რუსთა ახალი ოლიმპიური ჩემპიონი დავით ჩაკვეტაძე ქუთაისელია და 3-4 წლის წინ ჯერ კიდევ ჩვენთან ჭიდაობდა...

სამწუხაროდ, "ბერძენ-რომაელთა" ტურნირის მეორე დღეც უმედლოდ და უშანსოდ ჩავამთავრეთ. საუბედუროდ, ჩვენმა გუნდმა ვერც 15 აგვისტოს აჩვენა ხარისხიანი ჭიდაობა და ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნაკრები ოლიმპიადისთვის მზად არაა...

სტატისტიკურად, გუშინ რიოს "კარიოკა არენაზე" ოდნავ უკეთესი დღე გვქონდა, რადგან ჩვენები პირველივე წრიდან არ გამოვარდნენ: რობერტ კობლიაშვილმა (85) ერთი შეხვედრა მოიგო, იაკობ ქაჯაიამ (130) - ორი, თუმცა ჭიდაობის ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი.

ჩვენი დუეტიდან პირველი კობლიაშვილი გამოვარდა. მან საწყის შეხვედრაში საკვალიფიკაციო ეტაპზე მექსიკელი ალფონსო ანტონიო ლეივა იეპესი 5:0 დაამარცხა, მერვედფინალში კი 1:1-ზე, ბოლო ქულის გამო წააგო გერმანელ ევროპის მესამეპრიზიორ დენის კუდლასთან.

კობლიაშვილი თავიდან კი დაწინაურდა, მაგრამ ბოლო წუთზე უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ქულა დაკარგა, რადგან ეს ტურნირიდან გამოვარდნადაც დაუჯდა - გერმანელი ვერ გავიდა ფინალში, იქვე 0:8 დამარცხდა რუსთა სახელით მოჭიდავე ქართველ დავით ჩაკვეტაძესთან. კობლიაშვილს გერმანელთან პაექრობაში ნამდვილად ჰქონდა შეხვედრის გადარჩენის შანსი, თუმცა ვერ გამოიყენა.

ქაჯაიამაც მძიმედ დაიწყო ასპარეზობა, აკლდა ის შემართება და აღმაფრენა, რაც მის საუკეთესო ჭიდაობებს ახასიათებს და რაც განსაზღვრავს კიდეც მის წარმატებას. ძალიან უჭირდა ჩოქბჯენიდან მეტოქის დატრიალება და ვერცერთხელ ვერ ისარგებლა ამ უპირატესობით. მართალია, ჩოქბჯენში არც თვითონ დაუკარგავს ქულა, მაგრამ მხოლოდ დაცვა არ ეყო, გაცილებით მეტი აქტიურობა მოეთხოვებოდა. ქულები კი გააკეთა, მაგრამ პირველ წრეში ბრაზილიელიც უსუსტესი მეტოქე ერგო - ედუარდ სოგომიანიანი, მეორეში კი უკრაინელი ოლექსანდრ ჩერნეცკი საკუთარ ილეთს ემსხვერპლა. ამდენად, ეს არ იყო ის ჭიდაობა, რაც მას საბოლოო წარმატებას მოუტანდა. უკვე მაშინვე ეტყობოდა, რომ უფრო ძლიერ მეტოქეებთან გაუჭირდებოდა ფანდების გაკეთება.

სომხური წარმოშობის მასპინძელთან ჩვენებურმა სუფთად იმარჯვა - 8:0, უკრაინელი კი ბეჭებზე დააწვინა - 5:0. თუმცა მანამ იყო ეპიზოდი, როცა ჩერნეცკიმ ჯვარედინი მოვლებიდან თავს უკან გადაგდება სცადა, მაგრამ ვერ ასწია (მისი მხრიდან ეს დიდი შეცდომა იყო, რადგან მაშინვე ეტყობოდა, საამისოდ ძალა არ ეყოფოდა), ქაჯაიამაც დაუხურა და დააგდო. თან მშვენიერი შანსი მიეცა შესაბოჭად, რაც ხელიდან აღარ გაუშვა.

ამ ეპიზოდამდე უკრაინელი გაფრთხილებით იგებდა, თუმცა პასიურობდა და, შესაძლოა, ამიტომაც გარისკა ილეთი - გაფრთხილება რომ მიეღო, ანგარიში თანაბრდებოდა, მაგრამ ბოლო ქულა ქაჯაიასი იქნებოდა და ჩერნეცკი მაინც წააგებდა. თუმცა ამ შეხვედრაში რამდენჯერმე მანამდეც იყო ეპიზოდი, როცა ჩვენებური, ვგონებთ, იმსახურებდა შეფასებას, მაგრამ მსაჯი თურმე ასე არ ფიქრობდა.

მეოთხედფინალში ქართველის მეტოქე ახალგაზრდა, 20 წლის რუსი სერგეი სემენოვი იყო, ვისაც შარშან ახალგაზრდების მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ზვიად პატარიძემ უშანსოდ მოუგო, ქაჯაია კი ვერაფერს გახდა. არადა, რუსი ნამდვილად არაა მაღალი კლასის მოჭიდავე, მაგრამ ჩვენებურმა ფიზიკურად წააგო ეს ორთაბრძოლა, იმის მიუხედავად, რომ სემენოვიც გვარიანად დაიღალა და ამ მხრივ ვერც ის ბრწყინავდა. ამაზე ისიც მიანიშნებს, რომ ჩოქბჯენიდან დატრიალება ვერც ერთმა ვერ მოახერხა, თუმცა ქაჯაიას ერთ ეპიზოდში სულ რაღაც ნახევარი კორპუსი დააკლდა ილეთის დასრულებამდე - ოდნავ რომ გადაექნია მეტოქე, შეფასებას მიიღებდა, მაგრამ არ ეყო ამის ძალა.

სამაგიეროდ, რუსმა დგომიდან გადააგდო, რაც მსაჯებმა ჯერ 4 ქულად შეაფასეს, მაგრამ ჩვენების პროტესტის მერე სრულიად სამართლიანად დააკლეს 2 ქულა. მაგრამ ეს ჩვენთვის დიდი შეღავათი არ იყო - ანგრიში ისედაც 3:0 გახდა (მანამდე პასიურობისთვის დაგვსაჯეს ქულით), დროც იწურებოდა და არც ჩვენებური ჩანდა ამხელა ილეთის გამკეთებელი... შეხვედრამ ეს ყველაფერი დაადასტურა - ქაჯაიამ მოგვერდი სცადა, მაგრამ მოუმზადებელ ილეთს თავად ემსხვერპლა, მეტოქემ დაუხურა და იქით გადაიყვანა 2-ქულიანზე.

საბოლოოდ 0:5 დავთმეთ, რასაც მსაჯს ვერ დავაბრალებთ. აზერბაიჯანელ არბიტრს მხოლოდ იმაში თუ მივედავებით, რომ ბოლო წუთზე მესამედ არ გააფრთხილა რუსი, რაც ერთ ქულას მოგვიტანდა, ოღონდ წაგებისგან ვერ გვიხსნიდა.

ასეთი ანგარიში უკვე ტურნირიდან გამოვარდნას ნიშნავდა, რადგან იმთავითვე ეტყობოდა, გამოუცდელი და უკლასო რუსი ნახევარფინალში ლეგენდარული კუბელის, ორგზის ოლიმპიური და ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონ მიჯაინ ლოპესის დამმარცხებელი არ იყო. აკი ვერც მოუგო - კუნძულელმა 3:0 იმარჯვა და ფინალში გავიდა. სემენოვი თავად გადაერთო სანუგეშო წრეში, ქაჯაია კი საბოლოოდ დაემშვიდობა ოლიმპიადას.

სატურნირო ამბები

85 კილოგრამში შარშანდელი ევროპული თამაშების ფინალი განმეორდა და ახლაც იმავე შედეგით დასრულდა - ქუთაისელმა დავით ჩაკვეტაძემ უკრაინელთა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ იან ბელენიუკს მსაჯების სიმპათიის პირობებში 9:2 აჯობა და ევროპული ოლიმპიადის შემდეგ დიდი ოლიმპიადის ჩემპიონიც გახდა. ამ ფინალს ჩვენი არბიტრი თემურ ყაზარაშვილი სჯიდა.

ახალი ოლიმპიური ჩემპიონი ჩაკვეტაძე ქუთაისელია და 3-4 წლის წინ ჯერ კიდევ ჩვენთან ჭიდაობდა, ახალგაზრდებში საქართველოს ჩემპიონიც გახდა და იმ ნაკრებშიც ირიცხებოდა.

ამის მიუხედავად, ჩვენებმა არცკი იბრძოლეს მის დასაბრუნებლად. მისი მშობლები მოსკოვში ცხოვრობდნენ და როცა შემოთავაზება მიიღო, უყოყმანოდ წავიდა. შეგახსენებთ, რომ რუსთა თავკაცი გოგი კოღუაშვილიც ქუთაისელია.

მძიმე წონაშიც ნაცნობი ფინალი განმეორდა - თურქი რიზა კაიაალპი და კუბელი მიჯაინ ლოპესი სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალში. აქედან ორჯერ თურქმა იმარჯვა, თუმცა გუშინ კუბელმა შანსი არ დაუტოვა, 6:0 აჯობა და ზედიზედ მესამე ოლიმპიადა მოიგო!

საინტერესოა, რომ ის მეოთხედ ჭიდაობდა ოლიმპიადაზე, ხოლო თურქს ლონდონის თამაშებზეც მოუგო. თავის მხრივ, კაიაალპიმ ამჯერად შედეგი კი გააუმჯობესა, მაგრამ მთავარი მიზანი აუსრულებელი დარჩა და საამისოდ კიდევ ოთხი წელიწადი მოუწევს ლოდინი.

ბრინჯაოს ზემოხსენებული რუსი სემენოვი დაეუფლა, ვინც წინა ოლიმპიადის ფინალისტი, ესტონელთა ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ჰეიკი ნაბი დაამარცხა. მეორე ბრინჯაოს აზერბაიჯანელთა ქურთული წარმოშობის ირანელი საბაჰ შარიათი დაეუფლა.

რიო 2016. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

85 კგ.

1. დავით ჩაკვეტაძე (რუსეთი); 2. იან ბელენიუი (უკრაინა); 3. ჯავიდ გამზათაუ (ბელორუსი), დენის კუდლა (გერმანია); 9. რობერტ კობლიაშვილი (საქართველო).

130 კგ.

1. მიჯაინ ლოპესი (კუბა); 2. რიზა კაიაალპი (თურქეთი); 3. საბაჰ შარიათი (აზერბაიჯანი), სერგეი სემენოვი (რუსეთი); 7. იაკობ ქაჯაია (საქართველო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გივი
"ololo"-ს. გეთანმები. თუმცა ხომ ხედავ, ხაბარელი მმართველი პარტიიდან მაჟორიტარად იყრის კენჭს, თითქოს წინა ოთხი წელი სპორტი ააყვავა. მე კი, პირიქით ვიცი, ფედერაციებს ფულს თხოვდა, დაფინანსებაში დაგეხმარებიო.
ნაცი ხვიტია ქოცი ხვიტიას :)
სახელი მაინც დაგეწერა რომ მოგმართო.შური და ბოღმა არაფერშუაშია სიმართლეს ვამბობ. თუ ვინმემ დააშავა მოჭიდავეებს კი არ უნდა აცემინო კანონით უნდა დაისაჯოს. მოჭიდავემ ხალიჩაზე უნდა ივარგოს და ის მთელ ერს უნდა წარმოადგენდეს თავის ნაციან ქოციანად:)
ololo
ხაბარელი მიმაჯირყვნია და ძმანნი მისნი - ქევხიშვილები და სხვები-ჩვენი ჭიდაობის მესვეურები, ჩვენი სპორტის მინისტრი, ხაბელოვი, ნაცვლიშვილ;ი და სხვანი-ეს ... თავისი აღსარდელების ღირსი მამები,.ს... პარლამენტს და გამგეობას მალე ციხეზე გაცვლით ...! ქართული ჭიდაობის მესაფლავეებო..
naci xvitias
ყველაფერს პოლიტიკური შეფასება როგორ უნდა მისცეთ ამ ნაცებმა. დიდი ბოღმა და შურიანი ხალხი ხართ თქვენი ბელადისავით. გიხარიათ რაღაც ცუდი რომ მოხდება. ქვეყნის მოღალატეები ხართ.
beqa
იკადრეს ჩასწორება
glaxuna
რაღაც გ ა თ ი შ უ ლ ე ბ ი არიან -ჭიდაობაც რო არ უნდათ და ძალად ა ჭ ი დ ა ვ ე ნ -ყოველგვარი ა ღ ტ კ ი ნ ე ბ ი ს ა და შემართების გ ა რ ე შ ე !!! ეს არასაკმარისი და არასათანადო ,არა კომპეტენტური ხალხის მიერ მომზადების შედეგია! კიდევ კარგი ამ ,,ოცნებამ,, რაგბის ფედერაციაში რომ ვერ შეაგდო ასევე გამოუცდელი და არაკომპეტენტური : აბუსერიძე და მისი ხალხი,თორე... ლაშა ტალახიძის იმედი მაქვს და ი ქ ნ ე ბ თავისუფლებმა ჟ ი რ კ ა და შემართება მაინც ანახონ!!!
aleq grigalava
ეს ყველაფერი ხაბარელის გამო ხდება,,პარლამენტი სახლი გონია და ტვიტონ არცევს სპორტსმენებს ახლობლობიტ და ფულიტ..აპირებენ ამაზე სპორტსმენები საუბარს რიოს მერე
fraternity
ამათი იმედი მე ისადაც არ მქონდა. თავისუფლებში ბევრად ძლიერი ნაკრები გვყავს ვიდრე ესენი არიან. წინასაოლიმპიადოდ სპორტსმენი კარის აჭედვით და კვერცხების სროლით რომ იქნება დაკავებული იმისგან რა მედალს უნდა ელოდო? ადრეც სულ სკანდალებში იყვნენ. საქართველოში იჭყიპებოდნენ რაღაც საზიზღრობებით რადგან დოპინგკონტროლი არ იყო და მერე საერთაშორისო ტურნირებში განგებ აგებდნენ რომ სინჯი არ ჩაებარებინათ. შეიძლება არც არის მართალი მაგრამ მაშინ რატომ ძიუდოისტებზე არ წერს არავი ასეთ რამეებს. ყველაფერშია სიმართლის მარცვალი სავარაუდოდ
svani
აბა რაგეგონათ თქვენ ხალხს რომ ნიშნავდით თანამდებობებზე ეს ჩემიანია და დაუსაქმებელი ხოარ იქნება)) ერთი კალათბურთს და რაგბს ვერ შეეხეთ რაგბზე გინდოდათ აბუსერიძის მოსვლით კონტროლი გქონოდათ მაგრამ არ გამოგივიდათ
ნაცი ხვიტია
სამწუხაროა ჩვენი მოჭიდავეების მარცხი, მაგრამ როცა მოჭიდავეებს ოლიმპიადის მაგივრად პოლიტიკური ოპონენტების საცემად ამზადებ, ესეთი შედეგი მოყვება. ვერ იყვნენ ბიჭები მორალურად მზად ოლიმპიადისთვის

რა გულღრძო შეფასებებია. ჩაკვეტაძემ ის "ხოხოლი რუანდელი" ჩვარივით ათრია ხალიჩაზე და რა მსაჯები, რის სიმპათია და თემო ყაზარაშვილი. რატომ შეგყავთ შეცდომაში ისინი ვინც არ უყურა შეხვედრას. ბოლოს საერთოდ ხალიჩიდან აგდებდა და ბავშვივით აბურთავებდა. ჩვენებზე კი რა უნდა თქვა, ოლიმპიური დევიზი ხომ ყველამ ვიცით რომ "მთავარია მონაწილეობა" და ეს მათ წარმატებით შეასრულეს.
zviadi
არაპროფესიონალიზმის გამოვლინებაა ეს ყველაფერი.ერთადერთი ვინც ქებას იმსახურებს ლიპარტელიანია ბიჭმა ყველაფერი ჩადო მთელი სული და გული....პ.ს.და დგეს ტალახაძის იმედი მაქ
levan
იმედია იციან რომ ოლიმპიური შემადგენლობა უნდა გადადგეს
ჩაკვეტაძემ 9:2 მოიგო!
იმედია, ჭიდაობაზე კომენტარს, პირადად ნახვის/ყურების გარეშე არ აკეთებთ. )))
ვ.ჩ.პ
უკვე აღარც თავისუფლების იმედი მაქვს...რაღაც ზიკას ვირუსზე უარესი გვჭირს
წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
23-წლამდელთა ევროპირველობაზე ქართველმა ფალავნებმა ჯერ 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
U23. 4 ვერცხლი 4 ფინალიდან და გუნდური მე-2 ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატზე
იაკობ ქაჯაია: მინდა, საქართველო და ჩემი წყალტუბო ვასახელო
დათუნაიშვილის ოქრო სერბეთისთვის - ორი მედალი და ოქროსა და ბრინჯაოს შანსი [VIDEO]
მინსკი 2019: იაკობ ქაჯაიამ აზერბაიჯანელს სძლია ნახევარფინალში გავიდა!
ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ რიოს ოლიმპიადის მსაჯი თემურ ყაზარაშვილი მოკვეთა
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენია [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი. I დღე: ბრინჯაოს დუბლი პარიზში
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ქართული ტრიუმფი სერბეთში - 5 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
დათუნაშვილის ოქრო სერბეთისთვის - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა [VIDEO]
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
რუს მეტოქესთან ნაჩხუბარ ზურაბ დათუნაშვილს მხოლოდ პირობითი სასჯელით დასჯიან [VIDEO]
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან
რის გამო სჯის ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაცია თემურ ყაზარაშვილს
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...
მიკერძოებულ მსაჯობას ედიშერ მაჩაიძესაც აბრალებენ - სტატია Flowrestling.org-ზე
U23. სამი ქართველი ფალავანი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
თემურ ყაზარაშვილი: მთელი სულით და გულით ჩვენს ბიჭებთან ვიყავი
"თავისუფალთა" ნაკრები მინსკში უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრა
უკრაინის სპორტის მინისტრი: ჩაკვეტაძეს ოლიმპიური ოქრო მსაჯმა ყაზარაშვილმა მოაგებინა!
ლერი აბულაძე ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი
საქართველოს "ბერძენ-რომაელთა" ნაკრები მინსკში მესამე ადგილზე გავიდა
მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში: უღიმღამოდ და ულიცენზიოდ [VIDEO]
პოდუბნის ტურნირი: ქართველები ოქრო-ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ნაკრები: რეინკარნირებული გუნდი
U23. ფინალები - ტრავმირებულმა პატარიძემ ვერ იჭიდავა, ქავჟარაძე და ხეცურიანი დამარცხდნენ
სპორტის სასახლეში ჭიდაობის ჩემპიონატზე ჩხუბი მოხდა [VIDEO]
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონი გახდა
რუსული ტურნირის ქართული აქცენტები - კოღუაშვილის რაზმი ჩვენ წინააღმდეგ
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
ქაჯაიამ ყოფილი თანაგუნდელი დაამარცხა და ნახევარფინალშია![VIDEO]
ქაჯაია ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატი. კლასიკური: ორი ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალში გავიდა