რონალდოს ცრემლები: ჯერ ტკივილის, მერე სიხარულის და გმირი არსაიდან
* პორტუგალიის ნაკრებმა პირველად ისტორიაში მოიგო ევროპის ჩემპიონის ტიტული.

* პორტუგალიის ნაკრები 2017 წლის კონფედერაციათა თასზე ევროპის კონტინენტს წარადგენს.

* რენატო სანჩესი გახდა ევროპის ჩემპიონატის ფინალების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე - 18 წლისა და 326 დღის. მან კრიშტიანო რონალდოს რეკორდი (ევრო 2004) მოხსნა. ის გახდა ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულიც.

* პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალების ისტორიაში, 90 წუთში არ გავიდა გოლი.

* მეექვსედ მოხდა, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალი დამატებით დროში გადავიდა.

* ევრო 2016-ის ოქროს ბუცი ანტუან გრიზმანმა მიიღო (6 გოლი), ხოლო ვერცხლის ბუცი - კრიშტიანო რონალდომ მოიგო.

* ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი რენატო სანჩესი გახდა.

* ანტუან გრიზმანი გახდა მეორე ფეხბურთელი ვინც ერთ სეზონში წააგო ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ჩემპიონატების ფინალები, პირველი მიხაელ ბალაკი იყო 2008 წელს.

ესეც ევროპის ჩემპიონატის ნანატრი ფინალი. ფინალური წყვილის თაობაზე ყველას შეიძლება თავისი აზრი ჰქონდეს. ფაქტი ერთია: გადამწყვეტ თამაშში მონაწილეობის უფლება საფრანგეთისა და პორტუგალიის ნაკრებებმა მოიპოვეს.

თამაშის მნიშვნელობაზე საუბარი ზედმეტია. გამარჯვებული გუნდი ოთხი წლის განმავლობაში იბევებდა კონტინენტის უძლიერესი გუნდის ტიტულს. შეიძლება ითქვას, რომ გუშინ მთელ მსოფლიოში მისი უდიდებულესობა ფეხბურთი მეფოდა.

საბოლოოდ, ფინალი პორტუგალიამ მოიგო. ეს არის პირველი სანაკრებო ტიტული ამ ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში. . ის, რაც ვერ შეძლო ეუსებიოს, ან ფიგუს და რუი კოშტას თაობამ, შეძლო ამ გუნდმა.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები

წყვილში პირობითი მასპინძელი პორტუგალიის ნაკრები იყო. ჩვენც იმ წინასამატჩო მონახაზით დავიწყოთ, ან გუნდის დამრიგებელმა, ფერნანდუ სანტუშმა რომ აირჩია. გადამწყვეტი თამაშის წინ პორტუგალიელთა თავკაცმა ტაქტიკური სქემა შეცვალა. პორტუგალიელთა სათამაშო განლაგებამ 4-1-3-2 სახე მიიღო.

რატომ მოიქცა ასე პორტუგალიელთა დამრიგებელი? ჩვენი აზრით, მან შემთხვევით როდი დატვირთა მეტად მინდვრის ცენტრი. ჯანიანი საყრდენის, ვილიამ კარვალიოს ძირითად შემადგენლობაში გამოჩენით მან სცადა, მინდვრის ცენტრში შედარებით მაინც გაენეიტრალებია ფრანგთა უპირატესობა. ამასთან, პერსონალური მეურვე დაუწესა ანტუან გრიზმანს, ვისაც მინდვრის ცენტრში ჩამოსვლა და თავისუფალი სივრცის ათვისება უყვარს.

თუ გადავხედავთ საფრანგეთის ნაკრების მიერ ამ ჩემპიონატზე ჩატარებული მატჩების უმრავლესობას, "სამფეროვანთა" წარმატებული თამაშის გასაღები სწორედ მინდვრის ცენტრში მოპოვებული უპირატესობა იყო.

რა თქმა უნდა, ძირითადში ვიხილეთ კრიშტიანო რონალდო. 2004 წელს ევროპის პირველობაზე წაგებული ფინალის შემდეგ კრიშტიანოს მეორედ მიეცა შანსი, სატიტულო შეხვედრა მოეგო თავისი ქვეყნისათვის.

რაც შეეხება საფრანგეთს, აქ სიურპრიზი თითქმის საერთოდ არ იყო. დიდიე დეშამი ძველ, ნაცად გზას გაჰყვა. მან არც სათამაშო განლაგება შეცვალა და არც ძირითადი შემადგენლობა. კვლავ სასტარტოში გამოჩნდა უმტიტი, ვინც რამი შეცვალა ჯერ კიდევ წინა შეხვედრაში.

საინტერესოა, რომ ანტუან გრიზმანი ფესვებს დაუპირისპირდა - დედამისი პორტუგალიელია. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ვეჭვობთ, ამ შეხვედრაში ფრანგთა ბომბარდირს ამაზე ეფიქრა...

გოლი

1:0 - ედერმა ჟოაო მოუტინიოსგან მიიღო ბურთი. წინ წაიწია და უძლიერესი დარტყმით გაუტანა უგო ლორისს. შესაძლოა, ლორისს უნდა ეხსნა საფრანგეთი, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ედერმა თითქმის უნაკლოდ დაარტყა.

იხილეთ ვიდეო

მატჩის შემდეგ

დიდიე დეშამი (საფრანგეთი): "ჩვენ ერთად ვიგებთ და ერთად ვმარცხდებით. რა თქმა უნდა, დიდია უკმაყოფილება. ჩვენ დიდებული შანსი ვერ გამოვიყენეთ. როგორც წესი, ფინალები ჩაკეტილი გამოდის - ხოლმე.

ეს თამაშიც ასეთი იყო. ის შედგებოდა წვრილ-წვრილი ესპიზოდებისგან. მოწინააღმდეგემ თავისი შანსი გამოიყენა, ჩვენ კი ეს ვერ შევძელით. მაგალითად, ჟინიაკს არ გაუმართლა. ეს არ იყო ჩვენი უკანასკნელი შანსი, მოგვეგო ტიტული, მაგრამ ძალიან დიდი შანსი კი იყო."

ედერი (პორტუგალია): "კრიშტიანო რონალდომ დღეს მე მითხრა, რომ შევძლებდი გადამწყვეტი გოლის გატანას. ჩემი თანაგუნდელებისა და რონალდოს ასეთმა დამოკიდებულებამ განსაკუთრებული ძალა მომცა. ჩვენ ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ და ამ ტურნირის დაწყების შემდეგ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. პორტუგალიამ ამ დღეს დიდი ხნის განმავლობაში ელოდა. ჩვენი ოცნება ახდა".

ჟოზე მოურინიო: "თუ გინდათ, ევროპის ჩემპიონი ქვეყანა ნახოთ, ნახეთ პორტუგალია!"

ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი): "ეს ღამე ჩვენი არ იყო. გვქონდა შანსები, მაგრამ პორტუგალიელთა მეკარემ შესანიშნავად ითამაშა. ეს წარუმატებლობა მალე უნდა დავივიწყოთ და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისათვის მოვემზადოთ".

პეპე (პორტუგალია): "ჩვენ დღეს პორტუგალიის ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოები ჩავწერეთ. დიდებული შეგრძნებაა".

მატჩის გმირი

პორტუგალიის ნაკრების გოლკიპერი, რუი პატრისიო უბრალოდ შეუდარებელი იყო, მაგრამ მატჩის მთავარ გმირად მაინც ედერი უნდა შევრაცხოთ. ვინ იფიქრებდა, რომ ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ გოლს სწორედ ედერი გაიტანდა.

ის კი არა, ფერნანდუ სანტუში ბევრმა გააკრიტიკა კიდეც, ეს ფეხბურთელი ევროპის უმთავრეს საფეხბურთო ფორუმზე რომ წაიყვანა. ცნობისათვის, ედერმა ფეხი ვერ მოიკიდა "სუონსიში". ის ჯერ გაანათხოვრეს ფრანგულ "ლილში", მერე კი ამ გუნდმა ის გამოისყიდა და მომავალ სეზონს სწორედ ამ გუნდში დაიწყებს. ვნახოთ, შეხვდებიან თუ არა სტვენით მას ფრანგულ სტადიონებზე.

უეფამ ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად პეპე აღიარა, ვინც მართლაც დიდებული იყო დაცვაში.

მსაჯი

ფრიადი - ასე უნდა შევაფასოთ ინგლისელი არბიტრის, მარკ კლატენბურგის მსაჯობა. ეს მატჩი არ იყო ილად სამსაჯო, თუმცა ბრიტანელმა ყველა სირთულეს დამაჯერებლად გაართვა თავი. ყველა საორჭოფო ეპიზოდში კლატენბურგი ყოველგვარ ეჭვზე მაღლა დადგა.

ანალიზი

ნათქვამია, სიფრთხილეს თავი ყოველთვის არ სტკივაო, მაგრამ ეს ურყევი ჭეშმარიტება სულაც არ არის. საფრანგეთის ნაკრებმა ბოლომდე ვერ გარისკა და ამისათვის დაისაჯა. ფრანგებს უფრო შემტევი ფეხბურთი უნდა ეთამაშათ.

ფრანგთა თამაშის საილუსტრაციოდ ყველაზე კარგი ინდიკატორი პოლ პოგბას თამაშია. პოგბამ ძალიან უკნიდან ითამაშა. ის პრაქტიკულად არ ერთვებოდა შეტევებში. შეცდა დიდიე დეშამი, როცა დმიტრი პაიე ძალიან ადრე გაარიდა მინდორს.

რა თქმა უნდა, ძირითადი დროის ბოლოს არ გაუმართლა ჟინიაკს, მაგრამ ისიცაა, რომ ფეხმსუბუქ ფორტუნას ასე სჩვევია - ხან შენსკენაა, ხან კი - სხვისკენ.

პორტუგალიას კი საქებარი სიტყვები ეკუთვნის. ფერნანდუ სანტუშის გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ძირითად დროში მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო, მაგრამ დიდ ტურნირებს განსაკუთრებული ესთეტიკით ვერ მოიგებ.

პორტუგალიის ნაკრებს არაერთხელ უთამაშია ამაზე ლამაზად, მაგრამ არაფერი მოუგია. ვეჭვობთ, პორტუგალლიელთა ქომაგებს ეს გუნდი უფრო მეტად და უფრო უკეთ დაამახსოვრდებათ, ვიდრე ის, ძველი გუნდი.

ამ შეხვედრაში შესანიშნავი იყო პორტუგალიელთა თავკაცი, ფერნანდუ სანტუშმა ცვლილებები "ათიანში" გაარტყა. ერთმა სამარქაფომ, ჟოაო მოუტინიომ საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში, მეორემ, ედერმა კი გოლი შეაგდო.

გაამართლა ძირითად შემად შემადგენლობაში ვილიამ კარვალიოს დაყენებამ. ის მთელი მატჩის განმავლობაში არ მოშორებია ანტუან გრიზმანს და ის თითქმის მთლიანად გამორთო თამაშიდან.

არ დაგვავიწყდეს, რომ პორტუგალიამ თითქმის მთელი თამაში კრიშტიანო რონალდოს გარეშე ჩაატარა, ვინც ტრავმა მიიღო და ცრემლები ვერ შეიკავა. კრიშტიანომ ვერც თამაშის დასრულების შემდეგ შეიკავა ცრემლები. მაშინ, როცა თასი აღმართა. ეს უკვე სიხარულის ცრემლები იყო...

დასკვნა

პორტუგალია ევროპის ჩემპიონია. ეს უკვე მოხდა და ახლა იმის ძიება გვმართებს, რა იყო ამ ამბავში კანონზომიერი. მოკლედ და ცხელ გულზე მხოლოდ იმის დაწერა შეიძლება, რომ უმტკიცესი სათამაშო დისციპლინის დაცვით და შეცდომების მინიმუმამდე დაყვანით დიდი გამარჯვებების მოპოვება სავსებით შესაძლებელია.

პორტუგალიის ნაკრებმა ეს შეძლო. მართლაც გმირობაა, ამ რესურსით უდიდესი საფეხბურთო ფორუმის მოგება. ევროპას ახალი ჩემპიონი ჰყავს!

whoscored.com-ის ტოპ-5

რუი პატრისიო პორ. 8,7

მუსა სისოკო საფ. 8,2

რაფაელ გერეირო პორ. 7,9

ედერი პორ. 7,8

პეპე პორ. 7,5

10 ივლისი. პარიზი. "სტად დე ფრანსი".

პორტუგალია-საფრანგეთი 1:0 (დ. დ.)

