ზოგჯერ ერთ მდინარეში ორჯერ შედიან
"მანჩესტერ იუნაიტედი" გამალებით ცდილობს პოლ პოგბას დაბრუნებას. არადა, 2012 წელს "წითელმა ეშმაკებმა" ლამის უფასოდ გაუშვეს ფრანგი თინეიჯერი "იუვენტუსში", ახლა კი მისი დაბრუნების სურვილით იწვიან.

დღევანდელ ჩვენს წერილში იმ ფეხბურთელებს გავიხსენებთ, რომლებიც სხვადასხვა დროს წავიდნენ მათი მშობლიური კლუბიდან, თუმცა მოგვიანებით ისევ დაბრუნდნენ.

ჟერარდ პიკე

"ბარსელონამ" 2004 წელს უფასოდ გაუშვა "მანჩესტერ იუნაიტედში" ჟერარდ პიკე. მაშინ პიკე 17 წლის იყო. კიდევ კარგი, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელები მალევე გამოფხიზლდნენ და 5 მილიონ გირვანქად პიკე დაიბრუნეს. რამდენიმე წელიც და, ვიდიჩისა და ფერდინანდის ჩრდილიდან ამოზრდილი მცველი უკვე ასტრონომიული თანხა ღირდა.

ალესანდრო მატრი

მოგზაურობის მოყვარული ფორვარდი მშობლიური "მილანიდან" 2007 წელს წავიდა "კალიარიში". მის სანაცვლოდ გუნდმა 4 მილიონი ევრო გადაიხადა. ამის შემდეგ მატრი აღმოჩნდა "იუვენტუსში", სადაც რამდენიმე სკუდეტო მოიგო. "მილანმა" მისი დაბრუნება ჩაიფიქრა და ამ საქმისათვის 11 მილიონი ევრო არ დაინანა. სულ ტყუილად. მატრი ჯერაც "როსონერის" კუთვნილებაა, თუმცა იჯარით მოგზაურობს სხვადასხვა კლუბში. "მილანის" შემადგენლობაში მან მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.

პეტერ კრაუჩი

დაბრუნებების დიდი ოსტატი, რომელსაც ჩვენ კიდევ შევხვდებით. საუკუნის დასაწყისში ახალგაზრდა და ძალიან უცნაურმა ფორვარდმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა "პორტსმუთში". ეს იყო მეორე დივიზიონში. კრაუჩი სასწრაფოდ გადაიბირა "ასტონ ვილამ". ფეხბურთელი 5 მილიონ გირვანქად გაიყიდა, 6 წლის შემდეგ კი "პორტსმუთს" 11 მილიონად დაუბრუნდა.

ალვარო მორატა

ორ წლის წინათ "რეალის" ხელმძღვანელები აშკარად შეცდნენ. ისინი არ ენდნენ საკუთარი აკადემიის აღზრდილს და 20 მილიონ ევროდ გაუშვეს ტურინის "იუვენტუსში". ვერ ვიტყვით, რომ მორატა გამუდმებით ბრწყინავდა "ბებერ ქალბატონში", მაგრამ ის კი მოახერხა, რომ ჩემპიონთა ლიგიდან მშობლიური გუნდი დაითხოვა. "რეალმა" ამ ზაფხულს 30 მილიონ ევროდ დაიბრუნა თავისი აღზრდილი.

პიტერ კრაუჩი II

"ტოტენჰემმა" თავის დროზე, 60 ათას გირვანქად გაასხვისა კრაუჩი. ერთ-ერთი ყველაზე ბრიყვული გასხვისება ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში. რა იცოდნენ მაშინ "დეზების" შეფებმა, რომ მოვიდოდა დრო და პიტერი ინგლისის ნაკრების ნომერ პირველი ფორვარდი გახდებოდა. "ტოტენჰემს" მისი დაბრუნება 10 მილიონ გირვანქამდე დაუჯდა.

ჟერმენ დეფო

ზოგადად, "ტოტენჰემის" მფლობელმა დანიელ ლევიმ არაერთი ჭკვიანური გარიგება განახორციელა, მაგრამ იყო ჩავარდნებიც. 2008 წელს დეფოს კარიერა "ტოტენჰემში" ძველებურად კარგი ვეღარ იყო. კლუბის ხელმძღვანელობამ ის 6 მილიონ გირვანქად გაყიდა "პორტსმუთში". გაბრაზებულმა დეფომ დიდებული სეზონი ჩაატარა და ერთ წელიწადში "ტოტენჰემმა" უკვე 16 მილიონი ფუნტი გადაიხადა მის სანაცვლოდ.

მარკო როისი

ბევრმა ალბათ არც კი იცის, რომ "დორტმუნდის" ერთ-ერთმა ლიდერმა საფეხბურთო კარიერა სწორედ ამ კლუბში დაიწყო და მერე, 10 წლისა გადაბარგდა "აალენში". საფეხბურთო საზოგადოებამ როისი "გლადბახში" შესანიშნავი თამაშით გაიცნო. თავის დროზე სრულიად უფასოდ გაშვებული ბავშვის უკან დაბრუნება "დორტმუნდს" 17,1 მილიონი გირვანქა დაუჯდა. დღეს როისს მსურველები არ აკლია. რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში დორტმუნდელები ფეხბურთელს გაცილებით ძვირად გაყიდიან.

ნემანია მატიჩი

"ჩელსის" ახალგაზრდულ სისტემაში ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა გაიარა. რა თქმა უნდა, ყველა მათგანზე არ ხერხდებოდა ჯეროვანი ყურადღების გამახვილება. სწორედ ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნება ლონდონელთა სერბი ნახევარმცველი ნემანია მატიჩი. თავის დროზე "ჩელსიმ" ის ხურდად გამოიყენა "ბენფიკასთან" სავაჭროდ, გაჩარხა რა ბრაზილიელი ვარსკვლავის, დავიდ ლუისის ტრანსფერი.

ეს მოხდა 2011 წელს. დრომ დაადასტურა, რომ ლონდონელები სწორად არ მოიქცნენ. სამი წლის შემდეგ მათ 21 მილიონი გირვანქა გადაიხადეს მატიჩის სანაცვლოდ. ცხადია, პორტუგალიურმა გრანდმა მაგრად იხეირა. "ჩელსიმ" თავის დროზე დაახლოებით ამდენი გადაიხადა დავიდ ლუისის ტრანსფერში, რომელსაც სერბი ხურდად გააყოლეს.

ნიკოლა ანელკა

თავის დროზე ყოველივე ფრანგულის მოტრფიალე არსენ ვენგერმა ეს დიდებული ფორვარდი ხელში ჩალის ფასად ჩაიგდო. საკმარისია აღინიშნოს, რომ "არსენალმა" ანელკას სანაცვლოდ "პარი სენ-ჟერმენს" სულ რაღაც 500 ათასი გირვანქა გადაუხადა. მაშინ გამხდარ, შავკანიან ბიჭს ბევრი არავინ იცნობდა, თუმცა ვენგერმა მასში განსაკუთრებული ნიჭი დაინახა.

მას შემდეგ, რაც ბევრი არაფერი გამოუვიდა მადრიდის "რეალში", ანელკამ პარიზში დაბრუნება გადაწყვიტა. "სენ-ჟერმენმა" "სამეფო კლუბს" 22 მილიონი გირვანქა გადაუხადა.

მატს ჰუმელსი

"ბაიერნის" სისტემაში გაიზარდა. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველად კი "დორტმუნდში" ჩამოყალიბდა. თავის დროზე ჰუმელსი "დორტმუნდმა" შედარებით იაფად, 4 მილიონ ევროდ აიყვანა. მატსი მშობლიურ "ბაიერნს" ახლახან დაუბრუნდა. სწორედ მან უნდა გადაჭრას "ბაიერნის" დაცვაში არსებული პრობლემები. მიუნხენურმა გრანდმა გერმანიის ნაკრების დაცვის ბურჯში 38 მილიონი ევრო გადაიხადა.

სესკ ფაბრეგასი

თითქმის პიკესთან ერთად გაუშვა "ბარსელონამ" ინგლისში, ოღონდ "არსენალში". კატალონიელები სესკს ისე შეელივნენ, რომ მის ნაცვლად არაფერი მიუღიათ. მოვიდა დრო და "ბარსელონამ" სესკის დაბრუნება მოიწადინა. ფაბრეგასის სანაცვლოდ კატალონიურმა კლუბმა "არსენალს" 34 მილიონი ევრო გადაუხადა.

მოლოდინი - პოლ პოგბა

ფრანგი ვარსკვლავის დაბრუნება "მანჩესტერ იუნაიტედში" ძალიან რეალურია. თავის დროზე ის 800 ათას გირვანქად გაუშვა "იუნაიტედმა". ალბათ, ერთ-ერთი მთავარი შეცდომა სერ ალექს ფერგიუსონის დიდებული სამწვრთნელო კარიერისა. ვნახოთ, დაბრუნდება თუ არა პოლი "ოლდ ტრაფორდზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სპაერმა" "ტორპედო" დაამარცხა და სუპერთასის ფინალში ითამაშებს
"ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად" - ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
ᓛᓣᓜᕓᕘᓐᓚᕘ 2014. ᓤᓠᓐᕜᓙ ᓠᓘᕑᓔᓠᓘᕡ ᓑᓝᓚᕝ ᓛᕣᓜᕓᕘᓐᓚᕘ
"ერთხელ მატჩის დაწყებამდე 10 წუთით ადრე ცოლმა დამირეკა და მკითხა: "სად ხარ?"
დიდი ისტორიის დასასრული - მარკო როისი ზაფხულში "დორტმუნდს" დატოვებს
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
პოგბა აშშ-ში - ფრანგი ფეხბურთელის ახალი გუნდი ცნობილია
პოგბამ, რომელსაც დისკვალიფიკაცია შეუმცირეს, შესაძლოა, კარიერა სამშობლოში განაგრძოს
პოგბამ ზამთარში "ზენიტში" გადასვლაზე უარი განაცხადა
ემოციური კადრები - "სიგნალ იდუნა პარკი" მარკო როისს დაემშვიდობა [VIDEO]
E-noticies: "სიტი" სეზონის ბოლოს გვარდიოლას გაუშვებს და ამ მწვრთნელს დანიშნავს
ჰუმელსი "სოსიედადში" გადასვლასთან ახლოსაა
ორი მთავარი კანდიდატი - "რომას" ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელების ვინაობა ცნობილია
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
პოგბა ფეხბურთელის კარიერის დასრულებას განიხილავს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
კრაუჩი მესის გოლზე: ეს მხოლოდ გენიოსს შეუძლია
ანელკა: მესი მბაპეს უნდა ემსახუროს, ის N1-ია!
ვანდა ნარას ურთიერთობა იკარდის ყოფილ თანაგუნდელთან აქვს, პიკემ ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა - საფეხბურთო ვარსკვლავების პირადი ცხოვრების ამბები [PHOTO]
კრაუჩი: რონალდო იბიცაზე სვამდა, მუცელზე საფერფლე ედო და ვერც კი მიცნო ვინ ვიყავი
ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-ისთან განადგურებულ "ინტერს" მწვრთნელად ფაბრეგასს დაუნიშნავენ
ვუდგეიტი, კაკა და "რეალის" კიდევ რვა წარუმატებელი ტრანსფერი
ფრანკ რიბერი საფრანგეთში ყველაზე საძულველ სპორტსმენად დაასახელეს
100 მილიონი ევრო ფაბრეგასის შესანარჩუნებლად - "კომოს" დიდი მიზნები აქვს
"ერთ თვეში სექსი რამდენჯერ გაქვთ?" - პიკემ ამ კითხვას უპასუხა
38 წლის აყლაყუდა პიტერ კრაუჩი "სტოკიდან" "ბარნლიში" გადავიდა
12 წლის შემდეგ - მარკო როისი პრემიერ ლიგაში გადასვლასთან ახლოსაა
მატს ჰუმელსი "რომაში" გადადის
"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა
როისი რჩება - "დორტმუნდი" ფეხბურთელს ხელფასს მნიშვნელოვნად უმცირებს
მაღალი კაცი ფეხბურთიდან წავიდა - პიტერ კრაუჩმა კარიერა დაასრულა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
კარიერის დასრულებიდან 2 თვის შემდეგ, შესაძლოა, ჟერარდ პიკე მოედანს დაუბრუნდეს
როისი, სავარაუდოდ, MLS-ს მიაშურებს
ოფიციალურად - ჰუმელსი "რომას " ფეხბურთელი გახდა
ნიკოლა ანელკას დამცველები გამოუჩნდნენ
ჰუმელსი მალე შეიძლება "სოსიედადის" ფეხბურთელი გახდეს
მატს ჰუმელსი, სავარაუდოდ, კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დორტმუნდმა" მარკო როისს კონტრაქტი გაუგრძელა
ფაბრეგასის "კომოს" ზამთარში შესაძლოა, კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელი შეუერთდეს
"უამრავ ვარსკვლავთან მითამაშია, მაგრამ პოგბა სულ სხვა იყო" - კინგსლი კომანი
ეტო'ო: ანრი ანელკას დონის არ იყო
"ვაუ, რა მიმზიდველი ვარ..." - კრაუჩი რონალდოზე სახალისო ისტორიას იხსენებს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ჰუმელსს მსურველები ინგლისიდან და ესპანეთიდან ჰყავს
ესპანელს ესპანელი შეცვლის? - "ლევერკუზენში" ფაბრეგასის ვარიანტს განიხილავენ
პიკე: ასე ფეხბურთი უფრო საინტერესო გახდება
ბოიან კრკიჩი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
"მესი ჯუჯაა ჰორმონებზე და კანალიზაციის ვირთხა, პიკე კი, მეძავის შვილი" - "ბარსას" ყოფილი იურისტის წერილი