ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

რატომ ვერ იყიდა ალ ფაიედმა "დინამო"? დაკარგული ინვესტიციები ქართულ ფეხბურთში

რატომ ვერ იყიდა ალ ფაიედმა "დინამო"? დაკარგული ინვესტიციები ქართულ ფეხბურთში

დაინტერესებული ხალხისთვის ხელისკვრა ერთ-ერთი მიზეზია, ქართულ ფეხბურთში ფულს რომ არავინ აბანდებს...
ფოტოზე: მოჰამედ ალ ფაიედი

გარკვეული ხნის წინ "ლელოში" დაიბეჭდა წერილი იმ უცნაურ ვითარებაზე, რაც ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭაბუკიანში შეიქმნა. ბიზნესმენ ვახტანგ თაბუკაშვილის მიერ აშენებული მშვენიერი სტადიონი ისე გავერანდა, სათამაშოდ აღარ ვარგა. ჭაბუკიანში ფეხბურთის აღორძინება ბიზნესმენმა მერაბ ფერაძემ გადაწყვიტა, საფეხბურთო სკოლა "ჰერეთი" დააფუძნა, სტადიონის მომიჯნავე ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსი ააშენა და მეორე ლიგის გუნდის ჩამოყალიბებასაც აპირებს.

"ჰერეთის" პრობლემა ბუნებრივსაფარიანი მოედნის არარსებობაა და ბიზნესმენი მზადაა, ჭაბუკიანის სტადიონი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ააშენოს და მის ტერიტორიაზე კიდევ ორი არასტანდარტული მოედანი დააგოს. სტადიონის იჯარით გადაცემა სხვას არავის სურს, მისი რეკონსტრუქციაც სახელმწიფო პროგრამით არ იგეგმება, მაგრამ გავერანებულ არენას ფერაძესაც არ უთმობენ.

უცხოეთიდან ბევრი ქართველი ჩამოსულა და ქართულ ფეხბურთში ფული დაუბანდებია?!

მსგავსი შემთხვევა ბევრი გვახსენდება და ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ დაინტერესებული ხალხისთვის ხელისკვრა ერთ-ერთი მიზეზია, ქართულ ფეხბურთში ფულს რომ არ აბანდებენ. ამის დამდასტურებელი მაგალითი ბევრია.

დაკარგული შანსი

იყო დრო, ლანჩხუთის "გურიას" არათუ საქართველოში, მთელ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი საუკეთესო ბაზა ჰქონდა. მაშინ გუნდს აგროსამრეწველო გაერთიანება აფინანსებდა, რომელიც იმდენად შეძლებული იყო, "გურიისთვის" მეორე ბაზის შესყიდვა აფხაზეთის სანაპიროზე, ალახაძეშიც სურდათ. სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, გურულების სურვილებს უფულობამ დაღი დაასვა და მეორე ბაზას ვინ ჩივის, გრიგოლეთსაც ვეღარ მოუარეს. სწორედ მაშინ დაადგეს რუსებმა თვალი "გურიის" გრიგოლეთის ბაზას.

ეს კომპლექსი მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილ მთავარ მწვრთნელს, იური სიომინს მოსწონდა და ბევრჯერ უთქვამს თურმე - შეკრებაზე გუნდის გურიაში ჩაყვანა მსურსო. მაგრამ გრიგოლეთში ისეთი პირობები დახვდათ, სურვილი დაეკარგათ და მოლაპარაკება დაიწყო, რომ ტერიტორია მოსკოვის "ლოკომოტივს" შეესყიდა. თუმცა ქვეყანამ, რომელმაც რუსებისთვის სტრატეგიული ობიექტები არ დაიშურა, საფეხბურთო ბაზის გასხვისება იუკადრისა - არადა, მისით "გურია" ისარგებლებდა.

ბაზის შერემონტება მხოლოდ 2015 წელს დაიწყეს და მოთამაშეებს მინიმალური პირობები შეუქმნეს. არადა, მათი ფინანსებით ბაზა ბევრად ადრე მოწესრიგდებოდა და ქართული კლუბების გარდა, მისით მოსამზადებელ ეტაპზე ისარგებლებდნენ უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, პოსტსაბჭოური აზიის ქვეყნების კლუბები. ეს ქვეყნის ბიუჯეტზეც აისახებოდა და საქართველო მოსამზადებელი ქვეყნის სტატუსს შეინარჩუნებდა.

ამ ბაზის აღებას სხვა დროსაც ცდილობდნენ, მაგრამ მის გარშემო შექმნილი სასამართლო დავის გამო, გადაფორმებას ვერ ახერხებდნენ. გრიგოლეთის ბაზის გარეშე კი "გურიას" ყიდვა ბიზნესმენებს არ აწყობდათ.

სხვათა შორის, გურიაში სტუმრობისას, სფფ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამაც თქვა, რომ იქ ნაკრების საწვრთნელი კომპლექსის მშენებლობა სურდა და მას გურიის რეგიონულ ფედერაციას გადასცემდა.

უარი აჭარაში

აჭარაში ტურიზმს დიდ ყურადღებას აქცევენ, მაგრამ სპორტული ინფრასტრუქტურა ვერა და ვერ აშენდა. არადა, ამ მიმართულებით სერიოზული შემოსავლის მიღება შეიძლება.

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძემ ტელეკომპანია "აჭარის" ეთერში ძველი ისტორია გაიხსენა:

"ფეხბურთი ყველგან მომგებიანი სფეროა, საქართველოს გარდა. შავიზღვისპირეთში საამისოდ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურაა აუცილებელი. ამას ერთი ძველი მაგალითიც ადასტურებს. 1987 წელს, მოსკოვის "სპარტაკს" ანგისაში საფეხბურთო ბაზის აშენება სურდა. რუსებთან მოლაპარაკებაში პირადად ვიყავი ჩართული და პირდაპირ გვითხრეს, წელიწადში მხოლოდ ერთი თვე დაგვჭირდება, დანარჩენი დრო თქვენ მოიხმარეთ, მაგრამ ტერიტორია დაგვითმეთო. ეს იმიტომ, რომ აჭარა პოსტსაბჭოეთის ყველაზე სამხრეთში მდებარე სუბტროპიკული ზონაა და მოსამზადებელი შეკრებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა თუ მოვაწყვეთ, რუსეთის, ბელარუსის, უკრაინის, მოლდოვის, სომხეთისა და აზერბაიჯანის გუნდები აუცილებლად გვეწვევიან".

მას შემდეგაც აჭარაში ბაზის ასაშენებლად კიდევ რამდენიმე მოლაპარაკება წამოიწყეს. 2012 წელს, ბათუმის "დინამოს" შესყიდვა უკრაინელ ბიზნესმენს, ლვოვის "კარპატის" მეპატრონე პეტერ დიმინსკის სურდა.

ცხადია, მისთვის ფეხბურთი ერთ-ერთი საინტერესო თემაა და არა - პრიორიტეტული. მის ინტერესს ჩვენი შავიზღვისპირეთი, საკურორტო და სხვა ბიზნესები შეადგენდა, რომლის პერსპექტივასაც აჭარაში ხედავდა. ბათუმის "დინამოში" მისვლის შემთხვევაში, დიმინსკი ბიუჯეტის 3 მილიონ დოლარამდე გაზრდას აპირებდა, რაც საქართველოში ჩემპიონობისთვის საბრძოლველად საკმარისი იქნებოდა. უკრაინელის ნდობით აღჭურვილი პირი - ბათუმის "დინამოს" მაშინდელი მთავარი მწვრთნელი გია გურული გახლდათ და პოსტზე სწორედ ამ თანამშრომლობის დასაწყებად დანიშნეს. დ

იდი მცდელობის მიუხედავად, მოლაპარაკება მაინც ჩაიშალა, ამ ზღაპრულ კუთხეში კი, სადაც ფეხბურთი უზომოდ უყვართ, ხეირიანი ბაზა და სტადიონი დღემდე სანატრელია.

