მცირე ნაწილი იმ ქართველებისა, რომლებიც უცხოეთში თამაშობენ და არავინ უწყის, ხვალ რომელი მათგანი აალაპარაკებს საფეხბურთო სამყაროს
უეფას იუნიორთა ლიგა გახურდა და მალე საგაზაფხულო ეტაპის მონაწილეები გამოვლინდებიან. შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამოს" 19-წლამდელები 29 სექტემბერს, "დინამო არენაზე", ყაზახურ "ქაირათთან" 0:3 დამარცხდნენ და რევანშის აღებას 19 ოქტომბერს, ალმათიში ეცდებიან. ამ წყვილის გამარჯვებული 2 და 23 ნოემბერს "ზალცბურგი"-"ვარდარს" შორის საუკეთესოს შეხვდება.

ტურნირზე ქართველებთან დაკავშირებული კიდევ ერთი გუნდი მონაწილეობს - ტირასპოლის "შერიფი", რომელსაც ახალგაზრდა სპეციალისტი შოთა მახარაძე ავარჯიშებს. მაგრამ თბილისელების არ იყოს, მოლდოვის 19-წლამდელთა ჩემპიონის საკითხიც მძიმედაა, რადგან პირველ ტურში რუმინულ "ვიტორულთან" 1:4 დამარცხდა.

შემდეგ წრეში გასვლის კარგი შანსი აქვს ჰაიფას "მაკაბის", რომელმაც პირველ შეხვედრაში სოლიგორსკის (ბელარუსი) "შახტიორი" 5:0 დაამარცხა და საპასუხო მატჩს დამშვიდებული ელოდება. ჰაიფელთა განაცხადში 27-ე ნომრით 17 წლის ჯიჯი დარასელია მოხვდა. ის ცნობილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, გიორგი დარასელიას ვაჟია.

ჯიჯი ისრაელში დაიბადა და გაიზარდა, ისრაელის მოქალაქე და ამ ქვეყნის 17-წლამდელთა ნაკრების წევრია. ამ გუნდის სახელით მან 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდშიც ითამაშა, თან ექვსივე მატჩი - შეუცვლელად. სოლიგორსკელებთან ის განაცხადში იყო, თუმცა არ უთამაშია.

ფაქტობრივად, შემდეგ ეტაპზეა გასული მოსკოვის "დინამოც", რომლის განაცხადში 16 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ჭელიძე მოხვდა. ის რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრების წევრია და სექტემბერში გამართულ შესარჩევ ციკლში ორჯერ ითამაშა - ერთხელ შეცვლაზე, ერთხელაც - ძირითადში და ელიტრაუნდში გავიდა. გიორგი მოსკოველთა სატურნირო განაცხადში 35-ე ნომრითაა, მაგრამ აზერბაიჯანელებთან სამატჩო ოქმში ვერ მოხვდა.

მოგეხსენებათ, იუნიორების ჩემპიონთა ლიგაში გუნდები ორი გზით ხვდებიან: ნაწილი პლეიოფებით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასულთა 19-წლამდელები კი დიდების ანალოგიურ ჯგუფებში ნაწილდებიან.

ასე მაგალითად, მოსკოვის ცსკა E ჯგუფში "მონაკოსთან", "ლევერკუზენსა" და "ტოტენჰემთან" ერთადაა. ჭაბუკმა არმიელებმა გერმანელებთან 1:2 წააგეს, ინგლისელებთან 3:2 იმარჯვეს, დღეს კი "მონაკოს" მასპინძლობენ. მათ განაცხადში ქართველების აღლუმია - ნიკიტა მასხარაშვილი, ვლადიმირ (ვალიკო) კობახიძე და დათო კვატანია.

17 წლის მასხარაშვილი ნახევარმცველია და "ლევერკუზენთან" მოედანზე 73-ე წუთზე გამოჩნდა, "ტოტენჰემთან" კი განაცხადში არ იყო. 2014 წელს ის რუსეთის 15-წლამდელთა ნაკრების წევრი გახლდათ და უნგრეთთან ორ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა კიდეც. ახლახან, ნიკიტა 18-წლამდელების სიაშიც მოხვდა, მაგრამ რუსეთის ნაკრებში საფრანგეთის საერთაშორისო ტურნირზე არ ათამაშეს.

კვატანია და კობახიძეც 17-17 წლისანი არიან და ორივე ნახევარმცველია. ისინი ჯერ მხოლოდ ცსკა-ს სატურნირო განაცხადში მოხვდნენ.

კობახიძე სოჭელია და საფეხბურთო სკოლა "მონოლითის" გაზრდილია, სკოლის მთავარი მწვრთნელი კი მამამისი, ივანე კობახიძე გახლავთ. იყო რუსეთის 15-წლამდელთა ნაკრების წევრი, 2015 წელს იტალიის საერთაშორისო ტურნირზე არმიელთა რიგებში ითამაშა, გაიმარჯვა და საუკეთესო ცენტრალური ნახევარცველის პრიზიც მიიღო.

მისი ბავშვობის მეგობარია კვიტანია, რომელიც ასევე სოჭელია და კობახიძესთან ერთად "მონოლითში" იზრდებოდა.

ეს მცირე ნაწილია იმ ქართველებისა, რომლებიც უცხოეთში თამაშობენ. არავინ უწყის, ხვალ რომელი მათგანი დაწინაურდება და აალაპარაკებს საფეხბურთო სამყაროს. ჩვენი ვალი კი მათთვის ყურადღების მიქცევაა. მართლაც და, ვინ იცის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

georgian
მერაბ ჯიგარი ხარ. მსგავს თემებზე რომ მუშაობ და აძლევ ინფორმაციას ფედერაციას, ნაკრების მწვრთნელებს. საინტერესო სტატია იყო,მადლობა ავტორს. იმედია დაინტერესდებიან შესაბამისი პირები ამ ფეხბურთელების არსებობით.
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
განელი შამანი: მთლად გულის სიღრმეში ძლიერ მიყვარს პუტინი - რუსეთისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნისათვის ყველაფერს გავაკეთებ
"ამ ზაფხულს კვარაცხელიას ეს შესაძლო ტრანსფერი შოკისმომგვრელი იქნება და ევროპას შეარყევს" - El Nacional ხვიჩას შესახებ
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ტორპედომ" ფრანგ შემტევს კონტრაქტი გაუფორმა
ქვილითაიამ კონტრაქტი გერმანულ კლუბთან გააფორმა
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
კაბო-ვერდეს კაპიტანი სექსუალური მანიაკია? - დაზარალებულის მტკიცებით, ის მას ახრჩობდა, კბენდა და გააუპატიურა
მოსტოვოი: პსჟ-მ ბატრაკოვს ხელი დაუქნია - რუსეთში შეუძლია მეტი გამოიმუშაოს
მნიშვნელოვნად შეცვლილი შეტევითი ხაზი - მომდევნო სეზონისთვის პსჟ-ში დიდი ცვლილებებია
მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა
უარი "ლივერპულს" - მუნდიალის ერთ-ერთმა აღმოჩენამ პსჟ აირჩია
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
თარხნიშვილს რევიშვილზე გული დასწყდა: გაცილებით მეტს იმსახურებდა!
წიტაიშვილმა მილანის "ინტერს" გაუტანა - ქართველები უეფას ახალგაზრდულ ლიგაში [VIDEO]
გიორგი ჭელიძემ "სამგურალი" დატოვა
გიორგი დარასელია - სამუშაოდ "ეგრისში", სასწავლებლად "ბარსელონაში"
"სამგურალმა" "ზენიტის" შემტევი დაიმატა
გაიცანით სერია A-ს ქართველი ახალწვეული - ინტერვიუ გიორგი კვერნაძესთან [VIDEO]
რევაზ ძოძუაშვილი ტყიბულის "მეშახტეში" იმუშავებს
"საბურთალო" "ბროდარაცს" "მიხეილ მესხზე" უმასპინძლებს
შოთა მახარაძე: თუ ვინმეს კაცი არ ხარ, საქართველოში არავინ გამუშავებს
ეროვნული ლიგა 2: სატურნირო ინტრიგა აქაც აქტუალურია
გიორგი დარასელიას ვაჟი, ჯიჯი ისრაელის 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშობს
ქართველი მწვრთნელი უცხოეთში: მახარაძე, მახარაძის დარად
ქართველი მწვრთნელები უცხოეთში - რატომ არ ვიყენებთ რესურსს?
რევაზ გოცირიძე: "საბურთალო" ფრეზე არ ითამაშებს
U19. საბურთალო VS ბროდარაცი - "მიხეილ მესხზე" ფეხბურთი გვიხმობს!
შოთა მახარაძე: "შერიფში" ყველაფერი ისეა აწყობილია, იქაურობის მიტოვება ძალიან ძნელია
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
პანიკა და სტიქიური ფეხბურთი - შოთა მახარაძე რუმინულ მარცხს აანალიზებს
"საბურთალო" ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგას გმირულად დაემშვიდობა
რევაზ გოცირიძე: შეტევაზე ვიყავით ორიენტირებული, მაგრამ არ გაგვიმართლა
"ბროდარაცის" მწვრთნელი: რთული გადასატანია რაც მოხდა "საბურთალოსთვის", მაგრამ ეს ფეხბურთია