ჯაბა ფხაკაძე: "მშობლები ქართულად მზრდიდნენ. ენას რა დამავიწყებს?!"
ფოტოზე: ჯაბა ფხაკაძე (მარჯვნივ)

ცოტა ხნით წინათ, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები "მიხეილ მესხზე" უკრაინელ თანატოლებს ამხანაგურად გაეჯიბრა. მეტოქე გუნდში ყველაზე მეტ ინტერესს, ცხადია, ჯაბა ფხაკაძე იწვევდა. უკრაინელები კაპიტნის სამკლავურით მოედანზე სწორედ მე-11 ნომრით მოთამაშე ქართველმა გაიყვანა...

ვიცოდით, რომ დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" საფეხბურთო აკადემიის მიერ აღზრდილი ფხაკაძე ნახევარმცველია. მაგრამ უკრაინის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ამპლუით ცენტრალური თავდამსხმელი აღმოჩნდა და მეორე შეხვედრაში საგოლე კომბინაციაც წამოიწყო...

ფხაკაძე ჯერ მეორე ლიგის პეტროვეს "ინგულეცის" დუბლების წევრი გახლდათ, დასრულებულ სეზონში კი ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის მიერ შედგენილ სიაში კი ის ამ ქვეყნის "ოქროს ტალანტებს" შორის ფიგურირებს.

უკრაინის ნაკრების კაპიტანზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ყიფიანი გველაპარაკა:

"პატარა საქმე ნამდვილად არ არის, უკრაინის ნაკრებში თამაშობდე და, მით უფრო, მისი კაპიტანიც იყო. ცხადია, მე ჩვენს ფეხბურთელებს ვაკვირდებოდი. უკრაინასთან შეხვედრებს გავაანალიზებ და მის თამაშს უფრო დეტალურად დავაკვირდები. მაგრამ ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ფხაკაძე საკმაოდ კარგი ფეხბურთელია".

"ლელო" ჯაბა ფხაკაძეს გაესაუბრა. ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ, ვინ არის უკრაინის ასაკობრივი ნაკრების ქართველი კაპიტანი...

- ჯერ იმით დავიწყოთ, თუ როგორ მოხვდით უკრაინაში...

- ჩვენი ოჯახი ქუთაისიდანაა. მაგრამ უკრაინაში, კერძოდ, დნეპროპეტროვსკში დავიბადე და გავიზარდე.

- უკრაინაიში კი დაიბადეთ, მაგრამ ქართული კარგად იცით...

- ჯერ ერთი, მშობლები ქართულად მზრდიდნენ. ენას რა დამავიწყებს?! მეორეც - რაღაც პერიოდში უკრაინიდან ჩამოვედით და 11 წლამდე საქართველოში ვიზრდებოდი.

- ქუთაისში გივარჯიშიათ?

- არა, მხოლოდ მოყვარულის დონეზე. სერიოზულად, ფეხბურთზე 11 წლის ასაკში დავიწყე სიარული. უკვე 25 წელია, "დნიპროში" ქართველი მწვრთნელი, გელა ღლონტი მუშაობს. მან დნეპროპეტროვსკის საქალაქო ჩემპიონატის დროს შემამჩნია და გუნდში ამიყვანა. ასე ვიტყოდი - დიდ ფეხბურთში გზა ამ კაცმა გამიკვალა. 3 წელი "დნიპროს" აკადემიაში, ბაზაზე ვცხოვრობდი. ამ სამი წლის შემდეგ ჩვენი გუნდი უკრაინის ჩემპიონი გახდა, რის შემდეგაც ჯერ 16, ხოლო შემდეგ 17 და 18-წლამდელთა ნაკრებში ამიყვანეს.

- თქვენი ქართველობის გამო კითხვა გაჩნდა - შეიძლება, რომ საქართველოს ნაკრებში გიხილოთ? ასეთი შეთავაზება არ გქონიათ?

- სულ 3 წელია, რაც უკრაინის ნაკრებებში სისტემატურად მიწვევენ. მე ამ ქვეყნის და ხალხის მადლიერი ვარ, რადგან მათ ბევრი მომცეს, ფეხბურთში გზა გამიკვალეს და საერთოდ, კარგი ხალხია. თავადაც უკრაინის მოქალაქე ვარ და ჯერ საფეხბურთო მოქალაქეობის შეცვლაზე არ მიფიქრია.

- საერთოდ, ქართული ფეხბურთი ისეთ დღეშია, უფრო პერსპექტიულ ნაკრებში თამაშზე უარის თქმას ვერავინ გაიძულებთ. ასაკობრივ ნაკრებებში თამაშით კარიერის აწყობა კარგიც იქნება. მთავარია, ეროვნულ ნაკრებამდე თუ მიხვალთ. მერე რა არჩევანს გააკეთებთ?

- ქართველი რომ ვარ, ეს ნამდვილად არ მავიწყდება. ისე, ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ბოლოს მაინც საქართველოს სახელით ვითამაშო.

- სხვათა შორის, ეს ნაბიჯი ახლავე რომ გადადგათ, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის დიდი შანსი გექნებათ. ფინალური ეტაპი 2017 წელს თბილისში ჩატარდება და საქართველო ამ ტურნირზე შესარჩევი ეტაპის გარეშე გამოვა...

- ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება? ეს არ ვიცოდი. საინტერესოა...

- ისე, ნამდვილად ვიცი, რომ თქვენით საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ხელმძღვანელობა დაინტერესდა...

- საქართველოში თბილად მომიკითხეს, მკითხეს, სადაური ვარ და ასე შემდეგ. მაგრამ ამ ინტერესზე არაფერი ვიცოდი. სასიამოვნოა, თუ დაინტერესდნენ.

- საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებზე რას იტყვით?

- საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. ტექნიკურად კარგად მომზადებული ფეხბურთელები არიან და, რაც მთავარია, გამიკვირდა, რომ ფიზიკურადაც ძლიერები ჩანდნენ. ბურთსაც ჩვენზე კარგად აკონტროლებდნენ... მოკლედ, გუნდი ძალიან მომეწონა.

- როგორც ვიცით, უკრაინის მეორე ლიგაში თამაშობთ...

- ახლა უკვე "ინგულეცი" პირველ ლიგაში გადავიდა, რაც ძალიან მიხარია. ეს უკვე საკმაოდ სერიოზული დონეა და გამოცდილების შეძენა და გაზრდა შეიძლება.

- უკეთეს გუნდში თამაშს არ გთავაზობენ?

- დიახ, მქონდა სამი საკმაოდ კარგი მიწვევა. მაგალითად, დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" დაბრუნებას მთავაზობდნენ, დამიკავშირდა პოლტავის "ვორსკლაც"... ცხადია, უკეთეს გუნდში გადასვლა მსურდა, მაგრამ "ინგულეცთან" კონტრაქტი მაკავშირებდა და პრეზიდენტმა არ გამიშვა. როცა მიზეზით დავინტერესდი, მითხრა - პირველი ლიგისთვის გამზადებო...

- უკრაინელ ქართველებთან კავშირი თუ გაქვთ?

- ჩემი გუნდის დუბლებშია გიორგი ქობულაძე, რომელიც კიევის "ლოკომოტივ-გრუზიაში" გამოდიოდა, ახლა კი საქართველოს ასაკობრივი ნაკრების კანდიდატია. უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებშიც რამდენიმე ქართველია - ჩაჩუა, ვაჩიბერაძე...

- ვიცით, რომ უკრაინულ ფეხბურთში მძიმე ეკონომიკური კრიზისია. მართალია, თითქოს ლეგიონერები ქვეყნიდან გარბიან?

- ასე იყო 2015 წელს. ახლა ვერ ვიტყვი, რომ ძველებურად ყველა დალხენილია, მაგრამ ვითარება გამოსწორდა და დარეგულირდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dartsmela
Mshoblebi kartulad mzrdidnen. Enas Ra damavickebso... Misabadzi unda ikos!
Non
"ბოლოს" თუ გინდა ანდორისთვის ითამაშდე))
Gios
Cirki rasris? Is rom sakutari gundis tamashs akvirdeboda da ara mocinaagmdegis ert pexburtels?) . Pirikit ro kopiliko itkodit jobia tavis gunds daskvirdeso. Mokled tkveni mosaconi araperi arari. Neta tkven sakutar saqmianobashi rogorixar Gio? Ratkmaunda tu gakvs sakme). Rac sheexeba pexburtels, is ukrainis meore ligashia da tundac dinamoshi ris sapuzvelze unda camoikvanon?
haha
თქვენ ფეხბურთს ქომაგობთ თუ ემირანტების დაბრუნებაზე ჩალიჩობთ? ჩემი აზრია აქაურებმა უნდა ითამაშონ, ისედაც ადგილობრივებს ცოტა პრაქტიკა აქვთ, ხოლო ემიგრანტებს მივცეთ საშუალება აიმაღლონ იქ დონე, ხოლო ბოლოს საითაც გული გაუწევს იქ წავიდეს.
Akaki
დნიპროში არ გაუშვა გუნდის დირექტორმა და თბილისის დინამოში გამოუშვებს?
Gio
სამი წელია უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებში ვთამაშობო და არაფერი ვიცი იმის შესახებ თუ საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ხელმძღვანელობა დაინტერესდაო... ყიფიანმა ვერ დავაკვირდი მე ჩვენ ფეხბურთელებს ვაკვირდებოდიო)))) მოკლედ ცირკია რა... მერე უკვირთ რატომ არ უნდათ საქართველოს ნაკრებში თამაშიო///////
Vaso
წაიყვანოს ფიფიამ დინამოში, ფულიც აქ და ყველაფერი, ლიგაზე გამოადგება, თან 18 წლისა სისხლი უდუღს../ იმათ აგარ ჯობიაა?? ვინებში იხდის ეს კაცი ფულს, გააკეთოს ასეთი ახალგაზრდა ნიჩიერი ბავშვებით გუნდი, და ერთი-ორი მაგალი კლასის გამოცდილი ლეგიონერი დაამატოს, //// უბრალოდ ვერ ვიგებ რა რჯულის, რა დონის, საიდან პოულობენ , ვინებში ყრის ფულს?????
[VIDEO] როგორ აიღეს მამარდაშვილის კარი მეორედ - კუკურელიამ ახსნა, რა იყო "ლივერპულის" მთავარი სისუსტე ამ მომენტში
კიტეიშვილმა ავსტრია დაიპყრო - ქართველი ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს!
"უფრო ძლიერები დავბრუნდებით" - მიქაუტაძის პოსტი და მიმართვა გულშემატკივარს
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
ფიბა-მ ქართველი მსაჯები და კომისარი მატჩებით დატვირთა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
ენდრიკს ალონსო არ ათამაშებს და ბრაზილიელს პრემიერ ლიგის ვარიანტი გამოუჩნდა
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს
"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
U21 | პირველი ვარჯიში რიგაში და იძულებითი ცვლილება შემადგენლობაში
ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო | ნაკრები ალიკანტეში შეიკრიბა
"სწორედ ეს მჭირდებოდა, ნეაპოლი საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილია" - ჰოილუნდი "პარტენოპეიში" ბედნიერია
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
"გოჩოლეიშვილის პროგრესი აშკარაა" - რას წერს გერმანული გამოცემა ქართველ მცველზე?
პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევის შეძენას ცდილობს
"კაირატის" გულშემატკივარმა "რეალთან" მატჩის ბილეთში BMW გაცვალა
ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
"ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ" - გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა
ამის გამო ესპანეთის ნაკრებში თამაშზე უარს აცხადებდა - ვინ შეცვლის საქართველოსთან და ბულგარეთთან მატჩში ტრავმირებულ ლამინ იამალს
გიორგი შერმადინის 25-ე MVP და ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი!
ოფიციალურად: "რეინჯერსმა" მთავარი მწვრთნელი გაანთავისუფლა
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
18-წლამდე ნაკრებს ლაშა ფირცხალაიშვილი უხელმძღვანელებს
U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]
U18. საქართველო-უკრაინა 2:1 - ბოლო წუთებზე... [VIDEO]
U18. საქართველო VS უკრაინა - მეტი კანდიდატი, მეტი სქემა...
"სალერის თასი": "საბურთალომ" ჰაიფას "მაქაბისთან" მოგებით დაიწყო [VIDEO]
გიორგი ყიფიანმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ახალი ფორმაციის 18-წლამდელთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
რატომ ვთამაშობთ ფრეს ლანჩხუთზე პატარა ქვეყანასთან?!
16 და 18-წლამდელთა გუნდების შემადგენლობა და მოახლოებული მატჩები
18-წლამდელთა "ექვსი ერის" ფესტივალს საქართველო გახსნის
U18. საქართველო-უკრაინა 0:1 - გუშინ იყო მარცხი... [VIDEO]
"ლოკომოტივ გრუზია" საქართველოში - სპორტის სამინისტროში უკრაინულ-ქართულ კლუბს უმასპინძლეს
ამის წაკითხვა არ გაწყენთ: როგორ ზრუნავენ მომავალზე უკრაინელები
U18. საქართველოს ნაკრებმა ფინეთს ისევ სძლია
გიორგი ყიფიანი: "ლოკომოტივის" მთავარი მიზანი "ევროპის ზონაში" დარჩენა იქნება
გაგიგიათ "ლოკომოტივ გრუზია"? უკრაინულ-ქართული გუნდი კიევში
19-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთთან სათამაშოდ მზადება დაიწყო
ქუთაისის "ტორპედომ" ოთხი ფეხბურთელის წასვლის შესახებ გვაუწყა
ირაკლი სიხარულიძე: არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ...
ქართველი ახალგაზრდები უნგრეთს ამჯერად დაუზავდნენ