ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ტრანსფერ ONLINE. 22 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები

ტრანსფერ ONLINE. 22 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები

ხუთშაბათს ეტიჰადი იტყვის - ბრავო!
13:17. პრემიერლიგიდან გავარდნილი "ნიუკასლის" ფრანგ ნახევარმცველ მუსა სისოკოს მილანის "ინტერი" პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა და ახლა მხოლოდ კლუბებს შორის შეთანხმება რჩება - "ინტერი" "კაჭკაჭებს" 35 მილიონ ევროს სთავაზობს, "ნიუკასლი" კი 5 მილიონით მეტს ითხოვს. მოკლედ, "ნიუკასლი" მაინც ვერ შეძლებს მოწინავე ფეხბურთელების შენარჩუნებას.

13:21. "გალათასარაის" დირექტორმა დაადასტურა, რომ კლუბი ლასანა დიარათი დაინტერესდა.

13:25. "ტელეგრაფის" ცნობით, "ევერტონმა" უკვე მიმართა წინადადებით "მანჩესტერ სიტის" ჯო ჰარტის ტრანსფერის თაობაზე.

13:31. "ფუტბოლ იტალია" ავრცელებს ცნობას, რომლის თანახმადაც, "ინტერი" მზად არის, ჯანერ ერკინს შეელიოს. არადა, ეს ფეხბურთელი "ინტერმა" 2 თვის წინ აიყვანა.

13:38. მადრიდის "ატლეტიკოს" მცველი ხავი მანკილიო, რომელიც გასულ სეზონში იჯარით "მარსელში" თამაშობდა, ახალ სეზონს "უოტფორდში" ან "სანდერლენდში" გაატარებს. ინფორმაციის წყარო "სქაი სპორტსია".

13:43. "მონაკოს" დაცვის გაძლიერება ვოლფსბურგელი ჟოზუა გილავოგის დამატებით სურს. ორი კლუბი დიდი ხანია, მოლაპარაკების პროცესშია და მალე ყველაფერი დასრულდება. გილავოგი უკვე გაემგზავრა მონაკოში სამედიცინო შემოწმების გასავლელად.

13:57. "აიაქსის" მეკარე იასპერ სილესენი წუთი-წუთზე "ბარსელონას" მეკარე გახდება. კატალონიელები მასში 13 მილიონ ევროს იხდიან.

14:08. "ჩელსიმ", როგორც იქნა, გამონახა კლუბი, რომელიც წაიყვანს მარკო მარინს - გერმანელი ნახევარმცველი უკვე ათენშია. სამშაბათს ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "ოლიმპიაკოსთან" კონტრაქტს გააფორმებს.

14:15. ალესანდრო დიამანტით "ემპოლი" დაინტერესდა, მაგრამ ჩინეთში ნათამაშებ ფეხბურთელს "ემპოლი" 1,3 მილიონ ევროს წელიწადში ვერ გადაუხდის.

14:22. "ვესტ ბრომვიჩს" იჯარით "საუთჰემპტონის" ფორვარდ ჯეი როდრიგესის აყვანა სურს. ჯეის კონტრაქტით 3 წელი კიდევ რჩება "წმინდანებში", მაგრამ მას სათამაშო პრაქტიკა აკლია.

14:32. "კალჩო მერკატოს" ცნობით, "იუვენტუსი" მზად არის, სიმონე ძაძა იჯარით გაასხვისოს. ძაძა შესაძლოა, "ვესტ ჰემში" აღმოჩნდეს, სეზონის ბოლოს 25 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებით.

14:36. "ვოლფსბურგის" მცველმა დანტემ დაადასტურა, რომ "ნიცაში" გადადის. მას ისევ ლუსიენ ფავრთან ერთად მუშაობა სურს.

14:45. დანტეს ნაცვლად "ვოლფსბურგი" მატიას გინტერს იყიდის. "კიკერის" ინფორმაციით, "მგლები" "ჰამბურგს" და "ლაიპციგს" აჯობებენ და მცველს თავიანთ ბუნაგში წაიყვანენ.

14:52. მუნირ ელ-ჰადიდი "ბარსელონას" ტოვებს და "ტოტენჰემში" გადადის. ინფორმაციის წყარო ბარსელონური ტაბლოიდი "სპორტია". თურმე, მუნირი პსჟ-ს, "შალკეს", "რეალ სოსიედადსა" და "სელტას" სურთ, მაგრამ ფეხბურთელი უპირატესობას ლონდონურ კლუბს ანიჭებს.

15:04. ნიკოლა ლომბერტსის აგენტი წუხს, რომ "ზენიტმა" ფეხბურთელს საბაზროზე გაცილებით დიდი ფასი დაადო. "გალათასარაი" და "ფენერბაჰჩე", ასევე, ინგლისური "კრისტალ პალასი" დაინტერესდებიან, როგორც კი რუსები ლომბერტსის ფასს დააკლებენ.

15:15. მილანის "ინტერს" სატრანსფერო აქტიურობაში ხელს უეფას ფინანსური ფეარ პლეის წესი უშლის. "ნერაძურის" ჟოაო მარიოს ყიდვა სურს, მაგრამ ევროპის ჩემპიონი 45 მილიონი ევრო ღირს. ხავიერ ძანეტის თქმით, ფეარ პლეის გამო პორტუგალიელი "ინტერში" ალბათ ვერ გადავა.

15:25. "ატლეტიკომ" ისევ გაანათხოვრა მცველი ემილიანო ველასკესი, ამჯერად, ის პორტუგალიურ "ბრაგაში" გაუშვეს.

15:33. მარჩელო ბროზოვიჩით "ჩელსი", "ლესტერი", "ვესტ ჰემი" და "იუვენტუსია" დაინტერესებული, მაგრამ "ინტერი" 23 წლის ნახევარმცველის გაყიდვას არ გეგმავს.

15:41. "იუვენტუსი" ფავორიტია "სანტოსის" ფორვარდ გაბრიელ ბარბოსას შეძენის საკითხში. ოლიმპიურ ჩემპიონს ნეიმართან "ბარსელონაში" სურს, მაგრამ მას ახლა მხოლოდ ორი ვარიანტი შერჩა - "იუვე" და მილანის "ინტერი".

16:02. "სქაის" ცნობით, კულიბალი 90%-ით "ნაპოლიში" რჩება.

16:10. ანტუან გრიზმანმა "გარდიანს" უთხრა, რომ "ატლეტიკოს" მხოლოდ ინგლისურ გრანდზე თუ გაცვლის. ფრანგი ფორვარდი ჯერ თავისი კონტრაქტის ბოლომდე მადრიდში თამაშს აპირებს.

16:17. "სანის" ცნობით, "ლივერპული" მალე ტიაგო ილორის დაემშვიდობება, ის "ოლიმპიაკოსში" 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავა. ილორიმ მერსისაიდულ გუნდში 4 სეზონის განმავლობაში 3 მატჩი ითამაშა!

16:23. "დეილი მეილის" ინფორმაციით, "აიაქსში" სილესენს ტიმ კრული შეცვლის, რომელიც "ნიუკასლის" ფეხბურთელია.

16:28. "ტელეგრაფი" წერს, რომ დენი დრინკვოტერი მალე "ლესტერთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც ის კვირაში თითქმის 90 ათას გირვანქას მიიღებს.

16:36. ზინედინ ზიდანი ამტკიცებს, რომ ხამეს როდრიგესი მადრიდში ბედნიერია და "რეალის" დატოვება სულაც არ სურს. ასე რომ, "არსენალსა" და "ჩელსის" სულ ტყუილად აქვთ კოლუმბიელის ხელში ჩაგდების იმედი.

16:51. ოფიციალურად - "ვულვერჰემპტონში" ჩაირიცხნენ ბორტვიკ-ჯექსონი და ჯონი.

16:58. ოფიციალურად - "ევერტონის" მცველი ბრენდონ გელოუეი ერთ სეზონს იჯარით "ვესტ ბრომვიჩში" გაატარებს.

17:19. "ბენფიკას" ფეხბურთელი ადელ ტააბარტი თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და წასვლა სურს. მისით "მარსელი" დაინტერესდა. ამ ქალაქში ტააბარტის მშობლები ცხოვრობენ და თავად ფეხბურთელსაც გული საფრანგეთისკენ მიუწევს.

17:24. "სქაი იტალია" წერს, რომ "ჩელსიში" მიხვდნენ, რომ კულიბალის ან კიელინის ვერ შეწვდებიან და "მილანის" მცველ ალესიო რომანიოლის ტრანსფერზე გადაერთვნენ.

17:33. არსენ ვენგერმა იპოვა ფეხბურთელი, რომელიც პერ მერტეზაკერს (ტრავმირებულია) შეცვლის - ეს არის ურუგვაელი ხოსე ხიმენესი. "ატლეტიკოს" მის სანაცვლოდ 56 მილიონ ევროს ჰპირდებიან. 21 წლის მცველი "არსენალისთვის" პრიორიტეტული სამიზნე ყოფილა.

17:40. "ბენფიკას" ბრაზილიელი ნახევარმცველი ტალისკა ახლოსაა "ბეშიქთაშში" გადასვლასთან.

17:50. ერნანეში ახლოსაა იმ გადაწყვეტილებასთან, რომლის წყალობითაც ის "იუვენტუსს" დატოვებს. ბრაზილიელით "ბენფიკა" დაინტერესდა. მისი იჯარა წელიწადში 5-6 მილიონი ევრო ჯდება.

17:56. "აინტრახტის" ნახევარმცველი ანის ბენ-ჰატირა "დარმშტადტში" გადავიდა.

18:06. "ურალმა" ხელშეკრულება გაუგრძელა ზამბიის ნაკრების ფეხბურთელ ჩისამბა ლუნგუს, რომელსაც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში აქვს ნათამაშები.

18:17. "ნიუკასლის" ფორვარდი სიმ დე იონგი ერთი წლით პსვ-ში გადავიდა.

18:40. "ვესტ ჰემს" ძალიან სურს "სიტის" ფორვარდ უილფრიდ ბონის შეძენა ან იჯარით აყვანა. "ჩაქუჩებმა" ვერ შეძლეს ბატშუაის, ბაკას ან ბენტეკეს ყიდვა და ახლა ბონის უტრიალებენ.

19:23. "უნაიტედის" ფეხბურთელი ჯეიმს უილსონი იჯარით "დერბი ქაუნთიში" გადაბარგდა.

19:35. "ფანატიკი" წერს, რომ "ლივერპული" ბრუნო მარტინს ინდის სანაცვლოდ 4,9 მილიონ ევროს უხდის "პორტუს". ორი წლის წინათ, მარტინს ინდის სანაცლოდ "პორტუმ" 7 მილიონი ევრო გადაიხადა და მისი ნაკლებ ფასში გაყიდვა არ სურს.

19:49. "პესკარამ" "აიაქსიდან" 20 წლის ხორვატი რობერტ მურიჩი და პსჟ-დან 23 წლის ჟაკ-კრისტოფ ბაებეკი გადაიყვანა. იტალიურ კლუბს ზაფხულში ორივეს გამოსყიდვის უფლება ექნება.

20:01. ნიკოლა ლომბერტსმა წინასწარი შეთანხმება გააფორმა "ანდერლეხტთან". აღსანიშნავია, რომ რუსები მის სანაცვლოდ 4,5 მილიონ ევროს ითხოვდნენ.

20:12. "პორტუს" გარემარბი ჟოზე იჯარით სტამბოლის "გალათასარაიში" გადავიდა.

20:38. "სანის" ცნობით, კლაუდიო ბრავო "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი უკვე ხუთშაბათს გახდება. სწორედ ამ ტრანსფერის გამო კატალონიელები აჩქარებენ სილესენის ტრანსფერს.

21:00. "ბოლონიას" პრეზიდენტმა ჯოუი საპუტომ განაცხადა, რომ ის ფეხბურთელებს მარკეტინგული მიზნებით არ ყიდულობს, მისთვის მთავარი სპორტული საკითხია. ამიტომ მარიო ბალოტელი "ბოლონიაში" ნამდვილად არ იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად" - ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა

"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი

[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება

38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი

ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა

"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა

"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია

Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს

ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია

"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა

"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?

ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო

ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა

"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ

"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე

"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს

მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა

კლაუდიო ბრავოს საოცარი სეივიდან ზუსტად 13 წელი გავიდა [VIDEO]

მამარდაშვილის ყოფილი კონკურენტი სილესენი ლა ლიგას დაუბრუნდა

"რეალი" რაფაელ ვარანის შემცვლელს ეძებს - ზიდანს კულიბალი უნდა, პერესს ხიმენესი

აფრიკის ერთა თასი 2015: ჩუკუ ჩუკუ აფრიკა!

ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები

ოფიციალურად: "ნაიმეგენმა" სილესენის დაბრუნება გვაუწყა - მამარდაშვილი "ვალენსიას" ძირითადი მეკარე იქნება

"ჟირონამ" რიცხობრივ უმცირესობაში მყოფი მადრიდის "ატლეტიკოს" დამარცხება ვერ მოახერხა

48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა

"ბეტისმა" ბრავოს კონტრაქტი გაუგრძელა

ხოსე ხიმენესი: პრემიერლიგაში თამაშზე ვოცნებობ

41 წლის ბრავო ტერ შტეგენის შესაცვლელად მზადაა

იასპერ სილესენმა "ვალენსია" დატოვა და კარიერას ჰოლანდიის ჩემპიონატში გააგრძელებს

eldesmarque: მამარდაშვილის გამო სილესენი უკვე "ვალენსიას" პრობლემაა

ზამთრის სამი საუკეთესო ტრანსფერი

მადრიდის "რეალი" "ატლეტიკოს" მცველით დაინტერესდა

"ᓝᓚᕓ ᓢᕠᓔᓤᓝᓠᓓᓡ" ᓤᓔᓮᕑᓣᓠᓗᓔᕚᓘ ᕒᕘᓒᓖᓘ ᓓᓐᓔᓛᕨᕕᓘᓓᓝᓑᕐ, ᓛᓬᓕᕠᓗᕜᓔᕚᓘ ᕒᕘᓒᓖᓘᓪ?

"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა

"ატლეტიკო" დილემის წინაშე - ხიმენესი თუ 89 მილიონი?

პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს

გადაწყდა, უილფრიდ ბონი "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელია

"მანჩესტერ სიტი": მოგება ტურეს გარეშე და ტურეს დაბრუნება

ჟოზე მოურინიო იანვარში 6 ფეხბურთელს დაემშვიდობება

საიუბილეო "სიტი": ბონის პირველი, პელეგრინის მეასე, "სიტის" მეათასე

მცველის მეკარეობა არ არის სახუმარო საქმე - უოკერი მარჯვედ იდგა

"სიტის" მეკარე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში "საოცარი მიღწევით" შევიდა - 6 ნოემბრის დაიჯესტი [VIDEO]

მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა

დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია

სილესენს კარისკენ მიუთითეს - მამარდაშვილი მთავარი კონკურენტის გარეშე რჩება

სილესენი კვლავ მამარდაშვილის კონკურენტი იქნება? - რა თქვა ნიდერლანდელმა "ვალენსიაში" დარჩენაზე

ურუგვაის ნაკრების მცველი თამაშის დროს ატირდა

"ბარსელონასა" და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი მეკარე "ბეტისში" გადავიდა

სტევან იოვეტიჩი ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა დარჩა