ოლსტერელთა ისტორიული დღე ლიონში
* ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების 64 წლის ფანი გულის შეტევით ტრიბუნაზე გარდაიცვალა.

* გარეთ მაკოლიმ ჩრდილოეთ ირლანდიის ისტორიული, ევროპის ჩემპიონატებზე პირველი გოლი გაიტანა.

* ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები უკრაინას მეხუთედ შეხვდა და პირველად მოუგო.

* მატჩი სეტყვის გამო რამდენიმე წუთით შეწყდა.

* ნილ მაკგინი გახდა მე-9 ფეხბურთელი ევრო 2016-ზე, ვინც შეცვლაზე შევიდა და გოლი გაიტანა.

ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე კიდევ ერთი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა: ჩრდილოეთ ირლანდიასთან შეხვედრაში ფავორიტად უკრაინა იყო მიჩნეული, მაგრამ გამარჯვება ბრიტანელებს დარჩათ. აღსანიშნავია, რომ მატჩი საშინელ კლიმატურ პირობებში წარიმართა - თავსხმა წვიმა სეტყვამ შეცვალა, რის გამოც მსაჯს 5 წუთით თამაშის შეწყვეტაც კი მოუხდა.

ბუნებრივია, რომ ასეთ ამინდში ფეხბურთელებს გაუჭირდათ შესაძლებლობების დემონსტრირება და სანახაობრივი თვალსაზრისით, ტურნირზე ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეხვედრა ვიხილეთ. მოკლედ, მატჩი ბრიტანულ ამინდში ჩატარდა და შესაძლოა, ეს წაეხმარა კიდეც ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდს.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები

ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებმა ფრთხილი სტრატეგია აირჩია და მეტოქეს 4-5-1 სქემა დაუპირისპირა. ბრიტანელებმა პერსონალური მეურვეობა დაუწესეს უკრაინის ნაკრების წამყვან ფეხბურთელებს, თავისუფალი ზონები საგულდაგულოდ გადაკეტეს და კონტრშეტევებზე ცდილობდნენ ხეირის ნახვას. სტატისტიკური მონაცემებიდან ნათლად ჩანს, რომ ტერიტორიულ უპირატესობას უკრაინელები ფლობდნენ, მაგრამ ეს უპირატესობა სათამაშოში ვერაფრით გადაზარდეს.

თვითონ უკრაინა 4-2-3-1 ტაქტიკით გაისარჯა - შეტევის წინა ხაზზე სელეზნიოვი მოქმედებდა, სიღრმიდან კი მას კონოპლიანკა, კოვალენკო და იარმოლენკო ეხმარებოდნენ. საინტერესო და სახიფათო კვარტეტია, მაგრამ ამ კონკრეტულ შეხვედრაში, პრაქტიკულად, არაფერი გამოუვიდათ. უკრაინელთა მწვრთნელმა ცვლილებებით სცადა თამაშის გადარჩენა და შეტევა გააძლიერა, მაგრამ წახდენილ საქმეს აღარაფერი ეშველა.

გოლები

0:1 - მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ჩრდილოირლანდიელებმა ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს, საჯარიმოში ბურთის ჩაკიდვას კი გარეთ მაკოლის ზუსტი თავური მოჰყვა. გოლი წმინდა ბრიტანულ სტილში გავიდა და საკმაოდ ეფექტური გამოვიდა.

0:2 - უკვე არაერთ შეხვედრაში მოხდა, როდესაც ანგარიშის გასათანაბრებლად დიდი ძალებით წინ წასულმა გუნდმა კონტრშეტევა მიიღო და ბოლო წუთებზე მეორე გოლი გაუშვა. ასე მოუვიდა ბელგიას, ავსტრიას და აგერ, უკრაინასაც. მსაჯის მიერ კომპენსირებული მეექვსე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ნილ მაკგინი მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს დაუხვდა და კარში შეაგდო.

იხილეთ ვიდეო

მატჩის შემდეგ

მიხაილ ფომენკო (უკრაინა): "ბურთს, ძირითადად, ჩვენ ვფლობდით და ძალიან გვსურდა სამი ქულის მოპოვება, მაგრამ სამწუხაროდ, დავმარცხდით. წარუმატებლობას ბევრი მიზეზი აქვს, მთავარი კი ის გახლავთ, რომ ერთი მხრივ, დავაკელით მონდომება და მეორე მხრივ, გუნდურ თამაშში გვქონდა პრობლემები. მარცხი ჩვენი ბრალია, ჩრდილოეთ ირლანდიამ კი ითამაშა ის ფეხბურთი, რასაც ველოდით. ბრიტანელებმა შესარჩევ ეტაპზე 16 გოლი შეაგდეს და აქედან 9 სტანდარტულს მოჰყვა. აქაც გოლი ჯარიმიდან გაგვიტანეს, ჩვენ კი თავი ვერ დავიცავით".

მატჩის გმირი

ჩრდილოეთ ირლანდიამ გუნდური თამაშით სძლია მეტოქეს და ერთი კონკრეტული ფეხბურთელის გამორჩევა არაა იოლი საქმე. თუმცა, გარეთ მაკოლის გამორჩევა მაინც შეიძლება, რომელიც დაცვის ცენტრში თამაშობდა და უშუალო მოვალეობას თავი იდეალურად გაართვა. მაკოლიმ არაერთხელ გამოიტანა ბურთი სახიფათო ზონიდან და ყველა საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო. ერთ-ერთ ასეთ ორთაბრძოლას უკრაინელთა კარში გოლი მოჰყვა და შესაბამისად, ეს ფეხბურთელი იმსახურებს საუკეთესოდ აღიარებას.

მსაჯი

მატჩს ჩეხი არბიტრების ბრიგადა ემსახურებოდა, მთავარი მსაჯი კი პაველ კრალოვეცი გახლდათ. რთული მისია დაეკისრა, რადგან თითქმის მთელი თამაში თავსხმა წვიმაში წარიმართა, ერთი ხანობა კი სწორედ მისი გადაწყვეტილებით, თამაში შეჩერებული იყო. მთლიანობაში, არბიტრმა კარგად გაართვა დაკისრებულ მოვალეობას თავი და მისი მისამართით სასაყვედურო და მოსადავებელი ნამდვილად არაფერია...

ანალიზი

ჩრდილოირლანდიელებმა წმინდა ბრიტანული ფეხბურთი ითამაშეს და გოლიც შესაბამისი გაიტანეს. იბრძოდნენ მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე და ერჩივნათ, რომ ბურთი მუდამ ჰაერში ყოფილიყო. უფრო კარგად აუღეს ალღო წვიმიან ამინდს და ამაში გასაკვირი არაფერია. იარმოლენკოს და კონოპლიანკას სველ მინდორზე უჭირდათ ტექნიკური არსენალის დემონსტრირება, საჰაერო ორთაბრძოლები კი მათი ძლიერი მხარე არაა.

თუმცა, კლიმატური პირობებით უკრაინელთა გამართლება არაფრით არ შეიძლება. მიხაილ ფომენკომ და მისმა შეგირდებმა აშკარად გააწბილეს გულშემატკივარი. თუ გერმანიასთან მარცხი საპატიო იყო, ჩრდილოეთ ირლანდიასთან უქულოდ დარჩენას არავინ ელოდა. უკრაინელები უტევდნენ სწორხაზოვნად და შესაბამისად, მათ იერიშებს ირლანდიელები იოლად უმკლავდებოდნენ. რაც ყველაზე უცნაურია, უკრაინელებს თითქოს, აკლდათ ბრძოლისუნარიანობა და ის თავდადება, რაც ასეთი რანგის ტურნირებზე წარმატების მისაღწევად, უბრალოდ, აუცილებელია.

ვის-ვის და, უკრაინელ ფეხბურთელებს დღეს საკმარისზე მეტი საბაბი აქვთ იმისთვის, რომ მოედანზე თავი დადონ და სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლონ. ფომენკოს შეგირდების თამაშში ეს თავდადება არ ჩანდა - რაღაც ძალიან იოლად წააგეს უკრაინელებმა მეორე მატჩიც და დიდი ნაბიჯი გადადგეს ჯგუფში ჩასარჩენად.

დასკვნა

როგორც ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა უკრაინულმა პორტალმა, football.ua-მ აღნიშნა, უკრაინამ ჩრდილოეთ ირლანდიასთან უგულო თამაშით, პრაქტიკულად, უბრძოლველად წააგო. მართლაც ასეა - მოიგო იმან, ვისაც უფრო მეტად უნდოდა მოგება. მოიგო ჩრდილოეთ ირლანდიამ, რომელიც გერმანიასთან ჭიდილში შეეცდება მერვედფინალში გასვლას...

whoscored.com-ის ტოპ-5

გარეთ მაკოლი ჩ. ირ. 8,3

მაიკლ მაკგოვერნი ჩ. ირ. 7,7

ოლივერ ნორვუდი ჩ. ირ. 7,6

ჯონი ევანსი ჩ. ირ. 7,5

ნილ მაკგინი ჩ. ირ. 7,2

16 ივნისი. ლიონი. "სტად დე ლიონი"

უკრაინა-ჩრდ. ირლანდია 0:2

გოლები: 0:1 მაკოლი (49. ნორვუდი), 0:2 მაკგინი (96)

უკრაინა (4-2-3-1): პიატოვი - ფედეცკი, ხაჩერიდი, რაკიცკი, შევჩუკი - სტეპანენკო, სიდორჩუკი (76. გარმაში) - კონოპლიანკა, კოვალენკო (83. ზინჩენკო), იარმოლენკო - სელეზნიოვი (72. ზოზულია)

ჩრდ. ირლანდია (4-5-1): მაკგოვერნი - ჰაგესი, კეტკარტი, მაკოლი, ჯ. ევანსი - უორდი (69. მაკგინი), კ. ევანსი (90. მაკნეირი), დევისი, ნორვუდი, დალასი - ვაშინგტონი (84. მაგენისი)

გაფრთხილება: სიდორჩუკი, სელეზნიოვი - ჯ. ევანსი, დალასი, ვარდი

კუთხური: 2-3; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 13-11 (5-7); ბურთის ფლობა: 65%-35%.

მაყურებელი: 51 043

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
უკრაინაში ტური გადაიდო, ფომენკომ კი სანაკრებო სია ჩამოწერა
უკრაინის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ანდრეი შევჩენკო დაინიშნა
პლეი-ოფში გასვლისთვის უკრაინას პრემიალური გაუორმაგეს
ვიქტორ ხლუსი: ქართველებისთვის მთავარი ქვეყნის ღირსებაა - საქართველო მათთვის წმინდათაწმინდაა
ვიქტორ ხლუსი: ასე ეხმარებოდა "გურია" თბილისის "დინამოს"...
უკრაინელი ექსპერტი: რა უნდა ვაკეთოთ ელიტურ დივიზიონში?
ალბანეთი
უკრაინამ ალბანეთს მოუგო და A დივიზიონში გადასავლელად იბრძოლებს
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
"ალბანელები ცდილობდნენ წყობილებიდან გამოვეყვანეთ" - უკრაინის ნაკრების მწვრთნელი
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი შესაძლოა ანდრეი შევჩენკო გახდეს
დიდია თუ პატარა ცხადაძის ხელფასი სხვა მწვრთნელების ანაზღაურებასთან შედარებით
საიუბილეო "სიტი": ბონის პირველი, პელეგრინის მეასე, "სიტის" მეათასე
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
Football.ua: საქართველო-უკრაინა 1:1 დასრულდება
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს