ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ყოველგვარი პროგრესულის მტერია შტამპი - ზურაბ სამხარაძე ბავშვთა კალათბურთზე

ყოველგვარი პროგრესულის მტერია შტამპი - ზურაბ სამხარაძე ბავშვთა კალათბურთზე

"თუ ოდესმე მოხერხდება ბავშვების კალათბურთში უფასოდ ვარჯიში, გაცილებით მაღალი შედეგები გვექნება"
ზაზა ფაჩულია, ვიქტორ სანიკიძე, მანუჩარ მარკოიშვილი, ბექა ბურჯანაძე... ეს იმ კალათბურთელების ჩამონათვალია, რომლებსაც

ზურაბ სამხარაძე წვრთნიდა, დღეს კი საქართველოს ნაკრების დამრტყმელ ძალას წარმოადგენს.

ბატონი ზურა, გარდა იმისა, რომ ბავშვებთან მუშაობით გამოირჩევა, კარგი ანალიტიკოსიცაა და ყოველთვის საინტერესოა მისი მოსაზრებების მოსმენა როგორც ბავშვთა კალათბურთზე, ასევე ეროვნულ ნაკრებსა და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე.

რა მდგომარეობაა ბავშვთა კალათბურთში? რამდენად სწორად მიმდინარეობს მუშაობა და იკარგება თუ არა ტალანტი? გვაქვს

საიმისო რესურსი, რომ ფაჩულია-მარკოიშვილის თაობა კარიერას რომ დაასრულებს, ღირსეულად შეცვალონ ახალგაზრდებმა?

პასუხებს ამ პუბლიკაციის ბოლომდე ჩაკითხვის შემდეგ მიიღებთ. მოვუსმინოთ ზურაბ სამხარაძეს.

რესურსი

მართალია, რესურსით რუსეთსა თუ ესპანეთს ვერ გავუტოლდებით, რადგან ჩვენზე გაცილებით მრავალრიცხოვანი ქვეყნებია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუნდაც ნაკრებისთვის 12 გამორჩეული ნიჭის მოთამაშის პოვნა არ შეიძლება.

საქართველოში საკალათბურთო რესურსი ყოველთვის უხვად იყო და დღესაც ასეა. საკითხავი ის არის, როგორ გამოვიყენებთ მას. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონებს უნდა მიექცეს. როგორ შეიძლება, გურულებმა კალათბურთი არ ითამაშონ? სამეგრელოში, ქვემო ქართლში და კიდევ სხვა რეგიონებში უამრავი ნიჭიერი მოზარდის პოვნა შეიძლება, მაგრამ ისინი ჯერ კალათბურთით უნდა დააინტერესო, შემდეგ სწორი მიმართულებით აღზარდო.

სელექცია

როგორ ავარჩიოთ ბავშვები? არის კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ, თუმცა არ შეიძლება ამა თუ იმ მოზარდზე ერთი შეხედვით მსჯელობა. გამოცდილი მწვრთნელისთვისაც კი რთულია წინასწარ განსაზღვრა, რამდენს მიაღწევს ესა თუ ის ბავშვი.

შეიძლება წლობით იმუშაო, გჯეროდეს, რომ მაღალი დონის პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის ყველა თვისება აქვს, მაგრამ ბოლოს აღმოაჩნდეს ერთი თვისება, რამაც ყველაფერი წყალში ჩაგიყაროს.

მაგალითად, არამდგრადი ხასიათი...

ხასიათი

ფიქრობთ, რომ გამოცდილმა მწვრთნელმა თავიდანვე უნდა განჭვრიტოს ხასიათის არამდგრადობა? ეს იოლი სულაც არ არის, რადგან 10-12 წლის ბავშვში ასეთ თვისებას რომ შეამჩნევთ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ასაკის მატებასთან ერთად არ დაბრძენდება. თუმცა, არის საპირისპირო მაგალითებიც.

პატარებში დიდი პროლემაა შებოჭილობა. ყოველგვარი კომპლექსის მოხსნასა და ბავშვის გახსნაზე მწვრთნელმა თავიდანვე უნდა იმუშაოს. თუმცა ხასიათი იშვიათად იცვლება. თუ პატარაობაში არ ათამაშდა თავისუფლად, რთულია მოთამაშის ზრდასრულ ასაკში გახსნა.

აზროვნება

აზროვნებასა და ინტელექტზე ლაპარაკი განცალკევებულად არ შეიძლება. მიმაჩნია, რომ ეს იგივე ნიჭიერებაა.

გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები თავიდანვე თვალში გეცემათ. ვიქტორ სანიკიძის ასაკში მყავდა ერთი ფიზიკურად ღონიერი ბავშვი, რომელსაც უჭირდა დამახსოვრება, თამაშისას რამდენ ჯარიმას იღებდა. ვიქტორი კი პატარაობაში არა მხოლოდ საკუთარ ფოლებს იმახსოვრებდა, მეტოქეების ჯარიმებსაც ითვლიდა და თანაგუნდელებს უძახდა - ვინც მე მიჭერს, ამდენი ჯარიმა აქვს, ბურთი მომეცით, შევუტევ და გავაგდებო...

სისწრაფე

აზროვნების სისწრაფესთან ერთად კალათბურთში დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ სისწრაფეს. ეს თანდაყოლილი თვისებაა, ბევრი მუშაობით გაუმჯობესება შეიძლება, მაგრამ გაორმაგება - არა.

რბენისას მნიშვნელოვანია რიტმის გრძნობა. თუ ეს გრძნობა ბავშვს საკმარისად აქვს, სისწრაფეც ექნება.

სიმაღლე

კალათბურთში რა როლს თამაშობს სიმაღლე, ყველას კარგად მოეხსენება. ვარაუდის დონეზე შეიძლება განისაზღვროს, რა სიმაღლისა გაიზრდება ესა თუ ის ბავშვი. ამისთვის უნდა იცნობდე მის გენეტიკას, მშობლებს, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა ფიქრობ, ბავშვი მაღალი გაიზრდება, საამისო გენები აქვს... თუმცა ასე არ მომხდარა.

საპირისპირო შემთხვევებიც ხშირია. მაგალითად, სერგო ათუაშვილი პატარაობაში გამორჩეულად მაღალი არ იყო, თუმცა შემდეგ სწრაფად აიყარა ტანი და ახლა 224 სმ სიმაღლისაა.

ისე არავინ გაიგოს, თითქოს, კალათბურთს მხოლოდ ორ მეტრს გადაცილებულები თამაშობენ. გამთამაშებლისთვის სულაც არ მიმაჩნია აუცილებლად 196 სმ სიმაღლისა იყოს. რაც უფრო მაღალია კალათბურთელი, მით უფრო კარგავს სისწრაფეს. უკანახაზელი სხარტი და სწრაფი უნდა იყოს.

სპეციალიზაცია

ქართული კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემაა ადრეული სპეციალიზაცია. ესეც სიმაღლესთანაა დაკავშირებული. მწვრთნელები პატარა გუნდებშიც დიდი გუნდების მოდელს ნერგავენ: შედარებით მაღალ ბავშვს ცენტრის პოზიციაზე აყენებენ, სწრაფებს ბურთს ათამაშებინებენ. საშუალოებს ფლანგებზე ამწესებენ...

ასე ხომ ბავშვი იშტამპება. შტამპი კი სპორტში კი არა, ცხოვრების ყველა სფეროში პროგრესის მტერია. ამერიკაშიც არ არიან კალათბურთელები დაყოფილი პოზიციების მიხედვით, თითოს რამდენიმე ამპლუაში შეუძლია თამაში და როგორ შეიძლება, ბავშვებს ვუთხრათ - შენ ცენტრი ხარ, შენ მძიმე ფორვარდიო.

შეიძლება გაჩნდეს შეკითხვა - თუ პატარა მძიმეა, ტანმაღალი, სწრაფად ვერ დარბის, ბურთს ვერ ატარებს, სხვა სად უნდა დადგეს, თუ არა ცენტრად? საქმეც ისაა, რომ არ უნდა დადგეს. გვაქვს გარანტია, რომ ის 205 სმ-ზე მაღალი გაიზრდება? ასე რომ არ მოხდეს, ის ბავშვი, ვისაც ცენტრობა უწევს, ზრდასრულ ასაკს რომ მიაღწევს, თუ ძალიან მაღალი არ გაიზარდა, კალათბურთისთვის გამოუსადეგარი იქნება.

ან, 210 სმ სიმაღლისაც რომ გახდეს, ბურთის ტარება რომ ეცოდინება, უფრო მეტი ფასი არ ექნება?

ზაზა ფაჩულიას პატარაობაში ბურთს ხშირად ვათამაშებინებდი, დღეს იგი იმიტომ ფასობს, რომ მოედანზე ყველაფერი შეუძლია, პასი, ბურთის ტარება, პირველი შეტევის წამოწყება...

კომბინაცია

დააკვირდით ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას, დააკვირდით საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას - გუნდები რამდენსვლიან კომბინაციებს ახორციელებენ და ასრულებენ კი კომბინაციებს? ძალიან იშვიათად.

ჩვენ კი ბავშვებს ვტვირთავთ კომბინაციებით. როცა მათ ბურთის ტარება არ იციან, სროლა არ იციან, როგორ შეიძლება, კომბინაციებზე ველაპარაკოთ?! ბავშვი ასეთ შემთხვევაში ჭადრაკის ფიგურას ემსგავსება, რომელსაც მწვრთნელი საითაც უნდა იქით გადადგამს.

ბავშვმა უნდა იაზროვნოს, თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

გეგმაზომიერად

ტრაგედიაა ცალხელა მოთამაშე. როდესაც კალათბურთელს მხოლოდ ერთი ხელი აქვს განვითარებული, ეს არასაკმარისი ყურადღების ბრალია. მწვრთნელმა არ უნდა დაუშვას, რომ მისი აღზრდილი მარცხენათი, ან თუ ცაციაა, მარჯვენათი ვერ თამაშობდეს.

ეს კი ინდივიდუალური მუშაობით მიიღწევა. ინდივიდუალური და გეგმაზომიერი მუშაობით. ერთ მწვრთნელს ვარჯიშზე ვეწვიე და ვკითხე, ახლა რაზე მუშაობ-მეთქი? ვვარჯიშობო, მიპასუხა. არადა, ერთ ბავშვს ერთი კომპონენტი აქვს გამოსასწორებელი, მეორეს - მეორე და ა.შ. ყველა ვარჯიში მიზანმიმართული უნდა იყოს.

თუ შეჯიბრება ახლოვდება, სხვა ტიპის ვარჯიშია საჭირო, თუ შუა სეზონია - სხვა ტიპისა, თუმცა ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე გეგმაზომიერად ვარჯიში მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს.

დაცვა

ქართველებს დაცვაში თამაში არ გვიყვარს, იქ ხომ არ ჩანს, რამდენ ქულას ჩააგდებ! არადა, დაცვა წარმატების მთავარი საწინდარია. პრობლემას რომ ჩავუღრმავდეთ, დაცვის სისტემასთან მივალთ.

ბავშვთა გუნდები ზონურ დაცვას თამაშობენ, რაც ხელს უშლის პატარის სწორად განვითარებას. ვერც თავად სწავლობს დაცვაში თამაშს და მეტოქესაც ხელს უშლის შეტევითი ინდივიდუალური თვისებების დახვეწაში.

15 წლამდე ბავშვებში აკრძალულია ზონაში თამაში. მე თუ მკითხავთ, სკოლის ასაკის მოზარდებში უნდა აიკრძალოს. მწვრთნელები ზონას მხოლოდ კონკრეტული თამაშის მოგებისთვის იყენებენ, მომავალზე ვინც ფიქრობს, ასე არ მოიქცევა.

ინფრასტრუქტურა

იყო პერიოდი, როცა დიდუბის მანეჟში პირობების არქონის გამო საწვრთნელი პროცესი არასათანადოდ მიმდინარეობდა. არადა, ამხელა კომპლექსის მოცდენა დიდი დანაკლისი იყო ქართული კალათბურთისთვის. იმხანად არც სხვა დარბაზებში იყო დალაგებული სიტუაცია და შედეგიც სახეზეა: ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა 4 კალათბურთელი მიიღო. იმათ ვგულისხმობ, რომლებიც ძირითად ბირთვში ჩაეწერნენ.

სადღეისოდ დარბაზების პრობლემა ნაკლებადაა, თუმცაღა კალათბურთით დაინტერესებული ბავშვების რაოდენობა ნელ-ნელა მატულობს. ახლა საჭიროა სათანადო კვალიფიკაცია.

კვალიფიკაცია

რადენიმე წლით ფიზკულტურის ინსტიტუტის ფუნქციონირების შეჩერებამ დიდი დაღი დაასვა მწვრთნელების მომზადების საქმეს. მოთამაშეები კალათბურთს თავს ანებებენ და უმალ მწვრთნელებად იქცევიან. არადა, ეს ის სპეციალობაა, საფუძვლიანი შესწავლა რომ სჭირდება. საბედნიეროდ, ეს ინსტიტუტიც ამოქმედდა და მწვრთნელთა ლიცენზირების პროცესიც დაიწყო.

საქართველოში უცხოელი მწვრთნელები ჩამოვიდნენ. ეს ერთი მხრივ ცუდი არ არის, მაგრამ ნამდვილად არ უნდა გვიყურონ ისე, თითქოს, ჯუნგლებში მოხვდნენ და ჩვენ არაფერი ვიცით. უცხოელები სხვადასხვა ასაკის ნაკრებების კალათბურთელებთან მუშაობენ. ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, თუ მწვრთნელების მომზადებაზე იმუშავებდნენ.

მასობრიობა

ბოლოს მაინც მასობრიობასთან მივდივართ. ზემოთ უკვე დავწერე, რომ რაოდენობით ესპანეთს ვერ გავუტოლდებით. სწორედ ამიტომაა აუცილებელი, რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რაშიც დიდი ხელისშემშლელი ფაქტორია გადასახადი.

თუ ოდესმე მოხერხდება ბავშვების კალათბურთში უფასოდ ვარჯიში, გაცილებით მაღალი შედეგები გვექნება. სულ თუ არ გაუქმდება, შემცირებაც დიდი შვება იქნება.

გადასახადი ბევრ მოზარდზე მოქმედებს უარყოფითად. ხშირია შემთხვევა, როცა მშობელი სწავლის საფასურის დროულად გადახდას ვერ ახერხებს, ბავშვი ვარჯიშებზე ვეღარ მოდის, ერიდება. მწვრთნელმა, რამდენიც უნდა მოინდომოს, ეს ყველაფერი მოზარდის ფსიქიკაზე მაინც უარყოფითად მოქმედებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• გიორგი კეკელია

მეც მახსოვს ეს ბიჭი:) განსაკუთრებული სიხარულით მახსენდება ერთად გატარებული ის წლები!

• ალეკო

მახსოვს მე ეგ ბავშვი :) მიყვარხართ და მენატრებით ყველა!!!

• gia

ნამდვილად ჭკვიანი და პროფესიონალია

• merabi

ჭკვიანი კაცია ეს კაცი მოუსმინეთ და შეისმინეთ.

ნიკა ბურჯანაძე Junior NBA-ს წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი

[VIDEO] გინახავთ ამ სიმაღლის კაცი, ფეხბურთს ასე თამაშობდეს? - ვემბანიამა კოსტა რიკაში ერთობა

“ა” ლიგის ქართლურ ფინალში რუსთავი და კასპის გრიფინი შეხვდებიან

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

[ექსკლუზივი] ზაზა ფაჩულია: იგორ კოკოშკოვის წასვლა არ გამიხარდება

"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს

მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოსთან" ერთად ევროლიგის მე-3 ადგილის მფლობელი გახდა

მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა

გოგას ახალი გამოწვევა - როგორი გუნდია "ორლანდო"? გაჰყვება ბითაძე ზაზას გზას?

[ინტერვიუ აკაკი დვალიშვილთან] ქართული სამზარეულო - ენერგიის წყარო

“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ

სუპერლიგა 2016/17. XIX ტური: ფავორიტური

სუპერლიგა 2016/17. XVII ტური: რუსთავური სამიანები და "დინამოს" გოლდენსტეიტური 33

თეა წულუკიანი ევრობასკეტისთვის მულტიფუნქციური სპორტული სასახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო

სუპერლიგა 2016/17. XVI ტური: გაქცევაც ამას ჰქვია!

TimeLine: სტაფილო ვჭამოთ თუ ვიხტუნოთ?

ბურჯანაძის "ლეიმა კორუნა" კონკურენტ "ბრეოგანთან" სტუმრად ბრძოლაში დამარცხდა

ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ

"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგის გუნდ "მონაკოში" ზვეზდან მიტროვიჩის ასისტენტი იქნება

ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ

ბურჯანაძის 9 ქულა, 7 მოხსნა და "ლეიმა კორუნას" საშინაო მარცხი "მანრესასთან"

ბექა ბურჯანაძის ლიდერობით "ლეიმა კორუნამ" "ბარსელონა" დაამარცხა და შანსი შეინარჩუნა

პირველი ტიტული მწვრთნელის რანგში - მარკოიშვილის "მონაკომ" საფრანგეთის თასი მოიგო

საქართველოს კალათბურთელთა "ბ" ნაკრები ჩინურ კლუბ "ლიონინგთან" დამარცხდა

"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]

ბურჯანაძისა და შერმადინის გუნდებმა ესპანეთის ჩემპიონატში საჭირო მოგებები გაიფორმეს

შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს

მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა

პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს

ვიქტორ სანიკიძე სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა

ვითა-ნიჟნი ნოვგოროდი 78:100 - პერიმეტრიდან წაგებული [VIDEO]

ბექა ბურჯანაძემ ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მე-200 მატჩი "გრანადასთან" ითამაშა

შენგელია "ვირტუსის" ოფიციალურ პრეზენტაციაზე: სანიკიძემ ჩემს გადაწყვეტილებაში საკუთარი წვლილი შეიტანა

ბურჯანაძის 6 ქულა და 7 მოხსნა მადრიდის "რეალთან"