ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

GAME OVER - მწვრთნელების ხუშტურებს შეწირული ვარსკვლავები

GAME OVER - მწვრთნელების ხუშტურებს შეწირული ვარსკვლავები

ფეხბურთელები, რომლებიც ევრო 2016-ს მწვრთნელების გადაწყვეტილებით დააკლდებიან
ჩვენი დროით 1-ელ ივნისს, გამთენიისას, ევრო 2016-ის განაცხადები ოფიციალურად შეივსო. ევროპის ჩემპიონატზე ძალიან ბევრი ვარსკვლავი ვერ ითამაშებს.

განგებ არ შევეხებით იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ტრავმებმა შეუშალეს ხელი. მაგალითად, გერმანიამ ამის გამო მარკო როისი დაკარგა, იტალიამ - მარკო ვერატი და კლაუდიო მარკიზიო, ინგლისმა - დენი უელბეკი, ბელგიამ - ვენსან კომპანი, საფრანგეთმა - რაფაელ ვარანი და ჟერემი მატიო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

მეკარე

კევინ ტრაპი (გერმანია)

25 წლის გოლკიპერს შესანიშნავი პირველი სეზონი ჰქონდა "პარი სენ-ჟერმენის" რიგებში. ლორან ბლანმა იგი სალვატორე სირიგუს ამჯობინა (სხვათა შორის, იტალიელი ევრო 2016-ის სანაკრებო განაცხადში მოხვდა) და ტრაპმა ყველა ტურნირზე 25-ჯერ შეინახა კარი მშრალად. მან პსჟ-სთან ერთად საფრანგეთის მასშტაბით ყველაფერი მოიგო.

თუმცა ევრო 2016-ს პარიზსა და სხვა ქალაქებში მაყურებლის რანგში თუ დაესწრება, რადგან იოახიმ ლიოვმა მანუელ ნოიერს, ბერნტ ლენოსა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენს მიანიჭა უპირატესობა.

მცველები

დეიან ლოვრენი (ხორვატია)

დრო იყო, ლოვრენი დიდებულად თამაშობდა, მაგრამ მისი ლივერპულური კარიერა თავიდან არ აეწყო. აი, ბოლო დროს კი მან თითქოს, თამაში დაალაგა და იურგენ კლოპიც ნდობას უცხადებს, მაგრამ ასეთივე კარგი ურთიერთობა დეიანს, მისდა სამწუხაროდ, ხორვატიის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ანტე ჩაჩიჩთან არ აქვს.

ეს წყვილი მარტში ამხანაგური მატჩისას შეკამათდა, როდესაც ჩაჩიჩმა ლოვრენი თადარიგში დატოვა და შეცვლაზეც არ გამოიყვანა.

"როდესაც ის მიხვდება, რომ თანაგუნდელებს, შტაბს და მთავარ მწვრთნელს ზემოდან ვერ დახედავს, შესაძლოა, ნაკრებში დასაბრუნებელი გზა გაეხსნას კიდეც" - თქვა ჩაჩიჩმა.

ფილიპ სენდეროსი (შვეიცარია)

გამოცდილმა უკანახაზელმა, რომელიც თავის დროზე "არსენალსა" და "ფულჰემში" თამაშობდა, იანვარში "ასტონ ვილა" დატოვა და "გრასჰოპერში" გადავიდა. 31 წლის სენდეროსი იქაც ვეღარ იყო შთამბეჭდავი. 55 სანაკრებო თამაში, სახელი და გამოცდილება კი საკმარისი არ გამოდგა ევროზე გასამგზავრებლად.

"ახლა მას რთული პერიოდი უდგას. თითქოს, თავდაჯერება დაკარგა და ეს კარგი არ არის" - აღნიშნა შვეიცარიელთა თავკაცმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა.

ხავი მარტინესი (ესპანეთი)

ბასკი მცველ-ნახევარმცველი ძალიან პროდუქტიული ფეხბურთელია, მაგრამ ტრავმიანი სეზონი ჰქონდა და ვისენტე დელ ბოსკემაც, სხვა საკამათო გადაწყვეტილებებთან ერთად, მიიჩნია, რომ 27 წლის მარტინესის ადგილი "ფურია როხაში" ამჯერად არ იყო.

ხავის შეუძლია კომფორტულად მოკალათებულმა უყუროს ევროპის ჩემპიონატს და ხანდახან თვალი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლებისკენაც გააპაროს ხოლმე, რომელიც სადმე იქვე ექნება საპატიოდ ჩამოკიდებული.

