ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]

დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]

ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. პირველი მატჩი
თბილისის "დინამომ" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში შინ 2:0 მოუგო სომხეთის ჩემპიონ "ალაშკერტს" და მომდევნო ეტაპზე გასვლის მშვენიერი შანსი დაიბევა ერევანში გასამართი საპასუხო შეხვედრის წინ.

თუ პირველ ტაიმში "დინამო" ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე, რაც იმას უნდა დაბრალდეს, რომ თბილისური გრანდი სეზონში პირველ ოფიციალურ შეხვედრას ატარებდა, მეორე ნახევარში იურაი იარაბეკის გუნდმა მშვენიერი თამაში აჩვენა და სადაც სამართალი იყო, სომეხთა კარში კიდევ უნდა გაეტანა გოლი (თუ გოლები არა).

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები

იარაბეკმა თავიდან კლასიკური 4-4-2 ტაქტიკური სქემა აირჩია. კარში გუნდის ფრანგი ახალწვეული ენტონი სკრიბე დადგა. მარჯვენა მცველის პოზიციაზე უჩა ლობჟანიძე იყო, ცენტრში - რენე ფერეირა და ალეკო ამისულაშვილი, ხოლო მარცხენა მცველად "დინამოს" ხორვატი ახალწვეული მატია შპიჩიჩი მოგვევლინა.

ნახევარდაცვაში მარჯვნივ ჯაბა ჯიღაური დადგა, საყრდენებად - ლაშა პარუნაშვილი და სტეფან ველევი, მარცხნივ კი თავისი ადგილი დაიკავა ვახტანგ ჭანტურიშვილმა, ხოლო ფორვარდებად იარაბეკმა მეტოქის კარზე გიორგი ქვილითაია და ლადო დვალიშვილი მიუშვა.

პირველი ტაიმი ისე გაილია, ასპროცენტიანი საგოლე მომენტი რასაც ჰქვია, "დინამოს" სტუმართა კართან არ შეუქმნია. სეზონის პირველ მატჩში "შესვლა" ფეხბურთელებს აშკარად გაუჭირდათ. მკაცრ პრესინგზე მომართული "ალაშკერტი" ძალიან მშვიდად იცავდა თავს და კონტრშეტევებში ეძებდა ბედს...

პირველი ტაიმის განმავლობაში სულ რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი ვიხილეთ სომხეთის ჩემპიონის კართან. პირველად სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როცა ამისულაშვილმა კარგად შეასრულა "სტანდარტული", მაგრამ ბურთი მცირე მანძილით ასცდა მეტოქის კარს.

მორიგი სახიფათო შეტევაც "დინამოსი" იყო. ამჯერად ქვილითაიამ დასწრებაზე ითამაშა და ბურთს ხეირიანად რომ მისწვდენოდა, ანგარიში აუცილებლად შეიცვლებოდა. ტაიმის ბოლომდე "დინამომ" კიდევ ერთი კომბინაცია გაათამაშა - დვალიშვილმა ქვილითაიას გადააწოდა, ამან კი ჯიღაურს უპასა, თუმცა საბოლოო დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

ცხადად გამოჩნდა, რომ "დინამოს" თამაში კორექტივებს ითხოვდა. განსაკუთრებით საშური იყო გაცილებით მეტი შემოქმედება მოედნის ცენტრში და უნდა ითქვას, რომ იარაბეკმა აშკარად სწორად შეაფასა შექმნილი ვითარება.

მეორე ტაიმი სულ ახალი დაწყებული იყო, როცა ლობჟანიძემ მორიგი ტრავმა (პირველ ტაიმშიც დაშავდა, მაგრამ მოედანზე დაბრუნება შეძლო) მიიღო, თამაში ვეღარ გააგრძელა და იარაბეკმა მინდორზე ოთარ კიტეიშვილს უხმო. მან მინდვრის ცენტრში დაიკავა ადგილი, ველევი კი მარჯვენა მცველად გადავიდა.

კიტეიშვილის მინდორზე გამოსვლის შემდეგ "დინამო" სხვა გუნდი გახდა - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში.

საერთოდ, მეორე ტაიმმა საქართველოს ჩემპიონის აშკარა დომინაციით ჩაიარა და ამაში სოლიდური წვლილი იარაბეკს მიუძღვის. ჯერ ერთი, სლოვაკმა კარგად გადააწყო თამაში და მეორეც - სისხლი გაუშრო მეტოქეს იმით, რომ ჩვენი ნახევარმცველები მეორე ტაიმში ხშირად იცვლიდნენ პოზიციებს, რაც სომეხთა ისედაც დაღლილ დაცვას კიდევ უფრო მძიმე დღეში აგდებდა.

...საგოლე მომენტმაც არ დაახანა. ველევის ჩაწოდების შემდეგ ჭანტურიშვილმა დაარტყა, თუმცა "ალაშკერტი" მეკარე კასპაროვმა გადაარჩინა.

56-ე წუთზე "დინამოს" მიძალება უკვე გოლით დასრულდა. ჭანტურიშვილმა კიტეიშვილი მონახა, რომელმაც რამდენიმე მეტოქის გარემოცვაში დასარტყმელი დერეფანი მოძებნა და საჯარიმოს ხაზიდან ბურთი მეკარისგან შორეულ დაბალ კუთხეში მოათავსა - 1:0.

69-ე წუთზე "დინამოს" უპირატესობა კიდევ უფრო სოლიდური გახდა. სომეხმა მცველებმა საჯარიმოში წესების დარღვევით შეაჩერეს ჯიღაური და რუმინელმა არბიტრმა სებასტიან კოლტესკუმ სავსებით მართებულად დანიშნა 11-მეტრიანი. ბურთთან ქვილითაია მივიდა და კასპაროვს შანსი არ დაუტოვა.

"დინამოს" უპირატესობა ორბურთიანი გახდა და ერთიც რომ გაეტანა, ყველაფერი თბილისში დასრულდებოდა. არადა, იარაბეკის ბიჭებს ცდა არ დაუკლიათ, მომენტებიც ჰქონდათ, თუმცა... სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ შეიძლებოდა, აქეთაც გაგვეშვა.

75-ე წუთზე "ალაშკერტმა" უმწვავესი კონტრშეტევა განახორციელა. გრიგორიანის დარტყმის შემდეგ ბურთი რენე ფერეირას (გუშინ შესანიშნავად ითამაშა) მოხვდა ფეხზე და კარისკენ დაეშვა - "დინამო" ძელმა იხსნა.

ამის შემდეგ ისევ მასპინძელთა ჯერი დადგა. მეკარესთან პირისპირ გასულმა დვალიშვილმა, ვინც გუშინ ძალიან ბევრი იშრომა, დაწოლილ მეკარეს ვერ გადააცილა ბურთი, უკუგდებულს კი შეცვლაზე შესულმა გიორგი პაპუნაშვილმა დაამატა, მაგრამ ისევ მეკარემ იმარჯვა.

გადავრჩით ბოლოშიც. სომეხთა "სტანდარტულის" შემდეგ დაშიანმა თავით მოიგო ორთაბრძოლა და დაარტყა კიდეც - ბურთი ოდნავ ასცდა სკრიბეს კარს.

მოკლედ, "დინამომ" სოლიდური ნაბიჯი გადადგა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპისკენ. და მაინც, 2:0 არამც და არამც არ იძლევა დამშვიდების საშუალებას...

ამ "დინამოს" აქვს უკეთ თამაშის რესურსი. ვისურვებდით მეტ "სირბილეს" მინდვრის ცენტრში და თუნდაც, მათე ცინცაძის მეტად დატვირთვას. ერთი შეხედვით, ისიც გამოჩნდა, რომ ველევი მარჯვენა მცველად უკეთესია, ვიდრე საყრდენად.

წვრილმანი შენიშვნები არაფერს ნიშნავს. მართალია, უფრო დამაჯერებელი გამარჯვება გვსურდა, მაგრამ ისიც დავინახეთ, რომ მწვრთნელი ფორმალურად არ ზის სათადარიგოთა სკამზე და საჭიროების შემთხვევაში, თამაშის მსვლელობაში ჩარევა ეფექტურად შეუძლია.

მატჩის შემდეგ

იურაი იარაბეკი: მთავარია, გოლი არ გავუშვით!

"ალაშკერტის" მწვრთნელი: მეტი ხალხი უნდა ესწრებოდეს მატჩს, ეს ხომ ჩემპიონთა ლიგაა?!

ოთარ კიტეიშვილი: იარაბეკს დავალება არ მოუცია, უბრალოდ მითხრა, შენი იმედი მაქვსო

გიორგი პაპუნაშვილი: გამოჩნდა, რომ ნელ-ნელა ვუბრუნდები სასურველ ფორმას

ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. პირველი მატჩი

12.07. თბილისი. "დინამო არენა". 15 000 მაყურებელი

დინამო-ალაშკერტი 2:0

გოლები: 1:0 კიტეიშვილი (56), 2:0 ქვილითაია (69-პენ)

დინამო: სკრიბე, ლობჟანიძე (49. კიტეიშვილი), რენე ფერეირა, ამისულაშვილი, შპიჩიჩი, ჭანტურიშვილი, ველევი, პარუნაშვილი, ჯიღაური, დვალიშვილი (83. კურიე), ქვილითაია (76. პაპუნაშვილი).

სათადარიგოები: ლომაია, ცინცაძე, ალვარო, ჭელიძე

მწვრთნელი: იურაი იარაბეკი

ალაშკერტი: კასპაროვი, არტაკ იედიგარიანი, მინასიანი, ტაშიჩი (46. ბარეგამიანი), ვოსკანიანი, პოღოსიანი, დაშიანი, გრიგორიანი, მურადიანი, სავინი (64. არტურ იედიგარიანი), გოზალიანი (83. მელქონიანი).

სათადარიგოები: ბეგლარიანი, ღაზარიანი, ი. კვეკვესკირი, ვერანიანი

მწვრთნელი: აბრამ ხაშმანიანი

გაფრთხილება: მინასიანი (28), პოღოსიანი (37), კიტეიშვილი (51), ბარეგამიანი (70)

არბიტრი: სებასტიან კოლტესკუ (რუმინეთი).

სტატისტიკა

16 კარში დარტყმა 5

6 მიზანში დარტყმა 1

6 კუთხური 0

1 თამაშგარე 2

15 ჯარიმა 23

59% ბურთის ფლობა 41%

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• bacho

Z.LO დინამო თბილისური გრანდია აბა რა არის?არ იცით სიტყვის მნიშვნელობა და ... ყველაფერი შედარებითია

• halagaji

es lbjanize moahoret raa xalxoo tormuzia ra akac da nakrebhic ver xedavt?? vaaa

• დათო

ამ კომენტატორებს სხვებთან შედარებით, ნორმალურად მიყავთ გადაცემა, მარა ცოტა მეტად უნდა მოეშვან თამაშის მსვლელობისას თამაშის გარჩევას, გარდა ამისა ამოიღონ ლექსიკონიდან სიტყვები ,,სეივი", ,,კიპერი" ,,გასროლა" შეტევაში" და ა. შ. ქართული მდიდარი ენაა და ყველა უცხოურ სიტყვას აქვს ქართული შესატყვისი სიტყვა და ამიტომ ილაპარაკეთ ქართულად

• lasha

ეს თუ ფეხბურთია ნამდვილი ფეხბურთი რაღააა

• beso

ამას ფეხბურთი არ ქვია რასაც ესენიტამასჰობენ, ყოველშემთხვევაში პროფესიონალური ფეხბურტი. ძალიან დაბალი დონეა ისეთი რო მეტი არ შეიძლება

• Z.LO

თბილსური გრანდი?! ვთქვათ არარატი და დინამო შეხვდნენ, ალბათ დაწერთ "ერთმანეთს ხვდებიან ერევნისა და თბილისური გრანდები!" :DDD