მრეტის დაქცევა

დღიდან დამოუკიდებლობისა, ქართული ფეხბურთი ბიზნესისთვის ტვირთი იყო და არა - შემოსავლის წყარო. მას ბევრი ბიზნესმენი ჩამოშორდა - დავით კუპრეიშვილი და ვალერი გეგიძე (ფოთის "კოლხეთი"), ზურაბ ქიტიაშვილი (თბილისის "შევარდენი"), ტარიელ ჩაჩუა ("სამტერდია"), ვასილ ხაჭაპურიძე ("მარგვეთი"), თემურ უგულავა და მამუკა გუგეშაშვილი ("თბილისი"), მირიან ცხვარაძე (თსუ), ნუგზარ ნავაძე (თბილისის "მერანი 91"), ზურაბ ხინიკაძე და ძმები ფხაკაძეები (ქუთაისის "ტორპედო")...

სანამ ბადრი პატარკაციშვილი ცოცხალი იყო, თბილისის "დინამოს" არაფერი უჭირდა, მერე კი კლუბს ხანგრძლივი კრიზისი დაუდგა. ჯერ კიდევ არის იმედი, რომ ილია კოკაია "ზესტაფონში" მიბრუნდეს. მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი მათგანი გაამწარეს.

ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული მაინც რამდენიმე გახლდათ, პირველი "მერცხალი" კი ვაჟა ჩხაიძე იყო. 1988 წელს, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, მან პირველი პროფესიული საფეხბურთო კლუბი დააფუძნა, რომელმაც ქართულ ფეხბურთს მაშინდელი "დინამოსთვის" გამოუსადეგარ ფეხბურთელად მიჩნეული გიორგი ქინქლაძე გაუზარდა. მასთან ერთად კი თამაშობდნენ დავით ჯანელიძე, კახა სიდამონიძე, გურამ ასპინძელაშვილი, კობა ჟორჟიკაშვილი, ბუბა ტყავაძე, ვახტანგ იაგორაშვილი, ჯუბა ჩუხუა, გელა ქორიძე, გიორგი ანჩაბაძე... ისინი მოედანზე პატარა სპექტაკლებს დგამდნენ და უამრავ მაყურებელს იზიდავდნენ...

სახელიც არაორდინარული ჰქონდა - "მრეტები", ანუ თავს რეტის დამხვევი. თბილისის "დინამომ" გიორგი ქინქლაძე რომ შეიძინა, მისი შემდგომი ტრანსფერიდან "მრეტებისთვის" თანხის 50% უნდა დაეთმო. 1995 წელს "დინამომ" ქინქლაძე "მანჩესტერ სიტიში" 3.2 მილიონ დოლარად გაუშვა, მაგრამ "მრეტებს" კუთვნილი 1.6 მილიონი არ გადაუხადა.

სფფ-ის მაშინდელი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი და ფიფას გენერალური მდივნის, ზეპ ბლატერის მოადგილე მიშელ ზენ-რუფინენი "მრეტების" სიმართლეს აღიარებდნენ, მაგრამ ახალდაფუძნებული კლუბი მაინც მშრალზე დატოვეს - თავისივე დირექტივების შესასრულებლად ფიფამაც არაფერი იღონა.

საქმე კიდევ სამი წელი გაიწელა და ფიფამ მხოლოდ 2000 წლის 24 მარტს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება და "მრეტების" სასარგებლოდ "დინამოს" კომპენსაციის სახით 300 ათასი დოლარი გადაახდევინა. ამ დროს "მრეტები" კლუბი იყო, მაგრამ გუნდი აღარ არსებობდა - ქართული ფეხბურთის სულის მატარებელი განადგურდა.

აუშენებელი სტადიონი

ბევრი გვსმენია ძმებ ლაზიშვილებზე, რომლებიც კომუნისტების დროს თბილისის "დინამოს" ფინანსურად ეხმარებოდნენ და მათი დამსახურებაა, მოსკოვის "ტორპედოდან" სლავა მეტრეველი რომ გადმოიყვანეს. ბევრისთვის უცნობია, რომ ნოდარ ახალკაცის დროინდელ "დინამოს" გოგი თოფაძე და ნიკო ლეკიშვილი ეხმარებოდნენ.

დამოუკიდებლობის პერიოდში, 1992 წელს, "სამტრედიას" სწორედ ასეთი მეპატრონე ჰყავდა - სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატი ტარიელ ჩაჩუა, რომელიც პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის, ასევე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი გახლდათ. ის პირველი ბიზნესმენი იყო, გაჭირვებულ დროში ფეხბურთელებს ხელის გულზე რომ ატარებდა.

ჩაჩუამ "სამტრედიაში" ლამის ნახევარი საქართველოს ნაკრები შეკრიბა, გუნდი ევროთასებზე გავიდა და მაკედონიელი მეტოქე ბათუმში მიიღო. ბიზნესმენმა ჯართადქცეული სამტრედიის სტადიონის რეკონსტრუქცია სწორედ მაშინ გადაწყვიტა. ჩანაფიქრის მიხედვით, სტადიონზე ინდივიდუალური სკამები უნდა დაემონტაჟებინათ (რაც იმ დროს ჩვენში იშვიათობა იყო) და გადაეხურათ.

მაგრამ არენა მაშინ საქართველოს რკინიგზას ეკუთვნოდა და თითიდან გამოწოვილი მიზეზით არ დაუთმეს - შენი დახმარება რაში გვჭირდება, თავადაც კარგად მოვუვლითო.

სამტრედიაში ევროპული დონის სტადიონზე დღემდე ოცნებობენ. არადა, ჩაჩუას ჩანაფიქრი რომ განეხორციელებინა, 21 წლის შემდეგ ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონი ისევ მოსაწესრიგებელი არ იქნებოდა.

ფულემის შემდეგ დინამო

1999 წელს, გერმანიაში საქართველოს ელჩის, კოტე გაბაშვილის კაბინეტში თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ (რომელიც ამ დროს უკვე სფფ-ის თავკაცადაც აირჩიეს) მოლაპარაკება დაიწყო კლუბის პოტენციურ მყიდველთან. ეს პიროვნება ეგვიპტელი ბიზნესმენი მოჰამედ ალ ფაიედი გახლდათ, რომელმაც 1997 წელს ინგლისური "ფულჰემი" შეიძინა და კიდევ რამდენიმე ევროპულ კლუბთან (ჰოლანდიური, ბელგიური, ჩეხური) დაკავშირებითაც იგივე გეგმა ჰქონდა.

ლონდონში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა მიხეილ ფურცელაძემ ალ ფაიედი ჟორდანიასთან დააკავშირა და ეგვიპტელი ბიზნესმენი თბილისის "დინამოს" აქციების შესყიდვით დაინტერესდა. პროექტი ნაწილობრივ განხორციელდა - გუნდში ჰოლანდიელი მწვრთნელი იოჰან ბოსკამპი ჩამოიყვანეს.

მაგრამ თბილისის "დინამოსთვის" მის მეპატრონეებსა და შს მინისტრ კახა თარგამაძეს შორის ნამდვილი ომი იყო გაჩაღებული და ნაბან წყალს ბავშვიც გადააყოლეს - "დინამოსა" და ალ ფაიედის პარტნიორობა, კლუბის ფეხზე დაყენების მცდელობა ვარდისფერ ოცნებად დარჩა...

მიზეზი 1995 წელს კლუბისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები იყო. სახელმწიფოს მიერ ფეხბურთისთვის გადაგდებულმა სატყუარამ კარგად იმუშავა. უინსტონ ჩერჩილის ცნობილი გამოთქმის არ იყოს, უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. შეღავათებმა "დინამოს" მმართველებს უამრავი პრობლება შეუქმნა - შინაგან საქმეთა მინისტრად 1996 წელს დანიშნულმა თარგამაძემ "დინამოს" ბუღალტერიაში უამრავი დარღვევა აღმოაჩინა და შსს-მ "დინამოს" დაბრუნებისთვის ჭიდაობა დაიწყო. ამიტომ არ დაანებეს ჟორდანიას ალ ფაიედისთვის "დინამოს" მიყიდვა და ეს შანსიც ვერ გამოვიყენეთ.

ნოდარ ახალკაცი მაშინ მართალს ამბობდა - უსამართლობა იყო საგადასახადო შეღავათის ერთი კლუბისთვის დაწესება, ამით ფეხბურთის ფედერაციას უნდა ესარგებლაო.

რუსთავამდე დაკარგული ინვესტიცია

2015 წელს, რუსთავში რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, მოსკოვის "დინამოს" მეწილე იმყოფებოდა. დაათვალიერა სტადიონი, იქვე მდებარე პარკი და როცა კლუბის ისტორიას, მიღწევებსა და მისი გაზრდილების გვარებს გადახედა, "მეტალურგით" სერიოზულად დაინტერესდა.

ეს ამბავი "ლელოს" რუსთავული კლუბის მაშინდელმა მმართველმა კახა მენთეშაშვილმა გაუმხილა:

"ვუთხარი, რომ უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად გუნდს, დაახლოებით, 60 ათასი ლარი ეყოფოდა. ეს ციფრი იმდენად სასაცილოდ ეჩვენა, "მეტალურგის" დაფინანსებაზე თანხმობა თქვა - ამ ფულს რუსული პრემიერლიგის აუტსაიდერები ყველაზე ცუდ მოთამაშეს ყოველთვიურად უხდიანო. უკვე გეგმებს ვაწყობდით - მილიონ ლარზე კი არ იყო ლაპარაკი...

კაცმა გუნდისთვის მთლიანი ეკიპირებისა და ფორმების შეკვეთა გადაწყვიტა, სტადიონის განახლებასაც აპირებდა. ოთხჯერ მოსკოვიდან საგანგებოდ თამაშზე დასასწრებად ჩამოფრინდა, ფეხბურთელებს სახელებითა და გვარებით იცნობდა და ისიც კი შეისწავლა, ვინ იყო სტაბილური და ვინ - არა.

სამწუხაროდ, არ ვიცოდი, ამ დროს გუნდს 8-მილიონიანი ვალი რომ ჰქონდა. ეს მერე გაჟღერდა და ეს კაცი პრობლემის მოსაგვარებლადაც ჩამოვიდა, მაგრამ მასთან შეხვედრაც არ ისურვეს და მოლაპარაკება შეწყვიტა".

სხვა საინტერესო ფაქტები

* ბოლო წლებში, ფოთის "კოლხეთს" ბიუჯეტიდან მხოლოდ 300 ათასი ლარით აფინანსებენ. არადა, იყო დრო, როცა ფოთის პორტი და მისი მაშინდელი თავკაცი ვალერი გეგიძე 2 მილიონ ლარსაც არ იშურებდნენ. გეგიძეს 1996 წელს ფოთის "ფაზისის" სტადიონის გენერალური რეკონსტრუქცია სურდა. ჩანაფიქრის თანახმად, განახლებული არენა 7,5 ათას ქომაგს დაიტევდა და სრულად გადახურული იქნებოდა.

გეგიძემ თბილისში პროექტის პრეზენტაციაც მოაწყო, მაგრამ გასაქანი არ მისცეს და სურამის ციხედქცეული "ფაზისი" მზრუნველ ხელს დღემდე უშედეგოდ ელის.

* 2005 წელს, ქუთაისის "ტორპედოში" თურქული ინვესტიციის ჩადებაზე მოლაპარაკება იბრაჰიმ ართვინლიმ დაიწყო. მაგრამ მაშინ საკონტროლო პაკეტი (60%) გია ხურციძეს მიცეს, ართვინლის კი მხოლოდ 40% და განაწყენებული თურქი ბიზნესმენი კლუბიდან წავიდა.

ერთი წლის შემდეგ მას დაბრუნება შესთავაზეს. მისი პირობა იყო - იმ შემთხვევაში ჩამოვალ, თუ "ტორპედოს" სრულად, 100%-ით გადმომცემენო. საბოლოოდ, ეს ვარიანტიც ჩაიშალა.

* გორის "დილა" 2006 წელს "იბერია ბიზნეს ჯგუფს" სურდა. კლუბს სტადიონი და სხვა მატერიალური ქონება არ ეკუთვნოდა. მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებმა ფული მოითხოვეს, სტადიონის გადაცემაც არ ისურვეს და მოლაპარაკება ჩაიშალა.

* ალბათ, ქართული ფეხბურთის კრიზისი მაშინ დაიწყო, როცა "მრეტები" დავკარგეთ, როცა განადგურდა "თბილისი", "შევარდენი 1906", "მარგვეთი", "მერანი 91", როცა ქვეყანამ მშვიდად გადაიტანა სოხუმის "ცხუმის", ოჩამჩირის "ამირანის", გალის "მზიურის" დაჩიავება; როცა მშვიდად მოვინელეთ უამრავი მოედნის, სტადიონისა და საფეხბურთო სკოლის გასხვისება; როცა დაინტერესებულ ბიზნესმენებს გაუგებარი მიზეზებით ხელს ვუშლიდით. ამ ყველაფრით ძალიან დიდი შანსები დაიკარგა და დროა, ამ უაზრო მიდგომას წერტილი დავუსვათ.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

• kkk

ფეხბურთი ცოტა. რაგბი კი საყოველთაოდ ავაღორძინოთ, რამეთუ ვაჟკაცების თამაშია. ჯანმრთელი მომავალი თაობები, ზნეობა, თანადგომა, აი ესაა სწორედ რაგბი. ეს სჭირდება ქვეყანას დღეს.

• jorj

უნდა შემოვიდეს ინვესტიციები. საბიუჯეტო გუნდები არ უნდა იყოს თორემ ჩემპიონატის დონე არ იქნება ნორმალური ზოგადად ქართული ფეხბურთი რომ კრიზისშია ამა არ უნდა ბევრი ლაპარაკი დავრჩით 20 საუკუნეში. უნდა გადამზადენ მწვრთნელები უნდა შემოწმდეს ყველა ბავშვთა საფეხბურთო სკოლები. მწვთნელების კომპეტენცია რომ პლინტუსის ქვემოთაა ეს არაა ახალი სამწუხაროდ.

• ff

დაანებეთ ფეხბურთის დაფინანსებას თავი. გულშემატკივარს სტადიონზე მოსვლა არ უნდა თუ მინიმუმ დანიის ან ბელგიის დონეზე არ ვითამაშეთ. ამ შემთხვევაშიც კი ბილეთში 3 ლარზე მეტის გადახდა არ უნდა. არ გეყოფათ მაინც რესურსი. ან გავაუქმოთ ეს საყოველთაო ჯანდაცვა, შევამციროთ პენსიები, დავაფინანსოთ უმაქნისი ფეხბურტელები. ავაშენით ბავშთა სკოლები, მოვამზადოთ ექიმები, ფიზ მომზადების მწვრთნელები, მივუახლოვოთ ხელფასები ევროპას და მერე იქნებ იყოს რამე. მაგრამ პენსიების განახევრება და ჯანდაცვის დაფინანსებაზე უარის თქმა გიღირთ ამისთვის?

• xorxe

იკა, რაგბი თუ გიყვარს გქონდეს, პეხბურთს დაანებე თავი

• ზაურა

თბილისის "ამერი" გამოგრჩათ, კაი გუნდი იყო

• იკა

რაგბისტებს ტრანსპორტის ფული როცა არ ქონდათ თავებს იკლავდნენ მოედანზე, მოაშორეთ ეს პრანჭია ფეხბურთელები ბურთზე გაკიდება უტყდებათ, საერთოდ გასაუქმებელია ფეხბურთის ფედერაცია თავის მწოველი წურბელებით

• არ შეარგოს

მის ოჯახს ის ფული ვინც საქართველოში სიდიდით მეორე საფეხბურთო ბაზა"სკა" გაყიდა და იქ კორპუსები ააშენა.

• oto

... წილი მოტხოვეს

• ehe

ამიტომაა ქართული ფეხბურთი მაჩანჩალა,ქართველო გაუმაძღარო ღორის ჯიშის ვითომ ფეხბურთის მესვეურებო გადაშენდით.....

