ევროპის ჩემპიონატებზე ქართველი ფეხბურთელები არა მხოლოდ მონაწილეობდნენ, სამშობლოში მედლებითაც ბრუნდებოდნენ - ოქრო იქნებოდა თუ ვერცხლი
ფოტოზე: 1972. გფრ-სსრკ 3:0. მურთაზ ხურცილავა ული ჰიონესის წინააღმდეგ

ვერაფერს ვიტყვით: საფრანგეთის სტადიონებზე მართლაც საინტერესოდ მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი. აღარაფერს ვამბობთ თამაშის საკმაოდ მაღალ ხარისხზე: ერთი-ორი მატჩის გარდა, თითქმის ყველა დანარჩენი დაპირისპირება სანახაობრივი თვალსაზრისითაც გამოსარჩევი იყო და ტაქტიკურად გამართული ფეხბურთითაც...

არადა, ჩემპიონატის დაწყებამდე ბევრი მიიჩნევდა, რომ ფინალურ ეტაპზე მონაწილე გუნდების რაოდენობის 24-მდე გაზრდა უარყოფითად უნდა ასახულიყო ტურნირის სანახაობრივ მხარეზე. თუმცა, ჯერჯერობით, ყველაფერი პირიქით არის და, ძალიან დიდი ალბათობით, ჩემპიონატის ბოლომდეც ასე იქნება.

და რომელი ნაკრები მოისაკლისა ნეიტრალურმა გულშემატკივარმა? უპირველეს ყოვლისა - ჰოლანდია, ასევე შეიძლება ითქვას დანიაზეც... თუმცა, კიდევ არის ერთი გუნდი, რომლის ხილვაც საფრანგეთის სტადიონებზე თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებული მოვლენა იქნებოდა!

სამწუხაროდ, ეს ევროპის ჩემპიონატიც საქართველოს ნაკრების გარეშე მიდის, ისევე, როგორც 1996, 2000, 2004, 2008 და 2012 წლებში. არადა, დრო იყო, ევროპის ჩემპიონატებზე ქართველი ფეხბურთელები არა მხოლოდ მონაწილეობდნენ, სამშობლოში მედლებითაც ბრუნდებოდნენ - ოქრო იქნებოდა თუ ვერცხლი.

მაგრამ, ეს ხდებოდა მანამ, ვიდრე ქართველი ფეხბურთელები საბჭოთა კავშირის ნაკრების სახელით ასპარეზობდნენ. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის პირობებში კი კვლავაც მიუწვდომელ ოცნებად გვრჩება ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე გასვლა...

1960

...ევროპის პირველი ჩემპიონატი (იმ დროსათვის ევროპის თასი ეწოდებოდა) პირველად 1960 წელს ჩატარდა და მასპინძელი მაშინაც საფრანგეთი იყო; თუმცა, ბევრად განსხვავებული, ევროპის ჩემპიონატის (თასის) ფორმატით: ფინალურ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ 4 გუნდი მონაწილეობდა! საფრანგეთი, ჩეხოსლოვაკია, იუგოსლავია, საბჭოთა კავშირი - აი, ეს ოთხი ქვეყნის ნაკრები იბრძოდა ევროპის ჩემპიონატის ტიტულის მოსაპოვებლად.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ის ფაქტი უნდა ყოფილიყო, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრების განაცხადში ქართული ფეხბურთის 4 წარმომადგენელი გახლდათ: მიხეილ მესხი, გივი ჩოხელი, ზაურ კალოევი (სამივე - თბილისის "დინამო") და სლავა მეტრეველი (მოსკოვის "ტორპედო").

სამწუხაროდ, ზაურ კალოევს ნახევარფინალსა და ფინალში თამაშმა არ მოუწია, მეტრეველი, მესხი და ჩოხელი კი ორივე მატჩში ძირითადში იყვნენ და უდიდესი წვლილიც შეიტანეს ჯერ ჩეხოსლოვაკიის (ნახევარფინალში), შემდეგ კი იუგოსლავიის ნაკრების დამარცხებაში (ფინალში).

განსაკუთრებით კი ფინალური მატჩია აღსანიშნავი: პირველი ტაიმი იუგოსლავიელთა მინიმალური ანგარიშით დასრულდა, შესვენების მერე კი სლავა მეტრეველმა ანგარიში გაათანაბრა და ასე (1:1) დამთავრდა ძირითადი დრო.

იხილეთ ვიდეო

დამატებითი დროის მიწურულს კი მიხეილ მესხის მორიგ გარღვევას მარცხენა ფლანგზე მისი "საფირმო" გადაცემა მოჰყვა მეტოქის საჯარიმოში, სადაც ყველას დაასწრო ვიქტორ პონედელნიკმა და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა!

აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ ევროპის პირველი ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში სხვა ვარსკვლავებთან ერთად სლავა მეტრეველიც შეიყვანეს...

საბჭოთა კავშირის ნაკრების ამ ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, მთავარი მწვრთნელი, გავრილ კაჩალინი გახლდათ, რომელსაც ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ქართველ ფეხბურთელებთან...

1964

...რასაც ვერ ვიტყოდით მის შემცვლელზე (ოღონდ, ასევე მაღალი დონის სპეციალისტზე) კონსტანტინ ბესკოვზე, რომლის ხელმძღვანელობითაც მოიპოვა საბჭოთა კავშირის ნაკრებმა მომდევნო ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური. უცნაურია, მაგრამ ფაქტია: 1964 წელს თბილისის "დინამო" საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, მაგრამ ამ გუნდიდან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საასპარეზოდ ბესკოვს არავინ მიუწვევია!

საბოლოოდ, საბჭოთა კავშირის ნაკრები ვერცხლის მედლებს დასჯერდა (ფინალში წააგო ესპანეთის ნაკრებთან) და ამ გუნდის განაცხადში ერთადერთი ქართველი იყო: ქუთაისის "ტორპედოს" მეკარე რამაზ ურუშაძე, რომელიც ლეგენდარული ლევ იაშინის დუბლიორი გახლდათ.

1968

მომდევნო ტურნირისთვის საბჭოთა კავშირის ნაკრების მომზადება კიდევ ერთ გამორჩეულ სპეციალისტს მიხეილ იაკუშინს დაევალა. საბჭოთა კავშირის ნაკრებმა უპროპლემოდ გაიარა შესარჩევი ეტაპი და 1968 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურიც მოიპოვა.

ტურნირს იტალია მასპინძლობდა და აპენინებზე გამგზავრებული საბჭოთა კავშირის ნაკრების განაცხადში თბილისის "დინამოს" სამი ფეხბურთელიც იყო: მურთაზ ხურცილავა, კახი ასათიანი და გივი ნოდია.

სამწუხაროდ, ამ სამეულიდან არც ერთს მოუწია თამაშმა არც ნახევარფინალში და არც - მესამე ადგილისათვის მატჩში...

1972

საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ოთხი წლის მერეც შეძლო ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება და განაცხადში ამჯერადაც სამი ქართველი ფეხბურთელი იყო: მურთაზ ხურცილავა, გივი ნოდია და რევაზ ძოძუაშვილი.

ნახევარფინალში უნგრელებთან მოგებულ მატჩში ძოძუაშვილი და ხურცილავა ძირითადში იყვნენ, ნოდია კი შეცვლაზე შემოვიდა; აი, ფინალში კი საბჭოთა კავშირის ნაკრები, ფაქტობრივად, უშანსოდ იყო: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იმ ფორმაციის ნაკრები სამართლიანად არის მიჩნეული მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად.

ეს ყველაფერი ფინალმაც (სადაც ძოძუაშვილმა და ხურცილავამ 90 წუთი შეუცვლელად ჩაატარეს) დაადასტურა: გერდ მიულერის (2) და ჰერბერტ ვიმერის გოლებით ჰელმუტ შიონის დამოძღვრილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებმა დამსახურებულად გაიმარჯვა (3:0).

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში გერდ მიულერთან, იუპ ჰაინკესთან, პაულ ბრაიტნერთან და ფრანც ბეკენბაუერთან ერთად მოხვდნენ რევაზ ძოძუაშვილი და მურთაზ ხურცილავა, თანაც ეს უკნანასკნელი საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი გახლდათ!..

1988

ამის შემდეგ ისე მოხდა, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრები ვერ ახერხებდა 1976, 1980 და 1984 წლის ევროპის ჩემპიონატების ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვებას. ამიტომაც ვერ ვიხილეთ კონტინენტის პირველობებზე იმდროინდელი საბჭოური (და - ევროპული!) ფეხბურთის მართლაც გამორჩეული წარმომადგენლები - დავით ყიფიანი და ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი და რამაზ შენგელია, ვიტალი დარასელია და შოთა ხინჩაგაშვილი...

სამაგიეროდ, ამ მართლაც ზღაპრული თაობის კიდევ ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა მოახერხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა, თანაც სამშობლოში ვერცხლის მედლით დაბრუნდა: 1988 წელს, საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში თენგიზ სულაქველიძე გამოდიოდა, რომელიც კონტინენტის ვიცე-ჩემპიონი გახდა...

ფოტოზე: თენგიზ სულაქველიძე

1992 და 1996

...მალე, საბჭოთა კავშირიც დაიშალა და 1992 წელს შვედეთში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ნაკრები გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც ქართული ფეხბურთის ორი აღზრდილი გამოდიოდა - კახა ცხადაძე და ახრიკ ცვეიბა.

ასევე ქართული ფეხბურთის აღზრდილი უკანასკნელი ფეხბურთელი, ვინც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა, ომარ თეთრაძე გახლადათ, რომელიც 1996 წელს რუსეთის ნაკრებში გამოდიოდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თენგაბი
ამ წერილს სხვა სიკეთესთან ერთად ის დანიშნულება აქვს, რომ ვიცოდეთ ქართველებს არავისზე ნაკლებად გვეხერხება ფეხბურთის თამაში და ეს ჩავარდნა დროებითია. ისევ წამოვლენ ახალი მესხები და მეტრეველები, ყიფიანები და ჩივაძეები და ისევ მოიყვანებენ აღტაცებაში ფეხბურთის გულშემატკივრებს. ფეხბურთი ჩვენი თამაშია.
giga
რა გაბურღეთ ტვინი ამ წარსულით, ექიმმა გამოწერა თუ რა? პარლამენტმა მაინც აკრძალოს კანონით ნეტა.
giorgi - ს
რა ტვინი გაუბურღეთ ამ ჟურნალისტებს. თავიანთი საქმე აქვთ და წერენ. შენ შეგითანხმონ რედაქტორის მაგივრად? უცხოურ ფეხბურთზეც წერენ ქართულ წარსულსა და აწმყოზეც შენ მხოლოდ ის წაიკითხე რაც მოგწონს დანარჩენს ნუშეხედავ
giga
წინა თაობებს - ქედს ვუხრი. ახლანდელებს ჯინს, შემართებას და გუნდურობას შევახსენებ, მომავალ თაობას კი წარმატებას, უსი გორისა ხარ არდავიწყებას და პროფესიონალიზმს ვუსურვებ!
giorgi
აუ ნუ .... ამ წარსულზე საუბრით რა. რა ვეღარ დაანებეთ თავი ამ წარსულს ახლა ცხოვრობთ თქვენ აქ და რად გვინდა ეს წარსულზე გოდება სულ. ვერ თამაშობენ ქართველები ამ ფეხბურთს 30 წელია უკვე და ნუ წაგვიღეთ ტვინი. ადმინ იმედია არ დაბლოკავ და მხოლოდ მაამებლურ კომენტარებს არ გაუშვებ
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
ფიბა-მ ქართველი მსაჯები და კომისარი მატჩებით დატვირთა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
ენდრიკს ალონსო არ ათამაშებს და ბრაზილიელს პრემიერ ლიგის ვარიანტი გამოუჩნდა
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს
"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
U21 | პირველი ვარჯიში რიგაში და იძულებითი ცვლილება შემადგენლობაში
ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო | ნაკრები ალიკანტეში შეიკრიბა
"სწორედ ეს მჭირდებოდა, ნეაპოლი საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილია" - ჰოილუნდი "პარტენოპეიში" ბედნიერია
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
"გოჩოლეიშვილის პროგრესი აშკარაა" - რას წერს გერმანული გამოცემა ქართველ მცველზე?
პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევის შეძენას ცდილობს
"კაირატის" გულშემატკივარმა "რეალთან" მატჩის ბილეთში BMW გაცვალა
ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
"ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ" - გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა
ამის გამო ესპანეთის ნაკრებში თამაშზე უარს აცხადებდა - ვინ შეცვლის საქართველოსთან და ბულგარეთთან მატჩში ტრავმირებულ ლამინ იამალს
გიორგი შერმადინის 25-ე MVP და ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი!
ოფიციალურად: "რეინჯერსმა" მთავარი მწვრთნელი გაანთავისუფლა
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
რატომ ითამაშა ბორის პაიჭაძემ თურქეთის ნაკრებში?
[ფრაგმენტი ისტორიიდან] დაუბრუნეთ ჯემალ ხერხაძეს ტიტული!
ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო | ნაკრები ალიკანტეში შეიკრიბა
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"პასუხისმგებლობა არა მხოლოდ კობიაშვილმა, აღმასკომმაც უნდა იტვირთოს!"
შეხვედრა წარსულთან: ბომბარდირული ისტორიები
ზუსტად 60 წლის წინ - სლავა მეტრეველმა და მიხეილ მესხმა სსრკ-ს ევროპის ჩემპიონობა მოუტანეს [VIDEO]
ევრო 2016. დარჩა 2 დღე: ვინ არ უნდა იყოს ევროპაზე?
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
1960 წლის ევროპის ბოლო ჩემპიონიც გარდაიცვალა
ნაკრების მზადება ოქტომბრის მატჩებისთვის | ესპანური შეკრების პირველი ვარჯიში
სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი - სფფ-ში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
როდის და რატომ დაიწყო "დინამოსა" და "ტორპედოს" დაპირისპირება? [VIDEO]
იდეა: აღვადგინოთ მესხის ფინტი, ის ხომ ქართულმა გენმა წარმოშვა! [VIDEO]
ჟინოლა მაგარი კაცია, მოვიდა და დამაწყნარა - რატომ წავიდა გია გურული ნაკრებიდან?
ზედიზედ სამი წაგების შემდეგ ომარ თეთრაძემ "საბურთალო" დატოვა
"ᓡᓐᓮᓔᓚᓛᓬᓘᓤᓝ ᓛᓔᓬᓕᓔᓚᓘ ᓫᓠᓝᓮᓐ ᓮᓝᓛ ᓐᓠ ᓒᓒᓝᓜᓘᓐᓗ? ᓗᓣ ᓗᓥᓕᓔᓜᓡ ᓮᓔᓚᓨᓘ ᓐᓠ ᓛᓔᓪᓝᓓᓔᓑᓝᓓᓔᓡ"...
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ᓥᓐᓠᓗᓣᓚᓘ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓘᓡ ᓜᓐᓢᓐᓜᓯᓘ ᓓᓐ ᓓᓐᓣᓤᓐᓡᓔᓑᓔᓚᓘ ᓞᓐᓢᓠᓘᓐᓠᓥᓘ
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
როგორც პელე - გამოცემა sports.ru-მ რევაზ ჩელებაძეს წერილი მიუძღვნა
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
"მარკ სტარსის" თასი: ტყიბულის "მეშახტის" ტრიუმფი
რევაზ ძოძუაშვილი ტყიბულის "მეშახტეში" იმუშავებს
[ლელოს სტუმარი] ვერ მოვისვენებ, სანამ "რუსთავი" უმაღლეს ლიგაში არ დაბრუნდება
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
უკრაინის ჩემპიონატში გოლი მიხეილ მესხმა გაიტანა [VIDEO]
ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა
იამალი საქართველოსთან ვერ ითამაშებს - დე ლა ფუენტესთვის მნიშვნელოვანი "ჯვაროსნების" დამარცხებაა
AS: პსჟ კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში გამოძახებით აღშფოთებულია და მისი გაშვება არ უნდა
მურთაზ ხურცილავა საბჭოთა კავშირის ყველა დროის საუკეთესო 11-ეულში
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
"რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ უნდა მოეკვეთათ, საქართველოს თქვენთვის სანქციები არ უნდა დაეწესებინა და სსრკ-ის დროინდელი მეგობრული ურთიერთობების აღდგენა შეგვიძლია" - თენგიზ სულაქველიძის ინტერვიუ რუსულ პრესასთან
ომარ თეთრაძე: საქართველომ თურქეთი უნდა დაამარცხოს - თურქეთი ის აღარაა
რევაზ ძოძუაშვილი: სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ მსაჯები ვინმეს ეხმარებიან
როგორც იქნა!.. ანდრო ჟორდანიას მემორიალი გაიხსნა
რევაზ ძოძუაშვილი: ხელმძღვანელობას და ახალ სპონსორებს უნდოდათ, რომ მთავარ მწვრთნელად დავნიშნულიყავი, მაგრამ...
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
ლუის ენრიკემ "კვარას" ნაკრებში გამოძახებაზე კომენტარი გააკეთა
გვყავდა ფეხბურთის არწივები, დღეს კი უმეტესობა ინდაურია - ძოძუაშვილი თბილისის "დინამოს" განადგურებაზე
ასე იწყებოდა, ასე მოდიოდა... რა უნდა ვიცოდეთ ახალ ჩემპიონ "სამტრედიაზე" [ნაწილი I]
ᓙᓐᓮᓔᓗᓨᓘ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓘᓡ ᓒᓐᓪᓝᓪᓮᓚᓔᓑᓐ ᓡᓣᓠᓗ
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
ისტორიაში პირველი ყვითელი ბარათი ქართველმა მიიღო - როგორ გაჩნდა ფეხბურთში ყვითელი და წითელი ბარათები
"მოვა დრო, რუსებთან თამაშზე ყველა იოცნებებთ!" - თეთრაძე პაკისტანთან შეხვედრის გაუქმებას და სანქციებს გამოეხმაურა
მიხეილ მესხმა ზივზივაძის გუნდს გამარჯვება მოუტანა [VIDEO]
მიხეილ მესხის აზრით, აუტსაიდერობას არ იმსახურებენ
მახარაძე და მესხი უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს
[ლელოს სტუმარი] "შესაძლოა, იმიტომაც, რომ თავმდაბალი ვარ...."
ომარ თეთრაძე: საქართველოს პორტუგალიასთან გამარჯვების შანსი აქვს
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ანდაზები?
[სპეციალისტის აზრით] არ თამაშობენ კი არა, ვერ თამაშობენ!
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
ძოძუაშვილი: კარგი იქნება ნაკრებში ანჩელოტი, ისე კი ქართველს ვემხრობი
ექსპერიმენტი: მოდი, შევქმნათ საქართველოს ნაკრების იდეალური მწვრთნელი
ვინ თქვა, კახეთში ფეხბურთი არ უყვართო?! თელავში გუნდი ფეხბურთელებმა აღადგინეს
ვინ უერთდება ნაკრებს იდეალურად და პრობლემებით - "კვარას" ამბავი
საქართველოში 20 ახალი სარაგბო და საფეხბურთო მოედანი აშენდება
მანუჩარ მაჩაიძე: დიდ გუნდებშიც ასეა, მწვრთნელი პედაგოგი უნდა იყოს...
ᕚᓔᕕᓐᓜ ᓜᓝᓓᓘᓐ: "ᕓᕘᓜᕐᕛᓝᕓᓐᓜ" ᓮᓣᓠᕪᓘᓚᓐᓕᓐᓡ ᓒᕐᕛᓝ ᓬᓐᓛᓝᓕᓔᓓᕘᕗ