ძლიერი ლეგიონერი მიდის იქ, სადაც ბევრი ფულია, ხოლო მათ გარეშე ჩემპიონატის დონის აწევა წარმოუდგენელია
თებერვალში, ბათუმის "დინამო" სერბი თავდამსხმელით, ნიკოლა კომაზეცით გაძლიერდა. სერბეთის 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა პორტუგალიელი ლუიშ მედინა შეცვალა და აჭარული გუნდის სამწვრთნელო შტაბს იმედები გაუმართლა. 26 წლის სერბმა წინა ხაზი გააძლიერა - სიმწვავე და აგრესია შემატა.

კომაზეცს სერბეთის, სლოვენიის, ბოსნიის, ტაილანდისა და ნორვეგიის ჩემპიონატებში უთამაშია და საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მუდამ ამბობდა, რომ ძალიან მოსწონდა ბათუმი, აქაური ხალხი... მაგრამ არც ამას მალავდა - ვერ წარმოვიდგენდი, საქართველოში ასეთი მძიმე მდგომარეობა თუ იქნებოდაო...

საბოლოოდ, ბათუმელთა სურვილის მიუხედავად, კომაზეცმა მაისში "დინამო" დატოვა, ახლახან კი სოციალურ ქსელში დაწერა:

"ახალ სეზონში ჩემი ახალი კლუბი "სოუთ ჩინა" იქნება, რომელიც ჰონკონგის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია".

"სოუთ ჩინა" (სამხრეთი ჩინეთი) ქვეყნის ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა და ქვეყნის 41-გზის ჩემპიონია. საინტერესოა, რომ ამ კლუბში სერბეთისა და ინგლისის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელებს, მატიას კეჟმანსა და ნიკი ბატს უთამაშიათ.

ცხადია, კომაზეცის ეს ნაბიჯი კლუბის საშინაო ტიტულებს არ განუსაზღვრია - იქ მას ბევრად მეტი ხელფასი ექნება, ვიდრე საქართველოში - 12 ათასი დოლარი. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ჰონკონგში, ჩვენთან რომ "არასაფეხბურთო ქვეყანას" ვეძახით, საქართველოზე ბევრად უკეთესი პირობებია. ის ძალიან შორსაა ევროპული ტოპ-ლიგების დონისა და ხელფასებისგან, მაგრამ ჩვენსას ფინანსურად ბევრად აღემატება. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ჰონკონგში არიან მოთამაშეები, რომლებიც თვეში 100 ათას დოლარს იღებენ, ხოლო 20-25-ათასიანები ჩვეულებრივი ამბავია.

ასეა ვიეტნამში, ინდოეთში, ინდონეზიასა და მალაიზიაშიც, სადაც მაქსიმალური ხელფასი 200 ათასსაც აღწევს.

ამის შემდეგ გავიხსენოთ, რომ საქართველოში არიან კლუბები, სადაც ფეხბურთელები თვეობით ვერ იღებენ ანაზღაურებას, ხოლო ზოგან ხელფასები 200, 300 ან 500 ლარია.

ფეხბურთს კი თავისი მკაცრი მოთხოვნები აქვს - ძლიერი ლეგიონერი მიდის იქ, სადაც ბევრი ფულია, ხოლო მათ გარეშე ჩემპიონატის დონის აწევა წარმოუდგენელია.

ახლახან უკრაინული მედიის ინფორმაციამ შეცდომაში შეგვიყვანა. დავიჯერეთ, რომ "გაბალაში" კრიზისი იყო და ეს ყველაფერი ჩვენებური საზომით გადმოვიტანეთ. სინამდვილეში, ევროპალიგაზე "სამტრედიის" მძლეველი კლუბის კრიზისი ის იყო, რომ 50-ათასიანი ხელფასები ფეხბურთელებს 15 ათასამდე შეუმცირეს. ანუ ის პირობებიც კი, რაც მთელ მსოფლიოში კრიზისულად ითვლება, ჩვენთვის სანატრელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვილკპ
და რაში იღებს კურიე ხელფას ისიც გაგვაგებიეთ
Dinamo
დინამოს ლეგიონრების ხელფასები დადეთ რა!!! კურიე რამდენს იღებს ძააან საინატერესოაა! :@
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
ილია თოფურიას სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილი კვლავ შედეგიანია - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
ბალკანელებმა ბათუმს ხელი დაუქნიეს - კომაზეცს საქართველოში დარჩენა აღარ სურს
დინამო (ბთ)-გურია 1:2 - როცა სმოლი დიდია [VIDEO]
"ადაპტაციაში ხელი იმანაც შემიწყო, რომ მართლმადიდებლურ ქვეყანაში მოვხვდი"
დინამო (ბთ)-ცხინვალი 2:0 - ახლოს სამეულთან [VIDEO]
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
სეზონის დაწყება ტანჯვად გვექცა - გიორგი ქავთარაძე ბათუმის "დინამოში" ტრავმებზე
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
კოლხეთი-დინამო (ბთ) 0:1 - ისევ შონია, ისევ კომაზეცი... [VIDEO]
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
[VIDEO] ბათუმის "დინამოს" "თელავთან" შეხვედრაში სათადარიგო ფეხბურთელი აღარ დარჩა
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები