შოთა არველაძემ კახა ცხადაძეს აჯობა - თელ-ავივის "მაკაბის" მომდევნო მეტოქე რუმინული "პანდურიაა"
გუშინ, 21 ივლისს, ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართა.

ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა თელავივური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს შოთა არველაძის "მაკაბი" და კახა ცხადაძის "ქაირათი" დაუპირისპირდნენ. შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა.

ისრაელში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. თავი ტალ ბენ ჰაიმ II-მ გამოიჩინა. "ქაირათმა" ჯერარდ გოჰუს გოლით გაათანაბრა. შეხვედრისა და ორრაუნდიანი ქართული დუელის ბედი კი შოთას გუნდის სასარგებლოდ გადაწყდა: 86-ე წუთზე გალ ალბერმანის შორეული გოლით "მაკაბიმ" მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც რუმინულ "პანდურიისთან" მოსინჯავს ძალებს.

თამაშის დასრულების შემდეგ არველაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა:

"ბედნიერი ვარ! ბედნიერი ვარ გუნდის კაპიტან ალბერმანის გოლის გამო. ეს იყო ლამაზი და მნიშვნელოვანი გოლი. პირველ ნახევარში გავხსენით ანგარიში და კარგადაც ვითამაშეთ. როცა 1:0-ს იგებ, ხშირად უბრუნებ მეკარეს ბურთს და ამან გამოიწვია პრობლემა. ჩვენ მხოლოდ არშავინს მივეცით შანსი კონტრშეტევაზე...

მეორე ტაიმში რამდენჯერმე გაუმართლებლად დავკარგეთ ბურთი და ეს მიუღებელი იყო. აქვე უნდა შევაქო "ქაირათი" - ამ გუნდს კარგი გარემარბები ჰყავს...

რაც შეეხება ჩვენს მომავალ მეტოქე "პანდურიის", პირველ მატჩს გასვლაზე ვთამაშობთ, თუმცა ამ სირთულეს უნდა გავუმკლავდეთ...

გუნდის ახალწვეულ სკარიონეზე ვიტყვი, რომ ის სამი წლის განმავლობაში ჩემთან ერთად იყო თურქეთში. კარგი ფეხბურთელია, შეუძლია გატანაც და დაცვაში კარგი თამაშიც. ბედნიერი ვარ, "მაკაბიში" რომ ჩაირიცხა და კარგ სეზონს ვუსურვებ...

ნოსა იგებორი დღეს ძალიან კარგი იყო. მან უნდა გაიგოს, რომ კიდევ მეტის გაკეთება შეუძლია. მან კარგად დაიწყო და მე კმაყოფილი ვარ, მაგრამ ბევრი მოთამაშისგან მეტს ვითხოვ. ჩვენ მხოლოდ გზის დასაწყისში ვართ და უკეთესობისკენ მივდივართ...

იოსი ბენაიუნი ძალიან გამოცდილია. მან იცის, როგორ და რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა იყოს მწვრთნელი მინდორზე. მას ფეხბურთელები დიდ პატივს სცემენ და მოხარული ვარ ამის გამო".

სიტყვა მივცეთ კახა ცხადაძეს:

"თავიდანვე ვთქვი, რომ თანაბარი ძალის გუნდების თამაში იქნებოდა. ასეთი გუნდები ერთმანეთს უფრო შორეულ ეტაპზე უნდა ხვდებოდნენ. დღეს ერთ მათგანს უფრო მეტად გაუმართლა. ჩვენ პირველი ტაიმი ჩავაგდეთ, მეორე ნახევარში გადავაწყვეთ თამაში და გავიტანეთ გოლი, მაგრამ... ბოლოს ისევ გავუშვით. თანაბარი თამაში იყო...

ჩემს ფეხბურთელებს ვერ დავემდურები. მათ ძალიან ბევრი შეხვედრა ჩაატარეს მოკლე დროში. ცხოვრება გრძელდება. პარადოქსია, მაგრამ ორ დღეში ისევ თამაში გვაქვს. ახლა ფსიქოლოგიურად უნდა გავამხნევოთ ფეხბურთელები, რათა 24 ივლისს კარგად ვითამაშოთ.

რაც შეეხება ჩვენს დერბის, ყველაფერი მოედანზე დარჩა. ჩვენი ურთიერთობა ისეთივე იქნება, როგორიც იყო ადრე. ორივე ჩვენგანი ცდილობდა გამარჯვებას.

"მაკაბი" კარგი გუნდია კარგი შემსრულებლებით. ვფიქრობ, ეს გუნდი ევროპალიგის ჯგუფში მოხვდება. დღეს შეწყდა ჩვენი 17-მატჩიანი წაუგებელი სერია, მაგრამ ცხოვრება გრძელდება".

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა ნიკა კვეკვესკირის "გაბალა". აზერბაიჯანულ გუნდს გასვლაზე პირველი მატჩი 2:1 ჰქონდა მოგებული უნგრულ მტკ-სთან და შინაც იმარჯვა - 2:0.

კვეკვესკირი ძირითადში იყო. ის 79-ე წუთზე შეცვალეს. "გაბალას" მეტოქე მომდევნო რაუნდში ფრანგული "ლილი" იქნება.

ლევან ყენიას "სლავიამ" ესტონეთში ნაწვნევი მოულოდნელი მარცხის (1:3) შემდეგ შინ 2:0 მოუგო "ლევადიას" და III საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, სადაც პორტუგალიურ "რიუ ავესთან" მოუწევს ურთიერთობის გარკვევა. გუშინ ყენიამ 90 წუთი ითამაშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sosososo
თუ ფეხბურთი გიყვარს და ქართველი ხარ უნდა იამაყო არველაძით,ბევრი არ გყვოლია მისსნაირი.წარმატებები.შოთი
gulshematkivari nagdi
არველაძეები არიან ინტელიგენტები არისტოკრატები და მინდა კიდევ მოვიგონო რამე მაღალფარდოვანი სიტყვები განათლებულები ერუდირებულები და მათი მოსმეწნა და ყურება ყველასთვის სასიამოვნო და საამაყოა აბა ეხლა არის ფედერაციის ხემძღვანელობა ორ სიტყვას ვერ აბავს ერთმანეთზე და მათ გაფუჭებულ საქმეებზე გველაპარაკებიან ამათი გაკეთებული მაჩვენეთ ამათი სწორი გადაწყვეტილება და რამე სასიკეთო საქმე მაჩვენეთ ....... და ,..... აი ესენი რაში ხარჯავენ მილიოენებს კაცი არ კითხულობს რა ენაღვლებატ ხალხის ფულები ტო დავაი დაახვიეთ
gia
გენაცვალე სოტი წარმატებები,,გულზე გასკდნენ ფიფია და მისტანები
ნეიტრალის საყურადღებოდ
"ნეიტრალის" საყურადღებოდ:კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
კასანო: ნუსა ახალი კვარაცხელიაა და "ნაპოლიმ" სასწრაფოდ უნდა შეიძინოს
წიტაიშვილმა "გრანადა" დატოვა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ აშშ-ს მოუგო
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
კახა ცხადაძე: საბოლოო ჯამში, გამოცდილება არ გვეყო
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
შოთა არველაძე: ამდენი ხანია, ფეხბურთში ვარ და ასეთი რამ არ მინახავს
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
არჩილ არველაძე: პირადად შოთას ჯერ არავინ შეხმიანებია
შოთა არველაძე: მსაჯმა ორმაგად დაგვსაჯა
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა
"ქეცბაიაზე უკეთესი მწვრთნელი მე ვარ" - "მაკაბის" დამრიგებელი ქართველის შესახებ დასმულმა კითხვამ განარისხა
ვლადიმირ ვაისი სამუშაოდ ყაზახეთში ბრუნდება?
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კახა ცხადაძე: არის ერთი დიდი პრობლემა - საბჭოთა მენტალიტეტი
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
თემურ ქეცბაიას ახალი ვარიანტი - ქართველს ისრაელის საუკეთესო გუნდში იწვევენ
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ალმათის "ქაირათი": ჩვენ ვლადიმირ ვაისს არც განვიხილავთ და არც ველაპარაკებით
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
მადრიდის "რეალმა" "ბარსელონა" მძიმე ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"
შოთა არველაძე: მამარდაშვილის "ლივერპულში" წასვლა კოსმოსში გაფრენას ჰგავს
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გვინდოდა გამარჯვება, მაგრამ... - ცხადაძის კომენტარი "შკენდერბეუსთან" მატჩის შემდეგ
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
"მადლობა იმ სიამაყისთვის, რომელიც მოგვანიჭეთ" - შოთა არველაძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას ეხმაურება