გოლები: 1:0 ედერი (109. მოუტინიო)

პორტუგალია (4-1-3-2): რუი პატრისიო - სედრიკი, პეპე, ჟოზე ფონტე, გერეირო - ვილიამ კარვალიო - რენატო სანჩესი (79. ედერი), ადრიან სილვა (66. ჟოაო მოუტინიო), ჟოაო მარიო - ნანი, რონალდო (25. კვარეშმა)

საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი - სანია, კოსიელნი, უმტიტი, ევრა - პოგბა, მატუიდი - სისოკო (110. მარსიალი), გრიზმანი, პაიე (58. კომანი) - ჟირუ (78. ჟინიაკი)

გაფრთხილება:სედრიკი, ჟოაო მარიო, გერეირო, ვილიამ კარვალიო, ჟოზე ფონტე, რუი პატრისიო - უმტიტი, მატუიდი, კოსიელნი, პოგბა

კარში დარტყმა: 5 (3) -7 (7); კუთხური: 5-9; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 1-2; ბურთის ფლობა: 47%-53%

მაყურებელი: 75 868

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Yhu
Italia iyo yvelaze kai nakrrbi forumze. Portugalia da daberdzneti ori yvelaze anti chempionebi@!!! Portugalia wesit jgufshia charchenili ))))
პასუხი
სტადიონები გადატენილი იყო რა მაყურებელი დაკარგაო.ხოლო საქართველოს შედარება პორტუგალიასთან შეუძლებელია იმიტომ რომ მათ მსოფლიოში ერთ ერთი კაშკაშა ვარსკვლავი რონალდო ყავს.

