საწყენია, როდესაც ფეხბურთელი გოლს საკუთარ კარში იტანს, მაგრამ ესეც ფეხბუთის ნაწილია...

3 ივნისს, ბუქარესტში, რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები 1:5 დამარცხდა, როინ კვასხვაძის კარში ორჯერ ბურთი კი ალეკო ამისულაშვილის ფეხიდან აღმოჩნდა.

იხილეთ ვიდეო

შეგახსენებთ, მსგავსი რამ საქართველოს ნაკრების ისტორიაში კახა კალაძესაც მოსვლია - 2009 წლის 5 სექტემბერს, იტალიასთან გამართულ შეხვედრაში (0:2).

იხილეთ ვიდეო

რა თქმა უნდა, დასანანი და საწყენია, როდესაც ფეხბურთელი გოლს საკუთარ კარში იტანს, მაგრამ რას ვიზამთ - ფეხბურთში ასეთი რამ იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე და როგორც წესი, ამას ფეხბურთელის სათამაშო კლასზე მეტად, უიღბლობა განაპირობებს.

ქვემოთ ავტოგოლთან დაკავშირებულ რამდენიმე საინტერესო ფაქტის შესახებ გიამბობთ:

მაგალითად, მარტო ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში ოთხი ფეხბურთელის გვარ-სახელია ცნობილი, რომლებსაც ერთ მატჩში ორჯერ დაულაშქრავთ საკუთარი კარი. სხვადასხვა დროს ორი ავტოგოლი მაიკლ პროკტორმა, ჯეიმი კარაგერმა და გერი ბრინმა მიითვალეს, ბოლოს კი ეს პრემიერლიგის 2013/14 წლების სეზონში, "სტოკ სიტის" თავდამსხმელმა ჯონათან უოლტერსმა "ჩელსისთან" მატჩში (0:4) თავური დარტყმებით "მოახერხა". ყველა სიკეთესთან ერთად, თამაშის მიწურულს უოლტერსმა პენალტიდანაც ვერ გაიტანა...

ცნობისთვის, ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო ავტობომბარდირი ირლანდიელი რიჩარდ დანია, რომელსაც თავისი გუნდებისთვის: "ასტონ ვილასთვის", "მანჩესტერ სიტისა" და "კპრ"-ისთვის ჯამში 10 (!) გოლი აქვს გატანილი.

და კიდევ, ზემოთ ნახსენებ ჯეიმი კარაგერს მშობლიური "ლივერპულისთვის" 7-ჯერ აქვს გატანილი. თანაც, მერსისაიდელთა დამსახურებულმა მცველმა ბოლოს ეს თავის გამოსამშვიდობებელ მატჩში შეძლო.

ევროპულ ჩემპიონატებში ერთ მატჩში გატანილი ავტოგოლების რაოდენობით რეკორდსმენი ბელგიელი სტენ ვან დენ ბაისი ყოფილა, რომელმაც ქვეყნის ჩემპიონატის 1995-1996 წლების სეზონში, "ჟერმინალ ეკერენისა" და "ანდერლეხტის" შეხვედრაში სამჯერ "იყოჩაღა". საინტერესოა, რომ ის მატჩი "ანდერლეხტმა" 3:2 მოიგო და ხუთივე გოლი წაგებულმა გუნდმა გაიტანა.

ავტოგოლისთვის ყველაზე სასტიკად კოლუმბიელი ანდრეს ესკობარ სალდარიაგა დაისაჯა. ესკობარმა მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატზე აშშ-ისთან ანგარიშით 1:2 წაგებულ მატჩში საკუთარი კარი დალაშქრა. ამ მარცხის გამო კოლუმბიის ნაკრები ფინალურ სტადიაზე ვერ მოხვდა, "დამნაშავეს" კი ფანატმა მოუსწრაფა სიცოცხლე. ამ ტრაგედიაში კოლუმბიური მაფიის ხელი ერია.

თემას ავტოგოლსა და მაფიასთან დაკავშირებული, ოღონდ უფრო მხიარული ისტორიით დავასრულებთ - ინდონეზიაში ქვეყნის თასის მატჩში, "სლემანსა" და "სლემარანგს" შორის ხუთი ავტოგოლი გავიდა, აქედან სამი კი ბოლო წუთებზე.

გაჩნდა ეჭვი, რომ ფეხბურთელები განგებ ცდილობდნენ თამაშის წაგებას, რათა თავიდან აეცილებინათ შემდეგ ეტაპზე გუნდ "ბორნეოსთან" შეხვედრა, რომელსაც ადგილობრივი მაფიოზი მფარველობდა... ფედერაციამ ორივე გუნდი გათამაშებიდან მოკვეთა.

gia
რამდენი კომენტარი წერია და არსად არანაირი ანალიზი არ არის გაკეთებული არცერთ კომენტარში. მარტო დაცინვა ქილიკი შეურაცყოფა გინება და ა.შ. დღეს საქართველოში ყველას ფეხბურთი ესმის და პოლიტიკა, ამ დროს არც ფეხბურთის აზრზე ვართ და არც პოლიტიკის. აი ეს არის ჩვენი უბედურება!!!
levani
ჯურნალისტებო დაინტერესდით რა ხდება ფეხბურთის განვითარების ფონდში,,გუნდებს ფული აახიეს და ხელფასსაც კი აღარ აძლევენ ,მტელი სეზონის პრემიები გაუყინეს რეგიონლიგისა და პირველი ლიგის უმეტეს კლუბებს,არველაძეები სანატრელი გაგვიხდა,ეს დოლიძე ...
777
ადრეც ვწერდი, გამოვაცხადოთ მორატორიუმი. ამდენ ნერვიულობას და თავის მოჭრას ჯობია დაახლოებით 5 წლის მანძილზე არ მივიღოთ მონაწილეობა ნაკრების დონეზე მატჩებში. სახელმწიფომ უნდა გაიღოს სახსრები და უნდა ავამაღლოთ საბავშვო და საკლუბო ფეხბურთი,ამით ნამდვილად ეშველება. აბა თითო -ოროლა ლეგიონერით ნამდვილად არაფერი გამოვა.
ნიკო
ავტოგოლს კაცი არ უნდა გადააყოლოთ ზოგადად მაგრამ აქ რომ იძახინა ამისულაშვილს და თუნდც კალაძეს რამდენი რამე გაუკეთებიათ ნაკრებისთვისო, რა გაუკეთებიათ ერთი ისიც გვითხარით ბოლოდან მეორე ადგილს როდის აცდნენ, სასაცილოა რა.
ფეოლა
ინგლისელმა ედვარდ პოლ შერინგემმა ფინალში პენალტი რომ დააცილა, კაცი დეპრესიაში ჩავარდა და ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა, დედოფალმა დაიბარა და თხოვა რომ ფეხბურთში დარჩენილიყო, კრისტიან რონალდუმ ფინალი რომ წააგო ცხარე ცრემლებით იტირა, და არაერთი ცნობილი ფეხბურთელის უდიდესი ემოციური ფონი გვინახავს წაგებული თამაშის შემდეგ, ამ ჩვენს უჯიშო და უგულო ნაკრების ფეხბურთელებს რა სისხლი აქვთ ასეთი რომ ამათ სახეზე მარცხიუს სინანულის ნატამალიც რომ არა აქვთ. ფეხბურთელმა მოედანზე უნდა დადოს ყველაფერი რაც კი შეუძლია და რაც არ გამოუვიდა გასახდელის შესვლამდე.
Akaki
mimino-ს მიმინო ფრენა და ბურთის თამაში სხვადასხვა რამეა და სხვადასხვა პასუხისმგებლობა, ავტოგოლით არავის კლავ. არც პოლოტები არიან უშეცდომო, ღმერთმა მუდამ მშვიდობით გატაროს ყოველთვის ცუდად არაფერს ვამბობ, უბრალოდ უშეცდომო ადამიანი ბუნებაში არ არსებობს, დამიჯერეთ ჩვენზე მეტად თითონ კალაძემ განიცადა თავის დროზე და ეხლა ამისულაშვილმა. მეც გამებრაზა ავტოგელობზე მაგრამ რა
gio
ჯეკო, მართალი ხარ, ამის თქმა მინდოდა. ამისულაშვილსაც ბევრი გაუკეთებია ნაკრებისთვის. თუმცა პირველი ავტოგოლი მართლა საშინელება იყო, დამერწმუნე - ვინ ეხვეწებოდა, ბურთს რომ მიახტა სრულიად უწყინარ სიტუაციაში... გამახსენდა, ანალოგიური სრულიად უაზრო ავტოგოლი, ჩიხურას მცველმა რომ გაიტანა ევროტურნირებზე შვეიცარიულ "თუნთან". მაშინ, თუ გახსოვთ, 2:0 გვქონდა წაგებული გასვლაზე, შინ 1:0-ს ვიგებდით და უცებ ეს სრულიად უაზრო ავტოგოლი, რამაც ყგელაფერი გააფუჭა. მეკარე თავისუფლად იღებდა ბურთს... რაც შეეხება კალაძესა და ამისულაშვილს, უნდა მორჩეს მათი კრიტიკა ავტოგოლების გამო. დიდი მადლობა ორივეს, რაც ნაკრებისთვის გააკეთეს. თუმცა ამისულაშვილმა ჩემი აზრით თავისი სანაკრებო პოტენციალი ამოწურა (ჯერ კიდევ ქეცბაიას დროს).
mimino
ჯეკო-ს , akaki-ს და კიდვ სხვებს-თემა შეცდომის დაშვება კი არ არის, თემა ამ შეცდომების გაუთავებელი განმეორების პრობლებაა. მე მფრინავი ვარ და მევალება მგზავრების გადაყვანა უსაფრთხოდ. მაპატიებთ, თუნდაც ერთი, უხეში შეცდომის დაშვებას? ყველამ თავისი საქმე პროფესიონალურად უნდა აკეთოს და არა ისე, როგორც ზოგიერთ ქართველს წარმოუდგენია-რა მოხდა შეცდომებს თუ დაუშვებს? რა მოხდა თუ არ იცის? რა მოხდა თუ ეზარება საქმის კეთება?...მოხდა და კიდევ მოხდება ასეთი მიდგომით, და არა მარტო ფეხბურთში!

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატზე 3 გოლი გაიტანა საკუთარ კარში "რეალის" თავდამსხმელმა რონალდუმ 3 წლის წინ ბრწყინვალე თაურით გაიტანა გოლი საკუთარ კარში და თუ ნაცმეცოცხეების ლოგიკით ვიმსჯელებთ, ყველაზე სანიმუშო ავტოგოლი მიშა დორბლიანმა გაიტანა: დღენახევარში წააგო ომი და ახალგორი და კოდორი რუსებს უფეშქაშა; მათშორის კოდორი – საერთოდ გასროლის გარეშე
murtalo
ჯეკო-საღოლ! ჩემი სათქმელი თქვი...ამისულაშვილი კი დროა წავიდეს,ავტოგოლები პოზიციურად არასწორმა თამაშმა განაპირობა, არც ართმევაში არ ვარგოდა, არადა ამ მხრივ საუკეთესო იყო რუსეთის მასშტაბით, როცა ნალჩიკის "სპარტაკსი" თამაშობდა.
ჯეკო
ვისაც ფეხბურთი გულით უთამაშია,ჯიგარი ჩაუდია და ორთაბრძოლებს არ მორიდებია, მას ნამდვილად შეიძლება შეემთხვას მოედანზე ის რომ, ბურთი საკუთარ კარში გაიტანოს, რა ამბავი ატეხეთ ამისულაშვილის ავტოგოლებზე და კიდევ კალაძეს რითი ვერ ივიწყებთ? ესე იგი კალაძეს მხოლოდ ორი ავტოგოლი აქვს გატანილი და მეტი არაფერი არ გაუკეთებია ნაკრებისთვის არა?ნაცებივიტ ხარ ზოგიერთები(თუ არ ხართ კიდეც) არაფრის დანახვა რომ არ გინდათ.
Akaki
კალაძემ თავის დროზე 2ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 1 იტალიის ჩემპიონი გახდა, 1 იტალიის თასი მოიგო, 1 ფიფას საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, 2 უეფას სუპერთასი, 1 იტალიის სუპერთასი, 1 ინტერნაციონალი, 3 უკრაინის ჩემპიონატი და 3იც უკრაინის თასი, ჯამში 15 თასი აქვს მოგებული და ვინც რა უნდა თქვათ მაგაზე წარმატებული ფეხბურთელი ქართველებს არ გვყოლია, მილანმა კალაძეში 16 000 000 ევრო გდაიხადა, ამაზე ძვირფასიც არავინ გვყოლია... და იმ 2 ავტოგოლით გინდათ დაუმთავროთ ყველაფერი? ვის აკლებთ რო? სად არ უფრიალებია ჩვენი დროშა :) რონალდომაც გაიტანა თავის კარში გოლი და რა დაამთავრა ფეხბურთის თამაში ? :)) ეს მინისტრობის თემა კიდე დრო მოჭმულია ყოველი მეოთხე მაგას რო წერთ კომენტარებში :D
ისე
რისი თქმა გინდათ? სპეციალნად უსვებენ შეცდომებს? ვაისი არ უნდათ თუ კობიაშვილი? წინათამაშსიც სიაფანდი გოლები გავიდა.
Mamuka
მართალია ნაკრებში მოვიყვანოთ ვეტერანები და ვინც არ არის ცოცხალი მათი სურათები დამიჯერეთ სარგებელი უფრო მეტი იქნება
Mamuka
მომავალი ენერგეტიკის მინისტრიც ცნობილია
amisulashvils
ამისულაშვილო შეიძლება მაგარი ჯიგარი ხარ მაგარი თამადა ხარ, მაგრამ ფეხბურთი არაა შენი და დაგვანებე რა თავი )
gaga
კალაძის გამყიდველობას აპრავეებთ?რათქმა უნდა თქვენთვის ეს კოზირია ა;ბათ მალე ბიზინა ამისულაშვილს პრემიერად დანიშნავს თქვენ ელაქუცებითახლა
ra guliani qartveli?
რანაირი გულიანი ქართველია, გოლი რო გაუტანეს გეგონება ეძინა და ვიღაცამ გააღვიღაო ეგეთი იზმორებოდა და იყურებოდა აქეთ იქეთ
vaxo
ვაისი მეგრულიდან ნიშნავს ვაი შენ. ხალხმა რა დააშავა? ვაი და უი მაგის მომკვანს. დაგვიბრუნეტ ცხადადზე
ზაზა
ბრავოო!ვაისი მაგარია! ის რაც ვერ შეძლო ცხადაძემ,შეძლო ვაისმა....
tariel
ვეთანხმები გუროს, არაა საცაცილო !
vaxo
ვაი სი მეგრულია და ნიშნავს ვაი შენ და მართლა ვაი ჩვენ, ამ მწვრთნელისა და საერთოდ ამათ ხელში...
გიო
მეც არ მომეწონა ეს ყველაფერი, მარა სხვაზე საუბარი ადვილია, ყველა ადამიანს აქვს თავის პროფესიაში ეპიზოდები როდესაც შეცდომებს უშვებენ, ფეხბურთში ეს შეცდომა ავტოგოლია, სხვა პროფესიაში კი სხვა რამე
არტაგი
ალეკო ვიცი გულიანი ქართველი ხარ! ასეთი რამეები ხდება ხოლმე, მთავარია გული არ გაიტეხო!...
pele
შემოვდივარ წინადადებით-ნაკრებში მოვიწვიოთ გაბელია, კოსტავა, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, გუცაევი, სულაქველიძე, მაჩაიძე. ამაზე უკეთესი შედეგი ნამდვილად გვექნება!!!!
aleko amisulashvils
ალეკო, მჯერა იმდენად ჯიგარი ხარ, რომ გაითვალისწინებს თხოვნას - უარი თქვი თუ კიდევ მოგიწვევენ საქართველოს ნაკრებში. რეკოშეტზე არაფერს ვიტყვი, კაი, არც ავტოგოლზე, მაგრამ დარანჩენი გოლები? პირველ გოლში შენ ანიშნე ბურთის მიწოდება მეკარისთვის. დანარჩენი ორ გოლისას დააკვირდი რას აკეთებდი... მჯერა რომ გიყვარს საქართველო. წარმატებებს გისურვებ.
rivelino
ვაისს ესპანელებთან ათი მცველით მოუწევს თამაში.
SATEROBELI
მემგონი ამას ენერგეტიკის მინისტრობა უნდა
ჟაირზინიო
ამბობენ ამისულაშვილი პოლიტიკაში აპირებს წასვლას-ო. მინისტრობა უნდა-ო.
Akaki
ეს ფაქტები ვერც ვერაფერს გადაფარავს და ვერც ვერავის დაამშვიდებს
admins
ramxela sibrdznea
hm
ტიპმა სიბერეში ფული გააკეთა?! ტოტო?!
Guro
არმინდა ეს უინტერესო და სულელური ფაქტები)))
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან
"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან
ᓪᓮᓝᓕᓠᓔᓑᓐ ᓐᓛᓘᓗ ᓐᓠ ᓛᓗᓐᓕᓠᓓᓔᓑᓐ... ᓐᓜᓓᓠᓔᓡ ᓔᓡᓙᓝᓑᓐᓠᓘᓡ ᓛᓙᓕᓚᓔᓚᓝᓑᓘᓓᓐᓜ 20 ᓬᓔᓚᓘ ᓒᓐᓕᓘᓓᓐ [VIDEO]
მარტინ შკრტელი ავტოგოლებით ჯეიმი კარაგერს წამოეწია
"გვარდიოლას სტუდენტობიდან მოურინიოს სტილის მწვრთნელად იქცა" - კარაგერი არტეტაზე
ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?
ალეკო ამისულაშვილი: იმედია, მუსლინს ცუდ ხასიათზე დავაყენებთ!..
ანდრეი შევჩენკო: მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის არ არსებობს
კარაგერმა, თავისი აზრით, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ორი ყველაზე მოსაწყენი მატჩი დაასახელა
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
"ეს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ძარცვა იყო" - კარაგერი პსჟ-სა და "ლივერპულის" მატჩზე
"ის დღეს ჭირისუფალია" - კალაძემ შევჩენკოს უპასუხა
გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...
კარაგერმა მისთვის ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა დაასახელა
[ოთხშაბათის საკითხავი] როგორ გავაკვირვოთ სერბეთი?
სერბეთის ნაკრების მწვრთნელი: სანამ აქ ვარ, ნაკრებში უცხოელის ფეხი არ იქნება
[ექსკლუზივი] "ყოველთვის იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ..."
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
კვირა ციფრებში: მშრალი სერია და კონტინენტის მბრძანებლები
კარაგერის სახალისო პასუხი პირდაპირ ეთერში - "ლივერპულის" ყოფილ მცველს "ყარაბახი" ქართული კლუბი ეგონა [VIDEO]
სტოკ სიტი-არსენალი 1:0: რეფერის ბრწყინვალე საჩუქარი [VIDEO]
ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში
ქართველი სპორტსმენების სკანდალები, რომელიც უცხოურ მედიაში გაშუქდა [PHOTO]
რიჩარდ დანი: ადრე პსჟ-ს დასცინოდნენ, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია
მეტოქე: ონილმა ირლანდიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
კარაგერი: ფეხბურთელებს ვურჩევ, რომ 30 წლამდე შვილების ყოლაზე არ იფიქრონ
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
ევრო 2016. პლეი ოფი: ოცდამეორე ირლანდიაა [VIDEO]