიდან გავარდება
ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
თბილისის "დინამომ" შესაძლოა საჩხერის "ჩიხურას" მეკარე დაიმატოს
"ტორპედომ" 6 ფეხბურთელი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
გიორგი მიქაძე: ისეთი ვითარება შეიქმნა, "მერანიდან" უნდა წამოვსულიყავი...
ეროვნული ლიგა 2. I ტური: ფავორიტები სტატუსს ამართლებენ
პლეი-ოფი. "ტორპედო" - "მერანი" [LIVE]
ქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXIV ტურის წინ: პაუზამდე
შუქურა-სამტრედია 2:2 - სოსიაშვილი ქულით დაბრუნდა
ფრიდონ ინჯია: სახელმწიფოს მიდგომა ფეხბურთისადმი ისეთია, ბევრ ქვეყანას შეშურდება
რევაზ ჩელებაძე: ჯერ ყურებჩამოყრილი ვარ, რადგან ბიუჯეტში ფული არ გვაქვს
ნიკა საბანაძე: ასეთ მწვრთნელთან უნდა გააკეთო ყველაფერი, რაც შეგიძლია
სამტრედია-ტორპედო 1:1 - დერბი, განსხვავებული ტაიმები და ლოგიკა [VIDEO]
ქობულეთის "შუქურაში" ვალერიან ჩხარტიშვილი ბესიკ შეროზიამ შეცვალა
"მაჭარაძე, მამაშენთან ერთად უნდა მო..." - მსაჯს ლამის კომენტატორმაც აგინა [VIDEO]
დავით კუპატაძემ მარტვილის "მერანთან" კონტრაქტი გაწყვიტა
შულაია თბილისის "დინამოდან" "საბურთალოში" გადავიდა
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
ნიკა საბანაძე ბათუმის "დინამოს" ღირსებას დაიცავს
გია ცეცაძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
შოთა არველაძე: მადლობა "მერანს" - ქუთაისს, ბათუმის მსგავსად, ახალი სტადიონი სჭირდება
ფრიდონ ინჯია: ამ ამბის შემდეგ არცერთი გუნდი არ დაუჯარიმებიათ
სფფ. XXVI ყრილობა: ვალები, არამიზნობრივი ხარჯვა, კრიმინალიც ახსენეს...
"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]
ნიკა საბანაძე: "დინამოს" და "ჩიხურას" გეგუჩაძის გამო "ზესტაფონი" ვამჯობინე
ეროვნული ლიგის XXIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
მარტვილის "მერანი": ციმაკურიძე ტაილანდში, კუპატაძე უგუნდოდ
csakfoci.hu: შულაია ტრანსფერზე უნგრულ კლუბს შეუთანხმდა
9 ახალწვეული! - მარტვილის "მერანში" დიდი ცვლილებებია
ფრიდონ ინჯიას ინიციატივა: ჩავატაროთ ამიერკავკასიის თასი!
ერთ კვირაში "ტორპედოდან" მესამე ფეხბურთელი წავიდა