თბილისის "დინამომ" დამსახურებულად გაიმარჯვა 22-ე ტურის გადმოტანილ მატჩში და სათავეში ჩაუდგა ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებას. თემურ ქეცბაიას შეგირდები მე-9 წუთზე იბერიელ მცველთა შეცდომის ხარჯზე დაწინაურდნენ.

საკადრო პრობლემებით შესუსტებული "იბერია" დასაწყისში იმდენად დაბნეული იყო, "დინამოს" მალევე ორი გოლის გატანა შეეძლო და ასე რო მომხდარიყო, თამაში ინტრიგას დაკარგავდა. მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა ვაწაძემ მაინც გაიტანა ნინუას მიერ ჩაწოდებული კუთხურიდან და "დინამო" ორი ბურთით გავიდა წინ.

თუმცა ნიკოლოზ გუშარაშვილის (მოქმედ ჩემპიონს ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოუცხადებია ახალი მწვრთნელის ვინაობა) გაწვრთნილებმა ბოლომდე იბრძოლეს და ჯინჯოლავამ პენალტით სხვაობაც შეამცირა - ეს იყო "იბერიას" მაქსიმუმი.

სანაკრებო პაუზის შემდეგ სუპერმატჩი გვაქვს ბათუმში - 11 ოქტომბერს ორი "დინამოს" ჯახია და ამ თამაშს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება საჩემპიონო დავაში. "იბერიას" კი მთელი აქცენტი ევროასპარეზისკენ ექნება - 15 ოქტომბრიდან კონფერენსლიგის ძირითადი ეტაპი იწყება.

იბერია 1999-დინამო (თბ) 1:2

0:1 ტეიშეირა (9, ხარაიშვილის პასით), 0:2 ვაწაძე (71, ნინუას პასით), 1:2 ჯინჯოლავა (79, პენალტით)

იბერია: მაკარიძე, ქობულაძე (ენდე 57), ჩანჩარი, ჯინჯოლავა, ტიბუე (ჩიხრაძე 88), კუცია (კულიევი 57), ქარდავა, ნაჭყებია, კაფე (ბერიძე 72), სიხარულაშვილი, ძაგანია

დინამო: ფლორესი, ფსალტისი, კურდიჩი, უგრეხელიძე, პურზიტიდისი, კანკავა (ჰური 68), სანტუსი (უელტონ კარვალიო 46), ნინუა, ოსეი (ვაწაძე 46), ტეიშეირა (გბომადუ 72), ხარაიშვილი (კალანდაძე 82)

არბიტრი: ჯენერი ხორავა

დონ ვიტო
იბერიას მეკარე აშკარად ვეტერანების ტურნირებზე გადაერთოს სჯობს! ევროპა ლიგაზე იქნებ ან სხვა მეკარის დამატებაზე იზრუნოთ ან ისევ მეგრელიშვილი ათამაშოთ, ძალიანაა მაკარა შენელებული

რაო იბერიავ გაგიჭირდა მსაჯის დახმარების გარეშე მოგება?
pepe
წარმატებები
Beto
ნე ზვიზდი
tor
ვახ წარმოდგენაც კი მაშინებს იბერიას რაც ელის კონფერენს ლიგაზე.
კუნთები
ვაწაძე რო გოლს იტანს იმ ჩემპიონატის დდშვც 😂
Rigiti
დინამო???? 9 მინდვრის მოთამაშე დავთვალე უცხოელი!!!! კი მაგრამ... ან ლიმიტი დააწესონ ამ უცხოელ მოთამაშეებზე ან რავი რავი... ესაა საქართველოში ფეხბურთის განვითარება? ამათთვის იხარჯება მილიონები ბიუჯეტიდან??? პენსიონერებს მოვაკლოთ ფული და ამათ ვუხადოთ????
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
"შედეგიც გვჭირდება და ხარისხიც" - სვანაძე მატჩების წინ
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
90 წუთი, რომლის გადასადებადაც ფეხბურთელი "მოკლეს"
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-3 ტორპედო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავსვათ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 1-0 დინამო (თბ). სამი ქულა და პირველი ადგილი
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-2 დინამო (ბთ). ასკურავას გოლი-შედევრი - ლიდერი შეუჩერებელი აღარ არის
[VIDEO] იყო თუ არა მაკარიძის კარში დასანიშნი პენალტი და გასაუქმებელი ტიბუეს გატანილი? - "იბერია 1999"-მა "კოპენჰაგენთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 3-1 სპაერი. ბოლო წერტილი ვაწაძემ დასვა
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში