გორის "დილა" ბრაზილიიდან, პორტუგალიიდან, სერბეთიდან და განიდან 4 ლეგიონერის დამატებას გეგმავს
გორის "დილამ" სერიოზული შენაძენი გააკეთა - უჩა სოსიაშვილის გუნდის დაცვას 34 წლის ლაშა სალუქვაძე გაამაგრებს.

გამოცდილი უნივერსალი, ვისაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 38 მატჩი უთამაშია (1 გოლი), ბოლო დროს უკლუბოდ იყო. სხვადასხვა დროს კი მას თბილისის "ლოკომოტივში", "დინამოში", ყაზანის "რუბინში", ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში", გორის "დილაში", "სკა ენერგიასა" და ბაქოს "ინტერში" უთამაშია.

"დილა" საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველისთვის უცხო გუნდი არ არის. სალუქვაძე გორულ კლუბში 2012/13 წლების სეზონში თამაშობდა და გუნდთან ერთად საქართველოს თასიც მოიგო.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყაზანის "რუბინის" შემადგენლობაში ის ორჯერ გახდა რუსეთის ჩემპიონი. "ლელომ" სალუქვაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა:

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ გორის "დილას" ფეხბურთელი ხართ?

- დიახ, უკვე ყველაფერზე მოვილაპარაკეთ. ახლა, თქვენ რომ გესაუბრებით, გორში ვარჯიშზე მივდივარ...

- გორი თქვენთვის ნაცნობი ქალაქია...

- ნამდვილად. მართალია, მას შემდეგ "დილაში" ბევრი რამ შეიცვალა, ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ, მაგრამ ადაპტაციის პრობლემა არ უნდა იყოს. გორელი გულშემატკივრისგან პატივისცემასა და სიყვარულს მუდამ ვგრძნობდი.

- როგორ ფორმაში ხართ?

- ინდივიდუალურად კი ვვარჯიშობდი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ოპტიმალურ ფორმაში ვარ. ვეცდები, რაც შეიძლება მალე აღვიდგინო ძველი კონდიციები.

- როგორც ჩანს, გორში ამბიციური გუნდი კეთდება...

- მეც ამის იმედი მაქვს. როგორც ვიცი, რამდენიმე ლეგიონერის დამატებასაც აპირებენ.

გორში მართლაც მნიშვნელოვანი ამბები ხდება. საინტერესოა, რომ ერთ-ერთი ებრაელი ინვესტორი უკვე შეხვდა და ესაუბრა "დილას" ხელმძღვანელებსა და გუნდის მთავარ მწვრთნელს.

გორში მიმდინარე საინტერესო ამბებზე "ლელოს" უახლესი ინფორმაცია თავად "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა მიაწოდა:

- როგორც იცით, "დილას" სპონსორობა გადაწყვიტა ებრაელ ბიზნესმენთა ოთხკაციანმა ჯგუფმა.

ამათგან ერთ-ერთი უკვე ჩამოვიდა გორში და კლუბის ხელმძღვანელობას ესაუბრა. შემიძლია გითხრათ, რომ ამ კვირის ბოლომდე საბოლოოდ და სასიკეთოდ გადაწყდება "დილას" გადაფორმების საკითხი.

- სხვა რა ითქვა სპონსორთან შეხვედრის დროს?

- გუნდს არ ექნება არანაირი პრობლემა. ანგარიშზე დაიდება თანხა. ანუ იქნება სტაბილურობა. აქ ლაპარაკია ხელფასებზე, პრემიებზე, აღდგენით საშუალებებზე, ეკიპირებაზე... მოკლედ, ყველაფერ იმაზე, რაც სჭირდება თანამედროვე გუნდს ნორმალური არსებობისთვის.

- ახალ ინვესტორებს ინფრასტრუქტურული გეგმებიც აქვთ?

- აქვთ და საკმაოდ სერიოზულიც. "დილასთვის" გორში აშენდება საწვრთნელი ბაზა, რომელშიც იქნება საცხოვრებელი კომპლექსი 40 საძინებლით. აუზი, სატრენაჟორო დარბაზი... ერთი სიტყვით, ყველაფერი ექნება "დილას" იმისთვის, რომ ნორმალურად იარსებოს.

- რა შედეგს ითხოვს ახალი ინვესტორი?

- მომავალი ჩემპიონატი იოლი რომ არ იქნება, ეს ყველამ კარგად ვიცით. ბევრი წამყვანი ფეხბურთელი დავკარგეთ. ახალი ინვესტიცია კი იმ დროს წამოგვეშველა, როცა თითქმის ყველა ქართველი ფეხბურთელი დაბინავებულია. აქედან გამომდინარე, გარდამავალ ჩემპიონატში ჩვენთვის პროგრამა-მინიმუმი ათ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა იქნება. მაგრამ ჩვენ ყველა თამაშში მაქსიმუმისთვის ვიბრძოლებთ. აი, გარდამავალის შემდგომ პირველობაზე კი "დილას" მხოლოდ უმაღლესი მიზნები ექნება.

- და მაინც, არის რამდენიმე საინტერესო ქართველი ფეხბურთელი. შევიტყვეთ, რომ ლაშა სალუქვაძის, ირაკლი ძარიასა და ზურაბ არზიანის გადაბირებით ხართ დაინტერესებული...

- ირაკლი ძარია და ზურაბ არზიანი ჩვენთვის ყველანაირად მისაღები ფეხბურთელები არიან. უბრალოდ, ამ ეტაპზე მათთან არ გვქონია მოლაპარაკება. რაც შეეხება ლაშა სალუქვაძეს, უკვე შემიძლია გითხრათ, რომ ის "დილაში" ითამაშებს და ეს ძალიან მახარებს. წესით, სამშაბათს პირველად უნდა ივარჯიშოს კიდეც გუნდთან ერთად.

- ვიცით, რომ ლეგიონერების დამატებას აპირებთ. უფრო კონკრეტულად ხომ ვერ გვეტყვით, რომელი ფეხბურთელები შეარჩიეთ?

- კონკრეტულად ვერა, მაგრამ ზოგადად გეტყვით, ამ ეტაპზე ვაპირებთ ოთხი ლეგიონერის დამატებას. ესენი არიან ფეხბურთელები ბრაზილიიდან, პორტუგალიიდან, სერბეთიდან და, თუ არ ვცდები, განიდან. ბრაზილიელი და პორტუგალიელი გარემარბები არიან, სერბი და განელი კი - საყრდენი ნახევარმცველები.

ისე, კარგი იქნებოდა, გორულ კლუბს სპონსორი ევროპალიგაზე სომხურ "შირაქთან" დაპირისპირებამდე გამოსჩენოდა. სამწუხაროდ, ურემი რომ გადაბრუნდა, გზა მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდა. მაგრამ ნათქვამია - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!

შეგახსენებთ, რომ "დილა" სეზონთაშორის პერიოდში არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის, ლიდერებმა - ოთარ მარცვალაძემ, გუგა ფალავანდიშვილმა და ირაკლი ძარიამ.

ვფიქრობთ, თუნდაც მხოლოდ ამ ფეხბურთელებთან ერთად სოსიაშვილის გაწვრთნილი გუნდი შეძლებდა სომხური ბარიერის გადალახვას...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gio
თუ სიმართლეა ეგ ყველაფერი ზალიან გამეხარდა,აქ გორი იქნება თუ სხვა ქალაქი რა მნიშვნელობა აქვს,მიხარია რო ქართული ფეხბურთი წავა წინ,წარმატებები ბიჭებო
fcd
დასკდით გულზე ვისაც გეხებათ.
bebeto
კარგი დილაში ბიზნესმენები რომ მოდიან კარგი ფეხბურთელები უნდა შეარჩიონ ლეგიონერი იქება თუ ქართველი.
მდაჰ...
ჩემი სიტყვები აქ ზოგიერთმა ბოღმიანი ადამიანის კომენტარად მონათლა. ნება თქვენია, მაგრამ სანამ სიხარულით ცას ეწევით, ჯერ გაარკვიეთ ამ ინვეტორის ვინაობა - საჯაროდ გამოცხადდა რომელი პიროვნებაა ან რა კომპანია? მეც თქვენსავით გამიხარდება 10 წესიერი გუნდი რომ გვყავდეს, სიამოვნებით ვივლიდი ჩემპიონატის თამაშებზე, მაგრამ ყელშია უკვე ამოსული გარიგებულ-შეთანხმებული თამაშების ყურება. სერიოზული ინვესტორი 2-3 დღეში გადაწყვეტილებას არ იღებს ფულის ჩადებაზე და თუ დიდი ხანია მოლაპარაკებები მიდიოდა, მაშინ მინიმუმ ევროპა ლიგისთვის უნდა შეენარჩუნებინათ ის ფეხბურთელები, ვინც გუნდი მეორეზე გაიყვანა. მოკლედ შეეშვით საკუთარი თავის მოტყუებას და სიმართლის აღიარებას მიეჩვიეთ. წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო და ჩემპიონატის დასრულებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი. მოკლედ დილას გულშემატკივრებს წარმატებებს გისურვებთ! პ.ს. ისე ძალიან მაინტერესებს - პარტიზანთან თამაშისას საკუთარ ფეხბურთელებს უკანასკნელი სიტყვებით რომ ლანძღავდნენ ის გულშემატკივრები თუ პოსტავენ აქ
daamboo
ესენი ალბათ ისიანს დააბრუნებენ გორში, კარგი მენეჯერი კი იყო, ყველა მიმართულებით
c
რევიშვილი, გეგეჭკორი, ხუბუტია, (ლეგიონერი) ნავალოვსკი, დაუშვილი(ლეგიონერი) ზარანდია, ძალამიძე,კობახიძე, ბ.ცხადაძე. მთავარი მწვრთნელი გ.დევდარიანი(ცქიფო) შეკრიბე ეს ბიჭები დაამატე 3-4 ლეგიონერი და გახდი საქართველოს ჩემპიონი.
xxxx
დინამოს ჰყავს პატრონი, ტორპედოს გამოუჩნდა, აგერ დილა კარგ გზას ადგას.. იმედია კიდევ მინიმუმ 2-3 გუნდ ექნება კარგი ბაზა სტადიონი და ნორმალური პირობები, განათება , ეკიპირება, საშხაპეები, ხელფასები... და ევროპაში დაკარგული ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელები! ბრაზილიიდან არგენტინიდან საშუალო დონის ფეხბურთელები, რომლებიც გამოადგებიან ჩვენს ჩემპიონატ. კანკავა, ძალამიძე,კობახიძე, ხუბუტია, გრიგალავა, დაუშვილი, ზარანდია, რევიშვილი, ნავალოვსკი, ჩამოიყვანონ ეს ბიჭები გადაუხადონ ნორმალურად დონეც აიწევს და ქართული კლუბებიც მიარწევენ რაღაც წარმატებას, ხალხიც გაიხარებს სემოსავალიც იქნება და ფეხბურთსაც ეშველება ნელ-ნელა..
ლუკა
ზედაპირულად სასიხარულოა ინვესტორის მოსვლა ნებისმიერ ქართულ კლუბში, მაგრამ რომ ჩაუღრმავდე და კითხვები დასვა რა მოგება ექნება ინვესტორს ქართული ფეხბურთის რეალობაში? ინვესტორი ხომ ქველმოქმედი არ არის? საინტერესოა ინვესტორის შესახებ ინფორმაცია მოიპოვონ ჟურნალისტებმა, ინტერვიუ ჩამოართვან და კითხონ თუ რატომ დაინტერესდნენ ამ დარგში ინვესტირებით? არცერთი ქართული კლუბი ცალკე აღებული არ განვითარდება თუ მას ძლიერი კონკურენცია არ ექნება შიდა ჩემპიონატში. დილას და სხვა გუნდების სტაბილრობა და გაძლიერება ყველას ინტერესშია.
Beqa
სასიხარულო ამბავია. მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ დილას გულშემატკივარი ეს ძალიან კარგი ამბავია ქართული ფეხბურთისთვის. იმედია ძლიერ და კონკურენტულ გუნდს ჩამოაყალიბებენ.წარმატებები დილას.
gio
ქქა
dila-s
ბოღმა არა შაშაკოლა :)ეს რეალობაა
Hhh
დუდე შენ არ გეკუთვნოდა წინა კომენტარი მდაჰიო თუ რაღაც მაგას მივმართე
დილა
gulze gaskdit dabogmilo xalxo, tqveni uazro komentarebi aravis adardebs. diax movida sponsori da dila kvlav magali miznebistvis ibrdzolebs
Guadua
ტონთიო ყოჩაღ შენ :) რა ლამაზად და კოხტად დაალაგე დასახარჯად სხვისი ფული ა? :) გეხერხება :)
Hhh
დუდე ... ნუსკდებით ბოღმით, რაც შეეხება ინვესტორებს ერთს ვთხოვდი პირველ რიგში ხორგუაშვილი და ტუღუშა მოაშორონ გორის დილას, თორემ განიავდება მაგათი ფულებიც
დუდე
ახლა აქ ზოგიერთ კომენტარში დაბოღმილ ადამიანებს ვამჩნევ მაგრამ ეგ არაფერი რამდენადაც არ უნდა ათამაშოთ გორს მაგარი გუნდი ეყოლება რაც შეეხება ინვესტორის მოსლას მისასალმებელია ეს ფაქტი და სურვილი მაქვს ყველა ქართული კლუბი იყოს კერძო რაც შეეხება მწვრთნელს უჩა სოსიაშვილს მან უდიდესი შრომა ჩადო ამ გუნდში და მას მთელი გორი გვერდით ვუდგავართ (უბრალო გულშემატკივარი) და ვუცხადებთ 100 % ნდობას და თანადგომას
მდაჰ...
ერთი ადგილის თამაში ჰქვია იმას, რაც გორში ხდება - ჯერ ისეთი გუნდი შეკრეს, რომლის ფეხბურთელების ხელფასებს ვერ ისტუმრებდნენ, ჩემპიონატის მიმდინარეობისას ყოველ მსაჯის შეცდომაზე ვაი უშველებელი ტყდებოდა, საბოლოოდ ევროპა ლიგის საგზური გაინაღდეს, გუნდი დაშალეს, იმ ერთწლიან სომხურ გუნდთან სამარცხვინოდ (საეჭვოდო აღარ დაიწერება, ისედაც მთელმა ქვეყანამ იცოდა, რომ ასეც მოხდებოდა) წააგეს და ახლა ისევ თავიდან იწყებენ კარუსელის აწყობას?! სირცხვილია უკვე
ტონთიო
"დილაში" ინვესტორის მოსვლა გადაწყვეტილია. ახლა ჩამოვწერ რის გამოსწორებას ვისურვებდი კლუბში, რომელთაგან ზოგი ადვილი მოსაგვარებელია, ზოგიც დიდ დროსა და ფინანსებს ითხოვს: * კლუბის რებრენდინგი (ახალი, ორიგინალური, გორული ფეხბურთის ტრადიციებზე შექმნილი ლოგო პირველ რიგში) * ახალი, თანამედროვე ვებ გვერდი * აქტიურად და ოპერატიულად მომუშავე პრესსამსახური (ინტერვიუები, გამოკითხვები, სტატისტიკები, კითხვა-პასუხი ქომაგებთან) * მაღალი ხარისხის ფოტო-ვიდეო გადაღება * დილას თამაშების მაღალი ხარისხის პირდაპირი რეპორტაჟები * კლუბის თანამედროვე ბაზა * სტადიონის რეკონსტრუქცია (შეკვრა ერთ მთლიანობად და არა სეტკებით გამიჯვნა ქუჩისგან) * სტადიონზე განათების სისტემის მონტაჟი * ბილეთების გაყიდვა (თუნდაც სიმბოლურ ფასად) * ბავშვთა ფეხბურთის მიმართულების გაძლიერება და თანამედროვე აკადემიის ჩამოყალიბება, შესაბამისი მენეჯმენტითა და მწვრთნელებით * კლუბის ფართო რეკლამირება-პიარი * ფან-კლუბის განვითარების ხელშეწყობა * მოთამაშეების ძირითად ნაწილთან გრძელვადიანი, მინიმუმ 2-3 წლიანი კონტრაქტები * მედიასთან აქტიური თანამშრომლობა და მაქსიმალური გახსნილობა * აქტიური მუშაობა კომპანიებთან რეკლამების მოსაზიდად (თავიდან თუნდაც სიმბოლურ ფასად)
zviad
Eს კარგია გორისთვის ნამვილდ და ვულოცავ ,მაგრამ სალუქვაძისნაირ ფეხბურთელებს ,რომლებმაც მაღალ დონეზე ითამაშეს ერთს ვეტყოდი:მაშინ კი ნუ მოდიხართ საქართველოში როცა უგუნდოდ რჩებით და ფორმისგანაც ძალიან შორს ხართ-იქნებ ერთი წელი გეჩუქებინათ თქვენი ქვეყნისთვის და როცა სადღაც ბაქოში ან ერევანში გადასვლას აწერთ ხელს მაშინ დაფიქრდეთ და აქეთ წამოხვიდეთ.ხალხიც Mოვა თქვენ სანახავად და ჩემპიონატსაც გააძლიერებს.ცოტა მეტი პატრიოტიზმი ხალხო!
ზვიად ლაზარიდი
სფფ-ის გამოყოფილ ფულებს ვერავინ გაანიავებს ,მაგას სახ.აუდიტი გააკონტროლებს!
Hoh
ინვესტორიოო! ჰოჰ! :) და ისა განვითარების გეგმა თუ დაიდო?! მიზეზი მათი ინტერესის?!! თუ ეს ჯგუფი პანამის ფირმებივით არი და სახელმწიფო დახმარების ათვისება უნდათ?!!
მერაბი
სასიხარულო ინფორმაციაა. წარმატებები"დილას".
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
კვარას შეუძლია "რეალში" ან "ბარსელონაში" ითამაშოს, ის ამისთვის მზადაა - ლაშა სალუქვაძე
გორის "დილა" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა - მოტამ დემჩენკოს მსგავსი პუნქტით ისარგებლა და სომხური გუნდი ჩაიბარა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"საქართველოში მიაჩნიათ, რომ..." - ლაშა სალუქვაძემ "დინამო"-"ნეფტჩის" მატჩის შესახებ ისაუბრა
7 ახალწვეული! - ცვლილებები საფეხბურთო კლუბ "სამტრედიაში"
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
soccer.ru: რუსეთის ჩემპიონატის 10 ყველაზე რეიტინგული ქართველი - ბრწყინვალეები, ჩემპიონები, ბომბარდირები, სიმბოლო და ჯარისკაცი
ჩხუბი ფეხბურთელებს შორის მოედანზე - "დილას" ამხანაგური მატჩი უკრაინულ გუნდთან აღარ გაგრძელდა
ლაშა სალუქვაძე: ხვიჩას შეუძლია დიდ გუნდში ითამაშოს
"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]
"შსს აკადემია" ლეგიონერებით ძლიერდება
5 ყველაზე უხეში ფეხბურთელი ეროვნულ ლიგაში
ჩიხურა-საბურთალო 2:1 - ვინც მოითმენს, ის მოიგებსო... [VIDEO]
ლაშა სალუქვაძე: ხვიჩა რუსეთში თავს ცუდად გრძნობდა
"საბურთალო": დავით ვოლკოვი, თორნიკე თარხნიშვილი და ბრაზილიელი
"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა
მას ლიგა 1-ში 146 მატჩი აქვს ჩატარებული - გორის "დილამ" გამოცდილი მცველი დაიმატა
ლეგიონერები: გამარჯვებული ქართული რაგბია
კოლხეთი-საბურთალო 3:0 - დამაიმედებელი კოლხური გაზაფხული [VIDEO]
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
უცხოური ლეგიონი საქართველოში: 42 ლეგიონერი 21 ქვეყნიდან
გორის "დილას" რუი მოტა ჩაიბარებს
საფეხბურთო დავების ტრიბუნალმა ფოთის "კოლხეთის" 3 ფეხბურთელს სასჯელი შეუმსუბუქა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა
შედეგზე მანიპულირება - სფფ-მ "კოლხეთი" და გუნდის 5 ფეხბურთელი დასაჯა