"საბურთალოს" და "საქართველოს უნივერსიტეტის" ასაკობრივი გუნდების წარმატება გეტებორგის თასზე
ქართული გუნდები მეოცე წელია დადიან სკანდინავიურ ტურნირებზე და მრავალჯერ ჩამოუტანიათ მოგებული თასები, თუმცა ეს ტურნირი იმით იქნება განსხვავებული, რომ როგორც ჩემმა ქართველმა მეგობრებმა გადმომცეს, ერთ-ერთ მათგანს - "საქართველოს უნივერსიტეტის" გუნდს სტადიონი აღარ დახვდება თბილისში!!!

ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, რომელიც შვედეთში გაიზარდა, წარმოუდგენელია მსგავსი რამ! შვედეთის მთავრობა ყველაფერს აკეთებს ახალგაზრდების გაჯანსაღებისთვის, ფეხბურთზე ხომ საერთოდ აბოდებთ და სტადიონების დანგრევა კი არა, სად გახსნან ახალი სტადიონი, სულ იმის ცდაში არიან.

ნახევარმილიონიან გეტებორგში ოცამდე დიდი სტადიონი, ას ოცი საფეხბურთო მოედანია, რომლებზედაც ახლა, ამ წუთებში მიმდინარეობს ბავშვთა მსოფლიო ჩემპიონატი - "გოთია ქაფი", ანუ გეტებორგის თასი.

წელს, მიუხედავად ევროპაში ამდენი ტერაქტისა და გადატრიალებისა, ათას შვიდასი გუნდი ჩამოვიდა და როგორ მიხარია, რომ მათ შორის ჩემი საყვარელი თბილისის ორი გუნდია: "საბურთალო" და "საქართველოს უნივერსიტეტი". აქ ამ გუნდებს "ვაკეთი" მოიხსენიებენ, რადგან 20 წლის წინ პირველად ჩამოსულა "ვაკე-91" და კარგა ხანს ასპარეზობდა, მაგრამ ახლა გავიგე, ეს გუნდი აღარ არსებობს და ტრადიციის მოყვარულ შვედებს ისიც ავუხსენი გეტებორგის მაგალითზე, რას ნიშნავს ვაკე და საბურთალო. დამპირდნენ, მომავალ წელს უკვე ამ სახელით მოვიხსენიებთო.

ტურნირის გახსნა საოცარი იყო, როგორც ყველა წელს, "ულევის" სტადიონზე 60 000 კაცი ესწრებოდა და მეამაყებოდა, როცა ჩემი სამშობლოს დროშა გამოიტანეს ბიჭებმა.

ბიჭებმა კარგად დაიწყეს: "საბურთალო 1"-მა (ასაკი - 2002-იანები, მწვრთნელი - ვოვა მუსერიძე) ნორვეგიულ "ვარგს" 4:1 მოუგო.

გიორგი გოშთელიანმა საკუთარი მოპოვებული პენალტი გარდასახა, მერე საგოლედ უპასა ზაზა გუგეშაშვილს. მითხრეს, გიორგის უფროსი ძმას, გურამს უკვე საქართველოს ნაკრებშიც მოუკიდებია ფეხი და იმედია, გიორგიც მას მიჰყვება. გურამ ხვედელიძემ (საბა მამაცაშვილის პასით) და ლუკა უთმელიძემ (ნიკა არველაძე) შანსი არ დაუტოვეს ნორვეგიელებს.

მეორე მატჩში შვედურ "ვაქსოს" დაუზავდნენ ბიჭები მეკარე სომხიშვილის კარგი თამაშის წყალობით, თუმცა თორნიკე ჩხაიძეს ცოტა დააკლდა გამარჯვებისთვის.

"საბურთალო 2"-ს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის, გია გეგუჩაძის ვაჟი გიორგი უდგას სათავეში და არც მათ შეურცხვენიათ თავი - "მალმიოსთან" ფრედ, 2:2 ითამაშეს ლუკა ჩითინაშვილის და ზაზა თაფლაძის გოლებით (გუკა კაშიასა და სანდრო ღუდუშაურის პასებით), მერე ნორვეგიულ "ოსლო ოპსთან" - 0-0.

უსტადიონო "საქართველოს უნივერსიტეტი" (ასაკი - 1997-იანები, მწვრთნელი - ზაზა დიდებაშვილი) ნორვეგიულ "სტორე ფუტბოლთან" 0:2 აგებდა, მაგრამ ჯერ გიორგი თიგიშვილმა შორიდან შეაგდო, მერე ბადრი სამსონიამ ივაჟკაცა - 2:2.

მეორე მატჩში კი გერმანულ "ალტენჰოლცს" მოუგეს: თიგიშვილმა მთელი გერმანული დაცვა მოატყუა და შეაგდო. მერე საბა ლომიძემ ივაჟკაცა და ბოლოს ზარიძის პასით ბადრი სამსონიამ გამარჯვებისა გაიტანა - 3:2!

მე კი საქართველოს მთავრობას ვთხოვ, ნუ დატოვებენ ამ კარგ ბიჭებს უსტადიონოდ!!!

ლალი დვალი, გეტებორგიდან

imereli
მაგ ნატკვამი მარტალია გეტანხმები მაგრამ ცოტა მეტი აკტიურობა და ბევრი პატარა უპრო გაიხარებდა არ მეტენხმები?
imereli
იმერელი ვარ სვილო იმერელი გაიხარე იმპერატორობა და ტუ ზესტაპონელი ხარ აუცილებლად გეტკინებოდა გული იმაზე რა ტკმა უნდა ტუ იცი რაც 2000ანების მცვრტნელს გაუკეტეს პატარას ტვალზე რო ცრემლს ნახავ და გაიტავისებ დარცმუნებული ვარ მასე არ მოიკცევი გმერტმა დაგლოცოს
ზესტა
იმერელს! ჩემი უსამართლობა რაში დაინახე,არ ვიცი.ჯერ ერთი,ვინ გითხრა,რომ ხმა არ ამოვიღე?მეორეც,ოჯახში მომხდარი კონფლიქტი საერთო-სახალხო განხილვის საგანი არ არის.მესამეც,ჩემი კომენტარი მარტო ზესტაფონს არ ეხება,ეს საერთო ქართული პრობლემაა და მეოთხეც,თუ გვინდა საქმე გაკეთდეს,პირად ინტერესებს საყოველთაოზე წინ ნურასოდეს დავაყენებთ
Irakli apkhaidze
ყველა და ყველაფერი დღეს თბილისზეა გადართული, რეგიონებისკენ არც სამთავრობო იხედება არც არასამთავრობო... საინტერესოა ამ გუნდებში რომლებზეც აქაა საუბარი რამდენი ბავშვია რეგიონებიდან... ბოლო კომენტარის ავტორი ალბათ ისეა იმერელი როგორც მე ჩინეთის იმპერატორი...
imereli
ზესტა გეტენხმები მარტალი ხარ მაგრამ გეტკობა მხოლოდ მასინ ხარ სამარტლიანი როცა გაცკობს/ რატო იმაზე არ ამოიგე ხმა მაგ 2000ანების გამზრდელს რო არაკაცურად მოეკცნენ?
ზესტა
სასიამოვნოა ნებისმიერი ქართული ჭაბუკთა გუნდის წარმატება უცხოეთში.თბილისის ორივე გუნდს საბოლოო წარმატებას ვუსურვებ აღნიშნულ ტურნირში.მაგრამ არ შეიძლება არ გამოვხატო ჩემი საყვედური ჟურნალისტებისა თუ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მიმართ.ნუთუ გუნდი აუცილებლად თბილისიდან უნდა იყოს,რომ მათი წარმატებები აღნიშნოთ? ზესტაფონის "მარგვეთი-2006"-ის ჭაბუკთა გუნდმა (2000 წელს დაბადებულები) 2016 წლის ივლისში საერთაშორისო ტურნირი მოიგო ლიტვაში,საუკეთესო ფეხბურთელისა და ბომბარდირის პრიზიც მოიპოვეს,მაგრამ მათ შესახებ ერთი სიტყვაც არ დაუწერია არავის.ჟურნალისტებო!გრცხვენოდეთ ასეთი მიკერძოებულობის და გახსოვდეთ:საქართველო მარტო თბილისი არ არის.
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
ალეგრიმ დაადასტურა - ლუკა მოდრიჩი კარიერას "მილანში" განაგრძობს
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა
მიზეზი ფულია - თურქი ჟურნალისტი ოსიმენის "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეუთანხმებლობაზე და ნიგერიელის სატრანსფერო საგაზე
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
ტრანსფერზე ხმების პარარელურად - მიქაუტაძემ "ლიონში" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
"ბორდოს" ყიდვა მინდა" - ცნობილი მუსიკოსი დავითაშვილის ყოფილი გუნდის შეძენას აპირებს
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
რატომ არ იყო რონალდო დიოგო ჟოტას დაკრძალვაზე - კრიშტიანოს და ამ ამბავს გამოეხმაურა
სიის სათავეში დავითაშვილის ტრანსფერია - თურქული გუნდისთვის პრიორიტეტული ზურიკოს დამატებაა
უარი 2 მილიონ ევროზე - დიოკერეში "არსენალში" ტრანსფერისთვის ყველაფერს აკეთებს
"კაპიტანი ამერიკა ჩამოვიდა" - "სპორტინგმა" ქოჩორაშვილი წარადგინა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
"კვარას" მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ჩინებული პსჟ და "რეალთან" დიდი მატჩის მოლოდინი
"მიჩვეულია ტიტულები არ მოიგოს" - პსჟ-სთან ნამატჩევს მიულერი კეინს გაეხუმრა
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
მიქაუტაძის სანაცვლოდ "რომაზე" 2 მილიონით მეტი შესთავაზეს - ქართველის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს
ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა
ქართველებმა საერთაშორისო ტურნირზე ნორვეგიელებს ხუთიდან ოთხჯერ მოუგეს!
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
"საბურთალოს" დღე გეტებორგში მიმდინარე "გოთია ქაფზე"
U19. ინგლისთან მარცხით დავიწყეთ, წინ ესპანეთია!
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
"საბურთალო 1"-მა დანიის საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს თასი მოიპოვა!