ნახევარმცველები

დენი დრინკვოტერი (ინგლისი)

26 წლის საყრდენის ინგლისის ნაკრებს მიღმა დატოვება ახლა ერთ-ერთი მთავარი სალაპარაკო თემაა. სოციალურ ქსელებსა თუ მასმედიაში ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და როი ჰოჯსონს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს. "ლესტერის" ზღაპრული სეზონის მერე ვინ წარმოიდგენდა, რომ დრინკვოტერს საფრანგეთში ვერ ვიხილავდით. დასანანია. თანაც, პირადად ფეხბურთელსაც დიდებული სეზონი ჰქონდა.

ატემ ბენ არფა (საფრანგეთი)

არც ისე დიდი ხნის წინათ ყველასგან ჩამოწერილი ბენ არფა "ნიცაში" ხელმეორედ დაიბადა და პატარა სასწაულებიც შემოგვთავაზა. ასეთი შთამბეჭდავი სეზონის მიუხედავად, დიდიე დეშამმა ამ ტექნიკური და სწრაფი შემტევის მიწვევა არ ინება.

"ატემს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა, მაგრამ თავის პოზიციაზე ის მარტო არ არის" - თქვა დიდიმ, რომელსაც ანტონი მარსიალი, ანტუან გრიზმანი და დიმიტრი პაიე ჰყავს, რის გამოც ბენ არფას ადგილი ვეღარ დაინახა.

ქარიმ ბელარაბი (გერმანია)

გერმანიაში, პირველ რიგში, მარკო როისის არყოფნაზე საუბრობენ. აქაოდა, მოასწრებდა ფორმაში შესვლას და თამაშსო. თანაც, როისს ტრავმის გამო 2014 წლის მუნდიალიც გაუცდა და ეს ორმაგად მტკივნეულია, მაგრამ... ბელარაბის არგამოძახება არანაკლებ უცნაური და გულდასაწყვეტია.

ქარიმმა სეზონი საუცხოოდ დაიწყო. მერე პატარა ჩავარდნა იყო, ბოლო ნაწილი კი ისევ მაღალ დონეზე ჩაატარა და 26 წლის შემტევი "ლევერკუზენს" კრიზისის დაძლევასა და მესამე ადგილზე გასვლაში დაეხმარა. თუმცა იოახიმ ლიოვს თავისი ხედვა აქვს.

ისკო (ესპანეთი)

შესაძლოა, 24 წლის ძალიან ნიჭიერ და მრავალმხრივ ნახევარმცველს იდეალური სეზონი არ ჰქონია და მისგან მეტს ველით, მაგრამ... იგი სისტემატურად თამაშობდა ნაკრების შესარჩევ შეხვედრებში და "რეალის" მაისურითაც უწევდა მინდორზე ყოფნა.

მიუხედავად ამისა, დელ ბოსკემ, ხუან მატას და კიდევ არაერთი გამორჩეული ფეხბურთელისა არ იყოს, ისკოს ნაკრების კარი მიუხურა. სამაგიეროდ, საფრანგეთისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩაჯდება "რეალის" სხვა ახალგაზრდა და ფუსფუსა შემტევი ნახევარმცველი ლუკას ვასკესი, რომელმაც შანსი დაიმსახურა.

თავდამსხმელები

მარიო ბალოტელი (იტალია)

რაც უნდა გააკეთოს ბალოტელიმ, საკმარისი არასდროსაა და მით უმეტეს, როდესაც ბალო ვერ ბრწყინავს... თანაც, ანტონიო კონტემ თავიდანვე აგრძნობინა სუპერმარიოს, რომ მას ასეთი ხასიათის ტიპაჟები არ მოსწონს და გამოხდომებს ვერ აიტანს. ბალოტელი კი არც არაფრის დამთმობია და ხასიათიც ვერაფრით მოთოკა.

როდესაც ნაკრებს თავდასხმაში უჭირს, ბალოტელი ისე მაინც უნდა იყოს განაცხადში. 25 წლის ფორვარდი წინა ევროზე "სკუადრა აძურას" ძალიან დაეხმარა ფინალში გასვლაში და მართლაც არანორმალური მონაცემები აქვს. თანაც, ბალოტელია! და უბრალოდ, ამიტომ უნდა იყოს. თუმცა "კონტისიმე" ისე და უბრალოდ არაფერს აკეთებს. ასე რომ, ბოდიში მარიო - GAME OVER!

დიეგო კოშტა (ესპანეთი)

ევროპის ჩემპიონატი წინა სეზონში რომ ყოფილიყო, საფრანგეთში გასამგზავრებელი სანაკრებო ბილეთი კოშტას აუცილებლად ექნებოდა. ახლა კი დელ ბოსკე მის ხასიათსა და ამ სეზონში ტრავმებისკენ მიდრეკილებას შეუშინდა და გადაწყვიტა, რომ უმჯობესი იქნებოდა, გაესპანელებულ ბრაზილიელს, რომელმაც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაამართლა, არ შეხებოდა.

არადა, თავისი 16 პრემიერლიგური გოლიდან კოშტამ 12 ბოლო 20 მატჩში გაიტანა და, თითქოს, ფორმაში შედიოდა.

ქარიმ ბენზემა (საფრანგეთი)

ფაქტობრივად, ქვეყნის მასშტაბით განიხილებოდა საკითხი მატიო ვალბუენას სექსუალური ცხოვრების ამსახველი ჩანაწერით შანტაჟში უშუალო მონაწილეობის გამო, უნდა ეთამაშა თუ არა საფრანგეთის ნაკრებში ბენზემას.

ფედერაციის მმართველებსა და დიდიე დეშამს კი, როგორც ჩანს, თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ - არა. დიდის ამრევები და ნეგატიური ფონი არ სჭირდებოდა. ბენზემა მინდორზე, ტრადიციულად, მშრომელი, პროდუქტიული და შედეგიანია. გამონაკლისი არც ეს სეზონი გახლდათ, მაგრამ წარსულის შეცდომებმა შეახსენეს თავი.

სათადარიგოები

რასაკვირველია, ჩვენს სიმბოლურ ნაკრებში სიმბოლურია ისიც, თუ ვინ მოხვდება ძირითადში და ვინ თადარიგში. მაგალითად, ფერნანდო ტორესს რომელიმე თავდამსხმელის ნაცვლად თავისუფლად დავაყენებდით. თუმცა "ელ ნინიოს" ამჯერადაც არ გაუმართლა და ისტორია ბოლომდე სევდიანი და ისეთი ცრემლიანი დავტოვოთ, როგორიც თავად გახლდათ "სან სიროზე" "რეალი"-"ატლეტიკოს" ფინალის მერე. მას სეზონის ბოლო ნაწილი ძალიან კარგი ჰქონდა, მაგრამ არც ნაკრებში დაუძახეს და "ათლეტებთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაც ვერ მოიგო.

კიდევ ერთი ესპანელი, რომლის არყოფნამაც ბევრს გული დაწყვიტა, ხუან მატაა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველს არ გაუმართლა და არცთუ კარგი პერიოდი უდგას, მაგრამ ცხელ გულზე "წითელ ეშმაკებს" ასოციაციის თასის მოგებაში ძალიან დაეხმარა. ცუდი პერიოდი უდგას ბელგიელ კევინ მირალასსაც, რომელიც ერთი ხანობა, დაფრინავდა. ისიც ჩვენს სათადარიგოთა სკამზეა.

ალბანელების პროგრესი სახეზეა, მაგრამ რას წარმოვიდგენდით, რომ ნაკრების მწვრთნელს იმხელა ფუფუნების საშუალება ექნებოდა, რომ ალბანეთის დონეზე საკმაოდ მაღალი კლასის მოთამაშე ჰამდი სალიჰი ევროპის ჩემპიონატზე არ წაეყვანა. სამაგიეროდ, 32 წლის ვეტერანი ჩვენ გამოგვადგება.

მატიო დებიუში ტრავმებმა სათამაშო ფორმიდან ამოაგდო, ხოლო სათამაშო ფორმიდან ამოვარდნამ მას ნაკრებშიც დააკარგვინა ადგილი. დანიელე რუგანი ძალიან პერსპექტიული მცველია, მაგრამ ანტონიო კონტემ იგი მხოლოდ სამკაციანი სარეზერვო სიისთვის გაიმეტა დავიდე ძაპაკოსტასა და მარკო ბენასისთან ერთად.

"სკუადრა აძურას" თავკაცს ჯაკომო ბონავენტურას არწაყვანის გამოც ედავებიან. "მილანის" გამთამაშებელს სიამოვნებით გავამწესებთ ჩვენი ნაკრების სათადარიგოთა სკამზე.

მეტი მრავალმხრივობისთვის ლიოვის მიერ ჩაგრული კიდევ ერთი ლევერკუზენელი, ძალიან ნიჭიერი ნახევარმცველი იულიან ბრანდტიც დავაფასოთ.

ახალგაზრდა და ნიჭიერი იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა და გამოცდილი პეპე რეინა კი ჩვენი სათადარიგო გოლკიპერები იქნებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• llcl

ყველა ყველა და ბალოტელი რა ჩასასმელი იყო მაგ სიაში, ტიპს სწორედ წინა ევროპის შემდეგ გოლი არა აქვს გატანილი, მაგას ეხლა შეიძლება დვალიშვილმაც კი აჯობოს)))

"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ოფიციალურად: ბალოტელი "ჯენოას" ფეხბურთელია

ზიდანი მეორე მწვრთნელია, რომელმაც "რეალს" ყველაზე მეტჯერ მოაგებინა

დილეტა ლეოტამ სიცილი ვერ შეიკავა - რა საჩუქარი მიიღო კონტემ მას შემდეგ რაც "ნაპოლიმ" სკუდეტო მოიგო

საფრანგეთის ნაკრების ახალი მწვრთნელი სავარაუდოდ, ზიდანი გახდება

"თუმცა ის მაინც ფენომენალური გახლდათ..." - დელ ბოსკემ რონალდოზე ისაუბრა

მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს

ნაკრების თამაშის დროს, ღამის კლუბში ერთობოდა - დეშამს მბაპეს საქციელზე დაეკითხნენ

"ნაპოლის" მომდევნო სეზონში ახალი მწვრთნელი ეყოლება

"ზოგიერთი მწვრთნელი ამის გამო ნაკრებიდან ახლავე გაგიშვებდა" - საფრანგეთის ნაკრებში დებიუტანტ კვარაცხელიას თანაგუნდელ დუეს დეშამი ამის გამო გაუბრაზდა [VIDEO]

ბალოტელიმ "ჯენოაში" გადასვლიდან ორ თვეში შეიძლება გუნდი გამოიცვალოს

"ელ ნინიო" წავიდა - ფერნანდო ტორესმა კარიერა დაასრულა

Marca: "ბარსელონას" მთავარი სამიზნე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ცნობილია

"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია

დელ ბოსკე: არ შეიძლება ჩინეთის იაფფასიან საქონელზე იყო დამოკიდებული

ფერნანდო ტორესი "ატლეტიკოს" დუბლებთან აღარ იმუშავებს

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს

დელ ბოსკემ ხავიზე ისაუბრა

ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]

ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო

"პრესა სასტიკად მოექცა" - მარტინესმა ხავი დაიცვა

"თუ სერია A-ში დავბრუნდები, იქაურობას დავანგრევ" - ბალოტელის პირობა "ჯენოას" მწვრთნელს

იტალიაში დიდი სამწვრთნელო ცვლილებებია - სერია A-ს ბევრ გუნდს ახალი დამრიგებელი ეყოლება

დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე

"ბევრი შეცდომა დავუშვით, მეორე ტაიმში კი მომენტები ვერ გამოვიყენეთ" - დიდიე დეშამი ხორვატიასთან მარცხის შემდეგ

დელ ბოსკე: "რეალს" "ბაიერნთან" მცირე უპირატესობა აქვს

ფერნანდო ტორესი კარიერას განაახლებს

ხავი მარტინესი: სანშეშს საექსპონატო პენისი აქვს

"განსაკუთრებული" - პირველ ადგილზე, გვარდიოლა და ფერგიუსონი - მე-3-ზე... 21-ე საუკუნის საუკეთესო 10 მწვრთნელი გამოვლინდა

ტორესის ბოლო მატჩი - ინიესტას ბრწყინვალე პასი და 6 გოლი მეტოქისგან [VIDEO]

ესპანეთს იტალიასთან მატჩში ხავი მარტინესი დააკლდა

16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა

[VIDEO] დეშამმა პსჟ-ის ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა - მარკუს ტურამის რეაქცია ინტერნეტს იპყრობს

ყველაზე ძვირად ღირებულ ესპანელ ფეხბურთელთა ნაკრები პოზიციების მიხედვით

ბუნდესლიგა. XXVIII ტურის ფაქტები და სტატისტიკა: ესპანური დესანტი მიუნხენში

სიტუაცია შეიცვალა - რას შეპირდა დე ლაურენტისი კონტეს?

ფერნანდო ტორესი "ატლეტიკო B"-ს მწვრთნელად დანიშნეს

იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს

"ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო იტალიელი მე-9 ნომერია" - "ჯენოას" პრეზიდენტი ბალოტელიზე

ფერნანდო ტორესი "ატლეტიკოში" დაბრუნდა

"ამ ფეხბურთელმა "ნაპოლის" ჩემპიონობაში მთავარი წვლილი შეიტანა" - კოსტაკურტა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