ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

რიო 2016. ძიუდო: ყველაზე მტკივნეული "მტკივნეული" [VIDEO]

რიო 2016. ძიუდო: ყველაზე მტკივნეული "მტკივნეული" [VIDEO]

ძიუდოისტ ავთანდილ ჭრიკიშვილის მარცხის გამო გუშინდელი დღე ჩვენთვის, ალბათ, ყველაზე მწარე იქნება ამ ოლიმპიადაზე
ალბათ, გუშინდელი დღე ჩვენთვის ყველაზე მწარე იქნება ამ ოლიმპიადაზე ძიუდოისტ ავთანდილ ჭრიკიშვილის (81) მარცხის გამო - წონის უპირობო ლიდერი ჯერ ნახევარფინალში მტკივნეულით დამარცხდა ამერიკელ ტრევის სტევენსთან, მერე კი დამამშვიდებლის ფინალში იუკოთი წააგო მთავარ კონკურენტთან, იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან, ვინც მასზე ადრე - მეოთხედფინალიდან მიაშურა სანუგეშო წრეს.

საბოლოოდ ოქროს მედლის მთავარი კანდიდატი თავის მეორე ოლიმპიადაზეც უმედლოდ დარჩა და ადამიანურად ნამდვილად შეგეცოდებოდათ იმ ემოციებისთვის, რომლის შეკავება არც კი უცდია ტატამიდან გასვლისას.

ოლიმპიადაზე ძიუდოში ჯერ კიდევ რჩება სამი საშეჯიბრო დღე და სამი წამყვანი ფალავანია გამოსასვლელი; იმედია, რომელიმე მათგანი ოქროსაც შესწვდება, მაგრამ ამის ყველაზე რეალური იმედი და შანსიც დღეს იყო, რადგან ჭრიკიშვილს სხვებზე უფრო იღბლიანი წილისყრა ჰქონდა.

სამწუხაროდ, სტევენსმა ყველაზე მტკივნეული "მტკივნეულით" ყველა დაგვამუნჯა.

ტრავმა თუ?

ჭრიკიშვილმა ოლიმპიური ტურნირი მძიმედ დაიწყო და არ ჰგავდა საკუთარ თავს. მას ფეხის ტრავმაც აწუხებდა და იქნებ ესეცაა მომხდარის მიზეზი. თავიდან კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესთან და სალვადორელ ხუან დიეგო ტურციოსთან ისიც ვიფიქრეთ, რომ ძალებს იზოგავდა და "კლანჭებს" ბოლომდე არ ავლენდა; მეოთხედფინალში, თითქოს უმთავრესი კონკურენტის - იაპონელი ტაკანორი ნაგასეს გავარდნამ ფრთები შეასხა და იტალიელ მარკო მარკონჩინის უფრო უკეთ ეჭიდავა, მაგრამ მთლიანობაში გამოჩნდა, რომ წონის ლიდერი ვერ იყო სათანადო ფორმაში.

არადა, თითქოს დაღლა არ ეტყობოდა, არც სუნთქვა უჭირდა და არც გამძლეობაზე ეთქმოდა საყვედური, თუმცა უჭირდა გდებების გაკეთება, ვერ ჭიდაობდა ადრინდელივით ტექნიკურად და ლამაზად, არ იყო იმდენი ილეთები, ხოლო მეორე შეხვედრა სალვადორელთან სულაც გაფრთხილებებით მოიგო. ჭრიკიშვილი საერთოდ არ ჩადიოდა დაბლაჭიდში საჭიდაოდ, რაც ასევე ტრავმის ბრალი გვგონია. ვერც თავის ამოსმულებს აკეთებდა ისე დახვეწილად და ბრუნიც ბევრჯერ გაუჭირდა... ამასთან, აშკარად ეტყობოდა, რომ აქცენტი უფრო პრაგმატულ ჭიდაობაზე ჰქონდა გაკეთებული.

ერთი სიტყვით, მის ჭიდაობაში ხარვეზი ბლომად იყო, რაც ამერიკელთან ყველაზე მწარე მტკივნეულით დასრულდა.

პირველ შეხვედრაში კუბელს კარგად კი ამოუსვა, თუმცა გასაკვირია, უცნაური ტრაექტორიით წამოსული კუნძულელი მხოლოდ იუკოზე რომ დავარდა და არა ვაზარიზე ან სულაც იპონზე. საგანგაშო ზარი სალვადორელთან გაისმა, როცა მან ჯერ გდება, მერე კი დგომიდან მტკივნეულის გაკეთება დაუპირა. მარკონჩინისთან ჭრიკიშვილმა უფრო გახსნილად იჭიდავა და ორი მოგვერდით იუკო და ვაზარი აართვა, თუმცა სტევენსს ვერაფერი დაუპირისპირა. როცა ამერიკელი გააფრთხილეს, კონცენტრაციაც დაკარგა, რადგან ამას მყისვე მოჰყვა ეპიზოდი, როცა მეტოქემ მტკივნეული გაუკეთა...

იხილეთ ვიდეო

არადა, წინა ექვსი შეხვედრიდან ამერიკელს მხოლოდ ერთი ჰქონდა მოგებული, ბოლო ოთხ ორთაბრძოლაში კი მიჯრით იმარჯვა ჭრიკიშვილმა. თან, იმდენად დამაჯერებლად, რომ ოდნავი შანსიც არ მისცა იანკს. ბედის ირონიით, წინა თამაშებზეც ამერიკელმა დაამარცხა ჩვენებური და რაღაც ისე გამოდის, რომ სტევენსი მხოლოდ ოლიმპიადებზე უგებს ქართველს.

ამ წაგებით დათრგუნული ჭრიკიშვილი ვეღარც ნაგასესთან განეწყო საჭიდაოდ, თუმცა ჭიდაობის ხალისი არც იაპონელს ეტყობოდა - ბრინჯაო არც მას უღირდა ჩირად, ბრაზილიაში საჩემპიონოდ ჩასულ მეორე ფავორიტს.

იხილეთ ვიდეო

სატურნირო ამბები

გუშინდელი დღის მთავარი სენსაციები ვაჟთა ტურნირში მოხდა, სადაც ფავორიტები, მსოფლიოს ორი ჩემპიონი - ჭრიკიშვილი და ნაგასე ფინალამდე ვერ მივიდნენ. აბა, ამათთან შედარებით კიდევ ერთი მსოფლიოს ჩემპიონის, ბოლო სეზონში ცუდად მოჭიდავე ფრანგი ლოიკ პიეტრის პირველივე შეხვედრაში დამარცხება კანადელ ოლიმპიურ პრიზიორსა და მსოფლიოს ფინალისტ ანტუან ვალუა-ფორტიესთან, ან თავად კანადელის უმედლოდ დარჩენა (დამამშვიდებელში წააგო ნაგასესთან) რა მოსატანია!

ვაჟებში ბენეფისი მოიწყო რუსთა ინგუშმა ფალავანმა ხასან ხალმურზაევმა, ვინც ფინალში სტევენსი ვაზარით დაამარცხა და სიხარულისგან იტირა (ეს ფინალიც ვლადიმერ ნუცუბიძემ განსაჯა). აღსანიშნავია, რომ ხალმურზაევი ევროპის წლევანდელი ჩემპიონიცაა და მაშინ ფინალში ფეხმტკივან ჭრიკიშვილს მოუგო. ეს რუსებისთვის მეორე ოქროა ძიუდოში და ლიდერობენ კიდეც ამ სახეობაში, სულ კი მესამეა მთლიანად თამაშებზე.

ვაჟებში ასევე აღსანიშნავია მოლდოვიდან არაბულ საემიროებში გაქცეული სერგიუ ტომას მიღწევა, ვინც მსოფლიოს ვერცხლს ოლიმპიური ბრინჯაოც მიუმატა.

გუშინდელმა დღემ კვლავაც ვერ მოუტანა ოქროს მედალი სამხრეთ კორეას და საფრანგეთს. ფრანგებს შანსი ქალებში მიეცათ, მაგრამ ეს იმედი სლოვენიელმა ტინა ტრსტენიაკმა ჩაუკლათ და სანაცვლოდ თავის სამშობლოს მოუპოვა პირველი ოქრო მთლიანად ამ თამაშებზე.

რიო 2016. ძიუდო

ვაჟები

81 კგ

1. ხასან ხალმურზაევი (რუსეთი); 2. ტრევის სტევენსი (აშშ); 3. ტაკანორი ნაგასე (იაპონია), სერგიუ ტომა (არაბთა გაერთიანებული საემიროები); 5. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო).

ქალები

63 კგ

1. ტინა ტრსტენიაკი (სლოვენია); 2. კლარისე აგბენენო (საფრანგეთი); 3. იარდენ გერბი (ისრაელი), ანიცკა ვან ემდენი (ჰოლანდია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• fraternity

პატივცემულო ხვიჩა, დარწმუნებული ვარ კარგად გესმით ოლიმპიური თამაშების არსი და მნიშვნელობა და ისიც, რომ ჭრიკიშვილის დონის სპორტსმენისთვის აუცილებელია ოლიმპიური ოქრო (მედალზე აღარაფერს ვამბობ). შესაბამისად, მიკრო ტრავმის შემთხვევაში აუცილებლად ტატამს აირჩევდა ვიდრე ექიმებთან სირბილს და მკურნალობას როგორც შენ ასწავლი. არ არის ეგრე მარტივი უცებ უარი თქვა იმაზე რისთვისაც ოთხი წელი ემზადებოდი და რაც ერთადერთი მიუღწეველი ჯილდოა შენს კარიერაში. ეს ერთი და მერე მეორე, სხვა გამოეყვანათო რომ იძახი, მაინც ვის მოიაზრებ ჭრიკიშვილის შემცვლელად იქნებ გვითხრა, ლიცენზია ჰქონდა ვინმეს? გისმენთ აბა

• fraternity

პატივცემულო ხვიჩა, დარწმუნებული ვარ კარგად გესმით ოლიმპიური თამაშების არსი და მნიშვნელობა და ისიც, რომ ჭრიკიშვილის დონის სპორტსმენისთვის აუცილებელია ოლიმპიური ოქრო (მედალზე აღარაფერს ვამბობ). შესაბამისად, მიკრო ტრავმის შემთხვევაში აუცილებლად ტატამს აირჩევდა ვიდრე ექიიმებთან სირბილს და მკურნალობას როგორც შენ ასწავლი, არ არის ეგრე მარტივი უცებ უარი თქვა იმაზე რისთვისაც ოთხი წელი ემზადებოდი და რაც ერთადერთი მიუღწეველი ჯილდოა შენს კარიერაში. ეს ერთი და მერე მეორე, სხვა გამოეყვანათო რომ იძახი, მაინც ვის მოიაზრბ ჭრიკიშვილის შემცვლელად იქნებ გვითხრა, ლიცენზია ჰქონდა რომელიმეს ამ წონაში? გისმენთ აბა

• gedevani

გული გაიმაგრე,ავთო.ყველა გულშემატკივარი გამხნევებს და მხარს გიჭერს.

• ნათია კაპანელი,ათენი.

ავთანდილ!უდიდესი მადლობა,იმ დიდი მცდელობისათვის,რამაც რიოს ოლიმპიადამდე მოგიყვანა.არა უშავს;ყველაფერი აქ არ დამთავრებულა,სიცოცხლე გრძელდება.შენი ხელის მოცარვა ძალზედ განიცადეს აქ-საბერძნეთის ცნობილმა ტელეკომენტატორებმა.მათაც აღნიშნე,რომ შენს დარჩენას საპრიზო ადგილის გარეშე არ მოელოდა არავინ.შენ უკეთესად იცი,რომ,,ძიუდო" დაუსრულებელი ფილოსოფიაა.არც შენი სპორტული მოღვაწეობა დასრულებულა რიოში.შენს გულშემატკივრებს უზომოდ დაგვეწვა გული შენი წარუმატებლობით და ასჯერ უფრო-შენი განცდილი ემოციებით,რაც დამარცხებას მოჰყვა.იცოდე;უფრო გვჯერა შენი მომავლის,უფრო გვიყვარხარ,უფრო გაფასებთ,უფრო გვეამაყები.სიცოცხლე გრძელდება.საკმაოდ ახალგაზრდა ხარ და შენგან ველით უკვე ხვალიდანვე მრავალ გამარჯვებებსმომავალ იაპონიის ოლომპიადამდე.ოთხი წლის შემდეგ კი უზომოდ გვსურს გნახოთ,ოქროს მედლებით მკერდ დამშვენებული უმაღლეს კვარცხლბეკზე მდგარი.ავთანდილ!ასე ახალგაზრდას საკმაოდ ბევრი გაქვს მიღწეული დღემდე.დაკარგული გამარჯვების მოპოვება და შენარჩუნება უფრო გემრიელი და საპატიოცაა.გისურვებ მტკიცე ჯანმრთელობას,უზარმაზარ მიღწევებს სპორტში,პირად ცხოვრებაში და ლეგენდარული სპორტსმენის სახელი დაგემკვიდრებინოს მსიფლიოში-ამას უეჭველად მიაღწევ-შენი გვჯერა და გვეამაყები.

• i. j.

გულდაწყვეტილები ვართ ყველა.შეიძლებოდა ოქროს მოგებაც,მაგრამ ძალიან გაუჭირდებოდა.ავთოს აქვს ძლიერი მხარე,ილეთს არ აკეთებინებს მეტოქეს იოლად,მაგრამ ერთფეროვნად ჭიდაობს.ტექნიკური არსენალი მწირი აქვს.ძირითადად ერთ ილეთს აკეთებს რამდენი წელია.თუ ილეთების არსენალი მრავალფეროვანი არ გახადა უფრო და უფრო გაუჭირდება.ეს ნაკლი სხვა ქართველი ძიუდოისტების გამოსვლებშიც ჩანს,რაც მწრთვნელის პასუხისმგებლობაც არის.

• ani

komentatorma mouxados avtos sajarod bodishiii. ekranze kureba da uazro komentarebis keteba advilia. saertod sad archeven aset komentatoreebs???

• kato

დამპალი ამერიკელი იანკი

• jaba

არაუშავს , სხვა დროს მოიგებ! საქართველო შენთანაა!

• yvelas

ავთოზე მეტად არავინ განიცდით და ვერც ვერავის გენდომებოდათ გამარჯვება, ამიტო ნუ დაიწყებთ განსჯას გესლვას

• რეზო

ჩვენი ძიუდოისტები ფსიქოლოგიურად სუსტად არიან მომზადებულები.ყველა წაგება ამის ბრალია!

• ხვიჩა

ეს კაცი წერს რომ ტრავმა აწუხებდაო ჭრიკიშვილს, თუ ტრავმა აწუხებდა მაშინ რატომ გაიყვანეს ტატამზე, მის წონაში გვყავს ჩვენ ძიუდოისტები მართალია ისეთი ტიტულებიანი არა როგორც ავთო მაგრამ მაინც ეხლა ტრავმა რომ აწუხებს და ტკივილები რომ აქვს ისეთი სპორტსმენი უნდა მკურნალობდეს, რა თქმა უნდა ეს თუ სიმართლეა და თუ ტრავმა არ აწუხებდა მაშინ წააგო და მორჩა რად უნდა ამას ამდენი ფილოსოფია, არ იყო მზად არც ფიზიკურად არც ტექნიკურად და არც ფსიქოლოგიურად, ყველაზე მეტად ფსიქოლოგიურად, 25 წლისაა და შესაბამისი ანალიზი და დასკვნები გააკეთოს, მოემზადოს და მოიგოს ოლიმპიადა რომელიც 2020 წელს იქნება, მორჩა რა.

• petre koxi

ეს კველაპერი უკურადგებობის ბრალიაა ავტოს რომ უზნაზისტვიე დაეჯერებინა და ესე აგდებულად არ ეცჰიდავა მოგეხსენებატ რა სჰედეგს დადებდა.არა უსჰავს ცინ ავტოო ცინნნ

• kaxi

ქართველები მეტუჩრები ვართ თავი ისე ეჭირა თითქოს უკვე ჯილდო ჯიბეში ჰქონდა.ვერც მოემზადა ეტყობოდა სინამდვილე რო ვთქვათ საშუალო დონის მოჭიდავეს ჰგავდა

• gulshematkivari

სფინქსი, ავთომ მტკივნეულით წააგო და რუსმაც ვაზარით მოიგო

• sphinksi

ავტორი არ უყურებს ოლიმპიადას და მონაყოლით იცის? ავთომ მახრჩობელათი წააგო. რუსმა ფინალი სუფთა მოიგო.

• სოსო

ძალიან გავმწარდი და შევშფოთდი,საღამოს ჩვენი ბიჭები როგორღაც შებოჭილები სჩანან.ავთო,ავთო კი ძალიან შემეცოდა.

• გულშემატკივარი

ავთოზე უფრო ძლიერ არავის გვინდოდა გამარჯვება, დამენანა ამ მარცხისთვის, მაგრამ ეგ სპორტია. იგი ღირსეული პიროვნებაა და მე მადლობას ვუხდი იმ დიდებული წუთებისთვის, რომელიც მან თავისი გამარჯვებებით მოგვიტანა. მჯერა წინ კიდევ ბევრი სიხარული გველოდება მისგან!

• სოსო

ამ რამდებიმ ე დღის წინ ითქვა,ამერიკაში კომპიუტერმა გამოითვალა საქართველო ოლიმპიადაზე ორ ვერცხლსა და სამ ბრინჯაოს მოიგებსო. მე მაგათი კომპიუტერის დედა....

• ალექსანდრე

ავთო, ძნელი წარმოსადგენი არ არის რასაც შენ გრძნობ ძმაო, მაგრამ დამიჯერე ჩვენ, გულშემატკივრები უფრო მეტად განვიცდით შენ ამ წარუმატებლობას. მინდა გითხრა, რომ ფარ-ხმალი არ დაყარო ბევრი წარმატება ჯერ კიდევ წინ გაქვს და მაგ სპორტსმენებსაც კიდევ ბევრჯერ გააკრავ ზურგზე - ჩვენ გვჯერა შენი და შენი ძალის. ასე, რომ გამოიტანე შესაბამისი დასკვნები ამ წაგებებით და მეტად გაძლიერდი, რომ კიდევ ბევრჯერ გააბედნიერო ჩვენი ხალხი. მჯერა, რომ შენი ემოცია გულწრფელი იყო წაგების მომენტში და მთავარია არ დაეცე, განაგრძე ვარჯიში მეტი მონდომებით და ოლიმპიურ ოქროს მომავალ ოლომპიადაზე ვეღარავინ შეგეცილება. გულშემატკივრის სახელით გიხდი მადლობა ყველა იმ წარმატებისათვის, რომელისთვისაც აქამდე მიგიღწევია.

• სანდრო

ანტუან ვალუა-ფორტიე ოლიმპიური ჩემპიონი არ არის, ბრინჯაოს პრიზიორია, იქნებ შეასწოროთ.

წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]

“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა

სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე

"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს

"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს

სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში

ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა

იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

ძველი ბასილაშვილი ბრუნდება - ნიკოლოზმა ტოპ 30-ის წევრი 2022 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

უარი ცისარტყელა სამკლაურზე - "ნანტის" კაპიტანი დასაჯეს

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს

ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად

ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა

ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია

დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?

რუსები რიოს ოლიმპიადაზე ჭრიკიშვილის მეტოქედ ხალმურზაევის გამოყვანას აპირებენ

სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...

"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი

ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ

ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..

ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...