თურმე ქეცბაია მართალი იყო როცა მის ხელთ არსებული "რესურსით" მაქსიმალური შედეგის მიღებას ცდილობდა "სვარკა" ფეხბურთით. და რომ არა ადგილობრივი მაფიოზებისა და ზოგ-ზოგი "ამბიციური" ვაიმოთამაშის ბუნტი იქნება და ის წაუგებელი სერია დროთა განმავლობაში ხარისხშიც გადაზრდილიყო, რაც ნაკლებ დამაჯერებელია იმ შემადგენლობით რაც მას ყავდა მაგრამ მაინც, ვინ იცის. პორტუგალია ერთადერთი გუნდი იყო ამ ჩემპიონატზე ვისაც გულით და სულით უნდოდა მოგება და მოიგო, ვისაც ეჭვი გეპარებათ ჩემს ნათქვამში უბრალოდ განვმარტავ. ყველა გუნდი თამაშობდა ისეთ ფეხბურთს როგორიც გამოსდიოდა, ანუ ყველა შეხვედრაში ისე როგორსაც მოწინააღმდეგე აძლევდა უფლებას, თუნდაც იგივე საფრანგეთი. შეადარეთ ისლანდიასთან და გერმანიასთან ან თუნდაც იგივე ალბანეთთან შეხვედრები. განსხვავებით პორტუგალიამ ყველა მეტოქე ათამაშა ისე როგორც მას სჭირდებოდა და აწყობდა, ამიტომაც გახდა ჩემპიონი და ამასთანავე ფიზიკურად უბრალოდ დააჩმორა ყველა მეტოქე. ეს ჩემპიონატი მოიგო ტაქტიკურმა ფეხბურთმა და გემოვნებაზე რომ ვთქვათ ყველას ლამაზი ფეხბურთი გვიყვარს მაგრამ ზოგჯერ შოკოლადიც არ არის მთლად ტკბილი და გემრიელი.
შევარდენი 1906
უეფას მიერ ცუდად დაგეგმილი ჩემპიონატი- 1.ჯგუფიდან უნდა გასულიყო ის ვისაც მეტი მოგება ჰქონდა,როგორც ეს ადრე იყო და არა ბურთების შეფარდებით-შედეგია ის რომ პორტუგალია გახდა ჩემპიონი მხოლოდ ერთი მოგებით ძირითად დროში. 2.ტრადიციული შეცდომა - ერთ ნახევარფინალისტს ჰქონდა ერთი დღით ნაკლები დასვენება ფინალამდე. ფინალი სულ სხვაა,აქ დაძაბულობა მეტია ვიდრე მეოთხედფინალში ან ნახევარფინალში. ...რატომაა რომ მაგალითად ხელბურთს ნაკლები მაყურებელი ჰყავს,იმიტომ რომ სანახაობრივი მხარე დაკარგა - ასე თუ გაგრძელდა ფეხბურთის ცქერისას ვეღარ მივიღებთ ესთეტიკურ ტკბობას,რაც შედეგთან ერთად ასევე სჭირდება ფეხბურთს...
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
ალეკო მართალია ...სათამაშო დისციპლინის დაცვით და შეცდომების მინიმუმამდე დაყვანით დიდი გამარჯვებების მოპოვება სავსებით შესაძლებელია. პორტუგალიის ნაკრებმა ეს შეძლო. მართლაც გმირობაა, ამ რესურსით უდიდესი საფეხბურთო ფორუმის მოგება... ჩვენი რესურსით როდის მივარწევთ წარმატებას?
Gio
ქებას იმსახურებს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი,ეს ტიტული მისი მოგებულია! საფრანგეთი:-)))))))) ჩემი აზრით გერმანია იყო ამ ჩემპიონატზე ყველაზე კარგი გუნდი რომელიც ფეხბურთს თამაშობდა და იმსახურებდა ჩემპიონობას!!!
მაგარი კაცების გუნდი "რეალი"
ბოღმისგან არ გასკდეთ.რითი იყო ცუდი მაგარი კაცი რონალდო რომ ჩემპიონი გახდა და ასევე მაგარი კაცი ბეილი ბრინჯაოს პრიზიორი? იქნებ მათ მიერ გატანილი ულამაზესი გოლები იყო ცუდი.
sake
ვულოცავ პორტუგალიის ფანებს.ჩემი აზრით რონალდოს (ნებისმიერი ფეხბურთელი ასეთ სიტუაციაში ცოდოა, მითუმეტეს ამ დონის ვარსკვლავი) შეცვლა წაადგა გუნდს იმ თვალსაზრისით,რომ კონცენტრაცია ერთ მოთამაშეზე აღარ კეთდებოდა და დავინახეთ თუ როგორ გაიშალა მოედნის ცენტრიდან შეტევები.დეშამი,როგორც მწვრთნელი ფინალში იყო 0-ი.
თბილისელი
ეს ის შემთხვევაა როცა მგონი ყველა ერთ აზრზეა და ყველა ერთად თანხმდება იმაზე, რომ სამარცხვინო და ალბათ ერთერთი (თუ ყველაზე არა) ცუდი ჩემპიონატი იყო ისტორიაში
guga
ზვიადი-ს. იქნებ გაგვარკვიო, თუ "ამისთანა" ფეხბურთი არ მოგწონს, "იმისთანა" ფეხბურთი როგორია? ანუ რომელი გუნდი თამაშობდა "იმისთანა" ფეხბურთს? ცნობისათვის, იტალია ისე გახდა მსოფლიო ჩემპიონი 1982 წელს, რომ ჯგუფში ერთი შეხვედრაც არ მოუგია და შენი გაგებით "ამისთანა" ფეხბურთს თამაშობდა. ერთიც მინდა დავამატო. გუშინ პორტუგალიელმა მწვრთნელმა, ნულზე დაამარცხა საფრანგეთის მწვრთნელი, რომელიც "ამისთანა" ფეხბურთს არ თამაშობდა. თუ გახსოვთ, როგორი ფეხბურთით გახდა საბერძნეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონი? "ამისთანა" ფეხბურთით ხომ არა? (სხვათა შორის პორტუგალია გაამარცხა საკუთარ კედლებში ფინალში). კარგით რა. ცოტა რეალურად იაზროვნეთ.
ზვიადი
საბერძნეთი რომ საბერძნეთია, ძირითად დროში მაინც იგებდა თამაშებს...
ზვიადი
ტფუი ამისთანა ფეხბურთს!
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
[ოთხშაბათის საკითხავი] როცა ფეხბურთს სჭირდება გმირი...
პორტუგალიის ნაკრები 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია! [VIDEO]
სპალეტის იტალიამ პარიზში საფრანგეთს მოუგო [VIDEO]
საფრანგეთი. ლიგა 1. VIII ტური: ორხელისუფლებიანობა
"საუკეთესო ფორმაში არ ვართ, მეტოქემ ჩვენი შეცდომებით ისარგებლა" - დეშამი იტალიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ
ედერი: რონალდომ მითხრა, გამარჯვების გოლი უნდა გაიტანოო
"მანჩესტერის" შვიდიანები, რომელთაც რონალდოს მემკვიდრეობა ვერ შეძლეს
საფრანგეთის ნაკრების ახალი მწვრთნელი სავარაუდოდ, ზიდანი გახდება
პოგბა აშშ-ში - ფრანგი ფეხბურთელის ახალი გუნდი ცნობილია
პოგბამ, რომელსაც დისკვალიფიკაცია შეუმცირეს, შესაძლოა, კარიერა სამშობლოში განაგრძოს
ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 5 ივლისი
პოგბამ ზამთარში "ზენიტში" გადასვლაზე უარი განაცხადა
პეპემ 41 წლის ასაკში ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ნაკრების თამაშის დროს, ღამის კლუბში ერთობოდა - დეშამს მბაპეს საქციელზე დაეკითხნენ
ტრანსფერ ONLINE: 13 ივლისის ტრანსფერები და ჭორები
"ეს შეუძლებელია, საშინელებაა, 12 წელიწადი ძალიან დიდი დროა" - ფრანგმა ჟურნალისტმა დეშამს მიმართა
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
"ზოგიერთი მწვრთნელი ამის გამო ნაკრებიდან ახლავე გაგიშვებდა" - საფრანგეთის ნაკრებში დებიუტანტ კვარაცხელიას თანაგუნდელ დუეს დეშამი ამის გამო გაუბრაზდა [VIDEO]
ლუიშ ნანი ლისაბონის "სპორტინგში" მესამედ დაბრუნდა
პოგბა ფეხბურთელის კარიერის დასრულებას განიხილავს
ქოჩორა და რონალდო ერთად? - ამის ალბათობა მაღალია
"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე
"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე
8 გოლი და ქამბექი, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდა - ესპანეთის ნაკრებმა ოლიმპიადის ფინალში საფრანგეთი დაამარცხა [VIDEO]
35 წლის ასაკში ლუიშ ნანი მორიგ გუნდში გადაბარგდა
"რომა": სპალეტის მოუტინიო შესთავაზეს
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
კრიშტიანო რონალდოს შვილი პორტუგალიის ნაკრებში გამოიძახეს
"დასვით სკამზე!" - პეტიმ რონალდო გააკრიტიკა
"ასეთი ფეხბურთელი სხვა არ მინახავს" - კარლო ანჩელოტი
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
საფრანგეთმა ბელგიას, იტალიამ კი ისრაელს მოუგო [VIDEO]
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
ლუიშ ნანი: ბრძოლას ბავშვობიდან მივეჩვიე
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
ატირებულ პეპეს რონალდო ამშვიდებდა [VIDEO]
"ბევრი შეცდომა დავუშვით, მეორე ტაიმში კი მომენტები ვერ გამოვიყენეთ" - დიდიე დეშამი ხორვატიასთან მარცხის შემდეგ
"საფრანგეთის ნაკრები გამორჩეული ამიტომაცაა" - სალიბა პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ
პეპე თავისი მომავლის შესახებ მალე ჩამოყალიბდება
"შეყვარებულებივით ვიყავით" - პოგბამ მოურინიოსთან ურთიერთობაზე ისაუბრა
სპალეტის იტალიამ ბელგიას სძლია და 17 ნოემბერს საფრანგეთს უმასპინძლებს
ოფიციალურად: პეპემ "პორტუ" დატოვა
რონალდო ევროპულ კლუბებთან მოლაპარაკებებს მართავს - რა გეგმები აქვს პორტუგალიელს?
"პორტუმ" 40 წელს მიტანებულ პეპეს თანამშრომლობის გახანგრძლივება შესთავაზა
შვედეთი-პორტუგალია 2:3 - აქ მხოლოდ მე ვარ! [VIDEO]
ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 21 ივლისი
"უამრავ ვარსკვლავთან მითამაშია, მაგრამ პოგბა სულ სხვა იყო" - კინგსლი კომანი
მადლობა მაროკოულად - ელ იამიკმა პეპეს მელოტ თავზე აკოცა
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
ედერი: მამაჩემი ახლა ციხეშია დედინაცვლის მკვლელობის გამო
"იუვენტუსი" და "რომა" ჟოაო მოუტინიოსთვის იბრძოლებენ
38 წლის ასაკში ნანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]
[VIDEO] 934-ე რონალდომ მორიგი გოლი გაიტანა
ისევ მარცხი - "ბაიერნს" მილანურ გუნდებთან უჭირს [VIDEO]
კიდევ ერთი ვარსკვლავი - ნანიმ ევროპა დატოვა და კარიერას MLS-ში აგრძელებს
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს