"რუსთავმა" ამხანაგურ მატჩში "ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლა
უმაღლესის მსგავსად, პირველ ლიგაშიც ერთწრიანი, გარდამავალი ჩემპიონატი გველოდება, რომლის დაწყებამდე ერთი თვეა დარჩენილი. პირველ ლიგაში მონაწილე 18 გუნდი ორ ჯგუფშია გადანაწილებული და მათი უმრავლესობა სერიოზულად ემზადება ახალი სეზონის დაწყებისათვის.

ამ ერთ თვეში, შესაძლოა, ესა თუ ის გუნდი მეტ-ნაკლებად გაძლიერდეს, მაგრამ დღესვე შეიძლება იმის თქმა, რომ ორივე ჯგუფს ეყოლება გამოკვეთილი ფავორიტები: "მერანი", "რუსთავი" (ორივე - "თეთრი ჯგუფი"), "ვიტ ჯორჯია", "გაგრა" (ორივე - "წითელი ჯგუფი").

აქედან გამომდინარე, უინტერესო არ უნდა ყოფილიყო საკონტროლო მატჩი, სადაც "რუსთავმა" "ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლა.

"გაგრასთან" (3:0), "ალგეთთან" (0:0) და ირანულ "თავრიზთან" (2:2) ჩატარებული საკონტროლო მატჩების შემდეგ "რუსთავის" მთავარ მწვრთნელს, ვარლამ კილასონიას თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობა დიდად არ შეუცვლია და საქართველოს ორგზის ჩემპიონს, "ვიტ ჯორჯიას" პირველ ტაიმში ასეთი შემადგენლობა დაუპირისპირა: ლეგაშვილი - მინდორაშვილი, ბერუაშვილი, ვ. კილასონია, ლემონჯავა - გიგაური, გუჯაბიძე - ზაქრაძე, დ. სიჭინავა, ციცვიძე - მეტრეველი.

აქვე, იმასაც ვიტყვით, რომ მცირე ტრავმების გამო ამ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღეს მეკარე მიხეილ ალავიძემ, ცენტრალურმა მცველმა გიორგი ნარიმანიძემ და შემტევმა ზაზა ციცქიშვილმა.

ძირითადი მეკარის, ჯონი შეროზიასა და კიდევ ერთი-ორი ფეხბურთელის არყოფნას თუ არ ჩავთვლით, ასევე თითქმის ოპტიმალური შემადგენლობა გამოიყვანა "ვეტერინართა" მთავარმა მწვრთნელმა თენგიზ კობიაშვილმა პირველ ტაიმში: ისერგიშვილი - მუხულიშვილი, კამლაძე, ჩიტიშვილი, გიგა გურეშიძე - ვაზაგაშვილი, გურამ გურეშიძე - ციხელაშვილი, კურდღელაშვილი, კახაბრიშვილი - ღირდალაძე.

"რუსთავის" ახალწვეულებზე ადრეც ვწერდით, აი, "ვიტ ჯორჯიაში" კი ორი "ახალი სახე" ვიხილეთ: ძმები, გურამ და გიგა გურეშიძეები. აღსანიშნავია, რომ საყრდენი ნახევარმცველი, 26 წლის გურამ გურეშიძე ოთხწლიანი პაუზის მერე დაბრუნდა "ვიტ ჯორჯიაში", 20 წლის მარცხენა მცველი გიგა გურეშიძე კი პირველად იასპარეზებს "ვეტერინართა" რიგებში, სადაც, სხვათა შორის, კარიერის დასაწყისში თამაშობდა მათი შუათანა ძმა გიორგი გურეშიძე - 25 წლის ნახევარმცველი დღესდღეობით ტყიბულის "მეშახტეში" ასპარეზობს...

ახლა კი საკონტროლო მატჩის შესახებ, სადაც, უამრავი შექმნილი მომენტის მიუხედავად, მხოლოდ ერთი გოლი გავიდა: გურამ მინდორაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან გამჭოლი გადაცემა გააკეთა და მასპინძელთა გამოცდილმა ცენტრფორვარდმა ზვიად მეტრეველმა რთული მდგომარეობიდან ეფექტური თავური დარტყმით თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

არადა, პირველ ტაიმში ანგარიში რამდენჯერმე უნდა შეცვლილიყო: იმავე ზვიად მეტრეველს კიდევ ორი კარგი შანსი ჰქონდა, ისე, როგორც მასპინძელთა ცენტრალურ მცველ ლევან ბერუაშვილს.

აღარაფერს ვამბობთ სტუმართა, ფაქტობრივად, 100-პროცენტიან მომენტზე: კახა კახაბრიშვილმა მარცხენა ფლანგზე იაქტიურა და მეტოქის საჯარიმოში მყოფ ზურაბ ღირდალაძესაც ზუსტი პასი არ დაუგვიანა, მაგრამ წინა სეზონის პირველი ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა მშვენიერი შანსი ვერ გამოიყენა.

მეორე ტაიმში ორივე გუნდის თავკაცემა სხვა ფეხბურთელებსაც მისცეს თავის გამოჩენის საშუალება.

რუსთავი: ლეგაშვილი (ქარდავა) - გოცაძე, თაბუკაშვილი, ბერაძე, გულუა - ჯიოშვილი, მაისურაძე - ბარამიძე, მიქელაძე, ჩიკვაიძე - შენგელიძე;

ვიტ ჯორჯია: სტურუა, სეხნიაშვილი, კალანდია, მერაბიშვილი, ბრეგვაძე, ექვთიმიშვილი, მოსიაშვილი, ყარსიმაშვილი, ღუდუშაური, დანელია, ღირდალაძე.

უნდა ითქვას, რომ პირველისაგან განსხვავებით, შესვენების შემდეგ ტერიტორიული უპირატესობა სტუმართა მხარეს იყო, მაგრამ გოლის გასატანად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ყველაზე რეალური მომენტი სტუმართაგან ისევ ზურაბ ღირდალაძეს ჰქონდა, მაგრამ "რუსთავის" მეკარემ, დავით ლეგაშვილმა ჩინებულად ითამაშა და თავისი გუნდი აშკარა ხიფათს გადაარჩინა.

"რუსთავის" შემადგენლობაში მეორე ტაიმში ერთმა ახალწვეულმაც ითამაშა: 27 წლის ნახევარმცველს, ნიკა მაისურაძეს სხვადასხვა დროს უმაღლესი ლიგის რამდენიმე გუნდში (ცხინვალის "სპარტაკი", "ვიტ ჯორჯია", "ტორპედო", "ჩიხურა", "გურია") უთამაშია, წინა სეზონი კი პირველი ლიგის გამარჯვებულ "ლიახვში" (ცხინვალი) ჩაამთავრა.

მომდევნო საკონტროლო მატჩს "რუსთავი" 20 ივლისს გამართავს ასევე პირველლიგელ "ჭიათურასთან" და დიდი შანსია, რომ ვარლამ კილასონიას გუნდში კიდევ ერთი "ცნობადი" ახალწვეული ვიხილოთ, რომელსაც უმაღლესი ლიგის სხვადასხვა კლუბში უთამაშია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ტორპედომ" ფრანგ შემტევს კონტრაქტი გაუფორმა
"ტორპედო" ევროთასებისთვის ძლიერდება - ლაცაბიძე საქართველოში დაბრუნდა
"ქართულ ფეხბურთში სტაგნაციას ვაფინანსებთ! მომაკვდავი პაციენტი აპარატზე გვყავს შეერთებული!" - გველესიანმა ფონდის ფულზე, ეროვნულ ჩემპიონატზე და გამოსწორების გეგმაზე ისაუბრა
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ტორპედომ" ფრანგ შემტევს კონტრაქტი გაუფორმა
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1-0 მეშახტე. ცვლილება არ გამოვრიცხოთ
რუსთავი-მიკა 1:1 - სასარგებლო სპარინგი ლეგენდებთან ერთად
ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ვარლამ კილასონიას პირველი
გურამ რუხაძე: საქართველოს ერთა ლიგის პროექტი ძალიან აწყობდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 1-0 რუსთავი. ფეხბურთის "მარილი" რასაც ჰქვია...
ეროვნული ლიგა 2. VIII ტური:"ვიტ ჯორჯიამ" ისევ იმარჯვა, ბათუმის "დინამო" ისევ დამარცხდა
რუსთავიდან თავრიზში - კახა კაკაშვილი ირანულმა გუნდმა წაიყვანა
"რუსთავს" ისევ ახალი მწვრთნელი ჰყავს - ამჯერად უჩა სოსიაშვილი
თენგიზ კობიაშვილი: მიზნად პრო ლიგა 1-ში გადასვლა დავისახეთ
"მოთელვამდე კარგად იყო, მოედანზე გასვლამდე კი ცუდად გახდა და წაიქცა..."
ეროვნული ლიგის მე-3 წრის საუკეთესოები დასახელდა
"რუსთავმა" თერჯოლის "საპოვნელას" მეტრეველის და სიჭინავას გოლებით მოუგო
"შუქურას" თენგიზ კობიაშვილი აღარ გაწვრთნის
ეროვნული ლიგა 2. I ტური: ფავორიტები სტატუსს ამართლებენ
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-0 რუსთავი. ლიდერის ტვირთი მძიმე აღმოჩნდა
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"რუსთავს" ვარლამ კილასონია გაწვრთნის
მსოფლიოს თასი: ქერმანში დაკარგული თასი
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბულგარეთის ტურნირზე იასპარეზებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1-0 სამგურალი. ერთი შეცდომის ფასი
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 რუსთავი. სუპერგოლით და "ქამბექით" მოპოვებული ლიდერობა, დემჩენკოს ჩამწარებული დებიუტი...
ბოლნისის "სიონი" ვარლამ კილასონიამ ჩაიბარა
ეროვნული ლიგა 2. VI ტური:"თელავი"-"შევარდენი" და "ვიტ ჯორჯია"-"შუქურა უგოლოდ დასრულდა
თითქმის უმაღლესი - როგორი იქნება პრო ლიგა 2
"შუქურას" მწვრთნელად თენგიზ კობიაშვილი დაინიშნა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 სპაერი. ...ეს იყო ამ თამაშის მთელი ფილოსოფია...
კიდევ ერთი ქართველი აზერბაიჯანში - თამაზ ცეცხლაძე "სებაილში" ჩაირიცხა
ეროვნული ლიგა 2. VI ტური: "გაგრა" პირველად დამარცხდა
ეროვნული ლიგა 2. V ტური: მცხეთაში ლიდერების შეხვედრა უგოლოდ დასრულდა
"ვიტ ჯორჯიაში" მილიონებს იხდიან, საკონტროლო პაკეტის გაყიდვა კი არ მსურს"