• ლუკა

უცხოელი ინვესტორი თუ არ შემოვიდა ფეხბურთში აბა რა განვითარებაზე უნდა ვილაპარაკოთ? მაშინ ვიყოთ ასე არჩევნების მოგების მსურველი პოლიტიკური ძალის ხელში შემყურე, რომელიც ბიუჯეტიდან ან დააფინანსებს ქართულ კლუბებს, ან არა. ან ვუყუროთ გარიგებულ და ტოტალიზატორზე გაყიდულ თამაშებს. თუ, 2 ლარზე მოწუწუნე ქართველი "გულშემატკივრის" იმედზე იყოს ქართული ფეხბურთი? თუ, რუსეთის, ყაზახეთის და აზერბაიჯანის ჩემპიონატების მათხოვრები დავრჩეთ, ვეხვეწოთ მათ იქნებ ჩვენი ფეხბურთელები დაასაქმონ? რომ გამოვდივართ და საქართველოს ნაკრებს დიდ პრეტენზიებს ვუყენებთ, სლოვაკეთს და რუმინეთს რატომ ვერ ვუგებთო, რა ნამუსით?! ქართულ ფეხბურთს დედის და ინვესტორის გარდა ნამდვილი გულშემატკივარიც არ ყავს! ანუ ისეთი ქართველები ვისაც ნამდვილად გული შესტკივა ქართული ფეხბურთის ბედზე. ჩვენი "გულშემატკივარი" გავს გაკოტრებულ აზნაურთა თაობას, რომლსაც მჭადი სანატრელი გაუხდა, მაგრამ მიუხედავად შიმშილისა თოხს ხელს არ კიდებს, აქაოდა აზნაურს არ ეკადრება შრომაო. ასეთი ქართველი "გულშემატკივარი" ფეხბურთის აღორძინებას ითხოვს, მაგრამ სტადიონზე მისვლა ეთაკილება. აქაოდა სანამ კარგ ფეხბურთს არ ვიხილავ სტადიონზე ჩემი ფეხი არ იქნებაო. ნამდვილი გულშემატკივარი სტადიონზე ათენებს და აღამებს, ფეხბურთით სუნთქავს, უცხოელ ინვესტორს ხელგაშლილი ხვდება და თავისი წვლილი შეაქვს გუნდის განვითარებაში სტადიონზე მისვლით და გუნდის გამხნევებით. ჩვენ ქართველებს გაგვაჩნია სოლიდარობის გრძნობა მხოლოდ პაკაზუხობაში და უაზრო მოდის აყოლაში. ქართველები გადამთიელ ბარსელონას და რეალს გულშემატკივრობენ, როცა საკუთარ გუნდის თამაშზე საერთოდ არ ყოფილან. საკუთარ გუნდს და ფეხბურთს თუ ჩვენ არ დავუდექით გვერდში როცა უჭირს, მაშინ ნუ გვაქვს პრეტენზია ნურაფერზე.

• ალეკსანდრე

ძალიანაც კარგია რომ არ იყიდა დინამო,კარგი მეპატრონე ყავს ეხლა,ის ეგვიპტელი რას მოიმოქმედებდა ვინ იცის,ქართული ფეხბურთი რომ ფეხებზე ეკიდებოდა ეს ცხადია!

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...

ფეხბურთი და ბიზნესი: გამოეხმაურება ბიზნესი ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას?

ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული

ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა

ᓐᕥᓢᓣᓐᓚᓣᓠᕘ ᓗᓔᕛᕐ: ᓕᓘᕡ ᓠᓐ ᕞᓠᓝᓑᓚᓔᕛᕔᓑᓘ ᓐᓥᓕᓡ ᕚᓘᕪᓔᓜᕖᕘᓠᓔᕑᓐᕨᓘ?

რევაზ ძოძუაშვილი: ხურციძე და დემეტრაძე უსაფუძვლოდ დაჩაგრეს

"ტორპედოს" აღორძინების დასაწყისი? პრეზიდენტობას დემეტრაძეს სთავაზობენ

გიორგი დემეტრაძე: ქუთაისის "ტორპედოს" შემოთავაზებამ ძალიან გამახარა

ქუთაისის "ტორპედო": "ვისოლი" ოფიციალურად წავიდა, დარჩა ბიუჯეტის იმედი

უცხოეთიდან ბევრი ქართველი ჩამოსულა და ქართულ ფეხბურთში ფული დაუბანდებია?!

ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე

"...წამყვანი ქართული კლუბები გიორგი ქინქლაძეში 1000 მანეთსაც არ იხდიდნენ"

სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს

"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე