ევროპალიგა. პლეი ოფი. პირველი მატჩი
ჟურნალისტებს ხშირად გვსაყვედურობენ ზედმეტ ოპტიმიზმს და უმრავლეს შემთხვევაში მართლებიც არიან. ძალიან ხშირად არის ხოლმე, როცა ჩვენც გვჯერა ამა თუ იმ ქართული გუნდის წარმატებისა ევროტურნირების ნებისმიერ ეტაპზე და მართლაც რომ ყბადაღებული "მარადიული ოპტიმიზმით" ველოდებით იმას, რაც... არარეალურია!

ძალიან შორს არ წავალთ და მხოლოდ ამ ზაფხულის ამბებზე ვიტყვით: ჯერ იყო და, ზაგრების "დინამოსთან" საპასუხო მატჩის წინ განვეწყვეთ ოპტიმისტურად და, პირველ მატჩში ორბურთიანი მარცხის მიუხედავად, მაინც ჯიუტად ველოდით ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბისგან ისეთ რამეს, რაც რეალურად არ უნდა მოგვეთხოვა.

ანალოგიური სიტუაცია იყო ახლაც: "დინამო" რომ აშკარად მოუმზადებელი ხვდებოდა ევროპალიგის პლეი ოფის პირველ მატჩს, ეს ცხადზე ცხადი იყო. თუმცა ამ შემთხვევაშიც არ დავარღვიეთ "ტრადიცია" და ერთიმეორეზე გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ პაოკ-თან მატჩის წინ მაინც ოპტიმისტური განწყობა შევიქმენით.

"ჯგუფური ეტაპის მოლოდინი" - ასე დავასათაურეთ "ლელოს" წინა ნომერში გუშინდელი მატჩის წინათქმა. არადა, რომელ ჯგუფურ ეტაპზეა ლაპარაკი - იმ ფეხბურთით, რაც გუშინ "დინამომ" აჩვენა, საერთოდ არ უნდა გაგვაკარონ ევროტურნირებს.

მერე აღარ უნდა გვიკვირდეს, რატომ გვაქვს ბერძნულ კლუბებთან კოშმარული ბალანსი, რომელიც გუშინ კიდევ უფრო გაუარესდა. და არც ის უნდა გვიკვირდეს, თუ რატომ დატოვა გუშინ გულშემატკივარმა (ძალიან დიდმა ნაწილმა) ტრიბუნები მატჩის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე...

ჰო, ბევრი რამ აღარ უნდა გვიკვირდეს, მაგრამ საკვირველიც რომ ბევრზე ბევრია?! ეგ კი არა, აღარც ვიცით, საიდან დავიწყოთ...

"დინამო" ევროტურნირებისთვის მზად არ იყო!

ზაგრების "დინამოსთან" და განსაკუთრებით, გუშინ, პაოკ-თან მატჩებმა ნათლად დაგვანახვა, რომ თბილისის "დინამო" წლევანდელი ევროტურნირებისთვის მზად არ იყო.

ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრისას აშკარად გაგვიმართლა, როცა მეტოქედ ერთობ სუსტი სომხური კლუბი "ალაშკერტი" შეგვხვდა, თორემ სხვა შემთხვევაში, დანარჩენი ქართული გუნდების მსგავსად, ევროტურნირები "დინამოსთვისაც" საწყის ეტაპზევე დასრულდებოდა.

არადა, პირველად მაშინ გამოვთქვით ეჭვი, როცა ჩვენი ჩემპიონი უცხოური შეკრებიდან დაბრუნდა და ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ "დინამოს" სლოვაკი თავკაცი იურაი იარაბეკი თითქმის ყველა საკონტროლო მატჩში წამდაუწუმ ცვლიდა შემადგენლობას და გვრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ვერა და ვერ ჩამოყალიბდა ძირითად თერთმეტეულზე.

ეს ეჭვი, სამწუხაროდ, ევროტურნირების მატჩებში გამართლდა, ისევე, როგორც ამ ზაფხულს გუნდში მიყვანილი ლეგიონერების კვალიფიკაციის მიმართ გამოთქმული ეჭვები მართლდებოდა თითქმის ყველა მატჩში.

ჰო, თითქმის და არა - ყველა შეხვედრაში. პაოკ-თან მატჩის განაცხადში ვერც სტეფან ველევი ვიხილეთ (ოფიციალური ვერსიით, "ალაშკერტთან" პირველი მატჩის შემდეგ ვარჯიშზე დაშავებულა), ვერც მატია შპიჩიჩი (ჩემპიონატის წინა ტურში ტრავმის გამო რომ შეცვალეს) და ვერც ფართოდ რეკლამირებული მატიას კურიე, რომელიც, ასევე ოფიციალური ვერსიით, "გურიასთან" მატჩის შემდეგ ვარჯიშზე დაშავდა.

ანუ გუშინდელი მატჩის წინ კურიოზული სიტუაცია შეიქმნა - "დინამოს" სათადარიგოთა სკამზე ორი ისეთი ახალგაზრდა იჯდა, ევროტურნირებზე კი არა, ჩვენს ჩემპიონატშიც კი თითზე ჩამოსათვლელი მატჩების რაოდენობა აქვს ჩატარებული: 20 წლის თორნიკე კირკიტაძე (წინა სეზონში "ჩიხურაში" იყო განათხოვრებული, "დინამოში" კი არც ერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია) და 18 წლის ბექა მიქელთაძე (1 მატჩი წინა სეზონში, იმის წინაში კი "ზესტაფონის" შემადგენლობაში რამდენჯერმე შევიდა შეცვლაზე). აი, 19 წლის გიორგი ზარიას კი ერთი მატჩიც კი არ უთამაშია საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში!

კი ბატონო, უიღბლობაც უნდა ვახსენოთ - "დინამოს" ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი ლადო დვალიშვილი ტრავმის გამო გუშინდელი მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში ვერ იყო. ამანაც განაპირობა სრულიად გამოუცდელი ბიჭების განაცხადში მოხვედრა.

ისიც სათქმელია, რომ "ალაშკერტთან" თბილისური მატჩის შემდეგ გუნდი თავის საუკეთესო ბომბარდირს (გიორგი ქვილითაია) რომ გაყიდის, წინა სეზონში გუნდის ნომერ პირველ ფეხბურთელს, ალექსანდრე იაშვილს, ღირსეულს კი არა, ოდნავ მიახლოებულ შემცვლელს რომ ვერ მოუძებნის, გუნდი რომ ნორმალურ ლეგიონერს ვერ მოიყვანს, მაშინ ასეთ გუნდს რატომ უნდა მოვთხოვოთ ევროპალიგის (მით უმეტეს, ჩემპიონთა ლიგის) ჯგუფურ ეტაპზე გასვლა?

ისევე, როგორც არ უნდა მოსთხოვოთ რაიმე სერიოზული წარმატება გუნდს, რომელსაც, უკაცრავად ასეთი მკვეთრი შეფასებისთვის და, ჩემი აზრით, საეჭვო კვალიფიკაციის სპეციალისტი წვრთნის?!. სპეციალისტი, რომლის "დამსახურებაც" თურმე ის ყოფილა, რამდენიმე წლის წინ ევროპალიგაზე "ზესტაფონს" რომ აჯობა მისმა "ტრნავამ", ან საერთოდაც - რომლის თბილისის "დინამოში" მოყვანა ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ბოლო წლების ერთ-ერთ დიდ შეცდომად მიმაჩნია.

ეს სიტუაცია გვაგონებს ორი წლის წინანდელ ისტორიას, როცა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წინ "დინამოს" მთავარ მწვრთნელად ჩეხი სპეციალისტი მიხალ ბილეკი დაინიშნა, ახალწვეული ფეხბურთელები კი მისი თანამემამულე რადეკ დოსოუდილი და ორი ვეტერანი ესპანელი - რაფა ჯორდა და რაფა გარსია გახლდნენ.

მაშინაც თითქმის იგივე სურათი იყო - უცხოურ შეკრებაზე ყოფნის დროს ბილეკი ყველა საკონტროლო მატჩში ტაქტიკურ სქემას ცვლიდა და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ვერაფრით გაერკვა, არჩევანი რომელზე შეეჩერებინა. აღარაფერს ვამბობთ იმდროინდელ ვითომ ლეგიონერებზე, "აქტობესთან" სამარცხვინოდ წაგებული მატჩების შემდეგ აქედან წასვლა რომ მოუწიათ...

არავინ იცის, კიდევ რამდენ ხანს აცლიან იარაბეკს, მაგრამ ფაქტია, რომ გუშინ "დინამო" ისე თამაშობდა, გეგონებოდა, მწვრთნელი საერთოდ არ ჰყავსო.

ტრავმების გამო მას კორექტივების შეტანა მოუხდა შემადგენლობაში და ალბათ, ამიტომაც გაამწესა ცენტრფორვარდად გიორგი პაპუნაშვილი. თუმცა სტუმართა პირველი გოლის შემდეგ პაპუნაშვილი მარჯვენა გარემარბად გადაიყვანა, ცენტრფორვარდად კი... ოთარ კიტეიშვილი დააყენა, რომელსაც რა უნდა მოემოქმედა პაოკ-ის ათლეტური და სახელიანი ცენტრალური მცველების დუეტისთვის (ხოსე კრესპო-გიორგიოს ცაველასი)?

არანაკლებ გასაკვირი იყო ისიც, როცა ტანმორჩილი კიტეიშვილის მისამართით თანაგუნდელები მაღალ გადაცემებს აკეთებდნენ... მოკლედ, "დინამოს" გუშინდელ თამაშს ყველაფერი შეიძლება ვუწოდოთ, გარდა გუნდური თამაშისა.

...მატჩის წინათქმაში ვახსენეთ, რომ პაოკ-ი წინა სამ სეზონში ზედიზედ გადიოდა ევროპალიგის პლეი ოფებში, ახლა მეოთხედაც გავა და დამსახურებულადაც. გუშინ ბერძნულმა კლუბმა აკადემიური ფეხბურთი შემოგვთავაზა და როგორც კი სისწრაფეს მოუმატებდა, მაშინვე ხიფათი იქმნებოდა ჩვენს კართან.

ახლა "სტანდარტულები"? პირველი და მეორე გოლი ხომ კუთხურებს მოჰყვა, რომელსაც გარი როდრიგესი ასრულებდა და რომელიც აშკარად ვარჯიშებზე იყო დამუშავებული.

მესამე გოლს აღარ იკითხავთ? "ფეიენოორდის" ყოფილმა ნახევარმცველმა ისეთი სპრინტით ჩაუქროლა ლამის მთელ "დინამოს", რიოს ოლიმპიადაზე მონაწილე ბევრ მძლეოსანს რომ შეშურდებოდა და არგენტინელმა ფაკუნდო პერეირამაც ეს გარბენი ეფექტური გოლით გააგრძელა...

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, პაოკ-ის სერბმა მწვრთნელმა ვლადიმირ ივიჩმა პირწმინდად მოუგო ტაქტიკური დუელი იარაბეკს. მან გუშინ ზუსტად ის 11 ფეხბურთელი დააყენა ძირითადში, ვინც "აიაქსის" წინააღმდეგ საპასუხო შეხვედრაში ათამაშა. ანალოგიური იყო ტაქტიკური განლაგებაც (4-3-3), თან კიდევ თავს უფლება მისცა, გამოცდილი და ცნობადი ახალწვეულები (ჟელკო ბრკიჩი, ხოსე კანიასი, დიეგო ბისესვარი) სკამზე დაესვა, ისევე, როგორც საბერძნეთის ნაკრების გამოცდილი მცველი სტელიოს მალეზასი.

იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ თბილისში საერთოდ არ ჩამოსულა პაოკ-ის კიდევ სამი ძირითადი ფეხბურთელი - ფერნანდო ვარელა (კაპე ვერდე), ალექსანდროს ციოლისი და ალბანეთის ნაკრების წევრი ერგის კაცე.

დიახ, ერთი კვირის შემდეგ სალონიკში საპასუხო მატჩია, თუმცა ამ წყვილში უკვე ყველაფერი გარკვეულია.

"დინამოში" ბევრი რამ გასარკვევი და შესაცვლელია. თან არც იმის მტკიცება იქნება სწორი, თითქოს ფიასკოს უმთავრესი მიზეზი იარაბეკია. ამ ყველაფერს განსჯა და სწორი ანალიზი სჭირდება!

მატჩის შემდეგ:

იურაი იარაბეკი: ძალიან მიჭირს საუბარი - შედეგი არაობიექტური იყო...

ვლადან ივიჩი: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, წინ მეორე მატჩია!

ევროპალიგა. პლეი ოფი. პირველი მატჩი

18.08. თბილისი. "დინამო არენა". 15 000 მაყურებელი

დინამო (თბ)-პაოკ-ი 0:3

გოლები: 0:1 მატოსი (20), 0:2 კრესპო (71), 0:3 ფერეირა (83)

დინამო (4-2-3-1): სკრიბე - ლობჟანიძე (58. თევზაძე), ამისულაშვილი, რენე ფერეირა, ჭელიძე - ცინცაძე (70. ალვარო), პარუნაშვილი - ჯიღაური, კიტეიშვილი, ჭანტურიშვილი - პაპუნაშვილი (63. დვალიშვილი).

სათადარიგოები: ლომაია, კირკიტაძე, მიქელთაძე, ზარია.

პაოკ (4-3-3): გლიკოსი - მატოსი, ცაველასი, კრესპო, ლეოვაცი - ხარისისი (46. კანიასი), ციმიროტი, შახოვი (68. ბისესვარი) - როდრიგესი, ათანასიადისი, ჯალმა კამპოსი (81. ფერეირა).

სათადარიგოები: ბრკიჩი, კიციუ, მალეზასი, მისტაკიდისი.

გაფრთხილება: მატოსი (56), რენე ფერეირა (69), პარუნაშვილი (77)

არბიტრი: ლ. ლიანი (ისრაელი)

სტატისტიკა

12 კარში დარტყმა 11

5 ზუსტი დარტყმა 4

5 კუთხური 7

4 თამაშგარე 1

16 ჯარიმა 11

47% ბურთის ფლობა 53%.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zaza
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რო საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას ამის შემდეგ რაღა უნდა ვიფიქროთ ქართულ ფეხბურთზე, გამოდის რომ კობიაშვილმა ფეხბურთს პოლიტიკოსობა ამჯობინა. ანუ ჩათვალა რომ ქართული ფეხბურთს არაფერი ეშველება და ცხოვრების აწყობაზე დაიწყო ფიქრი.
goga
ნაღდად ვიცი 19 წ როგორ ყავტ შეყრილი ფეხბურთელები ეს იმის შვილი ეს იმან მოიყვანა ეს ფედერაციიდან დარეკეს ისე შეკრიბეს მამა ღმერთი რო მივიდეს და კარგად თამაშობდეს ვერ მიიღებენ იმისიანს ამისიანს ხო ვერ შეეხებიან ამიტომ არის ქართული ფეხბურთი ამ დღეში
lova
მე საზღვარგარეთ ვცხოვრობ ყოველ დღე როგორც მოვალ სახლში სპორტალ.გე შევდივარ და ვკითხულობ ახალ ამბებს აღარ შემიძლია ამდენი წარუმატებლობა აქ ყველა ფეხბურთზე ლაპარაკობს უკვე მცხვენი ხმა ვერ ამომიღია ვეძებ რაღაც პატარა ცარმატებას რო მეც ვთქვა რაღაც მარა სადარი!!!!!!! აღარ შემიძლია მ რ ც ხ ვ ე ნ ი ა
გია
არც ქარწაღებულნი და არც წყალწაღებულნი.... სინდის ნამუს წაღებულნი....
მარგარეტ მიტჩელი -ს
ქარწაღებულნი კი არა, წყალწაღებულნი....
tengo
დინამოს რა მიხცევაც ქონდა ევრო ასპარეზე მაგას მაინც ნუგარ შეარცხვენთ დადეტ ბოქლომი სტადიონს ფერმერები პირუტყვს მაინც გამოკვებავენ !!!
megre
ადმინ შენი მოსაწონი კომენტარი ვერ დავწერე???
გიო
ვეთანხმები GG-ს მართლაც ქართულ ფეხბურთს დღეს დედილოს და მამიკოს ბიჭები თამაშობენ, რომლებიც კორუფციული გარიგებით მოხვდნენ თავის დროზე დიდ ფეხბურთში, ხოლო ნიჭიერი თაობისა და უფულო მშობლების შვილები გარეთ დარჩნენ, ფრთხილად ვიყოთ დღეს რაგბიპოპულარული გახდა და იქაც იგივე სენი არ შეგვეყაროს. ისე ზოგი ჭირი მარგებელიაო, დედიკოს ბიჭებს რაგბი მაინცადამაინც არ სწყალობს - ტრვმულია, ვაჟკაცურია- ხოდა რომელი დედიკო მიიყვანს საყვარელ შვილს რაგბზე, აგერ ფეხბურთი არ სჩობია! ვაი ჩვენი ცოდვა- ქართველების, ასეთი ელიტისა და გლამურული ვაი ქართველების ხელში!
sworia
ჭკვიანია კოკაია და ასპროცენტიანი კაცია ამ ჩემპიონატით რომ წინ ვერ წავიდოდა იცოდა და აი აგერ კიდევ ერხელ გამოჩნდა თუ არ აიწია ჩემპიონატის დონემ ვერაფერს ვერ მიაგწევენ ქართული გუნდები და კიდდევ ერხელ და კარგად გამოჩნდა რომ ტყუილაად წყლის ნაყვას გავს ეს ყველაფერი...
Kote
დააბრალეთ ეხლა იარაბეკს )) . იარაბეკი კი არა, პრობლემაა ბევრად ღრმაა და მას საქმისადმი არასწორი მიდგომა ქვია. ესე ევროთასების წინ რამოდენიმე კაცის მოყვანით რომ ჯგუფში გამსვლელი გუნდი ყალიბდებოდეს, სხვებიც ივივეს იზავდნენ, წლობით კი არ დაელოდებოდნენ გუნდის ჩამოყალიბებას. ეხლა ყველა ეს მოყვანილი ლეგიონერი მინიმუმ მომავალ ზაფხულამდე უნდა დატოვონ და გახსნის საშუალება მისცენ - ორ და სამ თამაშში უცნობ ქვეყანაში და უცნობ კლუბში მისული მოთამაშე ვერაფერს სახეიროს ვერ გაჩვენებს. თუმცა, ეჭვი მაქვს, რამოდენიმე მათგანი უკვე გაშვებულიც კია კლუბიდან - ამ ტრავმების არც ქვილითაიას შემთხვევაში მჯეროდა და არც ეხლა. გულშემატკივრებს კი რა ვუთხრა - 99%თვის დინამოს ფეხბურთი მხოლოდ ევროთასებით შემოიფარგლება. ხო და იქნებით მუდამ ასე ნირწამხდარები და "როდემდე უნდა წავაგოთ" მდგომარეობაში - დინამო ევროთასებს ვეღარასოდეს მოიგებს და სულ რომ ჯგუფში გავიდეს, იქ ხომ მაინც წაიფორთხილებს, როგორც ეს წინა შემთხვევაში მოხდა. ასე იქნება მუდამ, ვიდრე მიზანი "იქნებ სადმე გავიდეთ" იქნება. არადა, დიმამო შარშან ჩემპიონი გახდა... პ.ს. ჩვენს ყოველ "ევროგამოსვლაზე" ის ანდაზა მახსენდება ძაღლზე, შინ რომ არ ვარგოდა და გარეთ გარბოდა. შეეშვით ამ ევროთასებზე ვიშვიშს და ეროვნულ ჩემპიონატში უგულშემატკივრეთ გუნდს.
g
ვეტანხმები. ამ შემადგენლობით გეგუჩაძე დაზლევდა ზაგრებს.პაოკზე რა გითხრათ. საერთოდ შეეშვით ამ უცხოელ მწვრთნელებს.ამ კონტიგენტთან ეგენი ვერ იმუშავებენ.
gg
ჩვენს ფეხბურთს დიდი ცოდვა ადევს ის არასდროს არ გაახარებს, ეს არის დაკარგული და გაფუჭებული ნიჭიერი ბიჭების თაობა, რომლებიც წლების მანძილზე დაღუპა, უნამუსო და უპასუხისმგებლო ჩინოვნიკებმა და მწვრეთნელებმა, ძმაკაცობით, კორუფციით,ბიძაშვილობით და ათასი მახინაციებით რო აკომპლექტებდნენ გუნდებს და ნიჭიერ თაობებს ქუჩაში ტოვებდნენ.ნიჭიერ და უფულო ბავშვს ფეხბურთს აზიზღებენ და ამითი ბევრი ქუჩაში დარჩა და ცხოვრება აერია,ეს ბიჭები საციხოდ და სასიკვდილოდ გაწირეს და გაზულუქებული მამიკოს ბიჭებით ივსებოდა და ივსება ქართული გუნდები.მე დინამოს დუბლებში მიმიყვანეს 1993-94 წელი იყო. 7000 $ იყო ოფიციალურად რო განაცხადში ჩაესვით, თუმცა ძირითადის გარანტია არ იყო. ვინც გადაიხადა მაშინ ისინი ამბობდნენ ამას ზუსტად, უხერხულია გვარების ჩამოთვლა.იმათ არცერთს არ უთამაშიათ მერე ფეხბურთი ხოლო უფრო ნიჭიერები გარეთ დარჩნენ.7000 $ ით მაშინ ვაკეში იყიდიდი 3 ბინას და წარმოიდგინეთ რამხელა ფული იყო ეს.მაშინ საჭმელი უჭირდა ხალხს თითო ოროლას გარდა. დინამოს ძირითად გუნდში მოხვედრა რაც ეღირებოდა ხო წარმოგიდგენიათ.ესე იყო თითქმის ყველა გუნდში.ხოდა აი ეს ცოდვა ადევს ჩვენს ფეხურთს და ის გვხვდება წინ და თუ პროფესიონალურად არ მიუდგა ყველა საქმეს ფედირაციიდან დაწყებული, მსაჯებით დამთავრებული სულ ასეთ ჭაობში იქნება ქართული ფეხბურთი.მარა მერე სახლში ვინ წაუღოს თავის იმპოტენტ შვილებს ფული? აი ესაა ჩვენი მენტალიტეტი და ცოდვა რო ფეხბურთი ოდითგანვე ფულის საჭრელი ცეხი იყო და ასეა ეხლაც...
gio
ნამეტანი ამაყი ხალხი ვართ თორემ ამათმა რა უნდა ქნან? სასუოლო (იტალია)-ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)3:0; პანათინაიკოსი (საბერძნეთი)-ბრონდბიუ (დანია)3:0; კრასნოდარი (რუსეთი)-პარტიზანი (ალბანეთი)4:0; ტრენჩინი (სლოვაკეთი)-რაპიდი (ავსტრია)0:4; სლავია (ჩეხეთი)-ანდერლეხტი (ბელგია)0:3 რომელია ჩვენზე ნაკლები??? ჩვენც თუ წავაგეთ დიდი ამბავი :)
დინამო
კანოეს მიაწექით! არ არის ფეხბურთი ამათი საქმე!
Gocha Juve
თვალზე ცრემლი მომადგა ამათი მაყურებელი, კაცურად შემეცოდნენ ჩვენი ბიჭები, თამაშობენ რაც გამოზდით და იხარჯებიან რა იციან მაგრამ კლასი მაინც თავისას შვრება ნათქვამია ძალა აღმართს ხნავსო და ასეცაა! უბრალოდ უნდა ითქას ნათლად გამოჩნდა რომ უკვე მეორე წელია დინამოს ხემძღვანელობა თანამედროვე ფეხბურთისგან ძალიან შორს არიან და არ იციან სატრანსფერო პოლიტიკა ზოგიერთი შემედავება მაგრეა ეგ ეგრეა ჯერ მწვრთნელი ვინ მოიყვანეს და ლეგიონერები კი საერთოდ რას წარმოადგენენ! მილიონის დახარჯვა უნდათ 5 ფეხბურთელში და მერე წარმატების მიღწევა ეს უბრალოდ სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს! ასე რომ გუნდის ხელმძღვანელობა არასწორ სატრანსფერო "პოლიტიკას"ატარებს გუნდში და ამიტომაც არის ხან ერთი გუნდი აპამპულავებს დინამოს ხან მეორე და კიდევ ვისაც მოესურვება ლაპარაკი არ არის ალაშკერტის დარ კლუბებზე!
grisha
დინამოს მესვეურებო თქვენ დინამო გიყვართ? მგონი უფრო გეზიზღებათ და გინდათ პირდაპირ სანაგვეში გაუშვათ. 80% დარწმუნებული ვარ გია გეგუჩაძე დაძლევდა ზაგრების დინამოს ბარიერს და გინდაც ბერძნებისას. ძლივს ნორმალური მწვრთნელი დაიბრუნეთ და ისე გაუშვით შესაძლებლობების მინიმუმიც არ გამოგიყენებიათ. ეს კატასტროფა მწვრთნელი კი საიდან ამოთხარეთ? ლეგიონერებზე არაფერი რომ აღარ ვთქვათ, ზოგი დავრდომილი და ავადმყოფია ზოგი კი ჭ კლასის. ფიფია ერთხელ და სამუდამოთ გაგვაგებინე მართლა თუ გსურს დინამოს ფეხზე დაყენება. აკადემია მაგარია ძალიან, მაგრამ რაღაც პირველ გუნდსაც ხომ უნდა გაუკეთო. როდი დამთავრდება საევროპოდ გუნდის ერთი თვით ადრე კეთება? დაიწყე ახლავე და იქნებ რამე შემდეგი წლისთვის გამოვიდეს. მწვრთნელი შეცვალე და ისეთი მოიყვანე ზუსტად რომ იცის რა უნდა გააკეთოს და არ ფაფხურობს, ეხლა მოიყვანე ისეთი ლეგიონერები გუნდს რომ გააძლიერებს და მთელი სეზონის განმავლობაში შეთამაშდება და შესისლხორცდება გუნთან, ლოკომოტივი გახდება და მერე მოლოდინი და იმედები კი არა რეალური შანსი იქნება ევროპაში შევაბიჯოთ თუნდაც დასაწყისისთვის მოკრძალებულად. რა ვიცი აბა არავის ჩემი ჭკუის სასწავლებელი არ სჭირს, მაგრამ არ მგონია ამის გარეშე საქმე კეთდებოდეს. ან არ უნდა ილაპარაკო რომ რამე ამბიცია დგაგაჩნია და იყავი შენთვის და იარე ინერციით. არც არავინ არაფერს დაგაყვედრის.
გულშემატკივარი
ადმინ ჩემი კომენტარი რატომ დაბლოკეთ და არ აქვეყნებთ? გულზე მოგხვდათ? სიმართლე მწარეა?
vaskulat
კანოეს შეუწყეთ ხელი დაივიწყეთ ფეხბურთი ჩვენი საქმე არარიი არაააააააააა!!!!
kilkauskas
საბოლოოდ დავრწმუნდი რომ მაგრი დარხეული გვაქვს. მოვა სექტემბერი და ნაკრები უარეს დღეში ჩავარდება სამწუხაროდ.
ვაჟა ზაზაევიჩის წინასწარმეტყველება
ხელბურთი გამიგია, წყალბურთი გამიგია, ფეხბურთიც (!?) გამიგია გამიგია...
ირაკლი
კაპე ვერდე ქართულად კაბო-ვერდეა... დინამო კიდევ სამარცხვინო გუნდი
geo-fun
დინამოს რა უნდა მოსთხოვო. მას დიდი ისტორია აქვს. ფეხბურთელებზეა მოსათხოვი რომლებიც ხელფასებს იღებენ და სირბილი და გარჯა ეზარებათ.
Bbbb
Paqtiurad paokis b gundtan wagvigia
CHumad
გელაშვილი მიხვდა და წავიდა, დვალიშვილი ვერ ხვდება რომ უნდა ცავიდეს, ამ შესარჩევებში 90% ნტი მაგის შეცდომით გავიდა გოლები ამას ნაკრებში რატომ იძახებენნ
ლევანი
რამდენი გინება დაიბლოკა :))))
ynwa
ეხლა კი დაიწყებენ ჩვენი ჟურნალისტები კრიტიკას, მაგრამ ურემი რომ გადაბრუნდება ასე არის ჩვენი ფეხბურთზე მწერალი ჟურნალისტების საქმე. ვინმემ გაარჩია დინამოს სატრანსფერო პოლიტიკა ამ ზაფხულს? ზაგრებთან მარცხის მიზეზებზე ვინმემ დაწერა რამე, გაარჩია მარცხის ობიექტური მიზეზები? ვინმემ იკითხა რატომ გაუშვეს ზაგრებთან გადამწყვეტი მატჩების წინ მთავარი თავდამსხმელი? (ტრამვა მოუგონეს დარწმუნებული ვარ ასი პროცენტით.ტრამვირებულ ფეხბურთელს ვინ იყიდდა?! და მწვრთნელი იტყუება, რომ მაინც ვერ ვათამაშებდით და ამიტომ დავაჩქარეთ მისი რაპიდში გაშვებაო! რა ორი თამაშის მერე არ მიიღებდნენ?) სადმე გინახავთ გუნდი თავდასხმელის გარეშე რომ თამაშობდეს. რატომ? ეს იმის ბრალია, რომ ერთი ნომინალური თავდახმელის ამარა დარჩა და ეს გუნდი შეიძლება აცხადებდეს პრეტენზიას ევროპაში თამაშზე. არადა ერთი თვის წინ ფიფია და მისი ძმანი აცხადებდნენ, რომ რა ევროპის ლიგა ჩვენი ძირითადი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიაო. გელაშვილი რომ სანატრელი გაგიხდება! მწვრთნელი თამაშის წინ იმას რომ იტყვის სატრასფერო პოლიტიკით უკმაყოფილო ვარ, იმას რა უნდა მოთხოვო? სად იყო აქამდე? თამაშზე რა უნდა თქვა, რა დონეც არის საქართველოს ჩემპიონატში იმ სიჩქარეებზე თამაშობს დინამო და როგორ შეიძლება თუნდა ევროპული საშუალო დონის გუნდს აჯობო?!
კოლი
უფრო წყალწაღებულნი :|
ზაზა
ასაკრძალია ფეხბურთი ამ ქვეყანაში... ასაკრძალია ამ დინამოს ყველა "ფეხბურთელი"... ამ სპორტის ყველაზე სამარცხვინო წარმომადგენლები არიან ქართველები... ყველაზე სამარცხვინო პროფესია ასეთი უხეიროების გამო დღეს საქართველოში არის ფეხბურთი!!!
giga
ჰე აბა წამიკითხეთ მორალი რატო უნდა მივიდე ამათ საყურებლად სტადიონზე.
თავადი
მერე მეუბნებიან შენ რატომ ლაპარაკობ ასე და ნეგატიურად რატომ ხარ განწყობილიო.და ეხლა ეს ვიღას ბრალია? იარაბეკის,ამინდის,მსაჯის თუ ბურთის?ხო ეტყობა ცუდათ შეკერილი ბურთი იყო და არ გაუმართლათ. 0:3 რომ გუნდი აგებს და + ისიც საკუთარ მოედანზე,ის გუნდი აღარ არის. და საერთოდ რატომ ერიდება ყველა იმის თქმას რომ ჩვენ თამაში არ ვიცით? აი როცა ვაღიარებთ მაგას,მაშინ დაიწყება ჩვენი ნელა-ნელა აღმასვლა ფეხბურთის განვითარებისაკენ.
simartle
სანამ 5-ათასების მოთხოვნას არ დაანებებენ თავს ,რომ გუნდში ატამაშონ ის ბავშვები ,რომლებიც მარლა თამაშობენ ფეხბურთს,ასეტი სირი გუნდები გვეყოლება სულ
ჯანო ჯანდიერი
შენ გაიხარე, ავტორო, რა გულიანად გამაცინე ჰიუგოსეული სათაურით:-D "განწირულნი" - მაგარია და ზუსტად შეესაბამება:-)))) გუნდი კი არა მარტო, მთელი ქართული ფეხბურთია განწირული წარუმატებლობისთვის, თუ რამე რეალურად არ შეიცვალა ყველა დონეზე. ფული კი აქვთ (მეპატრონეებს), მაგრამ რაში და როგორ დახარჯონ არ იციან, ესეც კიდევ ერთი დამატებითი უბედურება:-((
giorgi
სერიოზული სატრანსფერო პოლიტიკა აქ დინამოს!ყოჩაღ ფიფია!))))
megre
ბიბლია გვასწავლის "გიყვარდეს მოყვასი შენი, გიყვარდეს მტერი შენი", მაგრამ ქართველი ფეხბურთელი მტერზე მეტად მძულს, ეს გაყოყოჩებული არარაობები რომლებსაც ყველას თავი ძალიან ნიჭიერები რომ გონიათ და სულ ქართული პასპორტები რომ უშლით მათი მოკლე ჭკუით ხელს თორემ აქამდე მანჩესტერის, იუვენტუსის, ბარსელონას... და სხვა გრანდების შემადგენლობებში ითამაშებდნენ, ესენიც სპორტსმენები არიან ეს უბადრუკები და იგივე ზაზა ნადირაძეც? ადამიანს ხმა არ ამოუღია ისე ვარჯიშობდა და მხოლოდ თავისი ენთუზიაზმის და მონდომების ხარჯზე რასაც მიაღწია ყველამ ვნახეთ და ამ ფეხბურთელების ხელფასებმა და მათმა დაფინანსებამ ხომ წაიღო ტვინი, ეხლა ვინმემ როგორ უნდა თქვას რომ ამათ 5 ათასის მაგივრად 20 ათასი რომ ქონდეთ ხელფასი უკეთესად ითამაშებენო, ესენი უნდა დააფინანსო კიარა რაც აქვთ ისიც ზედმეტია მათთვის. ჩემის აზრით პროტესტი არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ კომენტარების წერით, პროტესტის ნიშნად, ნიშნად იმისა რომ ის რაც ქართულ ფეხბურთში ხდება ეს არის მიუღებელი არ უნდა დაესწრას არავინ ნაკრების თამაშს
11
ესე არ გამოვა არა, მიცენ მწვრთნელს გუნდის დაკომპლექტების საშუალება, თვითომ გუნდის ხელმძღვანელობას ვინც უნდა ის მოყავს გუნდში, და ეს კაცი კიდევ ცხვარივით თანხმდება, გუნდი სელექცია მწვრთნელს მიანდონ, აი მაშინ ვნახავთ თუ როგორი გუნდი დადგება. აბა ასე ვისაც ვინ უნდა ის მოყავთ და მწვრთნელს არც ეკითხებიან
avoee
დროა ამათი დაფინანსები საკითხი გადაიხედოს და სეკვესტრიზაციას დაექვემდებაროს.
იკა
მართლა სერიოზულად ვამბობ, გაფაუქმოთ ფეხბურთის ფედერაცია და ეგ ფული სხვადასხვა სპორტის სახეობებში გადავანაწილოთ
გულშემატკივარი
ასეთი კრიტიკულები უნდა ყოფილიყავით შეკრებისას, როდესაც დინამომ ერთის გარდა ვერცერთი თამაში მოიგო, როცა დაინახეთ რომ ეს ლეგიონერები, ჩვენ რომ რონალდო-მესიდ გვასაღებენ, არაფრის მაკეთებელი დონდლო არსებები იყვნენ, ალკაშერთან მატჩისას, რადგან რეალურად ამ გუნდისთვის ისეთი რამე უნდა დაგვემართა, რაც პაოკმა დაგვმართა. მაგრამ თქვენ რა, თვითონ დინამოს შეფები ვის ატყუებენ, თუ არა, საკუთარ თავს. კურიეს რომ აიყვან და ჩვენ მეკარეს გუნდში მაშინ ყოჩაღ რა, მაგრად გცოდნია ფეხბურთი. ეყოთ ვაჟკაცობა და დაწერონ განცხადებები დინამოს გენ დირექტორმაც, სპორტულმა დირექტორმაც, სელექციონერებმაც და მთავარმა წვრთელმაც და წავიდნენ სახლში. თქვენ კიდევ ჟურნალისტებმა, მატჩის წინ ოპტიმისტური სტატიების წერას, ოგონდ გულშემატკივარი მივიდეს სტადიონზე, გირჩევნიათ კრიტიკული სტატიების წერა, დამიჯერეთ ასე უფრო მეტს მიიყვანთ, დღეს თუ არა მომავალში მაინც. არაპროფესიონალიზმის ზეიმია რა, პარადი. ეს თქვენც გეხებათ, ჟურნალისტებს, ანალიტიკურ სტატიებს რატომ არ წერთ? ეს სტატიაა მარტო გამონაკლისი, მაგრამ კიდევ ღრმა ანალიზი სჭირდება. დინამოს ჩინოსანი კურიესმგავსი ააფეხბურთელის დასაქმებაში იქნებ და მისი აგენტისგან ფულს იღებს და ხელს ითბობს? ჩაეძიეთ ღრმად, მანდ ეძებეთ ძაღლის თავი და როცა იპოვით, კარდინალურად შეიცვლება სიტუაცია. ფიფია საკუთარ თავს არ მოჰპარავს და მის ქვემოთ ცუდი სიტუაცია ვითარდება აშკარად. ისე უცხოელი მწრთველების მოყვანას, უცხოელი საფეხბურთო მენეჯერი მოიყვანოს ის ჯობია ყველაფერს.გვეყო ამდენი დაცინვა.
კაცი რომელმაც( ბასა) ავთანდილ ღოღობერიძეს მოედანზე ცოცხალს უყურა
ეს რა ხდება ბოლოს და ბოლოს ამ ქართულ ფეხბურთში...ასეთი უპასუხისმგებლობის გაგრძელება ყველგან და ყველა დონეზე სადამდე შეიძლება????? ვისაც ეს ევალება ხეჩიკაშვილიდან დაწყებული რაღაც იღონონ---არა და დაგვისკდა გულები(((((((((((((
Irakli apkhaidze
ესაა ყველაფერი იმის შედეგი, რასაც გასული სეზონის განმავლობაში კლუბის და ფედერაციის მენეჯმენტი აკეთებდა და დადღესაც გრძელდება: გეგუჩაძემ ძალიან მაგარი გუნდი გააკეთა, დინამომ მართლა დაგლიჯა ზამთრის შესვენებაზე ყველა უცხოელი სპერინგ-პარტნიორი... მერე გეგუჩაძეს ნაკრებში მიყვანა დაუპირეს, დინამოდან გაუშვეს და იქ ცხადაძეზე ვერ გადაიარეს როგორც დაბალი ღობე, ატყდა პანიკა და მერე აქაოდა ეს კაცი ჩვენ ნაკრებისთვის კი არა კურატორად და ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელად გვინდაო და იქაც ვეღარ დანიშნეს... ნაკრებიდან ცხადაძე მაინც გაუშვეს, გეგუჩაძეც ვერ დანიშნეს ნაკრებში დინამოშიც ხომ ვეღარ დააბრუნებდნენ და დაღჩა დინამო მიმინოსავით ხეზე... მერე ლიგის საკვალიფიკაციო თამაშის წინა საუკეთესო ბომბარდირი გაუშვეს, და ისეთი ლეგიონერები ჩამოიყვანეს გვარებიც რომ არ გაგვიგია მსგავსი ზოგადად და თან ნახევარი პირველივე ვარჯიშ/თამაშზე დაიმსხვრნენ (ბროლის ყოფილან) და დინამომ ჩემს გარდა ყველა შეიყვანა განაცხადში რომ შემადგენლობა შეევსო!!! და ყველაზე მთავარი, დინამოს ჩემპიონატში ყველა მსაჯი და სადისციპლინო სულს უბერავს, ცივ ნიავს არ აკარებს და ეგეც დროული ლოგიკური შედეგი! რუსული სპეცსამსახურების ხელს ვხედავ აქ :)))))))))))))))))
Temo
ყველაფერი ვისწავლეთ ფეხბურთის გარდა. ყველაფერი!!! დაჟე ნავიც (კანოე)
Lou
იმ გულშემატკივარის ტვინში ჩამახედა, ვინც ამათ საყურებლად დადის!
მარგარეტ მიტჩელი
ქარწაღებულნი
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
პაოკ-ი-დინამო 2:0 - ცვლილებების იმედად დასრულებული ევროასპარეზი...
იურაი იარაბეკი: ჩვენი მიზანი 3 გოლის გატანა და დამატებითი დროა...
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
დინამო-პაოკი: თამაშამდე 1 საათით ადრე დაახლოებით 7 000 ბილეთია გაყიდული
ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]
თბილისის "დინამო" საკუთარ მოედანზე პაოკ-თან განადგურდა
ვლადან ივიჩი: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, წინ მეორე მატჩია!
იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
ალეკო ჩაკვეტაძე: პაოკ-ის გახსენება აღარ მინდა
ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...
ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს