36 წლის ქართველი სპეციალისტის მიერ გაწვრთნმა ტირასპოლის "შერიფის" 18-წლამდელთა გუნდმა შესაძლოა, იუნიორთა ლიგაზეც ითამაშოს
ტირასპოლის "შერიფის" 18-წლამდელთა გუნდი მოლდოვის ჩემპიონი გახდა. ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი შოთა მახარაძეა. 36 წლის სპეციალისტის გუნდმა 55 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ "დაჩიას" 3 ქულით გაასწრო.

მოლდოვა უეფას რეიტინგში 34-ე პოზიციაზეა. თუ წლის შედეგების მიხედვით, მოლდოვა უეფას რეიტინგში 32 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდება, ან "შერიფი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გააღწევს, ასეთ შემთხვევაში ტირასპოლელთა 18-წლამდელების გუნდი იუნიორების ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ითამაშებს. მოლდოველთა კიდევ ერთი შანსია, რომ ჯგუფურ ეტაპზე 32 საუკეთესოში მოხვდეს ორი ქვეყნის ისეთი გუნდი, რომელთა 19-წლამდელებიც ქვეყნის ჩემპიონები გახდებიან...

შოთა მახარაძე სამწვრთნელო საქმეს გერმანიაში, ჰილდესჰაიმის სპორტულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში სწავლობდა და უეფას A-ლიცენზია მიიღო. პარალელურად, პირველი პრაქტიკა გერმანულ სამოყვარულო გუნდში მიიღო. სწავლის დამთავრებისთანავე საქართველოში დაბრუნდა და "ნორჩ დინამოში" ასაკობრივ ჯგუფებში იმუშავა, 2008 წელს კი პირველი ლიგის გუნდი ჩააბარეს.

2009 წელს ის ლატვიაში წავიდა, სადაც "დაუგავას" საფეხბურთო აკადემიის მთავარ მწვრთნელად მიიწვიეს და დუბლშემადგენლობის დამრიგებელიც იყო. 2011 წელს კი გორის "დილას" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა.

მესამე წელია, რაც ცნობილი სპეციალისტის, ლანჩხუთის "გურიას" დამრიგებელ თემურ მახარაძის ვაჟი მოლდოვურ კლუბში საქმიანობს. მახარაძე "შერიფის" ანალიტიკური ჯგუფის წევრი გახლდათ, ახლა კი 18-წლამდელების მთავარი და დუბლშემადგენლობის მწვრთნელის ასისტენტია. ამჟამად, მახარაძე PRO-კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიის მსმენელია.

"ბევრჯერ მიფიქრია, რომ საქართველოში დავბრუნებულიყავი. მაგრამ წინადადებებიც არ ყოფილა. მეორეცაა - "შერიფში" ყველაფერი ისეთი დალაგებული და აწყობილია, იქაურობის მიტოვება ძალიან ძნელია. გასაგებია, რომ გუნდს დიდი ტრადიციები არ გააჩნია. მაგრამ ასე იყო ისლანდიაც, სადაც ფეხბურთი ისე განავითარეს, რომ უკვე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც თამაშობენ", - ამბობს მახარაძე.

მან ქართული ფეხბურთის პრობლემებზეც ილაპარაკა:

"ჩვენი კლუბი თბილისის "დინამოსთან" თანამშრომლობს და ისედაც, ჩვენი ასაკობრივი ნაკრებებისა და გუნდების გამოსვლებსაც, შეძლებისდაგვარად, თვალს ვადევნებ.

თვალშისაცემია, რომ ძალიან დიდი რესურსი გაგვაჩნია. მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ინდივიდუალურ დისციპლინაში მოვიკოჭლებთ და ეს ქართული ფეხბურთის უდიდეს ნაკლად იქცა. ასეთი მინუსით ევროპულ ფეხბურთში არავის გააკარებენ. არადა, ამის გამოსწორება შესაძლებელია და სასურველია, რომ ეს პოტენციალი უკვალოდ არ გაქრეს".

მახარაძე ტირასპოლელთა ქართველ გენერალურ დირექტორზე, ვაჟა თარხნიშვილზეც გველაპარაკა:

"ყველა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ვაჟა ამ თანამდებობაზე დაინიშნა, გუნდში ბევრი სიახლე დანერგა. მომავალ წელს "შერიფს" დაარსებიდან 20 წელი უსრულდება და მას კლუბის ახალ საფეხურზე აყვანის იმედს უკავშირებენ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩამ დაბრუნება ლამაზი გოლით აღნიშნა - პსჟ-მ "მარსელი" გაანადგურა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
რუსულად საუბრის გამო დაისაჯა - "კარპატის" უკრაინელ მცველს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
მოლდოვური მედია: ჩაწყობილი თამაშების ორგანიზატორები შესაძლოა, ძმები ხორგუაშვილები იყვნენ
თარხნიშვილს რევიშვილზე გული დასწყდა: გაცილებით მეტს იმსახურებდა!
სფფ-ის განცხადება თემურ მახარაძის გარდაცვალების გამო
გურია-შუქურა 0:0 - ქართველს დაარტყმევინეთ, ქართველს!
ჩვენ და ბერძნები: იქნებ ახლა მაინც გატყდეს ნავსი!..
რანაირად?! - "შერიფის" ფეხბურთელი: "საბურთალოზე" უკეთესი გუნდი ვართ
"შერიფის" ქართველი დირექტორი: ჩეფერინს ვუთხარი, რომ "რეალს" უპრობლემოდ დავამარცხებდით
შარშანწინ "საბურთალოსთან" წავაგეთ, სწორი დასკვნები გავაკეთეთ და...- ინტერვიუ "შერიფის" ქართველ ლეგენდასთან
ვალტერ ხორგუაშვილი: გარიგებულ მატჩებთან არაფერი მაკავშირებს
ვაჟა თარხნიშვილი: ლამაზი სიტყვების ნაცვლად, საქმის კეთების დროა
შოთა მახარაძე: თუ ვინმეს კაცი არ ხარ, საქართველოში არავინ გამუშავებს
სოჭელების, ვალიკოსა და ჯიჯის ამბები - უცნობი ქართველები უეფას იუნიორთა ლიგაზე
ქართველი მწვრთნელი უცხოეთში: მახარაძე, მახარაძის დარად
მატჩის კატასტროფული დებიუტის შემდეგ "საბურთალომ" "შერიფის" ბარიერის გადალახვა მოახერხა [VIDEO]
ვაჟა თარხნიშვილი ტირასპოლის "შერიფის" გენერალურ დირექტორად დაინიშნა
გიორგი გაბედავა: ვერ ვხვდები, როგორ გავუშვით 3 გოლი პირველ 10 წუთში
გიორგი ჭიაბრიშვილი: გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი
უმაღლესი ლიგა. თეთრი ჯგუფი. II ტურის წინ: შეუთამაშებლობა და მაღალი ტემპერატურა
ქართველი მწვრთნელები უცხოეთში - რატომ არ ვიყენებთ რესურსს?
საქართველოს თასი. 1/4 ფინალის წინ: ოთხი სათასო დერბი
პანიკა და სტიქიური ფეხბურთი - შოთა მახარაძე რუმინულ მარცხს აანალიზებს
შოთა მახარაძე უკვე ნაკრებში - ქართველ მწვრთნელს მოლდოვაში წარმატებული საქმიანობა დაუფასეს
კიუიტის ამაზრზენი განცხადება - დირკი "კონკიას" წარმატებამ გააღიზიანა