ჯერჯერობით უცნობია, რა სიმძიმის იქნება სასჯელი - ამაზე მსოფლიოს ფედერაციის ეთიკის კომისია უახლოეს დღეებში იმსჯელებს
რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადამ ჩვენთვის დახურვისთანავე დაიქუხა - ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციამ ქართველი მსაჯი თემურ ყაზარაშვილი დროებითი დისკვალიფიკაციით დასაჯა და შეჯიბრებებიდან მოკვეთა. ასეთივე სასჯელი გამოუტანეს სამხრეთკორეელ ტონ კინ ჩონსა და რუს სერგეი ნოვაკოვსკის.

ეს სამეული ოლიმპიადის ბოლო დღეს, თავისუფალ ჭიდაობაში, 65 კილოგრამში პუერტორიკოელი მსოფლიოს 2011 წლის ვიცე-ჩემპიონ ფრანკლინ მატოშ გომესისა და უზბეკი იხტიორ ნოვრუზოვის მეოთხედფინალური შეხვედრის გამო დაისაჯა, რომელშიც აზიელმა 8:5 იმარჯვა.

ჯერჯერობით უცნობია, რა სიმძიმის იქნება სასჯელი - ამაზე მსოფლიოს ფედერაციის ეთიკის კომისია უახლოეს დღეებში იმსჯელებს, მანამდე კი გარკვეული მხოლოდ ისაა, რომ დროებით აეკრძალათ სამსაჯო საქმიანობა. თეორიულად, არაა გამორიცხული, ეთიკის კომისიამ კიდევ გაამართლოს ჩვენებური, თუმცა ვაღიაროთ, რომ ამის შანსი მცირეა. კარგი იქნება, მინიმალურ სასჯელს თუ დააჯერებენ.

57 წლის თემურ ყაზარაშვილი მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონია და პირველად მსაჯობდა ოლიმპიადას. აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, ოლიმპიადაზე ერთბაშად ორი მსაჯი გვყავდა - ყაზარაშვილთან ერთად, ედიშერ მაჩაიძეც იყო, ვისთვისაც ეს მეხუთე თამაშები იყო. თან ამჯერად გაცილებით მაღალ რანგში - სუპერვაიზერად მოგვევლინა.

მსაჯთა ამ ბრიგადის და კონკრეტულად ყაზარაშვილისადმი პრეტენზიები მანამდეც გაისმა. კერძოდ, ჩვენებურმა იმსაჯა 85 კილოგრამში ოლიმპიადის ფინალი რუსეთის სახელით მოჭიდავე დავით ჩაკვეტაძესა და უკრაინელ იან ბელენიუკს შორის, რომელიც ჩაკვეტაძემ 9:2 მოიგო.

იხილეთ ვიდეო

ამ შეხვედრის სამართლიანობაზე მაშინვე გაჩნდა ეჭვები, ხოლო უკრაინის სპორტის მინისტრმა იგორ ჟდანოვმა პირდაპირ დაადანაშაულა ქართველი არბიტრი თანამემამულის მხარდაჭერაში.

- უკრაინის სპორტის მინისტრი: ჩაკვეტაძეს ოლიმპიური ოქრო მსაჯმა ყაზარაშვილმა მოაგებინა!

რაც შეეხება დანარჩენ დასჯილებს, ორივეს სახელი უკავშირდება ქართველებს - სწორედ კორეელი მსაჯობდა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩვენი ოლიმპიური პრიზიორის, შმაგი ბოლქვაძისა და მომავალი ოლიმპიური ჩემპიონის, დავორ სტეფანეკის ნახევარფინალურ შეხვედრას, რომელშიც ჩვენი ფალავანი დაჩაგრეს; ასევე ის მსაჯობდა ჩვენი აწ უკვე ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის პაექრობას აზერბაიჯანელ მსოფლიოს ორგზის გამარჯვებულ ჰაჯი ალიევთან, ხოლო ნოვაკოვსკი ჟიურიში იჯდა და ჩვენების ჩელენჯზე არც უნდოდა ქართველისთვის ქულის დამატება.

ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციისაც გასაკვირია, ეს ხალხი ტურნირის ბოლო დღეს რომ დასაჯა, როცა მათ მანამდეც არანაკლები (თუ უფრო მძიმეც არა) შეცდომები ჰქონდათ. რას უცდიდნენ, რატომ არ მოახდინეს რეაგირება იქამდე?

თან, კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ეს არ ყოფილა ნოვრუზოვის ერთადერთი შეხვედრა, რომელიც სკანდალით დასრულდა. გაცილებით უფრო დიდი ხმაური მოჰყვა მის შეხვედრას დამამშვიდებლის ფინალში, სადაც მონღოლ მანდაკარან განზორიგს 7:7-ზე დამატებითი მაჩვენებლებით მოუგო. მაშინ მსაჯობით აღშფოთებულმა მონღოლმა მწვრთნელმა აქამდე გაუგონარი რამ ჩაიდინა - ხალიჩაზე შევარდა, ტანსაცმელი გაიძრო და მსაჯებს სახეში მიაფერთხა...

- სკანდალი რიოს ოლიმპიადის ბოლო დღეს - შიშველი პროტესტი [VIDEO]

არახალია, რომ მსაჯობა კარგა ხნის წინ იქცა ჭიდაობის "აქილევსის ქუსლად" და ძაღლის კუდის მსგავსად, არც ის სწორდება. თავიდან ამ ოლიმპიადაზეც ძალიან ცუდი სურათი დაიხატა, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად, მომდევნო დღეებში ვითარება საგრძნობლად გამოსწორდა - კი, იყო საკამათო შეხვედრები, მაგრამ აშკარად მოიკლო ალოგიკურმა გადაწყვეტილებებმა და ბევრად სამართლიანი მსაჯობა ვიხილეთ.

თან, ბოლქვაძის მსგავსად, კიდევ შეიძლება რაღაცების გახსენება, მაგრამ ჩვენებურთა უმეტესობის წაგებას არბიტრებს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. თან, რაც ხინჩეგაშვილისა და ალიევის შეხვედრაში ინამუსეს, საყვედური ნამდვილად არ გვეთქმის - ეს ორთაბრძოლა თუნდაც შარშან რომ გამართულიყო, დიდი ეჭვი მაქვს, ყველა სადავო ეპიზოდში აზერბაიჯანელის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.

ისე, ჭორად ამბობენ, რომ ამჯერად მოგვარის ოლიმპიურ ჩემპიონობაზე ფსონს (ცხადია, დიდი ფულის სანაცვლოდ) თვით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჩადიოდაო, მაგრამ მსაჯებმა ორივე საკამათო ეპიზოდში სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს.

შესაძლოა, ამაში თავისი როლი იმანაც ითამაშა, რომ რიოში ერთბაშად ორი არბიტრი გვყავდა. თუმცა არც იმას გამოვრიცხავთ, რომ პირველი დღეების შემდეგ მსაჯებს თვით მსოფლიოს ფედერაციამ მოუწოდა სამართლიანობისკენ და "თავისუფალში" ამიტომ ვიხილეთ შედარებით გამოსწორებული მდგომარეობა. მით უფრო, ამათი ლამის გამოცხადებულ-დაკანონებული ქორვაჭრობა კარგა ხანია, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსაც ყელში ამოუვიდა და ამ კორუფციის გამო იყო, ჭიდაობას ოლიმპიადის პროგრამიდან რომ იღებდნენ.

თუმცა, სამწუხაროდ, ჭიდაობას იმდენად გაუტყდა სახელი, რომ ძაღლის კუდის გასწორებას უფრო უნდა ველოდოთ, ვიდრე - ამათი არბიტრებისას.

ალბათ, ლოგიკური იყო ოლიმპიადის იმ ინციდენტით დასრულება, რაც 65 კილოგრამში განზორიგი-ნოვრუზოვის შეხვედრისას ვიხილეთ, როცა ხალიჩაზე საცვლის ამარა დარჩენილმა განზორიგის მწვრთნელმა "ბრაზილიურ მოტივებზე მონღოლური სტრიპტიზი" შემოგვთავაზა და ტანსაცმელი სახეში მიაყარა მსაჯებს - მათ ეს დაიმსახურეს. სავარაუდოდ, მას მკაცრად დასჯიან (მასთან ერთად - მეორე მწვრთნელსაც, რომელიც ასევე შევარდა ხალიჩაზე, მაგრამ მხოლოდ მაისურის გახდას დასჯერდა), ხოლო მონღოლეთის ჭიდაობის ფედერაციას სოლიდური ჯარიმა დაეკისრება.

მწვრთნელების საქციელს არ ვამართლებთ - ვგონებთ, მსგავსი უპრეცედენტო ინციდენტი ოლიმპიადების ისტორიაში ძალზე იშვიათია, მაგრამ ახლა რა გამოდის - უზბეკებს, თუ მართლა იყიდეს ნოვრუზოვის შეხვედრები, ეს ყველაფერი უნდა შერჩეთ?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია
DAVID ჩაკვეტაძემ საკმარისად იჭიდავა საქართველოს სახელით სანამ რუსეთში წავიდოდა.როცა რამეს წერ ვინმეზე,წაიკითხე რამე იმ თემაზე რაზეც წერ. წარმოშობით ქართველია მარა ისე ყარაყავჩაღია თუ ესკიმოსი?არ მესმის რისი თქმა გინდათ?რომ არა ქართველი მსაჯი წაგებული ჰქონდა?
gia
მაინტერესებს რას ამბობთ?ჩაკვეტაძემ წააგო რომ არა მსაჯი?
gia
მაგრამ ამაზეც თანახმა ვარ.ორი წლის წინ საერთოდ აპირებდნენ ჭიდაობის ამოღებას ოლიმპიადიდან.ბეწვზე ვართ გადარჩენილი.
gia
ბოდიშს ვიხდი და რა შუაშია მსაჯი როცა ჭიდაობა საერთოდ აღარ არსებობს.არის სამარცხვინო ძიძგილაობა და თუ ღვთის წყალობით მათხოვრული ქულა მოგცეს რამენაირად უნდა შეინარჩუნო.ჩაკვტაძეს ეს არ ეხება კარგად შეხედეთ გამეორებებს,ბოლომდე იჭიდავა.რც შეეხება მონგოლს და აზერბაიჯანელს ძაან დიდ გაუგებრობას ქონდა ადგილი!
dudu
ამოსაღებია საერთოდ ეს ვითომ ჭიდაობა ბერძნულ-რომაულს ვგულისხმობ, თუ რამე გააჩნია კარგი შეურწყონ თავისუფალს და რაგაცას დაამსგავსონ, ამ უაზრო ბღლაძუნში მსაჯს ვისაც უნდა იმას აფრთხილებს და შედეგს სვავ, რა სიბინძურეცაა ეგ უკვე ყველამ იცის, ოლიმპიადაზე რომ ამას გააკეთებენ სხვაგან რას იზავენ...ყველა მსაჯი ვინც კი მართლა არაობიექტურად მსაჯობს მოსაკვეთი კი არა დასაჭერია იმიტომ რომ არ მგონია ეგენი ესე ჰაერზე მიემხრონ ვინმეს...ქართველებს რომ ჩაგრიან ხომ ძნელია ჩვენთვის ასევე ძნელია სხვებისთვისაც დაჩაგვრა..სირცხვილია ეგ ჭიდაობა კი არა
გულშემატკივარი
მადლობა ღმერთს ამ ყველაფრის გარკვევა ვიდეო გამეორებებით ძალიან მალე იქნება შესაძლებელი და შედეგსაც ალბათ მალე დადებენ, დეტალებითურთ და საკამათოც არაფერი იქნება, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ეს ნებისმიერ შემთხვევაში იქნება შავი ლაქა, სამწუხაროდ. შეიძლება საბოლოო შედეგი არ იყოს ჩვენთვის საგანგაშო, მაგრამ ეს ლაქად დარჩება. მე პირადად არ ვიცი პროცედურა როგორია, შეეძლო თუ არა ყაზარაშვილს აეცილებინა რუსეთის სახელით მოასპარეზე ჩაკვეტაძის მიერ ჩატარებული ფინალის მსაჯობა, რადგან მაშინვე შეიძლებოდა იმის ვარაუდი, რომ თუ მისი (ჩაკვეტაძის) უპირატესობა აშკარა არ იქნებოდა ეს ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევდა გაუგებრობას და კითხვის ნიშნებს გააჩენდა
svani
kaxi-ს დამაინტერესა რამდენი წლის ხარ?
David
ყაზარაშვილს წესით და რიგით თვითონ უნდა ეთქვა უარი ჩაკვეტაძის მონაწილეობით ბრძოლაზე. ჩAკვეტაძის ქართველობა არ გაიშვა, მაგრამ წარმოშობით ქართველია და თუნდაც მაგიტომ.
Teimuraz
და კიდევ ერთი: ბოლქვაძე სტეფანეკთან ძალიან მცირედით დაჩაგრეს, დაახლოებით ისევე, როგორც ბელენიუკი ჩაკვეტაძესთან. აი, ფინალში კი აშკარა იყო სტეფანეკისადმი მიდგომა.
Teimuraz
ჩაკვეტაძის ბელენიუკთან შეხვედრაში ნამდვილად ჰქონდა მცირე მიდგომას ადგილი (თანაბარ სიტუაციაში უკრაინელის გაფრთხილება და ა.შ.), თუმცა, არა მგონია, რომ ეს გადამწყვეტი ყოფილიყო (სხვა საქმეა, რომ ყაზარაშვილი არ უნდა ყოფილიყო იმ შეხვედრის მსაჯი). მეორეს მხრივ, ის, რაც მსაჯებმა პუერტორიკოელისა და უზბეკის შეხვედრაში გააკეთეს, ამას ანალოგი მგონი არც აქვს. აშკარა იყო, რომ პუერტორიკოელმა გაიყვანა უზბეკი ხალიჩის მიღმა, ამ უკანასკნელმა მერე დაიწყო ილეთის გაკეთება და გააკეთა კიდეც და ქულა მას მისცეს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ჩანდა ყველაფერი ეკრანზე. სხვათა შორის, ქალმა მსაჯმა მისცა კიდეც ქულა პუერტორიკოელს, მაგრამ ნოვაკოვსკიმ და მეორე მსაჯმა გადააფიქრებინეს. ჰოდა, აი, შედეგიც.
kaxi
ამ ქართველმა ბიჭმა სამართლიანათ მოიგო ოლიმპიადა. ბევრს ნუ ყიყინებთ ზოგიერთები, ვიღაც აფრიკელს ამართლებთ სირცხვილი თქვენი.
neo
ისე, ყაზარა, ცოტა მიდრეკილია სკანდალებისკენ!
ემიგრანტი
არაა ალბათ აუცილებელი ჰიპერპატრიოტი იყო ამ დაპირისპირებაში რომ ჩაკვეტაძის მხარეს იყო (ქართველი თუ ხარ). მსაჯს რაც შეეხება, მიუხედავად ქართველობისა საკმაოდ ნორმალურად იმსაჯა, გარდა ამისა რაიმე რეალური პრეტენზია თუ ჰქონდათ უკრაინელ მწვრთნელებს, შეეძლოთ "მასკოტის" შეგდება. "პატარა" ერებისთვისაა დამახასიათებელი წაგებების სხვისთვის გადაბრალება
912
ისე ენთუზიაზმით დარბის ეს მსაჯი ტატამზე და ისე გულანთებული აჯარიმებს უკრაინელს აშკარაა "ვლადიმერ ვლადიმეროვიჩზე" აბოდებს და ვინც ნიშნავდა მაგას მსაჯად ამ ჭიდაობაზე ვითომ არ იცოდა რომ ისიც და ესეც ქართველი იყო მარა დაუშვეს "გამონაკლისი"
912
რუსეთს ვინც მიმემხრობა და ვინც რუსეთის დროშის ქვეშ დადგება ყველა დასახვრეტია
912
რატომ მიბლოკავთ კომენტარს
zaza -s
უყურე ალბათ ჭიდაობას, რომელ მომენტში ეხმარება ყაზარაშვილი რუსს იქნებ გვითხრა. თუ ჩვენ მოძმე უკრაინელს რომ არ დაეხმარა ამიტომაა დასასჯელი? ყაზარაშვილმა რომ არ დააყენა აფროამერიკელი უკრაინელი პარტერში, მსაჯებმა გააჩერებინეს ჭიდაობა და მოითხოვეს უკრაინელის პარტერში ჩაყენება.
franio
ბოლო წლებში ჭიდაობა დუქნად გადაიქცა, სადაც ღია აღებ-მიცემობაა, წონაში გატყუებენ და კაცი არაა გამკითხავი. ძალიან სამწუხაროა, რომ ქართველიც აღმოჩნდა გარეული ამ სიბინძურეში. არ რცხვენია ამ ხნის კაცს? და ვიღაცები აქ რუსების დაჩაგვრაზე რომ ლაპარაკობთ-ზუსტად რუსეთმა აურია ყველაფერი მანდ. ამდენი ფული აოხრიათ, ამდენი მოჭიდავე ჰყავთ და ფიქრობენ, რომ ყველაფრის უფლება გააჩნიათ. ურცხვად ყიდიან და ყიდულობენ. ფილას პრეზიდენტი ლალოვიჩიც მაგათ მოათრიეს, თავიანთი ფინია. ჯერ მაგის ბიოგრაფია ნახეთ, ტიპიური სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილია. მისი ქალიშვილი გაზპრომში მუშაობს... მოკლედ, თავიანთ ბოსტნად აქციეს ჭიდაობა მაგ ... რუსებმა და მოეშვით აქ ადვოკატობას ზოგიერთები...
zaza
ძალიან მკაცრადაა დასასჯელი ყაზარშვილი. როგორ დაეხმარა რუსს უკრაინელის წინააღმდეგ. რუსეთის დროშა ააფრიალებინა, დიდი სირცხვილია.ალბათ ფულზე გაიკიდა

დიახაც უნდა გააპროტესტო და მოიგო . ამერიკელები ასე წამოვიდნენ წინ. რუსებსს ყველა შეცდომებზე ქულებს აკლებენ და ამერიკელებსს კი ტვალსს ხუჭავენ. ტანვარჯიში პიგუგურული სრიალიი მოკლედ ყველგან . ამერიკელმა ველორბოლელმა 4 ოლიმპიური და მსოპლიო მედალი დოპინგის მიღებიტ მიიღო და ვინ აპროტესტებსს და არტმევსს მედლებსს ???არავინ.
საერთოდ
მოსაკვეთია ჭიდაობა ოლიმპიადიდან, სანამ ეს გახრწნილი, კორუმპირებული სისტემა არ გასწორდება
ივანე
ნამდვილად არ ვიცი თავისუფალის წესები, მაგრამ ის რასაც მონღოლეთის წარმომადგენელი ბოლო წამებზე აკეთებდა (ანუ დარბოდა წრეზე და ტაშს უკრავდა) მიმაჩნია უნდა დასჯილიყო შესაბამისი ქულით, თუ რათქმაუნდა ასეთს ითვალისწინებს თავისუფალი ჭიდაობის წესები. იქნებ ვინმე მცოდნემ განმარტოს, კარგი იქნებოდა.
წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
მინსკი 2019: ქართველი "ბერძენ-რომაელები" საქმეს შეუდგნენ და ნახევარფინალში გავიდნენ
მინსკი 2019: შმაგი ბოლქვაძე ფინალშია, დათო ჩხარტიშვილი ბრინჯაოს აღებას შეეცდება [VIDEO]
დათუნაიშვილის ოქრო სერბეთისთვის - ორი მედალი და ოქროსა და ბრინჯაოს შანსი [VIDEO]
ლუკა კურტანიძემ უფლებამოსილება ვიცე-პრეზიდენტს გადააბარა
ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ რიოს ოლიმპიადის მსაჯი თემურ ყაზარაშვილი მოკვეთა
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენია [VIDEO]
ლუკა კურტანიძე: ქართველთა ცილისწამებამ, გაუტანლობამ და უმადურობამ!
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
ბოლქვაძემ სომეხ ამოიანს სძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა - რიკაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
ლაშა ტალახაძე საქართველოს 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენია! [PHOTO]
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...
მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჩეჩენ ფალავანს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]
ისევ უმედლოდ: ნაკრები ოლიმპიადისთვის მზად არაა!
თემურ ყაზარაშვილი: მთელი სულით და გულით ჩვენს ბიჭებთან ვიყავი
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა ვარშავის ტურნირზე 4 მედალი მოიპოვა
რომან რურუა: ამ დღეში ვიქნებით მომავალ ოლიმპიადაზეც და იმის შემდეგაც!
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 27 ივნისის განრიგი
უკრაინის სპორტის მინისტრი: ჩაკვეტაძეს ოლიმპიური ოქრო მსაჯმა ყაზარაშვილმა მოაგებინა!
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს
ქართველი მსაჯები რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე
პოდუბნის ტურნირი: ქართველები ოქრო-ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ნაკრები: რეინკარნირებული გუნდი
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 28 ივნისის განრიგი
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ალიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]
ილია გიორგაძე რიოშიც საქართველოს სახელით იმსაჯებს
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
მიკერძოებულ მსაჯობას ედიშერ მაჩაიძესაც აბრალებენ - სტატია Flowrestling.org-ზე
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...
მსოფლიოს ჩემპიონატი. I დღე: ბრინჯაოს დუბლი პარიზში