ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ზაალ ჩაჩავა: "ტორპედო" საქართველოს საუკეთესო კლუბი უნდა გახდეს!

ზაალ ჩაჩავა: "ტორპედო" საქართველოს საუკეთესო კლუბი უნდა გახდეს!

"ტორპედოს" მომავალი პრეზიდენტი უფასო აკადემიაზე ფიქრობს, რომელშიც მინიმუმ 500-მდე ბავშვი ივარჯიშებს
ფოტოზე: შეხვედრა საღორიას ბაზაზე

ქუთაისის "ტორპედოს" კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესი თითქმის დასრულებულია, დარჩა მხოლოდ ფორმალური მხარე. ამჟამად, "ტორპედო" ქუთაისის მერიის ბალანსზეა, მაგრამ უახლოეს პერიოდში წარმატებულ ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფის ხელში გადავა...

"ტორპედოს" ახალმა ხელმძღვანელობამ საღორიას ბაზაზე გაცნობითი ხასიათის შეხვედრა უკვე გამართა. კლუბის მომავალი პრეზიდენტი ზაალ (ზაზა) ჩაჩავა იქნება.

ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციების მიხედვით, ზაალ ჩაჩავა კომპანია "კაზინო აჭარაბეთის" პარტნიორია. ამავე დროს, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერში ვკითხულობთ, რომ ქუთაისის "ტორპედოს" ახალი ხელმძღვანელი შპს "ვედიმპექსის" დამფუძნებელია "ქროსვეისთან", თეიმურაზ უგულავასა და შპს "მეგაფუდთან" ერთად. ხოლო 2009 წლის თებერვალში წყალბურთის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

კარგად ვიცით, რასაც ვკიდებთ ხელს - "ტორპედოს" მომავალი პრეზიდენტის ამბიციური გეგმა

"ლელო" ზაალ ჩაჩავას დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა...

- ჩვენს ჯგუფს ქუთაისის "ტორპედო" ოფიციალურად ჯერ არ გადაუბარებია, საამისოდ, იურიდიული საკითხები კიდევ მოსაგვარებელია და გთხოვთ, ეს ფაქტი გაითვალისწინოთ - ანუ, ჯერ ოფიციალურად კლუბის მეპატრონე არ ვარ, მაგრამ "ტორპედოში" მისვლა რომ გვსურს, ეს ფაქტია.

- გარდამავალი ეტაპისთვის დაკომპლექტება ყველა გუნდმა ნაადრევად დაიწყო და გადაფორმების პროცესი ხომ არ გაიწელება?

- პროცესი რაც უფრო ადრე დასრულდება, მით უკეთესი. ფეხბურთელები დაბნეული იყვნენ და გარბოდნენ. სამწუხაროდ, რამდენიმე მაინც წავიდა, მაგრამ ბევრიც შევინარჩუნეთ. კლუბი ჩვენს ხელში რომ გადმოვა, მერე ბევრად უფრო თავისუფლად ვიმოქმედებთ. ეს ურთულესი ჩემპიონატი იქნება, ჩვენ კი გვსურს, რომ მაქსიმალურად წარმატებულად ვითამაშოთ და გულშემატკივარი გავახაროთ.

- მერაბ ჟორდანიას რა როლი ექნება "ტორპედოში"?

- თავიდან "ტორპედოში" მისვლაზე იყო ლაპარაკი. მაგრამ რაღაც ვერ აეწყო და ამის შემდეგ შემომთავაზეს კლუბის აყვანა. როგორც ვიცი, მერაბის გეგმაშია ევროპაში ან ამერიკაში საქმიანობა. მაგრამ განცხადებაშიც წერდა - თუ ვითანამშრომლებთ, ეს კონსულტაციების დონეზე იქნება.

- დავაზუსტოთ: როგორც შევიტყვეთ, თქვენ ბიზნესმენ თემურ უგულავას პარტნიორი ბრძანდებით...

- პარტნიორები ვიყავით. თემურს საფეხბურთო კლუბ "თბილისის" არსებობის პერიოდში ვგულშემატკივრობდი, ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბა და იმ დროს ქართული ფეხბურთისთვის ბევრი რამ გააკეთა. "ოლიმპის" ბავშვთა აკადემიაც ააშენა, რომელიც მაშინ საქართველოში საუკეთესო საფეხბურთო ცენტრი იყო. ყველამ იცის, რომ იქ ბევრი ცნობილი ფეხბურთელი გაიზარდა...

- თავად ფეხბურთთან რა კავშირი გქონდათ?

- კლუბში არსად ვყოფილვარ, მაგრამ ქართული ფეხბურთი მიყვარს, სულ ვგულშემატკივრობდი და კავშირებიც მქონდა.

- გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს "ტორპედოს" ვიცე-პრეზიდენტი ლევან ცქიტიშვილი გახდება, ხოლო სპორტული დირექტორი - გოგა გახოკიძე...

- ჩვენ ბევრი სხვა საინტერესო ჩანაფიქრიც გვაქვს. მაგრამ სანამ "ტორპედოს" ოფიციალურად არ ჩავიბარებთ და ბეჭედი არ გვექნება, მანამდე ვერაფერს ვიტყვი და ცხადია, ვერც ვერავის დავნიშნავთ.

- "ტორპედოში" დიდი ინვესტიციის დაბანდებას აპირებთ?

- პირდაპირ გეტყვით: ისეთი გუნდის ჩამოყალიბება გვსურს, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის ლიდერებში იქნება და ევროთასებზეც ღირსეულად გამოვა. ცხადია, ეს სოლიდური ფინანსების გარეშე წარმოუდგენელია.

- დღეს საქართველოში საუკეთესო პირობები მხოლოდ თბილისის "დინამოს" აქვს. "ტორპედოსაც" მსგავს გარემოს შეუქმნით?

- საქართველოში საუკეთესო გუნდის ჩამოყალიბება ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელებს და, ზოგადად, გუნდსაც დღეისთვის საუკეთესო კლუბზე, თბილისის "დინამოზე" არანაკლები პირობები შევუქმნათ, მათ შორის - ფინანსურად, მოსამზადებლად და უკეთესი მოთამაშეების მოზიდვითაც.

ჩვენს ჩემპიონატს მაყურებელი არ ეყოლება, "ტორპედო" და "დინამო" ერთმანეთს ჩემპიონობას თუ არ შეეცილებიან. ორივეს გაძლიერება და კონკურენცია კი ჩემპიონატის დონესაც დაეტყობა და ჩვენი გუნდების მდგომარეობასაც.

გუნდის გაძლიერებაში მხოლოდ "ტორპედოს" დახმარებას არ ვგულისხმობდი. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ძლიერი საფეხბურთო აკადემიის ჩამოყალიბებაა. დღეს თბილისის "დინამოსა" და "საბურთალოს" აკადემიები წარმატებებს ქუთაისელი ბავშვების დახმარებითაც აღწევენ. ჩვენი მიზანი ადგილობრივების შენარჩუნება და რეგიონის კარგად ათვისებაა.

ფეხბურთელები "ტორპედოსა" და ეროვნული ნაკრებისთვის უნდა გავზარდოთ. ეს ჯერ ვერ მოესწრება, მაგრამ აკადემიას ახალი წლისთვის ჩამოვაყალიბებთ, რომელიც უფასო იქნება და მინიმუმ 500-მდე ბავშვი მაინც ივარჯიშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ისევ მე

რა დღეში გაქვს,გელა,ნერვები?!

• მიშა

ვკიტხულობ ამ ზიზღნარევ კომენტარებს და გრცხვენოდეტ რა ქართველები ერთმანეტს ესე როაკნინებთ

• ser

გელა სნობური აზრები შენთვის შეინახე თბილისის იქით რომ ვერ ან არ იყურები დინამო თორემ ესეც მყავდეს ბარსელონა ევრუპული საზომებით არაფრის მთქმელი ერთი რიგითი გუნდია როგორც სხვა დანარჩენები ქართული კლუბები ეს ფაქტია თუ არა და დინამოს ნაირი ტრადიციული და ისტორიული კლუბები ერთ შაურად ყრია ევროპის მეორე ეშელონის ჩემპიონატებში არფერს ვამბობ წამყვან ჩემპიონატებზე დინამო სტიაუაზე ოლიმპიაკოსზე გიოტერბორგი აეკზე პარტიზანი ცრვენა ზვეზდაზე რომელზე ტრადიციულია აღარაფერს ვამბობ სხვა საფეხურზე მდგომ მეორე კალიბრის ქვეყნების კლუბებზე რომლებთანაც დინამო ვერც ტრადიციით და ვერც რაც მთავარია გულშემატკივართა უდიდესი მხარდაჭერით სარგებლობს თუ არა და ნახე იუთუბში და შეადარეთ მათთან ვერც კი გაიხედება არა თუ არის და მიაღწევს როდისმე ვის ატყულებთ გრცხვენოდეთ მაინც რას აპიარებთ ასე ამ ტიმიშოარას დონის კლუბს ეს არის ფაქტი თქვენ და სამწუხაროდ.

• gela

ტორპედოსა და დინამოს შორის კი არ გადაწყდება ჩემპიონობის ბედი_ დინამოსა და კიდევ ერთხელ დინამოს შორის, ეს დსამახსოვრებელი ამბავია და ახლავე თუ შეეგუები მერე აღარ მოგიწევს ნერვიულობა! სანამ ფიფია იქნება დინამოში ასე იქნება ეს

• gela

ხალხის გაუბედურების ხარჯზე ნაშოვნი ფულით აწყობილ გუნდს დაეცა მეხი! ჩაჩავას ფეხბურთი ფულის საჭრელ "სტანოკად" უნდა გამოიყენოს, არ გამოვა ბაბაია მასე!!!!!!!!!!!!

• gela

შენ რა მოგწონს, არა ადამიანური მოპყრობა რომ დააწესეს თბილისის დინამოს ჩასვლისას ქუთაისსა თუ კიდევ ზოგიერთ ქალაქში? სასაცილოდ რომ იგდებ საკუთარ თავს თუ ხვდები...? ცენზურა არ იყოს დაგიწერდი რაც გეკუთვნის. დინამოს დონეზე ვერც მოხვალ, იოცნებე, რომ ხანდახან დაგესიზმროს, ისე ჩვენში დარჩეს და ტერჯოლა ხომ არა გამოგრჩა..? ან სხვა ქალაქებიდან გუნდები ( იმერეთი )?

• torpedo

სამტრედია ვერაფერს მიაღწევს ჩემპიონატში ტორპედოსა და თბილისის დინამოს შორის გადაწყდება ჩემპიონობის ბედი.არ დავივიწყოთ ბათუმის დინამოც

• Guadua

ისევ იმ საცოდავ კაცს, "გუადუას"- რომ ირქმევს და თავისი ნიკი ვერ მოუგონებია . ამბიცია ყველას უნდა ჰქონდეს, უამბიციოდ არც მიზანია და არც წარმატება. ის რომ გორის დილას გარდა აღმოსავლეთ საქართველოში მატჩებზე ხალხი თითქმის არსად არ დადის,ეს ახლა აღმოაჩინეთ? იმერეთის არა მაგრამ დასავლეთ საქართველო + გორი+ბოლნისი,ალბათ ასეთი ჩემპიონატი ყველაზე მეტად გამართლებული იქნებოდა. მოგწონთ დინამოს თამაშზე ყურება სადაც მეტი პოლიციელია ვიდრე მაყურებელი?უყურეთ, როცა გამოუჩნდება მაყურებელი მერე მოვიდნენ ლიგაში.თუმცა მაგათ მიერ ატეხილი ვიშ-ვიში და შანტაჟი იყო ეს 10 კლუბიანი ჩემპიონატი.

• haha

გუადუა, ჯობია პირდაპირ იმერეთის ჩემპი ჩაატარო. თორე აზრი არ აქვს, ეგრე ვერ დალაგდებით.

• გუადუას

სიდან ამხელა ამბიციაი ამ სამტრედიელ კაცს, სიდან ;-) და კიდევ ვიწროკუთხური პატრიოტიზმი... ნელა რიკოთთან ფეხი არაფერს წამოკრა :-)

• Guadua

იმერული სამეული უნდა გახდეს დომინანტი! სამტრედია ჩემპიონი, ტორპედო და ჩიხურა საპრიზოებზე. კმარა უმაყურებლო დინამოს გრიალი. ფეხბურთი იქ სადაც მაყურებელია.

ლიდერი შეიცვალა... "დილა" პირველია; ფოთელებმა კი "იბერია 1999"-ს მოუგეს

ბასილაძის ჰეთ-თრიქი; ფრე კახურ დერბიში; გაგრას ზედიზედ მეოთხე მოგება

ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა

ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა

ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს

7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით

ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ

"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი

"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა

ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს

გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა

ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა

უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა

"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა

ხვიჩა ლიგაზე ნაცნობი მეტოქით და მსაჯით იწყებს - მიქაუტაძე დღეს გატანას ლონდონში ეცდება

უმტიტიმ 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა

დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა

"კვარასთვის" გადამწყვეტი მომდევნო 24 საათი იქნება" - პსჟ-ს დირექტორი

ყოჩაღი ფიზკულტურის მასწავლებელი - რუსეთში საფეხბურთო მოედანი ჩაინგრა

აბიდალმა თავისი გარდაცვალების ცნობა უარყო

ესპანეთში ლუკა გაგნიძის დებიუტი შედგა - ქართველი მწვრთნელმა შეაქო

ქუთაისის "ტორპედოს" დირექტორად ხაშურის ყოფილი გამგებელი დაინიშნა

ფეხბურთი და ბიზნესი: გამოეხმაურება ბიზნესი ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას?

კობა ჟორჟიკაშვილი: მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ

რევაზ ჩელებაძე: ისედაც მიზერული დაფინანსება გვქონდა და ამასაც გვაკლებენ?!

ქართლული კლუბები სპონსორების ძიებაში - პროცესი დაიწყო?

ფუტსალში ახალი გამგეობაა - ოთარ ხიზანეიშვილმა ვეტერანები აქციაში ჩართო

საქართველოს ნაკრების თავკაცის პოსტზე ფოლკერ ფინკეს კანდიდატურა არ განიხილება

კარგი ამბავი - გოგა გახოკიძემ ჩაკვეტაძის შესახებ გასახარი ინფორმაცია გაავრცელა

ჩაკვეტაძის აგენტი: "გენტის" მწვრთნელს გიორგისი ძალიან ეიმედება

ეროვნული ლიგა. V ტური: "რუსთავმა" ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ მოიგო

Brabants Dagblad: ჰოლანდიის "დენ ბოსხს" მერაბ ჟორდანიას შვილი ყიდულობს

[ოთხშაბათის საკითხავი] სად არის კერძო სექტორი?

ქუთაისის "ტორპედო": პრეზიდენტი გადადგა, კლუბში ჟორდანია-უგულავას ჯგუფი მოდის

ჩემპიონატის ახალი ფორმატი: კლუბებთან შეთანხმებულია, რას იტყვის აღმასკომი?

მერაბ ჟორდანია ადასტურებს, ოღონდ აზუსტებს: "დენ ბოშის" ყიდვა არა ლევანს, არამედ კახი ჟორდანიას სურს

ეროვნული ლიგის II ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

კახა ჩხეტიანი: მიხარია, რომ ფინალში ლამაზი ფეხბურთით გავედით

მადლობა, მშვიდობით - "სიონი" მწვრთნელმა და ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა

დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...

"ბელგიასთან ცუდი მოგონებები აქვს..." - ქვილითაიას აგენტი ფეხბურთელის მომავალზე საუბრობს

ქუთაისის "ტორპედოში" კობა ჟორჟიკაშვილს მილოვან მატიასევიჩი დაეხმარება

მერაბ ჟორდანია "აუსტრიას" შეიძენს - მისი ვაჟი კი უკვე გუნდში ჩაირიცხა

გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნება და შესაძლო ტრანსფერი - ინტერვიუ გოგა გახოკიძესთან

აქტუალურ თემაზე: რატომ არ დარჩა ქუთაისის "ტორპედოში" ინვესტორი?

ბოლნისის "სიონი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა

"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია

"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

უმაღლესი ლიგა. ბოლო ტურის წინ: ხუთი გუნდი და ბევრი ვარიანტი

"მზად ვარ, "ტორპედოში" სოლიდური ინვესტიცია დავაბანდო და "დინამოს" კონკურენტი გავხდეთ"

კობიაშვილი, იაშვილი და ცქიტიშვილი ყველა დროის საუკეთესოებში

ბოლნისის "სიონი"-საჩხერის "ჩიხურა" - შეხვედრის ორი საკამათო ეპიზოდი [VIDEO]

ქუთაისის "ტორპედო": მზადება დაიწყო, ინვესტორი ქალაქის მერს შეხვდა...

საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

"ტორპედოს" პრეზიდენტი: ჟორდანიას მეგობრები ქუთაისის მერს უკვე ელაპარაკნენ...

კახა ჩხეტიანი: "ტორპედოს" მიზანი ყველა მთავარი ტიტულისთვის ბრძოლაა

"გიორგის ექიმებმა უთხრეს, რომ..." - ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღმა გადაიწია

როდის დაუბრუნდება ჩაკვეტაძე მოედანს და რატომ ვერ დაეხმარა ის "გენტში" თამაშიდან 4 დღეში ნაკრებს - რას ამბობს ფეხბურთელის აგენტი

ნიკა გელაშვილი ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას ჩემპიონატის ბოლომდე დაიცავს

ვიცით, რასაც ვკიდებთ ხელს - "ტორპედოს" მომავალი პრეზიდენტის ამბიციური გეგმა