ასოციაციის სხვა სიახლეები
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ორგზის ჩემპიონმა რეი ალენმა განაცხადა, რომ ჯერ არ აპირებს კარიერის დასრულებას. 40 წლის ვეტერანის ბოლო კლუბი "მაიამი ჰიტი" იყო, რომელიც 2014 წლის ზაფხულში, კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა. 2014-15 წლების სეზონი ალენმა გამოტოვა.

"დღემდე ამ თემაზე არ ვლაპარაკობდი. არ ვაპირებ ოფიციალურად კარიერის დასრულებას, - განაცხადა ალენმა. - ეს გადაწყვეტილება იმის გამო მივიღე, რომ თუ კონკრეტულ და ხელსაყრელ წინადადებას შემომთავაზებენ, მისი განხილვის შესაძლებლობა უნდა მქონდეს. არ მინდა იმ კალათბურთელებს დავემსგავსო, რომლებიც კარიერას ასრულებენ, მაგრამ შემდეგ ბრუნდებიან.

გასულ სეზონში NBA ძალიან არ მენატრებოდა. უბრალოდ, გავაცნობიერე - რამდენი დრო დამიხარჯავს, როცა შინ საკუთარ შვილებთან ერთად არ ვიყავი. თუმცა, რა თქმა უნდა, ვისურვებდი კიდევ ერთხელ ფინალურ სერიაში თამაშს. როცა "გოლდენ სტეიტისა" და "კლივლენდის" ფინალს ვუყურებდი, სწორედ მაშინ გამიელვა თავში: "შენ ახლა იქ უნდა იყო".

- "სან ანტონიო სპურსის" ფორვარდი ლამარკუს ოლდრიჯი ცალკე სახლს ააშენებს სპორტული ფეხსაცმელების შესანახად. კალათბურთელს 150 წყვილი ფეხსაცმლის შესანახი სხვა ადგილი არ გააჩნია.

"სავარაუდოდ, სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება. კარადაში დაახლოებით 100 წყვილი ფეხსაცმელი მაქვს, კიდევ 50 წყვილი, უბრალოდ, სახლშია მიმოფანტული. კოლექციის ნაწილი დავკარგე. სახლი ფეხსაცმელებისთვის ჩემი საცხოვრებლის უკან იქნება. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლექცია კარგად შეინახება", - განაცხადა Slam Online-თან კომენტარში ოლდრიჯმა, რომელმაც ივლისის დასაწყისში ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა "სან ანტონიოსთან".

- "ოკლაჰომა-სიტის" ვარსკვლავი კევინ დურანტი მოზარდებისთვის განკუთვნილი ცნობილი ამერიკული ჟურნალის Tiger Beat-ის თანამფლობელი გახდა. კალათბურთელი დაეხმარა ინვესტორთა ჯგუფს 2 მილიონი დოლარის შეგროვებაში, გამოისყიდა გამოცემა და ის გაკოტრებას გადაარჩინა.

Tiger Beat სპეციალიზდება არა ჭორებსა და ცნობილი ადამიანების ცხოვრებაზე, არამედ გათვლილია მოზარდი გოგონების აუდიტორიაზე.

- ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გუნდებმა 2015-16 წლების სეზონის კალენდრის წინასწარი ვერსია მიიღეს. ლიგის ხელმძღვანელობამ იზრუნა იმისთვის, რომ მინიმუმამდე შეემცირებინა ხუთდღიანი სერიები, რომლის დროსაც კლუბებს ოთხ-ოთხი მატჩის ჩატარება უწევთ.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ NBA-ში შეიძლება სეზონის ხანგრძლივობა გაზარდონ იმისთვის, რათა შეამცირონ ზედიზედ ჩატარებული მატჩების რაოდენობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ბრანსონის 30 ქულა - "ნიქსმა" სუპერფინალი მოგებით გახსნა
[VIDEO] მოქმედი ჩემპიონი დამარცხებულია - "სან ანტონიო სპურსი" NBA-ის სუპერფინალში ითამაშებს
[VIDEO] სუპერსერია მეშვიდე მატჩით დასრულდება - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა და
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