ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

დინამო (თბ)-დინამო (ზ) 0:1 - რა აღიარა იურაი იარაბეკმა [VIDEO]

დინამო (თბ)-დინამო (ზ) 0:1 - რა აღიარა იურაი იარაბეკმა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგა. III საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
თბილისის "დინამომ" ორი მატჩის ჯამში 0:3 წააგო ზაგრებელ სეხნიასთან და გადაინაცვლა ევროპალიგაზე, სადაც ჯგუფში მოსახვედრ პლეი ოფს ითამაშებს.

ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირი კი ჩვენთვის დასრულებულია...

იხილეთ ვიდეო

ორი სიურპრიზი

მატჩამდე ორივე გუნდის ბანაკში მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა. თბილისის "დინამომ" მოისაკლისა ვენის "რაპიდში" წასული საუკეთესო ბომბარდირი გიორგი ქვილითაია (თან, "დინამოს" მთავარი მწვრთნელის თქმით, ტრავმირებული იყო და ისედაც ვერ ითამაშებდა). ტრავმის გამო იუქმა ბულგარელმა სტეფან ველევმაც. ამას გარდა, გასაკვირი იყო, რომ იურაი იარაბეკმა თადარიგში დატოვა ოთარ კიტეიშვილი.

იმთავითვე ჩანდა, მასპინძელთა მთავარი მიზანი მოედნის ცენტრში გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება იქნებოდა. რაც შეეხება ზაგრებელთა მთავარ მწვრთნელს, ზლატკო კრანჩარს, მან ტრავმირებული პორტუგალიელი საყრდენი - მაჩადო მოისაკლისა.

პლუს ამას, ხორვატთა სასტარტო შემადგენლობაში, ზაგრებულ მატჩთან შედარებით, სხვა ცვლილებებიც მოხდა. უცნაური იყო პირველი მატჩის გმირის, ანტე ჩორიჩის სათადარიგოთა შორის გამწესება. მიზეზი ან მცირე ტრავმა უნდა ყოფილიყო, ანდაც, შესაძლოა, კრანჩარი მას განსაკუთრებული შემთხვევისთვის, ასე ვთქვათ, ჯოკერად ინახავდა. ასეთი შემთხვევა სტუმარს არ დაუდგა, თუმცა კრანჩარმა ჩორიჩი ბოლოს მაინც "წაავარჯიშა"...

მთლიანობაში, სტუმართა შემადგენლობა უფრო დაცვითი იყო, ვიდრე ზაგრებულ მატჩში...

კლასი, ძამიკო, კლასი...

ცნობილი ქართველი პოეტის ლექსში ასე ამბობს ქართული პოეზიის მეფე გალაკტიონი, ოღონდ, კლასის მაგივრად იქ ნიჭზეა საუბარი. ჩვენ კლასზე ვთქვათ - მთავარ მიზეზზე, რის გამოც თბილისურმა "დინამომ" ზაგრებულთან ორი მატჩის ჯამში "მშრალად" წააგო.

გავრისკავ და ვიტყვი - ეს არ იყო 3 ბურთით წასაგები ორმატჩიანი დუელი. მეტიც, რიგ ეპიზოდებში ჩვენი "დინამო" უკეთესი იყო თბილისშიც და ზაგრებშიც, მაგრამ ტაბლო არ იტყუება. ხორვატი ფეხბურთელები კლასით უფრო მაღლა დგანან.

თუნდაც გუშინდელ მატჩში, კოკისპირულ წვიმასა და სეტყვაში, დაიხარჯა უამრავი ენერგია, მაგრამ ეს ენერგია არ აისახა პოზიტიურ შედეგში. რა თქმა უნდა, ეს შედარებით დაბალ კლასთან ერთად, ცალკეული შეცდომების ბრალიცაა...

რა აღიარა იარაბეკმა?

შესვენებისას "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა ორი ლეგიონერი შეცვალა - მატია შპიჩიჩი და მატიას კურიე მოედნიდან გაიხმო. რა აღიარა ამით სლოვაკმა სპეციალისტმა? ალბათ ის, რომ ჩემპიონთა ლიგაში ლეგიონერები ვერ გამოადგნენ გუნდს. ასე იყო ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე და რა იქნება ევროპალიგის პლეი ოფში, ამასაც ყველა ერთად ვნახავთ.

თუნდაც, კურიეს ძირითადში დაყენება ავიღოთ. პირველი ტაიმის განმავლობაში ის ეგრეც ვერ გაერკვა, სად იყო. მას არ ჰქონდა არანაირი ურთიერთგაგება პარტნიორებთან. როგორც იტყვიან, კურიე ალთას იყო, დანარჩენი "დინამო" კი - ბალთას...

ვერ გადაგვარჩინა მეკარე ენტონი სკრიბემ. ჩემი სუბიექტური აზრია - მას შეეძლო  მარკო როგის მიერ დარტყმული ჯარიმის მოგერიება, იმის მიუხედავადაც, რომ ბურთი რიკოშეტით წავიდა კარისკენ. ამ ეპიზოდთან დაკავშირებით, ცხადია, შეიძლება არსებობდეს სხვა აზრიც, თუმცა მე ასე ვფიქრობ და მგონი, აქვს ამ აზრსაც არსებობის უფლება.

ბევრი მინახავს გაცილებით უარესი რიკოშეტისას მეკარის მიერ მოგერიებული ბურთები...

მივყვეთ გოლის ეპიზოდს თანმიმდევრობით. ჯერ შეცდა რენე ფერეირა, ვინც ქართულ კარიერაში ერთ-ერთი უსუსტესი თამაში ჩაატარა. ლაშა პარუნაშვილი იძულებული გახდა, დაჯარიმებულიყო. ჯარიმის შესრულება როგმა ითავა. ბურთი "ცოცხალ კედელში" მდგომ უჩა ლობჟანიძეს მოხვდა და ძელის გავლით კარში შევარდა.

რა თქმა უნდა, სკრიბე მიდიოდა იმ მიმართულებით, რომლითაც თავდაპირველად მიფრინავდა ბურთი; რა თქმა უნდა, რიკოშეტის შემდეგ მას გაუჭირდა "გადაწყობა", მაგრამ კარამდე საკმაოდ შორი იყო და კიდევ ერთხელ ვამბობ - მეკარეს შეეძლო, დროული რეაგირება მოეხდინა ამ ბურთზე...

უნდა გამოიყენო!..

ფეხბურთში მთავარი გოლია და თუ გოლს ვერ გაიტან, ვერაფრით გაიმარჯვებ. რისთვის გავიხსენეთ ეს ელემენტარული, ანბანური ჭეშმარიტება? "დინამომ" აუცილებლად უნდა მოუმატოს დამაგვირგვინებელ ფაზაში, თუ ევროპალიგის ჯგუფში მოხვედრა სურს.

წილისყრამ საქართველოს ჩემპიონის მეტოქე რომ გამოარკვია, მაშინვე დავწერეთ, რომ შანსები აუცილებლად გვექნებოდა. გვქონდა და მერე როგორი? არადა, ორი მატჩის ჯამში ერთი გოლიც ვერ გავიტანეთ, რასაც ალალად ვიმსახურებდით.

როცა გაქვს ამდენი შესანიშნავი "სტანდარტი", როცა ამდენჯერ ხვდები შეტევის ბოლოსწინა ფაზაში, ასეთი შანსები აუცილებლად უნდა გამოიყენო.

ჰოდა, სწორედ ამას სჭირდება ის კლასი, რომელიც ჩვენს მეტოქეს მეტი ჰქონდა და, აკი, თუნდაც თბილისურ მატჩში, სამი მომენტიდან ერთი გოლად გვიქცია.

რაციონალურად!..

რომ ვაკვირდები, დღეს ყველა, ასე თუ ისე კლასიანი გუნდი, რაციონალურად თამაშობს. ჩვენ კი მივასკდებით ხოლმე მეტოქეს ცარიელ ემოციაზე. რა თქმა უნდა, ყველას გვეჩქარება გოლი და წარმატება, მაგრამ ხანდახან ფეხბურთში შედეგს ცდა სჭირდება.

ჩვენ ძალიან ხშირად გვინდა მოგება ძალიან სწრაფად და ეს ძალიან იშვიათად გამოგვდის. ვერავინ იტყვის, "დინამო" აუცილებლად მოიგებდაო, მაგრამ, ალბათ, არ იქნებოდა ურიგო, ცოტა რაციონალურად გადაგვენაწილებინა ძალები და თუნდაც თავიდან ავრიდებოდით სტუმართა კონტრშეტევებს.

ზლატკო კრანჩარმა კი თბილისური მატჩი უკეთ წაიყვანა, ვიდრე ზაგრებული. ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო საყრდენი ჟონასი, ვინც შესანიშნავად ითამაშა მინდვრის ცენტრში და უდიდესი მოცულობის სამუშაო გასწია.

გარდა ამისა, პირველ ტაიმში განსაკუთრებულად აქტიური ლადო დვალიშვილი მეორე ნახევარში კრანჩარმა იმით გაანეიტრალა, რომ მეურვე შეუცვალა. მანამდე, გორდონ შინდელფელდი თავს ვერ ართმევდა "დინამოს" ფორვარდის მეურვეობას.

დვალიშვილი მაინც საუკეთესო იყო მინდორზე და თუ რამ დააკლდა მის გარჯას, ეს იყო გოლი.

საერთოდ, "დინამოს" ძალიან აკლია მეგოლე თავდამსხმელი. სულო ცოდვილო, იმასაც გაიფიქრებ კაცი - ამდენ ლეგიონერს ერთი გამტანი ფორვარდი ჩამოეყვანათო!..

ჩვენი შანსი

წაგებამ სასოწარკვეთაში არ უნდა ჩაგვაგდოს. ერთი ბარიერის გადალახვაც და "დინამო" ევროპალიგის ჯგუფში ითამაშებს, რაც ამ ახალგაზრდული გუნდისთვის წარმატება იქნება.

ზაგრების "დინამო" კი, გნებავთ, ფინანსურად და გნებავთ, ფეხბურთელთა საერთო ღირებულებით, ჩვენზე მაღლა დგას, მუდამ თამაშობს ჩემპიონთა ლიგაში და ჩვენს "დინამოზე" გამოცდილი ფეხბურთელებიც ჰყავს.

მოკლედ, მოიგო ფავორიტმა და გული მხოლოდ იმაზე თუ დაგწყდება კაცს, საკუთარ თავზე მაღლა რომ ვერ ავხტით. არადა, ამას როგორ დავუკარგავთ "დინამოს" - ბიჭებს თავი არ დაუზოგავთ...

ჩემპიონთა ლიგა. III საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი

02.08. თბილისი. "დინამო არენა". 20 000 მაყურებელი

დინამო (თბ)-დინამო (ზაგრები) 0:1

პირველი მატჩი 0:2

გოლი: 0:1 როგი (9)

თბილისი (4-2-3-1): სკრიბე - ლობჟანიძე, რენე ფერეირა, ამისულაშვილი, შპიჩიჩი (46. კიტეიშვილი) - ჯიღაური, პარუნაშვილი - ჭანტურიშვილი, პაპუნაშვილი (72. მიკელ ალვარო), კურიე (46. გელაშვილი) - დვალიშვილი.

სათადარიგოები: ლომაია, ჭელიძე, თევზაძე, ცინცაძე

მწვრთნელი: იურაი იარაბეკი

ზაგრები (3-1-4-2): ედუარდო - სიგალი, ბენკოვიჩი, შილდენფელდი - ჟონასი (77. ჩორიჩი) - სტოიანოვიჩი, ანტოლიჩი, როგი, სოსა (52. მაცელი) - ფერნანდესი (71. პავიჩიჩი), სუდანი.

სათადარიგოები: სემპერი, ლეშკოვიჩი, ჰოჯიჩი, ენრიკესი

მწვრთნელი: ზლატკო კრანჩარი

გაფრთხილება: პარუნაშვილი (7), სოსა (25), ჟონასი (34), რენე ფერეირა (39), სუდანი (45), ლობჟანიძე (45), შპიჩიჩი (45), ჭანტურიშვილი (63), ბენკოვიჩი (66), დვალიშვილი (78)

არბიტრი: მ. ზელინკა (ჩეხეთი)

სტატისტიკა

18 კარში დარტყმა 7

4 ზუსტი დარტყმა 3

8 კუთხური 2

3 თამაშგარე 2

11 ჯარიმა 25

58% ბურთის ფლობა 42%

მატჩის სტენოგრამა

3' - ლადო დვალიშვილს წამით ასწრებს ხორვატთა მეკარე ედუარდო;

9' - რენე ფერეირა ცდება. ლაშა პარუნაშვილი ხიფათის განმუხტვას ცდილობს, მაგრამ ჯარიმდება და ყვითელ ბარათსაც იღებს. ჯარიმას როგი ურტყამს. ბურთი "ცოცხალ კედელში" მყოფ უჩა ლობჟანიძეს ხვდება, მიმართულებას იცვლის და ძელიდან კარში გადის - 0:1;

13' - პაპუნაშვილის მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ რენეს უძლიერეს თავურს ედუარდო აკრობატულ ნახტომში იგერიებს;

25' - პაპუნაშვილის ჩაწოდების შემდეგ ჯიღაური ოდნავ აცილებს კარს;

45' - სტოიანოვიჩის დარტყმა. რიკოშეტი. აშკარა გოლს გადავრჩით;

45' - ანტოლიჩის თავური. ბურთს სკრიბე იგერიებს;

57' - სიგალისა და გელაშვილის ორთაბრძოლა საჯარიმოში ძალიან ჰგავს თერთმეტმეტრიანს. ჩეხი არბიტრის სასტვენი დუმს;

58' - რენე ფეხებში უვარდება სუდანის და ბურთს კუთხურზე აგდებს;

60' - ჭანტურიშვილი ორ მეურვეს ატყუებს და შორიდან ურტყამს. ბურთი მცირე მანძილით სცდება კარს;

90' - ჯიღაურის ჩაწოდება. გელაშვილი ვერ სწვდება ბურთს ხეირიანად და მისი თავური კარს სცდება;

90'+2 - "დინამოს" არჩათვლილი გოლი. კიტეიშვილის ჯარიმა. არბიტრი მიიჩნევს, რომ თამაშგარეში მყოფი გელაშვილი მეკარე ედუარდოს ხელს უშლიდა...

90'+4 - საფინალო სასტვენი. ზაგრების "დინამო" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფშია, თბილისის "დინამო" კი იმავე სტადიაზე ევროპალიგაში გააგრძელებს ბრძოლას.

მატჩის შემდეგ

იურაი იარაბეკი: პლეი-ოფში შანსებს ვიტოვებთ

ზლატკო კრანჩარი: თბილისში მოსაგებად ჩამოვედით და მოვიგეთ კიდეც

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• დინამო

მეკარე უსუსტესია - ზაგრებში ორივე გოლზეც ჩანდა ეს მიუხედავად იმისა რომ არ იყო მისი ბრალი არცერთი. არასწორად მოძრაოდა და შანსი არ ქონდა არცერთ შემთხვევაში როგორმე გადარჩინა გუნდი. ეს გოლიც მეკარის უკლასობის გამო გავიდა - არც კი გადახტა და ბურთს აცულებდა ეგონა ცდებაო. მეკარე, რენეს გარდა დანარჩენი ლეგიონერები, გელაშვილი, დვალიშვილი და მწვრთნელიგასაშვებია და სპორტული დირექტორიც ასეთი ხალხის მოყვანისთვის

• Jango

ის რომ საქართველოში ფეხბურთი მკვდარია, ამის მიზეზებსი საცეცები თბილისიდან იზრდება. სულ არ სჭირდება დასავლეთ საქართველოს არ თბილისური მანსები და არც ფედერაცია, თავის 12 კლუბიან უმაღლეს მშვენიერ ლიგას თვითონვე მოიწყობენ ისე რომ ლიხს იქეთ არც კი გაიხედავენ. ზესტა,მერანი,ტორპედო,ჩიხურა,სამტრედია,საპოვნელა,სამგურალი, კოლხეთი,ზუგდიდი,გურია, ბათუმი, ქობულეთი. მშვენიერი ლიგა აეწყობა. ყველაფერი ამ დინამოსა და თბილისელ ჩინოვნიკებზე რომაა დამოკიდებული,ამაშია უბედურება. არ გვჭირდება დინამოსთან კონკურენტობა, პრაქტიკულად ერთი გუნდის ირვლივ ცეკვავს ყველა და ყველაფერი. sks070 შენ აგიკრძალავთ ყურებას რომ არ მოითხოვო სხვებისათვის აკრძალვა, მგონი ასე უკეთესი იქნება. ვის დაკარგვიხარ რომ ფეხბურთის აკრძალვას ითხოვ?ეს არ თქვა სამტრედიაში ან სამტრედიელებთან ესა თორემ გაგაბრტყელებენ ლავაშივით.

• მამლუქი ქუთაისელი

კიდევ ერთი და მერამდენე გაწბილება. ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება რომ, ქუთაისიდან ზუგდიდიდან დასხვა ქალაქიდან გაზრდილ ბიჭებს ფულით აფეთებთ და მანდ ძვირფას საფიცარ ქალაქში სათადარიგოშიც არ აყენებთ, რადგან მათ მამიკოები კი ყავთ მაგრამ უფულობის გამო თბილისშიც ვერ ჩამოდიან,და აი შედეგი , სად არინ მებრძოლი ბიჭები სადაა ტორპედო, ბათუმი, ზუგდიდი, ზესტაფონი, ფოთი, გორი, დათვალეთ რომელი ქალაქის გუნდი რამდენ ახალ ფეხბურთელს აძლევს ნაკრებებს და იმითაძლიეთ ხელფასები მწვრთვნელებს,დაუსახეთ მიზანი.

• gri

ფიფიადტვის მტავარია დინამომ მოუგოს ვანის სულორს და ასეტ გუნდებს..წადი რა გინდა დინამოსი..მანდარინის ბიზნეს მოკიდე ხელი

• jorj

ამ 4-5 ლეგიონერის მოყვანის საფასურად არ ჯობდაა ერთი ორი ცოტა მაღალი დონის ფეხბურთელი გეყიდათ? სად იპოვეთ ესენი თავის თავზე ვერ იღებენ შეტევის წამოწყებას და ორი კაცის მოტყუება არ შეულიათ

• gela

ერთადერთი სიმართლე ყველასთვის ცნობილია: ბურთის გაგებაში არ არის ზოგიერთი ახალგაზრდა, რა უბედურებაა ტო? მცველზე ვერ მიდიან მოსატყუებლად, ეშინიათ სტატისტიკაზე არ აესახოთ და მწვრთნელმა არ დაუთვალოს შეცდომები, რისი თავდამსხმელი ხარ შვილო აბა? ფინტი არა აქვთ, საჯარიმო დარტყმები ხომ ნახეთ? აბსოლუტურად ყველა კედელს გაარტყეს. აბა რაღას ეძახიან Nიჭიერს? მე ერთი ინვალიდი კაცი ვარ და ახლაც კი მაგათზე კარგად გავაკეთებ მაგ საქმეს და ეს ახალგაზრდები რამ დახოცა, ვერ ვხვდები? ვარჯიშზე რომ 25 ჯერ აკენწლის ბურთს ისაა ტექნიკა? სანამ ჯანზე არიან ეს ახალგაზრდები გავგზავნოთ ყანებში და სოფლის მეურნეობა მაინც წამოვწიოთ იქნებ, ჰაა?

• svani

ნუ დავიწყოთ თანმიმდევრულად, საიდან მოიყვანეს დინამოს სკაუტებმა ეს უცხოელი ფეხბურთელები არ ვიცი ან ვინ ეუბნება ფიფიას რომ კარგები არიან განსაკუთრებით კურიე, შპიჩიჩი, ალვაროც ვაბშე გაშვებული გყავდათ გუნდიდან, კურიეზე ატეხეთ ერთი ამბავი აუო თავის კლუბის ბომბარდირი გახდა ბულგარეთის კიარა თავიისიიიიიი და ერთი ამბავი ატეხეთ რაიცი გამოგვადგებაო ბულგარეთის 5ე ადგილოსანი გუნდის ბომბარდირიო))))))) შეხედეთ ლუდოგორეცს, ლეგიონერებმა მოიგეს ეს თამაში, ამ კაფუმ თუ ვინცარის 5 კაცი მოატყუა და ძალიან მაგარი ბურთი გაიტანა თან გადამწყვეტი 2:3, ნუთუ არ შეიძლებოდა დაახლოებით მაინც ასეთი დონის ფეხბურთელი ჩამოგეყვანათ, ერთი ჩამოგეყვანათ და კარგი ვიდრე დღეს არიან 3თუ 4) იმას ვერ იტყვით რომ მოედანი არ გაქვთ, არც ბაზა მოსამზადებლად, წამყვან კლუბებსაც კი შეშურდებათ ისეთი ინფრასტრუქტურა გაქვთ მაგრამ შედეგი არის 0!!))ავტორთან: ის რომ ზაგრები მაღლა დგას არაფრით არ არის გასასამართლებელი საბუთი)) კარგი რა ვერავინ ვერ მეტყვის რომ არ შეიძლებოდა ამ გუნდთან თამაში, როგორ მოიგო ირლანდიის ჩემპიონმა ბატესთან და ისტორიულ შედეგს მიაღწია?!! ჩემპიონატი რომელიც მოყვარულ დონეზეა თითქმის, მისი ჩემპიონი რომელიც ნახევრად მოყვარული გუნდია ითამაშებს ევროპალიგის ჯგუფურზე მინიმუმ))))) ერთხელ ჩვენც ხომ შეიძლება ჩვეეენც!!!

• fridoni

დღევანდელ თბილისის "დინამოს" ჭკვიანი მწვრთნელი და ფეხბურთელები რომ ჰყავდეს, აუცილებლად მოიგებდა

• fcb

1000000% ჯანგოს ვეთანხმები მეც იგივეს დაწერას ვაპირებდი თქვენ ყველაფერში ატყუებთ როგორც დინამოს ქომაგს ისე ნეიტრალურს ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ეგ 30000 გაყიდული ბილეთი + თავის იურა ლეგიონერებით.

• sks070

არ შეიძლება, რომ საქართველოში ფეხბურთი კანონით აიკრძალოს და ვინც იტყვის ფეხბურთელი ვარო, დაისაჯოს?

• dato

'"მიხეილ ხუციშვილი'''' , აი ვისი ბრალია უნიჭო მწვრტნელის იარბეკისა და არაფრის მაქნისი ლეგიონერების მოკვანა ! ფიფია ვალდებულია გაუშვას ბატონი მიხეილი.! გაიხსენეთ რა თქვა , იარბეკი იმიტომ მოვიწვიეთ ზესტაფონი გამოაგდო ტრნავის სპარტას რო წვრთნიდაო, მაგარი მიხწევა და ლოგიკააა ბარსელონა გამოუგდია... დინამო არც კომბინაციურ და არც სწრაფ ფეგბურთს არ თამაშობს მწვრთნელის ხელი საერთოდ არაფერში არ ეტყობა, ხოდა გაუშვით მიხეილთან ერთად რაგას უკურებთ ფიფიავ ???????

• შოკირებული გულშემატკივარი

შემდეგი სირცხვილი არ გამოგვაპაროთ:))))

• Jango

მოკლედ აქსიომები ასეთია: 1) თუ უნდა დინამოს რომ მოხვდეს ევროპალიგის ჯგუფში, არცერთი მოყვანილი ლეგიონერი, მათ შორის მეკარეც არ უნდა ათამშოს ამ პლეი ოფში, სხვანაირად დამთავრდება მათი ოცნებები. 2) ამ შემადგენლობი~თ დინამო გარდმავალ ჩემპიონატს ვერ მოიგებს 3) თუ ვერ აბრუნებენ ახალმოყვანილ ლეგიონერებს, მაშინ იჯარით გაუშვან ნაკლებად პრეტენზიულ კლუბებში რომ რაცხა ისწავლონ იმათმა ქართული ფეხბურთისა 4) დროულად გაუშვან ეს საცოდავი იურა სახლში და როგორმე იქნე უკან დააბრუნონ გეგუჩაძე. და ბოლოს, რატომ კადრულობს ან დინამოს ადმინისტრაცია ან თქვენ ამოდენა ტყუილებს? გუშინ ფაქტიურად 16-17 000 თუ იქნებოდა სტადიონზე,არც ისა კიდევ რატომ დაწერეთ ეს?: თბილისის "დინამოსა" და ზაგრების "დინამოს" შორის დღეს გასამართი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე დასასწრები გაყიდული ბილეთების რაოდენობამ თამაშამდე საათნახევრით ადრე 30 000-ს გადააჭარბა. აღნიშნული ინფორმაცია Sportall.ge-მ "დინამო არენას" სალაროებიდან მიიღო.

• dudu

ჩასაფრებული პოზიციიდან არ ვლაპარაკობ მაგრამ შედეგში დარწმუნებული ვიყავი..ადრეც დავწერე და ეხლაც ვიმეორებ სანამ მსაჯების დახმარებით ჭირდება დინამოს მარტვილის მერანის მსგავსი გუნდების დახმარება მანამდე არაფერი არ ეშველებათ..ფული დახარჯა ფიფიამ და ხო უნდა გამხდარიყო ჩემპიონი..ან ეს ლეგიონერები საიდან მოყავთ, რაში უხდიან ფულს..მოკლედ სანამ სამართლიანი ჩემპიონატი არ გვექნება არაფერი არ გამოვა

• Gocha Juve

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ ვერ გამიგია რისთვის ხარჯავს ფიფია ფულს ლეგიონერებში რომლებიც არაფერ ხეირს არ აძლევს გუნდს მეკარე არა სტაბილური შეიძლებოდა უკეთესის მოყვანა,კურიე, შპიჩიჩი რას აკეთებდნენ მოედანზე ვერ გავიგე ან რისთვის არიან გუნდში გეკითხებით ამათ გააძლიერეს გუნდი? რენე ფიზიკურად ძლიერია მაგრამ არა სტაბილური! ისე რომ ვთქვათ ჩვენი დინამოელები უფრო კარგად ირჯებოდნენ ვიდრე ლეგიონერები, როგორჩ ყოველ თამაშში საუკეთესო ლადო დვალიშვილი იყო რომელმაც საგრძნობლად მოუმატა თამაშს. ვიტყვი და არ მომერიდება ნათქვამია სამართალმა პური ჭამაო, გამოჩნდა ზაგრებელები კლასით მაღალი გუნდია. ახლა ჯერი ევროპისლიგაზე გამოსვლაა, წარმატებები ჩვენ დინამოელებს!

• სიმართლე

არამგონია რომ არ ლეგიონერებს, ვითომ ფეხბურთელებს რომ აძლევეთ, ნახევარი რომ ოქრიაშვილისთვის მიგეცათ, არამგონია რომ არ ჩამოსულიყო.... კიდე ბევრი ეგეთ ქართველის მოძებნა შეიძებოდა, ფაქტია რომ დვალიშვილი ყველას ჯობდა....

• zviad

Gაფიცებთ ბებერი იაშკა არ ჯობია იმ ახალგაზრდა კურიეს?თავდამსხმელები აღარ იზრდებიან!ამას თავისი მიზეზი აქვს!--ჭაბუკთა ლიგაში და ელიტლიგაში დინამოს და საბურთალოს აკადემიები უკონკურენციოდ დიდი ანგარიშებით უგებენ სხვა დანარჩენებს,რის გამოც ბრძოლას ვერ სწავლობენ და როდესაც სხვა ძლიერ გუნდებს ხვდებიან უკვე ის აღარ ჰყოფნით რაც აქამდე იცოდნენ და ჩერდებიან.კონკურენცია უნდა გაიზარდოს ადრეულ ასაკებში უნდა მიხედონ 35 ე სკოლას,ავაზას,ნ.დინამოელს ,სულაქველიძის აკადემიას და ასევე რეგიონის გუნდებს--დილა,სიონი,ტორპედო და ა.შ. დღეს კი რა ხდება თუ დინამო ან საბურთალო ვინმეზე გაიგებენ პერსპექტიულია ეგრევე თავისთან მოჰყავთ და იმ სხვა გუნდებს ასუსტებენ,მერე ამ ბავშვსაც სკამზე სვამენ და აფუჭებენ იმიტომ რომ მამიკოს ნაცნობები არ ჰყავს და ვაი თუ გუნდში გათავხედებულ მწვრთნელის შვილს თავი არ დაუხარა და შეეპასუხა იმისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი იწყება!!!მიხედეთ ბიძია ამ პრობლემას და 2-3 წელიწადშივე მივიღებთ შედეგს!!!!

• glaxuna

სანამ უკან პასები ა რ აიკრძალება და ნებისმიერი მოთამაშე მ ხ ო ლ ო დ წინ თამაშშზე არ იქნება დ ა გ ე შ ი ლ ი...მანამ მუდამ იქნება ასეთი შეცდომები,რომელიც 80 %-ან უპირატესობისას-აც კი წაგაგებინებს,და ეს ა კ რ ძ ა ლ ვ ა ბავშვთა ფეხბურთიდან უნდა დაიწყოს... უკან პასებით ბურთის მოშორებით ბავშვობიდანვე შეჩვევა: ფსიქიკურად აუძლურებს მოთამაშეს და ფიზიკურადაც ნაკლებ მომზადებული არის,რაც ა ი ს ა ხ ე ბ ა ქართულ ფეხბურთში,ანუ : ფიზიკა,მუდამ წინ,უ ბ უ რ თ ო დ სერიოზული დატვირთვა მთელი 90 წუთით და ინდივიდუალიზმით ...აგრესიული ფეხბურთი-მხოლოდ ეს გამოიყვანს ქართულ ფეხბურთს კრიზისიდან! (უკან პასი- მხოლოდ უკიდურეს ვითარებაში,არც დროის გაყვანის მიზნით და არც ანგარიშის შენარჩუნებისათვის,მასზე ფიქრს რომ იწყებს ფეხბურთელი და გუნდი,მით უმეტეს ქართველი ფეხბურთელები,ეს მაშინ...)

• გიორგი ვარშავიდან

ძალიან მეწყინა დინამოს დამარცხება, დინამო ჩემი თაობისთვის ფეხბურთში ყველაფერია, ლადო მეცოდება, გადაეცით დაბრუნდეს პოლონეთში, აქ არც ერთი გუნდი არ ეტყვის უარს. დინამოს წარმატებას ვუსურვებ შემდგომ თამაშში. სულ ვიმეორებ აღარ ვუყურებ მათ თამაშს მეთქი, მაგრამ მაინც ვუყურებ, მჯერა ქართული გენის, მაგის გარეშე არ იარსებებდა გულშემატკივარი.

• 912

Es antifexburti tu dzalebis bolomde daxarjva iyo bolomde rom ar etamashat warmomidgenia ra iqneboda namdvili germanuli pornografia

• zmo

ამ ჩამოფასებულ უცხოელებში ფულის გადაყრას ისევ ქართველები ჩამოგეყვანათ ოქრიაშვილი კანკავა ყენია ჭანტურია კობახიძე და კიდევ რამდენიქართველია უაზროდ რომ დახეტიალებენ და გუნდებს ეძებენ, შეთამაშდებოდნენ დინამოსაც უკეთესი შედეგი ექნებოდა და ნაკრებსაც გამოადგებოდა

• Jiji

მივმართავ ყველას, ფედერაციას, დინამოს,პრეზიდენტს,გულშემატკივრებს:გამაგებინეთ რატომ ათამაშებენ ფეხბურთს გელაშვილს? მაგისგან მაინც დაგვასვენონ.

• mamuka kikabize

კურიე-მთლი დინამოა-იურაც კურიეა და ფიფიაც-ისე ამ უკანასკნელმა ფული ქართველ კურიეებს რომ გადაუხადოს დაშავდება რამე...

• effe

ძალიან მეწყინა ესეთი შედეგი მაგრამ ვისაც იმაში გეპარებათ ეჭვი რო ბიჭები ბოლომდე არ დაიხარჯნენ მაგრად ცდებით... 2 მიზეზი აქ მსგავს შედეგს პირველ რიგში გამოუცდელობა მსგავს დონეზე (ერთერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდია დიანმო) და მეორე 1 წლიანი გუნდობა. ჩაამთავრებენ სეზონს და მორჩა სხვა გუნდი ხდება უამრავი გაშვებული და მოყვანილი ფეხბურთელი რათქმაუნდა ძალიან ძნელია 1 კვირით ადრე ახალი გუნდის შექმნა... იქნებ ევროპალიგაზე მაინც გაგვიმართლოს და ჩვენი დონის გუნდს შევხვდეთ

• ალეკსანდრე

გაუგებარია, რისთვის მოიყვანეს ეს ეგზოტიკური გვარ სახელების ლეგიონერები, რომელთა მარგი ქმედების კოეფიციენტი 0ია?დინამოს ხელმძღვანელობის საქმეა,რა თქმა უნდა ვის მოიყვანენ და ვის გაუშვებენ,მაგრამ მაშინ ნუ ექნებათ იმის ამბიცია, რომ გუნდი ჯგყფურში ითამაშებს,ყველა ხედავს რომ გუნდი აშკარად ჩამორჩება, საშვალო ევროპულ დონეს,ვრჩებით იღბალის იმედზე,რომ ჩვენზე სუსტი გუნდი შეგვხვდება, დაუშჰვათ მოხდა სასწაული და გავედით ჯგუფურში, მერე სანანელი არ გაგვიხდეს, შეიძლება ისე გავპაზორდეთ

• vah

ვერ ჩავწვდი ფიფიას სტრატეგიას! ტიპი ტრაბახობს ამ წელს ჯგუფში ვართო და მოჰყავს ეს ხლამი.... საღ ლოგიკაში არ ჯდება!! მოკლედ უცნაურობა სჭირს დინამოს!

• დავით

გამოიყვანა გელაშვილი და შეეტყო, რად გინდათ რას გადაეკდეთ ამ გელაშვილს არ ცის ფეხბურთი და თავი მაინც დაანებეთ

• Kote

რა აღიარა? შეცვალა და მეორე ტაიმი უკეთესად ითამაშეს? ცვლილება აღიარებისთვის კი არ გაუკეთებია, განწირული კაცის ხავსზე ჩაჭიდების მცდელობა იყო. არაა საჭირო ლეგიონერებზე პანიკის ატეხვა. ისეთი ლეგიონერის ყიდვას, რომელიც ჩა მოვა და "დაგლიჯავს", 10 მილიონი მაინც უნდა - 1-2 მილიონად შეფასებული ქართველები არ ჩერდებიან აქ და რატომ გაქვთ მოლოდინი, რომ ვიღაც "მესია" ჩამოვა და გვიშველის?

• 912

"ara shejda mwyeri xesa ara iyo gvari misi" araa es deda afetqebuli fexburti chveni saqme da sheveshvat ra zagrebs ro ver mougeb risi imedi unda gqondes rom exla tu shalke shegxvda imas gamoagdeb?

• gocha

მთავარია ეროვნული ჩემპიონატის დონე ამით იზომება ფეხბურთი ქვეყანაში და არა იმით გახვალ თუ არა რამე ტურნირზე !!გრანდები ლიგის მოგებაზე რომ ფიქრობენ იმათვისაც პირველ რიგში ეროვნული ჩემპიონატია მთავარი და მერე ჩემპიონთა ლიგა !!ამიტომ უმაღლესი ლიგის დონემ უნდა აიწიოს.

• 1

აიღოს და 18 წლამდელების ნაკრები როგორც გუნდი გაზარდეტ ნუ დაშლით და მიიღებთ შედეგს, ნუ რა თქმა უნდა ფინანსებთან და კარგ მწვრთნელთან ერთად

• bavaria

ეს მეკარე სად იპოვეს, დირკაა და მერე რამხელა დირკაა, ლეგიონერებში რატო ყრით ამხელა ფულს, ყველა ქართველი ორივე მატჩში მეტნაკლებად დამაჯერებელი იყო, ვერცერთმა ლეგიონერმა თავი კარგად ვერ დაგვამახსოვრა, ფერეირამ პირველ ათ წუთში ორი შეცდომა დაუშვა და გოლიც ამას მოჰყვა, დღევანდელი ფეხბურთი სხვა არაფერია, გარდა სხვისი შეცდომების გამოყენებისა, ვინც ამას აკეთებს ის უფრო მაღალი კლასის გუნდია. კლასი კი ლეგიონერებს დაბალი აქვთ, ჩვენი ბიჭები გაცილებით უკეთ გამოიყურებიან, ვიდრე ლეგიონერები. ბატონო რომან, სკაუტები არ გივარგათ და გაყარეთ

• dato

რამდენჯენრ წამოვსულვარ სტადიონიდან იმედგაცრუებული წაგების გამო, მაგრამ გუშინ ეს სხვა იყო, ესეთი გამწარებული სტადიონიოდან არასდროს წამოვსულვარ, ალბათ იმედიც აღარ დამღჩა ამათი თამშის შემყურე და მაგიტომ. ეს მვრთნელი საერთოდ აზრზე არ არის, გუნდს არანაირი ტაქტიკა არ ქონდა, არც კომბინაცვია 3-4 პასს ვერ აკეთებდფნენ, ეს კურიე, სკრიბე, სპიჩიჩი, საერთოდ ვინები ჩამოიყვანეს. პარუნაშვილი ლობჯანიძე გელაშვილი ჭანტურიშვილიც გასაშვებები არიან დინამოს დონეზე ვერ არიან.

• შაკო

სკრიბე არის ძალიან სუსტი მეკარე უსუსტესი

• ჰა, დაეცით თავზარი ხორვატებს?

ქართველმა ფეხბურთელებმა ამ "მესვეურების" ხელში გიბრალტართან, ფარერებთან და მალტასთან უნდა ისპარინგონ. ჯერ ფრედ დამთავრება ეცადონ,მერე იქნებ მოუგონ კიდეც.

• avto

რა 20,000 მაყურებელი 20-ც იყო და 35-ც

• Givi

თამაშით დინამომ უფრო სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენა, სანამ გასვლაზე იფიქრებ მანამ ერთი გოლი მაინც უნდა გაიტანო ფეხბურთის გუნდი რომ გერქვას!!!

• გიორგი

მერამდენედ ვწერ მეკარე არის აბსოლიტური დ. ი. რ. კ. ა

• giorgi

გუშინ ძალიან მომეწონა გლადიატორების პოზიცია. ჰოდა კარგი იქნებოდა ასეთი პოზიაცია, მაშIნ გამოეხატათ როცა 9-10 ქულა ბლო წამზე დანიშნული პენალტებით მოიპოვა დინამომ.

• halagaji

es lobjanize xo tormuzia akac da nakrebhic.dvalishvili xo moklet hegazizgebs fexburts dadis cakuzuli. sircxvilia xalxo sad poulobt aset xalxs da mere atamahebt samarcxvinoaa,dacinvaa kveynis.

• giorgi

კურიე სულ თავისუფალი იყო და პასს არ აძლევდნენ.

• Dinamo

ბოლო თამაშია რომელზეც ამ ფორმაციის დინამოს საყურებლად მივედი! სანამ გუნდში იქნება ლობჟანიძე - უთავმოყვარეო, რომლსაც მთელი სტადიონი აგინებს, კურიე გაურკვეველი არსება, ჭანტურიშვილი, რომელის მაქსიმუმიც არის ჩხურასათან და სიონთან კარგი თამაში და ოდნავ მაღალ დონეზე 0 ია. მეკარე რომელიც გასულ გოლებს თვალს აყოლებს. გელაშვილი რომლსაც ცარიელ კარში გოლი ვერ გააქვს... უპატივცემულობაა გულშემატკვირს ამ ხალხის ყოფნა გუნდში! ფიფია კიდე.. რა უნდა ვერ გავიგეე

• იყო და არა იყო რა

მერე ნუ გიკვირთ ხალხი რატო არ დადის სტადიონზეო, ძლივს მოსულ ხალხს რომ გააქცევ ის მეროედ აღარ მოვა, უპატივცემულობაა გულშემატკივრის როცა აგებს და 70 წუთის მერე ვეღარ დადიხარ სტადიონზე!

• deme

19 წლის ბავშვებმა თამაში მოგიგეს თან ორივე, იემდია ოდესმე მაინც გამოფრხილზდებით და თერჯოლის საპოვნელასთან მსაჯის დახმარებით თამაშის მოგებას გმირობად არ ჩათვლით. სანამ საქართველოს ჩემპიონათში მსაჯთა დახმარებით მოგებულ თამაშებზე უარს არ იტყვით და ნამდვილი ბრძოლით არ მოიპოვებთ გამარჯვებას მანამდე ევროპულ ასოპარეზზე ვერასოდეს ვერაფერს მიაგწევთ.

• Eric cantona

მოკლედ ლობჟანა ვერ თამაშობს და პასებს ვერ აკეთებს და გოლიც მაგის ასხლეტილისაგან გავიდა. რა უღბლო ტიპია

• Goga

Es fexburtelebi mtvareze ro caikvanon da ik 100 celi avarjishon araferi gamova matgan.es iko cvaleba.stumrebi tamashobdnen fexburts chvenebi ki cvalobdnen.

• Vaso

რატომ უშვებს ესეთი მნიშვნელოვან დროს ძირითადის ფეხბურთელებს ეს კაცი ვერ ვხვდები, ათამაშე რა, ეს შესარჩევი მაინც ბოლომდე და მერე თუ წასვლა უნდა კი ბატონო, გაუშვი... თან სად უშვებს სკამის მხეხავად, ისიც მეორე გუნდში!!! ნუ თავმოყვარეობა არის 0 !!! რაგაც ოდნავ მეტი ხელფასის ვარიანტი გამოუჩნდებათ და ვსიო მერე, ბრმავდებიან აგარ აინტერესებთ აგარაფერი,/ ლიგა არა ტოროლა , მთავარია ევროპის ქალაქში ხო იქნები ნაცხოვრები, დინამო არა ტორპედო კიდე... აი ესე ფიქრობთ თქვენ

• vato

ლეგიონერებს თავი დაანებეთ, რა უნდა ქნან 2 თვეა გუნდში თამაშობენ. რო შეთამაშდნენ ამას მინიმუმ ნახევარი წელი უნდა. ყველაზე ცუდი ჩვევა რაც აქვს დინამოს ეს არის ევროტურნირების წინ ლეგიონერების ყიდვა ვითომ იმის იმდით რომ სადმე გაძვრებიან. 25 წელია ერთი და იგივეს აკეთებენ და რათქმაუნდა არ გამოსდით. იმიტომ რომ მყარი საძიკველი არ აქვს გუნდს. ეს საძირკველი წესით უნდა იყოს ახალი თაობა, მაგალითად ეს 19-წლამდელები ყველაფერს რომ ანგრევენ და მერე ვერ ვითარდებიან. ან როგორ უნდა განვითარდეს თუ მაგალი დონის გუნდში არ თამაშობს. დინამომ უნდა გააკეთოს ეს საქმე. გაზარდეთ ერთი კარგი თაობა, ხომ გაქვთ ყველაზე მაგარი ბაზები ფული და პირობები.

• eh

ერთ რამეს ვერ ვიგებ...ფიფია ან ჭკუასთან ახლოს ვერ არის ან ნამდვილად ფულს ატრიალებს და ათეთრებს!! ასეთი ლეგიონერები, ასეთი ფეხბურთელები..პარუნაშვილმა ეგ გოლი გააჩალიჩა, ჭანტურიშვილი სად არის კაცმა არ იცის...ლეგიონერებზე ხომ საუბარი ზედმეტია...ყოველ წელს ახალი გუნდი... ისევ მაჩანჩალა ლეგიონერები...ალვარო როცა ნორმალური იყო გააგდო და როცა უკვე ვეღარ თამაშობს, უკან გამოისყიდა........უკაცრავად მაგრამ, ვგონებ ჩვენ რაღაც მახინაციებთან გვაქვს საქმე, რასაც დინამოს სახელი ეწირება!

• ioseb

ლეგიონერებმა ნამდვილად ვერ გაამართლეს, ველევს ეტყობა კარგი ბიჭია მაგრამ ტრამვირებულია. დანარჩენები ვინც ბოლოს მოიყვანეს განსაკითრებით მეკარე, ვფიქრობ ლეგიონერის სტატუსს ვერ ამართლებენ... წარმატება დინამოს პლეიოფში

• Irakli apkhaidze

თუ ჩამოგყავს ლეგიონერი მინიმუმ შუა სეზონში, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, მაინც უნდა იყიდო რომ ადაპტაცია და გუნდის გაცნობა მოასწროს და კურიესავით ალთა-ბალთას არ იყოს, აშკარად მრჩევლები არ უვარგ ფიფიას... მარა მეორეცაა საქართველოს ჩემპიონატში ეს არ სჭირდება დინამოს, თუ ფეხბურთელები რამეს დააკლებენ იქვე არიან მსაჯები და დინამოს ცივი ნიავი არ ეკარება, რაც ევტროტურნირებზე ბუმებრანგივით უკან უბრუნდება... გუშინ გელაშვილის მომენტზე, დინამოს საქართველოს ჩემპიონატში პენალტს არავინ დაუგვიანებდა და რამდენიმე მომენტში მის მხარზე გაიშვერდა ხელს, მარა ეს ევროპა...

• გგგ

უკვე მერამდენე წელიწადია ერთი და იგივე მეორდება. ასეთი შემედგენლობით ვისაც ჰგონია, რომ ევროტურინების ჯგუფურ ეტაპზე გასვლა შეუძლია, ელემენტარულად ილუზიების სჯერა

• levan

მწვრთნელმა თავიდანვე და მატჩამდე არასწორი სტრატეგია შეარჩია,არ უნდა დატაკებოდა ეგრევე მეტოქეს,არ იყო აუცილებელი პირველივე წუთიდანვე მეტოქეს ეკვეთებოდა,ადვილად წასაკითხი იყო და იმიტომაც იყო ძალიან სახიფათო ხორვატების კონტრიერიშები.მიუხედავად ამისა დინამო მაინც კარგი გუნდია,აქვს პოტენციალი,ბიჭები თავდადებით იბრძოდნენ და მადლობა მათ ამისთვის.თუ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა გვინდა,ასე სახელდახელოდ ლეგიონერების ყიდვა ვერ გაამართლებს,ხელმძღვანელობამ ეს უნდა გაითვალისწინოს.წარმატებები დინამოს ევროპალიგაზე.

• kika

ბატონი ფიფია ყოველ წელს დაიძახის ჩემპიონთა ჯგუფში უნდა ვითამაშოთო მაგრამ როგორ ამას ვერავის უხსნის და ვერც ვერავინ ვგებულობთ. დაბალი დონის ლეგიონერები ჩამოყავს და ასე რა უნდა გააკეთო. წელს რომ ალალიას ბედზე დვალიშვილი რომ არ გამოჩენილიყო ალაშკერტსაც მემგონი ვერ მოვუგებდით. ამ გუნდს სამწუხაროდ მეტი კლასი არ აქვს და მეტს ვერ მოთხოვ. ასე რომ ხორვატების დამარცხებას ცოტა მეტი ჯიბეზე ხელის გაკვრა ჭირდება.

• Zaza

ჯოჯოხეთს მოვუწყობთო, ალბათ ამინდი იგულისხმა

• სიმართლე

ვინც ეს ლეგიონერები ჩამოიყვანა სამსახურებორივი გულგრილობის ფაქტზე უნდა დაიჭიროოოო!!

• sss

20000 ზე მეტი მაყურებელი არ იყო სტადიონზე? რა სისულლეებს წერთ 20 იც იყო და 35 იც

• kvaxa

რა თქმა უნდა ზაგრები გვჯობდა, მაგრამ გაუმართლა კიდეც. კი ბატონო ვერ გავიდოდით, მაგრამ რეკოშეტი რომ არა, სხვა თამაში წავიდოდა. ასე რომ ფეხბურთში იღბლის გარეშE, ნოლი ხარ.

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ზლატკო კრანჩარი: თბილისის "დინამო" კარგი გუნდია, ჩვენ - უკეთესი!

"დინამომ" ზაგრების ბარიერი ვერ გადალახა და ევროპის ლიგის პლეი-ოფშია

დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

ზლატკო კრანჩარი: თბილისში მოსაგებად ჩამოვედით და მოვიგეთ კიდეც

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

ქართველი ფეხბურთელების ყველაზე ცნობილი ჩხუბები [VIDEO]

ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს

მეტოქე: ზაგრების "დინამოს" შემტევი ნახევარმცველიც ტოვებს!

საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი

"ვოცნებობ, ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - არჩილ ბერიძე ევროტურნირების გეგმებზე

[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?

"ზაგრების" მწვრთნელი: ხომ ხედავთ, თბილისში მშვიდად ჩავდივარ - სანერვიულო არაფერი მაქვს

ითამაშებს კვარაცხელია "სლოვანთან"? - ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის ექსკლუზიური კომენტარი

ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]

ზლატკო კრანჩარი: "დინამოს" შეცდომებს დაველოდებით, არსად გვეჩქარება

ლევან სალუქვაძე: თბილისის "დინამო" არჩეულ გზას არ გადაუხვევს!

[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..

ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]

აზაროვზე ერთ კლუბს უარი უთხრეს, ინტერესი სხვებსაც აქვთ - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან

დინამო (თბ) VS დინამო (ზ) - ძნელი, მაგრამ არა შეუსრულებელი

"ზესტაფონისა" და თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი რენე ფერეირა ბრაზილიაში ითამაშებს

იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

დინამო (ზაგრები) VS დინამო (თბილისი) - ფარით ან ფარზე!

"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

თბილისის "დინამო" - ახალი გუნდის კონტურები

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატში

კვარაცხელიასა და ჯუღელის საჩუქარი ქართველებს - როცა ქვეყანა ფეხბურთზე მეტს ნიშნავს

ცვლილება ევროტურნირებამდე - ლადო დვალიშვილმა ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა

კუპერიდან ქეცბაიამდე, წარსულზე, მომავალზე - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან

გვინდა თუ არა ჯოვინო ფლამარიონი საქართველოს ნაკრებში და როგორია წარსული გამოცდილება? [+გამოკითხვა]

ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...