• luk

ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი,პირველი ოფიციალური,მერე პრესა,ერთადერთი ქართული გუნდიო,საქართველო ამათ იმედზეაო,წაფორთხილების უფლება არ აქვთო,ისტორიაო,თქვენთვის ეს შეიძლება სიტყვებია მაგრამ ზოგისთვის ეს ფსიქოლოგიური ზეწოლაა თავისებური. მე მაგალითად მირჩევნია ეხლა დაუშვან რა შეცდომებიც აქვთ დასაშვები,და მერე გამოასწორონ,ვიდრე უფრო ძლიერ მეტოქესთან. რომ დავფიქრდეთ დინამომ უნდა ითამაშოს მხოლოდ ორი თამაში აი რომ იტყვიან საკუთარ თავს რო უნდა აჯობოს,განურჩევლად მეტოქისა! ანუ ეს ორი თამაში ნახევარი ძალით და შემდეგ ეტაპზე გინდა პენალტებით მოუგიათ,იმიტო რო პლეი ოფში თუ გავიდნენ ევროპა ლიგის ჯგუფში უკვე არიან,და თუ ისლანდიელებივით პლეი იფში საკუთარ თავს კითხვას დაუსვავენ,ნუთუ კმაყოფილნი არიან იმით სადაც არიან,ნუთუ მეტის მიღწევა არ უნდათ,ნუთუ ესაა მათი მაქსიმუმი?! მაშინ ლიგის ჯგუფშიც გავლენ! რამდენი სიურპრიზი მომხდარა პატარა გუნდს გრანდი რო გაუგდია და ჯგუფში შესულა?! ერთხელ ჩვენც რო ვირწმუნოთ ჩვენც შევძლებთ! სისხლის დაღვრაა საჭირო! P.s. რატომღაც გული მიგრძნობს რომ შემდეგ ეტაპზე ნიქოზიის აპოელს შევხვდებით,და თუ ასე მოხდა,ძალიან დიდი შანსი გვაქ გასვლის! P.s.s. დარწმუნებული ვარ ერევანში უკეთაც ითამაშებენ და დამაჯერებლადაც მოიგებენ! 0:3

• luk

ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი,პირველი ოფიციალური,მერე პრესა,ერთადერთი ქართული გუნდიო,საქართველო ამათ იმედზეაო,წაფორთხილების უფლება არ აქვთო,ისტორიაო,თქვენთვის ეს შეიძლება სიტყვებია მაგრამ ზოგისთვის ეს ფსიქოლოგიური ზეწოლაა თავისებური. მე მაგალითად მირჩევნია ეხლა დაუშვან რა შეცდომებიც აქვთ დასაშვები,და მერე გამოასწორონ,ვიდრე უფრო ძლიერ მეტოქესთან. რომ დავფიქრდეთ დინამომ უნდა ითამაშოს მხოლოდ ორი თამაში აი რომ იტყვიან საკუთარ თავს რო უნდა აჯობოს,განურჩევლად მეტოქისა! ანუ ეს ორი თამაში ნახევარი ძალით და შემდეგ ეტაპზე გინდა პენალტებით მოუგიათ,იმიტო რო პლეი ოფში თუ გავიდნენ ევროპა ლიგის ჯგუფში უკვე არიან,და თუ ისლანდიელებივით პლეი იფში საკუთარ თავს კითხვას დაუსვავენ,ნუთუ კმაყოფილნი არიან იმით სადაც არიან,ნუთუ მეტის მიღწევა არ უნდათ,ნუთუ ესაა მათი მაქსიმუმი?! მაშინ ლიგის ჯგუფშიც გავლენ! რამდენი სიურპრიზი მომხდარა პატარა გუნდს გრანდი რო გაუგდია და ჯგუფში შესულა?! ერთხელ ჩვენც რო ვირწმუნოთ ჩვენც შევძლებთ! სისხლის დაღვრაა საჭირო! P.s. რატომღაც გული მიგრძნობს რომ შემდეგ ეტაპზე ნიქოზიის აპოელს შევხვდებით,და თუ ასე მოხდა,ძალიან დიდი შანსი გვაქ გასვლის! P.s.s. დარწმუნებული ვარ ერევანში უკეთაც ითამაშებენ და დამაჯერებლადაც მოიგებენ! 0:3

• მამუკა

ეს დინამო შარშანდელს აშკარად ჯობს,მაგრამ ამ შემადგენლობით ჯგუფში მოხვედრა ძალიან ძნელი იქნება. პ.ს. ისე გაბალა სადმე რო გადაგვეყაროს ალბათ გვაჯობებს.

• HHH

ეგრე ჩვენ რომ გაგვმართლებოდა მაშინ 7 გოლი მაინც უნდა გაეტანა დინამოს

• შოთა გუგეშაშვილი

ამ სისზრაფიტ გინდატ ტამასი

• ზურაბ

მასე ჩვენც გვქონდა მომენტები, 2-3 მაინც კიდე, ყველა მომენტს ვერ გაიტან, პერსპექტიული გუნდია და ნიჰილიზმში ნუ ვარდებით ზოგიერთი

• zmo

დინამოს თამაშით როგორ შეიძლება კმაყოფილი დარჩე სომხებს ცოტა რომ გამართლოდათ 2 ბურთს მაინც გაგვიტანდნენ მომენტებს ვქმნით მაგრამ კარში ვერ ურტყავთ, მოკლედ ესე შორს ვერ გავფრინდებით და თავს ნუ მოვიტყუებთ

• თემური

”დინამო” მომეწონა, პერსპეკტიული გუნდია, უდავოდ ნიჭიერი ბიჭებით დაკომპლექტებული, კარგად ითამაშეს...

• bebeto

დინამომ აჯობა მეტოქეს განსაკუთრებით მეორე ტაიმი,შეცდომებიც ქონდათ უნდა გამოასწორონ თორემ შემდეგში უფრო მაღალი კლასის გუნდთან გაუჭირდებათ.ლეგიონერებზე შეიძლება ითქვას შპიჩიჩი სუსტად გამოიყურებოდა და ბევრ შეცდომებს უშვებდა,ველევი კი კარგი ფეხბურთელია,საერთოდ ლეგიონერი თუ იქნება გუნდში ადგილობვრივს მინიმუმ ცოტათი მაინც უნდა ჯობდეს.

• merabi

ბოლო წლებში დინამოს უკეთესი თამაში გინახავთ?ასე რომ, ჯობია ბიჭები გავამხნევოთ და უკეთესი თამაში ვუსურვოთ. ზოგადად, სანამ შიდა ჩემპიონატის დონე არ აიწევს და კონკურენცია არ გაიზრდება, ევროპაზე სიკეთეს არ ველოდოთ

• გიგა

დინამოს ევრო სარბიელზე ამ თამაშით არაფერი გამოუვა, ერთ ძლივ მოგებაზე ლიგაზე ვერ გადიაან,

• giorgi

ჩემი აზრით შპიჩიჩის,პარუნაშვილის და ჭანტურიშვიის ადგილი ძირითადში არ არის.არ აკმაყოფილებენ ეს ბიჭები იმ მოთხოვნებს,რაც საჭიროა წარმატების მისაღწევად.შპიჩიჩის მაგივრად თევზაძე,პარუნაშვილის მაგივრად ცინცაძე და ჭანტურიშვილის მაგივრად კიტეიშვილი.

• maria

dinamo m agari gundia

• haha

მე არ მომეწონა თამაში. გარდა ამისა ორით ნოლის მერე სომხებმა მინიმუმ 2 უეჭველი საგოლე შექმნეს, რაც ჩვენი დაცვიოს სისუსტეს მიუთითებს. იქ თუ გადავრჩით, მაშინ დაცვა უნდა გააძლიერონ. თუ არა და ჩვენ უაზრო ჩემპს ესენიც გაქაჩავენ.

• მინდია

მოკლედ რამე თუ უნდა დინამოს ტემპს უნდა მოუმატოს. არც მეორე ტაიმის ტემპი იყო საკმარისი. 3-4 ჯერ მოუმატეს და ეგრევე შედეგი გააკეთეს. საშუალოევროპულ გუნდებთან ეს 3-4 გამონათება არ გვეყოფა. მეტია საჭირო. ასევე ერთი კაი დისპეჩერი უნდა გუნდს პასების სწორად გასანაწილებლად

• ველევი

ცინცაძესთან ვაზელინობა არ გჭირდებათ.მწვრთნელმა უკეთ იცის ათამაშოს თუ არა.ველევი ძლაიან კარგი იყო როგორც შუაში,ისე მარჯვნივ.და ცინცაძე რომ არ ათამაშა,ამას მიზეზი ექნება თვისთავად.

• qomagi

პირველი ტაიმი არ ვარგოდა, მეორეში როგორც კი სისწრაფეს მოუმატენ გოლიც გავიდა. დინამომ თამაშის ტემპს უნდა მოუმატოს, მეტი სიწრაფე, მეტი ფიზიკური მომზადება და ერთი კარგი ნახევარმცველია საჭირო.

• Jango

კი მაგრამ როდის მერე გახდა 6000 =15 000??

• zaza

დინამო ყველა კომპონენტში მეტოქეზე უკეთესი იყო თუმცა ცალკე აღნიშვნის ღირსია ის რომ სადღაც 65 წუთიდან სომხები უკვე მომაკვდავი ცხენებივით დარბოდნენ და ნინამო ბოლო წუთამდე ლაღი იყო! ამდენი წელია ვუყურებ ქართულ ფეხბურთს და პირველად ვხედავ "ფიზიკაში" აშკარად დაჩაგრულ მეტოქეს!

• irakli

რავი დინამოს ესეტ ტამასჰიტ რა შორს წავა უფრო დზლიერ გუდს რო სჰეხვდება მაშინ გამოჩდება ესე არ სჰეიძლება ქვეყნის ჩეპიონათი უდა გაძლიერდეს და რაც ბირტვი ყავს დინამოს უდა შეინარჩჰუნოს გიორგი არაბიძეც უდა დავიმათოტ ტუ არაფერი არ გაკეტდა ქარტულ ფეხბურთში სულ ერტ ადგილას ვიქნებით განვიტარება არ იქნება

• jm

მეკარე როგორია ნეტა, ისე ის გოლი, რომ გასულიყო ძელს რომ მოხვდა მის სინდისზე იქნებოდა რენე ეთამაშებოდა თავდამსხმელს და რა უნდოდა წინ, რომ გამოვარდა?

• gia

კარგი დასაწყისია. პირველი ტაიმი, მართლაც საშინელი იყო, მეორე რადიკალურად განსხვავებული. ბიჭებმა ტემპს როგორც მოუმატეს და ნახევარდაცვაც ამუშავდა უკეთესი თამაში ვიხილეთ. მომენტები ბევრი გვქონდა, მაგრამ არა უშავს ორბურთიანი უპირატესობა, საპასუხო თამაშის წინ მაინც მშვენიერი შედეგია.დარწმუნებული ვარ ერევანში 1 ბურთს მაინც გავიტანთ. და ამით ყველაფერი ჩვენთვის სასარგებლოდ დასრულდება.

• გულშემატკივარი mero-ს

რატომ? მეორე ტაიმში კარგი თამაში იყო. ბარსელონა არ არის, მაგრამ ყველა ქართულ გუნდზე უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა. თან გოლის მერე არ ჩამჯდარან დაცვაში ისევ მომართული უტევდნენ. სუსტი წერტილები არის, მაგრამ რესურსიც არის მომატების, მგონია სომხეთში უკეთ ითამაშებენ

• gio

კაი ანალიზია

• MERO

გუნდს გუნდობის არფერი ეტყობოდა რამდენიმე ფეხბურთელმა ძალიან სუსტად ითამაშა განსაკუთრებით ხორვატმა ძაან მეეჭვება ამ შემადგენლობით რამეს მიახწიონ

• ggg

მრავალფეროვანი და საშიში DDDDDDDDDD

• გულშემატკივარი

წესით, თუ გავითვალისწინებთ, რომ დინამოსთვის პირველი ოფიციალური თამაში იყო, ხოლო ალაშკერტისთვის მესამე, დინამო ცუდად არ გამოიყურებოდა მეორე ტაიმში. თუ რამეზე გვაქვს პრეტენზია წესით იქაც უნდა მოვიგოთ. სომხები შეგვიტევენ რადგან ორი გოლი უნდა გაიტანონ და უნდათ თუ არა სივრცეები გამონთავისუფლდება, რაც კიტეიშვილისთვის, პაპუნაშვილისთვის და დვალიშვილი ქვილითაიასთვის მისწრებაა. რეალურად რომ ავიღოთ დინამოს მომატების შანსი აქვს, მთავარია იმ ჟინით ითამაშონ რაც მეორე ტაიმში გააკეთეს. ერთიცაა, ძალიან ცდილობდნენ კომბინაციურ კოლექტიური ფეხბურთის თამაშს, მაგრამ პირველი გოლი მაინც ინდივიდუალური იყო. მგონია, რომ კიდევ შეთამაშდებიან.

• მინდია

პირველი ტაიმი საზიზღარი იყო. არც მეორეში მოუკლიათ თავი მაგრამ რამდენიც ტემპს მოუმატეს იმდენი მომენტი შექმნეს. რენე ყველაზე კლასნია ამ ფორმაციის დინამოში და პლიუს სტაბილური

• შაკო

პარუნაშვილი იყო ძაან ცუდი გუშინ და კიდევ მეკარე სკრიბეს აშკარად ეტყობა დაბალი კლასი სამწუხაროდ. დვალიშვილი კარგი შენაძენია, კიტეიშვილი მაგარია, ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქართველი ფეხბურთელი დღესდღეობით, ჭანტურიშვილს გაცილებით მეტი შეუძლია ვერ ითამაშა, ისევე, როგორც ქვილითაიამ, რენე საუკეთესო იყო და შპიჩიჩი ტყუილა მოიყვანეს თევზაძე ჯობია

• ზაზა

კარგია რაც კარგად მთავრდება!...მაგრამ შემდეგში თამაშის დღევანდელი ხარისხი რამდენად იქნება საკმარისი?...საერთოდ თავიდანავე სკეპტიკურად შევხვდი სლოვაკი მწვრთნელის დანიშვნას,მაგრამ გეგუჩაძის მიერ იარბეკის შექებამ გამახარა,რომ იქნებ იარბეკი არ იქნება უჰრინ–დოსიდალის გაგრძელება,თან იმედი მქონდა ,რომ სლოვაკი ფიზიკაში მოამატებინებდა გუნდს,სისწრაფეები მოიმატებდა და საბოლოოდ ტემპი,ხარისხი....დღეს თამაშის ხარისხი საშინელი იყო პირველ ტაიმში,მეორეში გამოასწორეს(კიტეიშვილის ფაქტორი,ველევის მარჯვნივ გადაყვანამ ითამაშა როლი),საერთოდ ფიზიკა აუცილებელია !ფიზიკის გარეშე ფეხბურთს ვერ ითამაშებ და ფიზიკაზე ნებისმიერმა მწვრთნელმა უნდა იმუშავოს!მაგრამ მაინც არ მესმის დინამოს ხემძღვანელობის გატაცება ჩეხოსლოვაკიური ფეხბურთით.აპრიორი მწვრთნელის ეროვნულება არ განსაზღვარავს თამაშის სტილს(აიაქსში ტოტალური ფეხბურთი უნგრელმა კოვაჩმა დააფუძნა,განავითარა მიხელსმა,ხოლო ბარსაში კროიფმა დანერგა დღევანდელი ესპანური ფებურთი ,მაგრამ....დღეს გერმანელებიც( ვერ წარმოვიდგენდი 80–90წწ–ში,განსაკუთრებით გერმანიის 2000–2002წწ–ის საშინელი ნაკრების შემდეგ) კი ,,ესპანურ,,ფეხბურთს თამაშობენ ბურთის ფლობით,პლასტიკა,ესტეთიკა,პასები..!!!ჩვენ ?...ლეგიონერები–ლეგიონერი აშკარად ,მთელი თავით უნდა ჯაბნიდეს ადგილობრივს!მეკარე ალბათ კარგია,ველევიც არ იყო ცუდი მარჯვნივ,მაგრამ მარცხნიც ხორვატში თევზაძეზე უკეთესი ვერ დავინახე(((ლეგიონერების დამატებით სათადაროგო სკამი გაიზარდა,მაგრამ ხარისხი?...დინამოს სტატისტიკაა საინტერესო–რამდენი ირბინა გუნდმა?თითოეულმა?აქედან სისწრაფეში?პასების რაოდენობა?ზუსტიპასები თითოეულ ფებურთელზე...საყრდენს ზუსტი პასების მინიმუმი 85%უნდა იყოს.რამდენი აქვს პარუნაშვილს?ვიზუალურად დღეს პარუნაშვლმა საერთოდ ძალიან ბევრი ბურთი დაკარგა(((საინტერესოა მოგებული ორთაბრძოლების რაოდენობა,რომლითაც გამოირჩევა ატლეტიკო(საუკეთესო შედეგი აქვს ტოპ–5ჩემპიონატში!).....პ.ს.იმედი ვიქონიოთ,რომ ჯერჯერობით ფიზიკური დატვირთვების ფონზე თამაშობენ და მომავალში ხარისხი გაუმჯობესდება

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ქვილითაია შეცვლაზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]

დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

ქართველი ფეხბურთელების ყველაზე ცნობილი ჩხუბები [VIDEO]

ბათუმის "დინამომ" ჯიღაურისა და კუჩინსკის პრეზენტაცია მოაწყო

დვალის და ქვილითაიას "აპოელი" კვიპროსის ჩემპიონი გახდა [VIDEO]

ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს

"არისმა" "ომონიას" ქვილითაიას დუბლით მოუგო

თბილისის "დინამო" ზაგრებში დღეს მიემგზავრება, ხორვატები დაცვას აძლიერებენ

კვარაცხელიას სვლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მიქაუტაძის დიდი დაპირისპირება "მანჩესტერთან" - მთავარი ამბები ზაფხულამდე

ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]

საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი

ტრანსფერი არ იქნება - თბილისის "დინამო" პაოკ-თან უფორვარდოდ ითამაშებს?

ქვილითაია "აპოელს" გულთბილად დაემშვიდობა

[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?

[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?

"როდესაც წნეხს ნაკლებად ვგრძნობთ, უკეთესად ვთამაშობთ ხოლმე, იმედი მაქვს, პორტუგალიასთანაც ასე იქნება" - გიორგი ქვილითაია

თბილისის "დინამომ" ხორვატი მცველი და "აიაჩოს" მეკარე დაიმატა

ტაბატაძემ გაიტანა, ნეიმარი მსაჯმა დაინდო - გველესიანი რონალდოს დაუპირისპირდება [VIDEO]

[VIDEO] კლოპის თვალწინ შოუ დადგა - კიტეიშვილის მაგარი გოლი და დუბლი "ზალცბურგთან"

ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]

მოიგებს ლიგას კვარაცხელია? ქართველებს გავარდნა ემუქრებათ - მაისის ამბები

იურაი იარაბეკი: ფავორიტები ხართ, მაგრამ აქ ჩვენი კოზირებით ჩამოვედით!

ლევან სალუქვაძე: თბილისის "დინამო" არჩეულ გზას არ გადაუხვევს!

[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..

ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]

კოხრეიძე საფრანგეთის ლიგა 2-ში? გიორგი ერთ-ერთ ლიდერს აინტერესებს

"ზესტაფონისა" და თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი რენე ფერეირა ბრაზილიაში ითამაშებს

იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

დინამო (ზაგრები) VS დინამო (თბილისი) - ფარით ან ფარზე!

სტეფან ველევმა და მატია შპიჩიჩმა თბილისის "დინამო" დატოვეს

"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

ზედიზედ მეორედ - კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

თბილისის "დინამო" - ახალი გუნდის კონტურები

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატში

"ჩემპიონატის ორი საუკეთესო მოთამაშიდან ერთ-ერთი კიტეიშვილია" - ცნობილი ავსტრიელი ფეხბურთელი ქართველ ნახევარმცველზე

კიტეიშვილის "შტურმი" "ვოლფსბერგერს" ფრედ ეთამაშა და ლიდერობა დაკარგა

ოფიციალურად: გიორგი ქვილითაია ახალ გუნდში გადავიდა

გვინდა თუ არა ჯოვინო ფლამარიონი საქართველოს ნაკრებში და როგორია წარსული გამოცდილება? [+გამოკითხვა]

მარუსიჩმა თბილისის "დინამო" დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს

ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...