ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ჯანო ანანიძე: მინდა, მოედანზე ვიფრინო!

ჯანო ანანიძე: მინდა, მოედანზე ვიფრინო!

მოსკოვის "სპარტაკის" ქართველმა ნახევარმცველმა რუსულ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ გამოცემა Sovsport.ru-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც სხვასთან ერთად, კვიპროსის აეკ-სა და ტულის "არსენალთან" გატანილ გოლებზე, მწვრთნელის ნდობაზე, საკუთარ ფორმაზე, ბაბუის ღვინოსა და გარეთ ბეილთან მეტოქეობაზე ისაუბრა.

- ლეგიონი: ჯანო ანანიძის დუბლი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ! [VIDEO]

- ლეგიონი ევროპალიგაზე: კაცი კაცსა შემოსტყორცნა - ჯანოს გოლი-შედევრი [VIDEO]

- როგორ აღნიშნეთ თქვენი ბოლო გოლები - რესტორანში თუ ოჯახურ წვეულებაზე?

- რას ამბობთ, აღნიშვნისთვის სად გვცალია?! ორ დღეში ევროპალიგის მატჩია - მნიშვნელოვანი თამაში! აღნიშვნაზე მაშინ ვიზრუნებთ, როდესაც პაუზა იქნება. ახლა კი უქმე დღის გატარება შინ, ოჯახთან ჯობია.

- მოსკოვში დროის სატარებელი საყვარელი ადგილი გაქვთ?

- დიახ, ძველ არბატზე ერთ ქართულ რესტორანში დავდივარ ხოლმე, ოღონდაც არა ასეთ დროს...

- სეზონის ასეთი ბრწყინვალე სტარტი თავად თქვენთვის გასაკვირი იყო? თუ მოელოდით რაიმე მსგავსს?

- ცოტა არ იყოს, თავადაც გაკვირვებული ვარ. განწყობა კარგი მქონდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ორ თამაშში სამ გოლს არ ვვარაუდობდი. სხვა მხრივ კი, როდესაც მწვრთნელის ნდობას ვგრძნობ, ძალიან ბევრი შემიძლია. სრულებით ვიხსნები. მინდა, მოედანზე ვიფრინო!

- კვიპროსში გატანილი თქვენი გოლი - დიდებული ინდივიდუალური გარღვევის შედეგი იყო. პარტნიორებს გული არ დაწყდათ, პასი რომ არ მიეცით?

- არავინ განაწყენებულა, ყველა მილოცავდა. თავიდან მინდოდა, ერთი შეხებით პასი კვინსისთვის მიმეცა, მაგრამ ეს არ გავაკეთე და როგორც აღმოჩნდა, მართებულადაც. მერე გამეორება ვნახე - თურმე მას მცველი ასწრებდა და ჩაუჭრიდა. როდესაც საჯარიმოში შევიჭერი, დაბლა ვიყურებოდი და მხოლოდ მოტყუება შემეძლო. გავცდი ერთს, გავიწიე მარჯვნივ. ვიფიქრე, დავარტყამ-მეთქი, მაგრამ კიდევ ერთი მეტოქე გადამეღობა. ცრუმოძრაობით მისი ჩამოშორებაც დამჭირდა. პასზე არ ვფიქრობდი, ამის დრო არ იყო და ისე ვიმოქმედე, როგორც მომიხერხდა...

- ანუ, თავიდანვე გრძელ სლალომს არ გეგმავდით?

- არა, უბრალოდ, ასე გამოვიდა. თვალი იმაზე მეჭირა, რომ ბურთი არ დამეკარგა და მცველისთვის არ მომერტყა. როგორც კი ზონა გამოთავისუფლდა, მაშინვე დავკარი. ორი კვიპროსელი რომ დაეცა, ეს მაშინ არც დამინახავს. მხოლოდ ტელევიზორში, გამეორებისას აღმოვაჩინე.

- დავუბრუნდეთ მწვრთნელის ნდობის საკითხს. აეკ-თან პოპოვი მარცხნივ იდგა, თქვენ კი, ფაქტობრივად, მის პოზიციაზე - ცენტრში. გამოდის, რომ ალენიჩევი თქვენ უფრო გენდოთ?

- მაგრამ გასული სეზონის ბოლო ხუთ მატჩშიც და შეკრებაზეც ხომ სწორედ თავდამსხმელის უკან ვთამაშობდი?! ალბათ მწვრთნელი ხვდებოდა, რომ იქ უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, ვიდრე მარცხნივ.

- იველინ პოპოვისთვისაც ცენტრში უფრო კომფორტულია, ვიდრე მარცხნივ. მაგრამ...

- ასეთია დმიტრი ალენიჩევის გადაწყვეტილება. თუკი მე დამაყენებს მარცხნივ ან თუნდაც კარში - ხმას მაინც არ ამოვიღებ და ვითამაშებ. მაგრამ როცა საყვარელ პოზიციაზე გამწესებენ, ამას უკვე ნდობა ეწოდება, რასაც ძალიან ვაფასებ. ამასთან, ჩვენ არ ვართ გაზონის ერთ მონაკვეთზე მიჯაჭვულნი და ადგილებს ხშირად ვიცვლით. თუ გახსოვთ, პოპოვმა კვიპროსულ მატჩში საგოლე პასი სწორედ ცენტრიდან მარცხენა ფლანგზე გამოკეთა. პოზიციას პრომესთანაც ვცვლი და პრობლემა არაა.

- პოპოვი არ იყო "არსენალთან" სასტარტო შემადგენლობაში. ეს მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო, თუ მიზეზი ჯანმრთელობის მდგომაროება იყო?

- თუკი მზად იყო შეცვლაზე თამაშისთვის, ალბათ უფრო მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო ასეთი.

- თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია იმ სქემის როლი, რომელსაც დღეს ყველა განიხილავს? სეზონის წინ ერთ განლაგებაზე მუშაობდით, ტულის გუნდის წინააღმდეგ კი სულ სხვანაირად ითამაშეთ.

- სულ ერთია, მცველი ხუთი იქნება თუ ოთხი, თავდამსხმელის უკან ისევე უნდა გავიხსნა. მეტსაც გეტყვით: როდესაც ხუთი მცველით ვთამაშობთ, შეტევაში უფრო მეტი ვარიანტი მიჩნდება. განაპირა ჰავბეკები არ არიან, განაპირა მცველები ფლანგებს კეტავენ და როდესაც ამის გამო ბურთს მაწვდიან, ჩემს წინ ყოველთვის არიან პრომესი და ზე ლუიში. ნებისმიერისთვის შეიძლება პასის მიცემა, ან ბედის თავად ცდა.

- დაიცათ, თქვენ ახლა თქვით, რომ ხუთი მცველით თამაში უფრო შემტევი ვარიანტია?

- ზუსტადაც. ისინი ხუთნი მხოლოდ თავდაცვაზე ზრუნვის მომენტში არიან, შეტევის დროს კი - სამნი რჩებიან. ფლანგებისგან კი თავდასხმა დიდ დახმარებას იღებს. სქემა დაცვითია თუ შეტევითი, ორივეს ერგება. ეშჩენკო და კომბაროვი კი, რომლებსაც ჯანი მოსდევთ, ალამიდან ალამამდე მონაკვეთს "ხნავენ".

- კარგადაა ნათქვამი. თქვენ როგორ გაქვთ ამ მხრივ საქმე? "არსენალთან" თამაშში შეცვლის დროს ძალა კიდევ გქონდათ?

- რა თქმა უნდა. უბრალოდ, მწვრთნელმა შესვენების დროს გამაფრთხილა: "კიდევ 15 წუთი და შეგცვლი, რომ დაისვენო. წინ მნიშვნელოვანი მატჩია აეკ-თან".

- ანუ, შეიძლება ითქვას, რომ 90 წუთი თამაშისთვის მზად ხართ?

- მზად ვარ, მაგრამ გაითვალისწინეთ ისიც, რომ ფორმაში ჯერ ახლა შევდივართ. დღეს ჩემი ფიზიკური მზადყოფნის დონე 80%-ია. მეოთხე-მეხუთე ტურისთვის ის 100-ს მიაღწევს.

- გატანილი გოლის შემდეგ თითებით გული ვის უჩვენეთ?

- ცოლს - მას დაბადების დღე ჰქონდა.

- ამასწინათ ერთერთ სპორტულ რადიოსადგურს ვუსმენდი. წამყვანი თქვენს სამშობლოში, ქობულეთში რეკავდა ალაბედად შერჩეულ სატელეფონო ნომრებზე. "ალო, რა ქვიათ? - არჩილი. - ფეხბურთი გაინტერესებთ? - ისე რა. - იცით ვინაა ჯანო? - რა თქმა უნდა, ჩემი მეზობელია, სამი სახლის იქით". მერე გოგონას დაურეკეს - აქაც იგივე. ქობულეთში ყველამ იცის ჯანო.

- კარგით, საკმარისია.

- ბოლოდ როდის იყავით იქ?

- ზამთარში.

- ფანების გადამკიდე, ქუჩაში უსაფრთხოდ გადაადგილდებოდით?

- ქობულეთში მშვიდად დავდივარ - პატარა ქალაქია, სულ 20 ათასი ადამიანი ცხოვრობს. კურორტი, შავი ზღვა, ყველა ყველას იცნობს. მცნობენ მეც, როგორც ფეხბურთელს.

- ზამთარში რა არის იქ საინტერესო?

- გასარუჯად კი არა, უბრალოდ, ჩემიანების მოსანახულებლად ვიყავი. მამაჩემის სასაფლაოზე ვიყავი გასული...

- სწორედ იმ ქობულეთელმა არჩილმა გაიხსენა, თქვენი მეზობელი რომაა სამი სახლის იქით, რომ მამამ გაქციათ ფეხბურთელად.

- რომ არა ის, ფეხბურთში ვერაფერს მივაღწევდი. მადლობა ყველას, ვისაც ეს ახსოვს.

- ქობულეთში სახლი გაქვთ, ბინა თუ იქ მხოლოდ თქვენი ნათესავები ცხოვრობენ?

- ერთიც, მეორეც და მესამეც. დედა, ძმა, პაპა და ბებია იქ არიან.

- მანდარინის ბაღი გაქვთ?

- დიახ, მაგრამ არცთუ დიდი. ოცდაათამდე ხე იქნება. ეს უფრო კარგად პაპაჩემს ეცოდინება. როდესაც ზამთარში ჩავდივარ, მანდარინის მოსავალი უკვე აღებულია ხოლმე.

- სახლი ზღვის პირზე გაქვთ თუ მთაში?

- ზღვასთან, თუმცა პატარა სახლი მთაშიც გვაქვს.

- პაპა ღვინოს აყენებს?

- რა თქმა უნდა, სტუმრებისთვის!

- ჭაჭას?

- არა, მხოლოდ ღვინოს.

- "მშრალი კანონის" დროს ერთმა თქვენმა თანამემამულემ მითხრა: "ღვინოს ვაყენებ, მაგრამ ჭაჭის გამოხდას მილიციონერი მიკრძალავს, რომელიც ჩვენს სოფელში მარტო თვითონ ხდის".

- ჰა-ჰა! ახლა შეიძლება. მაგრამ პაპაჩემი მხოლოდ ღვინოს აყენებს და იმასაც ცოტას. თანაც, 85 წლისაა უკვე.

- ქართული ღვინოებიდან უპირატესობას რომელს ანიჭებთ?

- სპირტიანი სასმლები არცერთი მიყვარს.

- არც "ხვანჭკარა"?

- ერთხელ გამისინჯავს. ნახევრად ტკბილი, როგორც კომპოტი, კიდევ შეიძლება. მამა ამბობდა: "ერთი ჭიქა კარგია სისხლისთვის". სხვებიც მირჩევენ. მშრალს კი არც გავკარებივარ. ჯერჯერობით არ მიზიდავს ღვინო.

- ქინძმარაული ყველთან - მშვენიერია.

- ამბობენ, კი. მაგრამ მე მაინც არ მინდა.

- გესმოდათ "არსენალთან" მატჩში ტრიბუნებიდან შეძახილი "მესი!"?

- ჩემი მისამართით? არა. იძახდნენ?

- ნიკიტა სიმონიანმა თქვა: "ჯანო როგორც იქნა, დაკაცდა". ეთანხმებით?

- გეთანხმებით. 24 წლის ვარ, "სპარტაკში" კი მეცხრე წელს ვატარებ. უბრალოდ, ტრავმებმა და რაღაც უსიამოვნებებმა ხელი ძალიან შემიშალა. როცა ჯანზე ვარ და მწვრთნელისგანაც ნდობას ვგრძნობ, ცუდად როგორ ვითამაშებ? "როსტოვშიც" ძალიან მედობოდა მიოდრაგ ბოჟოვიჩი, მკარნახობდა, რჩევებს მაძლევდა. დღეს ამას დმიტრი ალენიჩევი აკეთებს და ეს ძალიან მაგარია.

- ბოლოს და ბოლოს, როდის ითამაშებს საქართველოს ნაკრები რომელიმე დიდი ტურნირის ფინალურ სტადიაზე?

- დროა უკვე. აი, ახლა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევს ვიწყებთ. 5 სექტემბერს ავსტრიას ვეთამაშებით, შემდეგ ირლანდიას, უელსს...

- ჯანო ბეილის წინააღმდეგ - საინტერესოა.

- ძალიან. მაგრამ გაცილებით საინტერესო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში იქნება, რომელიც სადმე სხვაგან კი არა, რუსეთში გაიმართება.

• 777

შენ გაიხარე წარმატებები, გვეამაყები კარგი კაცი ხარ

• 333

ჯანოს წარმატებული სტარტი თავდაყირა დააყენა უეფას ტურნირზე წაგებულმა (ჩაწყობილმა)მატჩმა...

• 333

იფრინე მერე, ვინ გიშლის ხელს?ააააა ფრთები გაკლია?ფრთები რომ მქონდეს მეც ვიფრენდი

• qomagi

ბევრ ქართველ პლეიმეკერზე გაიცა ინვესტიციები და ვერცერთმა ვერ გაამართლა იმედები ბოლომდე, ქინქლაძე და ყენია ავიღოთ თუნდაც...იქნებ ჯანომ მაინც შეძლოს გულშემატკივრების გახარება

• soxumeli

წარმატებები ჯანო!

• ქართველი

წარმატებები ჯანო. კარგი კაცი ხარ და კარგი ფეხბურთელი. აბა შენ იციი...

• sabonis

აბა შენ იცი ჯანო, განსაკუთრებით ამ აგვისტო სექტებერში უნდა იფრინო, რო იქნებ ევრო გრანდებს თავი მოაწონო, თორე ოტობრიდან, როცა რუსული მოედნები ატალახ-მოიყინება არავინ იცის რა გამოუვა შენისთანა ტექნიკურ ფეხბურთელს.

• ლევან

ღმრთისმშობელი გეწეეოდესს მუდამ წარმატებებიიი

• gizog

განო გაიხარე, ნათელში გიმყოფოს მამის სული იმ ქვეყნად, ის იქიდანაც შენს წარმატებებზე ფიქრობს და გლოცავს. ჯანო უფალმა დაგილოცოს დედა, ძმა, პაპა, ბებია და შენი ახალგაზრდა ოჯახი.

• qobuleteli

ჯანო მთელი ქობულეთი ვამაყობთ შენით.ყველგან შენს შესახებ ლაპარაკობენ რაც ძალიან მახარებს.უნდა დაამტკიცო რომ არ ხარ ჩამოსაწერი ფეხბურთელი.დღემდე მაქვს შენი 7-ნომრიანი მაისური რომელიც ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ თამაშზე გეცვა,ის ჩემთვის განსაკუთრებული სამოსია,რომელიც ცხონებულმა ბორიამ მისახსოვრაა...

• jima

ჯანო გვიხარია შენი კარგი სტარტი, იმედი მაქვს საქართველოს ნაკრებში შენი შესრულებით ლამაზი გოლების სიხარული ბევრი გვექნება

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა

იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი

"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს

"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს

იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან

"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან

BMV - "რეალის" შეტევას ახალი ზედმეტსახელი აქვს

"აყურებინეთ ბავშვებს ფეხბურთი" - ბეილმა მასწავლებლებს მოუწოდა

ბეილი: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5:0 დასრულდება

ბეილი ახალ გუნდში მცირე ხელფასითაც კმაყოფილია

"ეს მსოფლიოსთვის გზავნილია" - პაოლო ვანოლიმ თქვა, რატომ არ დატოვა "სპარტაკის" მწვრთნელის პოსტი

ჯანო ანანიძის "სპარტაკი" მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა

ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?

"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი

მოსკოვის "სპარტაკში" გლობალური გარდაქმნები იგეგმება - გუნდიდან ჯანო ანანიძეც წავა?

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

რა ბედი ელის ჯანო ანანიძეს ყურბან ბერდიევის გაწვრთნილ "სპარტაკში"?

"ანანიძეს იმდენად შეეშინდა, ლოცვა დაიწყო; რაღაც მომენტში, მეგონა, ტიროდა" - სპარტაკის" ყოფილი ფეხბურთელი ჯანოს შესახებ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ყველაზე ცუდი ფეხბურთელებისგან შემდგარი თერთმეტეული დასახელდა, სადაც ბეილი და კვარაცხელიას თანაგუნდელიც მოხვდნენ

ეს ბიჭი აუცილებლად უნდა ავიყვანოთო!.. რა დაუჯდა "სპარტაკს" ჯანო ანანიძე?

გარეთ ბეილმა 33 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა

სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...

რუსული მედია: კახა ცხადაძეს "ქაირათში" დმიტრი ალენიჩევი შეცვლის

ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა

"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ

"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა

ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]

"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა

"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება

ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკს", დიდი ალბათობით, იტალიელი მწვრთნელი გაწვრთნის

"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა