ვეტერანი გერმანელი ფორვარდი დირკ ნოვიცკი უახლოეს ხანში ახალ კონტრაქტს გააფორმებს "დალას მავერიქსთან"
ვეტერანი გერმანელი ფორვარდი დირკ ნოვიცკი უახლოეს ხანში ახალ კონტრაქტს გააფორმებს "დალას მავერიქსთან". ხელშეკრულება ორწლიანია და ნოვიცკი ჯამში 40 მილიონ დოლარს გამომუშავებს.

შეგახსენებთ, რომ დირკი პირველი ივლისიდან თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავიდა, რათა ორ-სამ სეზონზე გათვლილი ახალი კონტრაქტისთვის ებრძოლა.

ტელეკომპანია ESPN-ის ინსაიდერის კრის ბრუსარდის ინფორმაციით, ლეგენდარული სნაიპერი რეი ალენი სათამაშო კარიერის განახლებას გეგმავს.

ალენის წარმომადგენლებს კონტაქტი ჰქონდათ "გოლდენ სტეიტთან", რომლებსაც სურთ ვეტერანთან ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმება. ასევე ალენით დაინტერესებულნი არიან - "კლივლენდი", "სან ანტონიო" და "კლიპერსი".

რეი ალენმა NBA-ში გამოსვლა 2014 წელს შეწყვიტა, მაგრამ კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად არ გამოუცხადებია. ეს კალათბურთელი NBA-ის ყველა დროის ლიდერია ზუსტი სამქულიანების რაოდენობით.

ევროპული ტრანსფერები ოკეანის გაღმა

"სან ანტონიოს" ფორვარდი ბორის დიაო ახალ სეზონს ახალ კლუბში დაიწყებს. ტეხასურმა კლუბმა 34 წლის ფრანგი ტრეიდით "იუტა ჯაზში" გაუშვა. "სპურსს" ეს გარიგება სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვისთვის და პაუ გასოლის გაფორმებისთვის დასჭირდა.

"სან ანტონიომ" დიაოს ნაცვლად 2015 წლის დრაფტის 42-ე ნომერი, გამთამაშებელი ოლივიე ჰენლანი მიიღო.

დიაო "სპურსში" 2012 წლიდან თამაშობდა და 2014 წელს ჩემპიონი გახდა. გასულ სეზონში ფრანგის სტატისტიკა 6.4 ქულა, 3.1 მოხსნა და 2.4 შედეგიანი პასი იყო.

"სან ანტონიოსთან" დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ ამ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს ლატვიელი დავის ბერტანსი. ეს კალათბურთელი 2011 წლის დრაფტზე მეორე რაუნდში (42-ე ნომერი) "ინდიანამ" აირჩია, თუმცა 23 წლის ბერტანსს ჯერ არ ჰქონია დებიუტი NBA-ში.

ევროპაში ლატვიელის ბოლო კლუბი ესპანური "ლაბორალ კუტჩა" იყო. შარშან, ევროლიგაზე ბერტანსის სტატისტიკა 7.9 ქულასა და 1.9 მოხსნას შეადგენდა.

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში კიდევ ერთი ლიტველი ლეგიონერი გამოჩნდება. "ნიუ იორკ ნიქსმა" ფორვარდ მინდაუგას კუზმინსკასთან ორწლიან კონტრაქტზე მიაღწია შეთანხმებას. კალათბურთელის ხელფასის შესახებ არაფერია ცნობილი.

ადრე კუზმინსკასმა მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა თურქულ "დარუშაფაკასთან". ამის გამო, "ნიქსს" თურქული კლუბისთვის გარკვეული კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ კუზმინსკასმა საკუთარი კანდიდატურა 2011 წლის დრაფტზე წამოაყენა, მაგრამ NBA-ის არც ერთმა კლუბმა არ მოისურვა მისი აყვანა.

გასული სეზონი ფორვარდმა ესპანეთის "უნიკახას" რიგებში გაატარა. ევროლიგის მატჩებში ლიტველის სტატისტიკა 12.0 ქულა და 3.4 მოხსნა იყო.

ესპანეთის ნაკრების მცველი რუდი ფერნანდესი, შესაძლოა, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დაბრუნდეს. 31 წლის კალათბურთელის გაფორმებით "ფილადელფიაა" დაინტერესებული. იტყობინებიან, რომ "სიქსერზი" მზად არის ესპანელს ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, რომლის მიხედვითაც ის 20 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

ფერნანდესი ჯერ კიდევ 2002 წელს აიყვანა დრაფტზე (24-ე ნომერი) "ფინიქსმა", თუმცა დებიუტი NBA-ში 2008 წელს ჰქონდა, როცა "პორტლენდის" მაისურა მოირგო. სამი წლის შემდეგ "დენვერში" გადავიდა, თუმცა ოკეანის გაღმა წარმატება არ ჰქონია და ევროპაში დაბრუნდა.

სულ NBA-ში ფერნანდესმა 249 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 9.1 ქულას, 2.4 მოხსნასა და 2.2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] გენიალური სტეფ კარის შოუ ნიკოლა იოკიჩის "დენვერ ნაგეთსთან"
[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
NBA: ᓠᓔᓘ ᓐᓚᓔᓜᓛᓐ "ᓙᓚᓘᓕᓚᓔᓜᓓᓘ" ᓒᓐᓓᓐᓬᓧᓕᓘᓢᓐ?
NBA: რეი ალენი წასვლას არ ჩქარობს
ოფიციალურად: რეი ალენი კალათბურთიდან წავიდა
14 წლის შემდეგ: დიაო ევროპაში დაბრუნდა
საფრანგეთმა რიოს შესარჩევში უნდა ითამაშოს
ბორის დიაომ "ინსტაგრამზე" ზაზა ფაჩულიას მამხილებელი ფოტო გამოაქვეყნა [PHOTO]
ᓢᓝᓜᓘ ᓞᓐᓠᓙᓔᓠᓘ ᓛᓡᓝᓤᓚᓘᓝᓡ ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓐᓢᓖᓔ ᓐᓠ ᓘᓗᓐᓛᓐᓨᓔᓑᓡ
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ლებრონმა რეი დაპატიჟა
39 წლის რეი ალენი ისევ აქტუალურია
რას ამბობენ და როგორ ხუმრობენ ამერიკაში ზაზა ფაჩულიას ინციდენტზე [VIDEO]
რეი ალენს კალათბურთიდან წასვლა ურჩევნია
NBA. ᓞ