კვიპროსული "ეთნიკოსის" ქართველებს გია გრიგალავა და ნიკა ყიფიანიც შეემატნენ
წელიწადია, რაც კვიპროსის უმაღლესი დივიზიონის ბინადარი "ეთნიკოსი" (ახნა) ქართველების ნავსაყუდლად იქცა. გასულ სეზონში იქ ძმები - შოთა და ელგუჯა გრიგალაშვილები, ასევე რევაზ ბარაბაძე თამაშობდნენ. მაგრამ მათ გუნდი დატოვეს: ბარაბაძე ზაფხულში ცხინვალის "ლიახვში" დაბრუნდა, შოთა გრიგალაშვილი პავლოდარის (ყაზახეთი) "ირტიშში" გადავიდა, ხოლო მისი ძმა კარიერას კვიპროსის პირველი ლიგის გუნდში გააგრძელებს...

თუმცა "ეთნიკოსს" ქართული ნამატი მაინც აქვს - "როსტოვიდან" იქ ნიკა კაჭარავა გადაბარგდა, ახლახან კონტრაქტი გააფორმა გიორგი ილურიძემაც, სულ ბოლოს კი "ლელოს" აცნობეს, რომ ახნელთა ქართული დიასპორა გია გრიგალავამ და მოსკოვის "ლოკომოტივისა" და რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ნიკა ყიფიანმაც შეავსეს.

ილურიძეს კვიპროსში დავუკავშირდით. მან საინტერესო ამბები გაგვიმხილა და მიზნებზეც გველაპარაკა:

"ეთნიკოსთან" ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ნამდვილად არ ვიცი, ეს კლუბი ვის ეკუთვნის, მაგრამ ფაქტია - აქ 4 ქართველი ვართ. კაჭარავა მაგარ ფორმაშია - ოთხ საკონტროლო შეხვედრაში მან 5 გოლი გაიტანა, მათ შორის, ერთი - "საბურთალოსთან". სხვათა შორის, ერთ-ერთ კვიპროსულ გუნდთან მოვიგეთ და თითო გოლი მე და ყიფიანმა გავიტანეთ, კაჭარავამ კი დუბლი შეასრულა.

მოკლედ, საკმაოდ ძლიერი ჩემპიონატის მონაწილე "ქართულ" გუნდში და ჩემთვის ასეთ ლიგაში თამაში დიდი სტიმულია", - ამბობს ილურიძე.

24 წლის შემტევის თქმით, ახნაში საკმაოდ ძლიერი გუნდი ყალიბდება:

"ახლახან, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასულ აპოელ-ს ამხანაგურად 0:0 ვეთამაშეთ, მაგრამ ჩვენ მეტი საგოლე მომეტი შევქმენით. ამ შეხვედრამ დამაიმედა, რომ "ეთნიკოსს" ექვსეულში მოსახვედრად ბრძოლა შეუძლია.

ბევრი საინტერესო მოთამაშე შეიკრიბა... ძალიან მომწონს ნიკა ყიფიანი. აქამდე, მას არ ვიცნობდი, მაგრამ რომ იცოდეთ, ძალიან კარგი ქართველია და მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაფერს გააკეთებს. ნიჭიერი რომაა, ამაზე აღარაფერს ვამბობ. ქარივით სწრაფი და ძალიან ტექნიკურია.

მე როგორც ვიცი, მას მოსკოვის "ლოკომოტივთან" კონტრაქტი დაუსრულდა, ახლის გაფორმება არ ისურვა და კვიპროსში წამოვიდა. მიმაჩნია, რომ ეს ჩვენთვის საყურადღებო ტრანსფერი უნდა იყოს"...

ილურიძე გულდაწყვეტილია, გორის "დილას" შემდეგ კარიერა რომ ვერ აეწყო:

"როცა 2012 წლის დასაწყისში მახაჩყალის "ანჟიდან" საქართველოში დავბრუნდი და "დილასთან"კონტრაქტი გავაფორმე, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. როგორ ფორმაშიც ვიყავი, ევროპის ლიგაზე ჩვენი თამაშებით კარგად გემახსოვრებათ. ამის შემდეგი იყო, 2013 წლის აგვისტოში ჩვენ მიერ დამარცხებულ "ჰაიდუკში" რომ მიმიწვიეს.

ხორვატულ კლუბში კარგი დებიუტი მქონდა, ზაგრების "დინამო" 2:0 დავამარცხეთ, მე კი პირველ ოთხ ტურში სამჯერ სიმბოლურ ნაკრებში დამასახელეს... მაგრამ უკანა კუნთის გაუთავებელმა ტრავმებმა გასაქანი არ მომცა, მერე "ჰაიდუკმა" ხელფასის შემცირება მომთხოვა და წამოსვლა გადავწყვიტე. მას მერე ვერა და ვერ დავლაგდი".

თუმცა ილურიძე აღიარებს, რომ ბევრი რამ მისი ბრალიცაა:

"შესაძლოა, საქმეს მეც ბევრი დავაკელი. მაგრამ ბევრიც არასტაბილური გარემოს ბრალი იყო. ლარნაკას "ერმისი" ევროპის ლიგას რომ გამოეთიშა, კლუბის პრეზიდენტმა ყველა ლეგიონერი გაგვიშვა და "ზესტაფონში" ჩამოვედი. მალე "ზესტაფონიც" დაიშალა.

მერე იყო ისევ "დილა" და ხაბაროვსკის "სკა ენერგია". მაგრამ გორში რომ ფორმაში ვიყავი, ისეთ კონდიციებამდე ვერა და ვერ მივედი. გული ძალიან მწყდება, რომ ბოლო სამმა წელიწადმა უაზროდ ჩამიარა...

გარდა ამისა, თავი არსად ისე კარგად არ მიგრძვნია, როგორც - გიორგი დევდარიანის "დილაში". იქ მენდობოდნენ და თამაში ჩემზე იყო აწყობილი, ნდობა კი სტიმულია ფეხბურთელისთვის...

24 წლის ვარ და ჯერ ხელის ჩაქნევა არ ღირს. "ეთნიკოსში" რამდენიმე საკონტროლო შეხვედრა ჩავატარე და მივხვდი, რომ ფორმაში შევდივარ.

21 აგვისტოს კვიპროსის ჩემპიონატი იწყება და იმედია, არც სათამაშო პრაქტიკა მომაკლდება და ადრე თუ გვიან, ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ყურადღებასაც დავიმსახურებ. ამ იმედით ვცხოვრობ და ვვარჯიშობ. ეს ჩემი ბოლო შანსია და აუცილებლად უნდა გამოვიყენო - ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ ვიშრომებ და მოვინდომებ. კვიპროსში საკმაოდ კარგი ჩემპიონატია და იმედია, თავის გამოჩენას მოვახერხებ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ioseb
ეს ბიჭი მახსოვს გორის დილას შემადგენლობაში ევროპის ლიგაზე ჰაიდუკთან, აბსოლიტურად ყველაფერი გამოსდიოდა და მეიმედებოდა მეტად განვითარდებოდა... იმის მერე იყო ჰაიდუკი და თითქოს დაიკარგა,არადა პოტენციალი აქვს... მეც გეთანხმები შენ შეგიძლია თავისუფლად ნაკრებში იყო. მეტი შრომა წარმატებები...
Alika
Rato cxinvali an sapovnela?ager dzmao istoriuli gunda agdga shevardeni da miigeben iq aucileblad
Mmmmm
რა ბოროტი კომენტარებია. მე კიდევ მგონია, რასაც მოინდომებ აუცილებლად მიაღწევ, წარმატებები გიორგის
roma
ნაკრების რა მოგახსენო,მაგრამ საპოვნელაში ან სხინვალის გუნდში,რომ მოგიწევს თამაში ან ამნაირ,რომელიმე გუნდში ეს 100-იანია,შენმა მატარებელმა კარგა ხანია ჩაიარა,ჩუქუ,ჩუქუ პუ პუ.
dk
კიდევ ერთი შეუმდგარი ფეხბურთელი
კასანო: ნუსა ახალი კვარაცხელიაა და "ნაპოლიმ" სასწრაფოდ უნდა შეიძინოს
წიტაიშვილმა "გრანადა" დატოვა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
ნიკოლაი ყიფიანმა კვიპროსის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
"ეთნიკოსი" დამარცხდა, ყიფიანმა გაიტანა
რევაზ ბარაბაძე: "ეთნიკოსში" უდიდესი სტიმული გამიჩნდა
ლეგიონის უქმეები: ოთარ კაკაბაძის საგოლე გადაცემა [VIDEO]
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
ჭანტურია კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს
ლეგიონის უქმეები: ქართველი ფეხბურთელების 11 გოლი! [VIDEO]
შოთა გრიგალაშვილი ყაზახეთის პირველ ლიგაში გადაცემებით გამოარჩიეს
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ელგუჯა გრიგალაშვილის ჰეთ-თრიკი - მისი გუნდი უზბეკეთის თასის ნახევარფინალშია
მანჯუკიჩი შესაძლოა "ბარსელონაში" ვიხილოთ - 21 აგვისტოს დაიჯესტი
"პირველივე რეისით ევროპაში მიდიან" - გრიგალავამ ქართველ ტალანტებსა და "კვარაზე" ისაუბრა
ლეგიონის უქმეები: არაბულის დუბლი, ძალამიძისა და ბერიძის გოლები [VIDEO]
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა
გია გრიგალავა "ხიმკიში" ჩაირიცხა
დავითაშვილმა გაიტანა, არაბიძემ ხარიხას გაარტყა [VIDEO]
ნიკა ყიფიანი: "რუბინს" არ გაუმართლა
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
ლეგიონის უქმეები: არაბიძის დუბლი, კაჭარავას საგოლე პასი [VIDEO]
"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო
"შეწყდება თუ არა ანტიროტორული სერია?!" - "რუბინი"-"როტორის" გადამწყვეტი მატჩის წინ რუსულ მედიაში
ქართველი მცველის ულამაზესი გოლი რუსეთში [VIDEO]
ლეგიონის უქმეები: ჰეთ-თრიკი, დუბლი და 3 საგოლე პასი [VIDEO]
ლეგიონის უქმეები: 3 ქართული გოლი [VIDEO]
ლეგიონის უქმეები: 3 გოლი, მჭედლიძის დაბრუნება, კიტეიშვილის დებიუტი [VIDEO]
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
იანვრის სამი საუკეთესო ლეგიონერი Sportall.ge-ს ვერსიით [VIDEO]
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა
რევაზ ბარაბაძე: სულ ვფიქრობ, ჩვენი თაობის ტრავმიანობა რისი ბრალია?
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა
ეროვნული ლიგა. XXIX ტური: ბათუმის "დინამომ" "დილა" დაამარცხა [VIDEO]
რუსეთის ჩემპიონატში ქართველი მარტო გრიგალავა დარჩა - წავა თუ არა ისიც ამ ქვეყნიდან, რას ამბობს "ხიმკის" მწვრთნელი
გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია
რევაზ ბარაბაძე კარიერას კვიპროსში, ახნას "ეთნიკოსში" გააგრძელებს
გია გრიგალავა "არსენალში" დაბრუნდა
ქართული ლეგიონის "შაბათობა" - 4 გოლი [VIDEO]
ილურიძემ და ჩიხრაძემ "ეთნიკოსი" დატოვეს
"გრიგალავა მას უყვიროდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა" - ქართველი მცველი რუსეთში ინციდენტში გაეხვა
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ლეგიონის უქმეები: 7 ქართული გოლი სანაკრებო პაუზის შემდეგ [VIDEO]
ნიკა კაჭარავა და გიორგი ილურიძე კვიპროსის "ეთნიკოსში" გააგრძელებენ
გრიგალავა და ჟირკოვი სეზონის განახლებისთვის ემზადებიან
ლეგიონი გუშინ: კახა ცხადაძე და გოგიტა გოგუა ყაზახეთის თასის 1/4-ფინალში