"სასურველ ფიზიკურ კონდიციებში არ ვარ. მაგრამ დრო მაქვს, გუნდთან ერთად ვარჯიში დავიწყე და იმედია, უახლოეს პერიოდში ფორმაში შევალ"
"სევილიას" ოფიციალური ვებგვერდის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ ქართველი გულშემატკივარი ძალიან გაახარა და სიამაყით აღავსო - საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და და ტარაგონას "ხიმნასტიკის" ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ევროპალიგის ბოლო სამი გათამაშების გამარჯვებულისა და მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე გუნდის ფეხბურთელი გახდა.

როგორც ვწერდით, აბურჯანიას ტრანსფერს საცხოვრებელი და სამუშაო ვიზის არარსებობა აბრკოლებდა. მაგრამ ახლა ყველაფერი მოგვარდა და "სევილიამ" ქართველის სატრანსფერო უფლება 4 წლით დაიკანონა.

იმ დროს, როცა ქართული ფეხბურთი კრიზისშია და ლამის ყველამ მიწა მიაყარა, მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი თვალსაჩინო კლუბი ქართველი ახალგაზრდით დაინტერესდა და ეს ცოტას როდი ნიშნავს. 21 წლის ნახევარმცველი ბოლოს კვიპროსულ "ანორთოსისსა" და ესპანური სეგუნდა დივიზიონის ბინადარ ტარაგონას "ხიმნასტიკში" თამაშობდა. ცხადია, იქ ბევრიც ისწავლა და ამ ხნის განმავლობაში, როგორც ფეხბურთელი, გაიზარდა კიდეც.

ის გუბაზ დოლიძის აღზრდილია და ისეთ გუნდებში (რუსთავის "მეტალურგი", თბილისის "ლოკომოტივი", გორის "დილა") უთამაშია, რომლებიც ევროპული პირობებით ვერ გამოირჩევიან. გამოდის, რომ ლა ლიგის გუნდისთვის საინტერესო ფეხბურთელის გაზრდა ასეთ მწირ პირობებშიც შესაძლებელი ყოფილა.

გიორგი აბურჯანიას ესპანეთში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ. ვფიქრობთ, მისგან ბევრ საინტერესოს შეიტყობთ:

- "სევილიაში" გადასვლა დიდი სიხარულია. ადვილი წარმოსადგენია, კონტრაქტის გაფორმებისას რა გრძნობა დაგეუფლებოდათ...

- რა თქმა უნდა, ასეთ გუნდში გადასვლა დიდი სიხარულია. მაგრამ, მეორე მხრივ, დიდი პასუხისმგებლობაცაა. ისე, რაღაც გაორებული ემოცია მქონდა. ის, რომ ჩემი ბავშვობის ოცნება ახდა და ესპანეთისა და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდთან მოვაწერე ხელი. თუმცა, ამავდროულად, იმის განცდაც იყო, რომ გრანდში ადგილის შესანარჩუნებლად ურთულესი გზა მელის.

- ესპანეთში ყოფნის დროს აანალიზებდით, რა შეგიძლიათ და გაქვთ თუ არა ამ დონეზე თამაშის პოტენციალი...

- ცხადია, ლა ლიგის გუნდში მოხვედრა ძნელია, მით უფრო - იქ დამკვიდრება. მაგრამ, როცა წარმატებაზე ფიქრობ, ასეთი ნაბიჯი ოდესმე უნდა გადადგა. ფეხბურთელის ცხოვრება ასეთია - ყოველთვის წინსვლასა და მომატებაზე უნდა იფიქრო და უკეთეს დონეზე ითამაშო. "სევილიაში" გადასვლა კი, ბუნებრივია, ჩემთვის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია. დანარჩენი ჩემზე იქნება დამოკიდებული. დაველოდოთ.

- თავიდანვე "სევილიას" ძირითადში იქნებით თუ დუბლებში დაიწყებთ თამაშს?

- კონტრაქტი "სევილიასთან" მაქვს. თუმცა ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე, რაშიც გულშემატკივრებიც დამეთანხმებიან, ახლა მთავარია, სათამაშო პრაქტიკა მქონდეს. დღევანდელი გადმოსახედიდან კი ასე ჩანს: "სევილიას" მოთამაშეების დონიდან გამომდინარე და იქიდანაც, რომ ის უეფას ახალი საკლუბო რეიტინგის ტოპხუთეულში შედის, ალბათ, სეზონის ჩატარება მეორე გუნდში მომიწევს. "სევილია ატლეტიკო" სეგუნდა დივიზიონში თამაშობს, რომელიც საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატია. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ნაბიჯით ძალიან კმაყოფილი ვარ.

- საერთოდ, ამ ტრანსფერზე მუშაობა როდის დაიწყო? ბევრი ფიქრობს, რომ ეს 7 ივნისს ესპანეთთან გამართული ამხანაგური მატჩის შედეგია, სადაც თქვენც მონაწილეობდით და საქართველომ ის თამაში სენსაციურად 1:0 მოიგო...

- კონკრეტული ინტერესი ივლისის დასაწყისში გაჩნდა. თუმცა "სევილიას" სელექციონერთა დიდი ჯგუფი ჰყავს და როგორც ვიცი, ჩემს თამაშებზე მანამდეც დადიოდნენ, მაკვირდებოდნენ... ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ კონკრეტული წინადადებით მოემართათ.

- ესპანურ გრანდში მოხვედრა ნებისმიერ ფეხბურთელს თავდაჯერებულს გახდის. მეორე მხრივ, იქ უდიდესი ფიზიკური მომზადება დაგჭირდებათ საიმისოდ, რომ 90 წუთის განმავლობაში ირბინოთ. თანაც, თქვენ საყრდენი ნახევარმცველი ხართ და სხვებზე მეტი ჯაფა დაგადგებათ...

- რა თქმა უნდა, თანამედროვე ფეხბურთში უდიდესი ფიზიკური მომზადებაა საჭირო, მეკარესთვისაც კი, რომელსაც, ერთი შეხედვით, ბევრი მოძრაობა არ მოეთხოვება. მე კი საყრდენი ნახევარმცველი ვარ, რომელმაც გუნდში ყველაზე მეტი უნდა ირბინოს და იშრომოს - ამ კუთხით, საყრდენებს განსაკუთრებულ მოთხოვნებს გვიყენებენ. იქიდან გამომდინარე, რომ სავიზო პრობლემების გამო 15 დღე გამიცდა, ამ ეტაპზე, სასურველ ფიზიკურ კონდიციებში არ ვარ. მაგრამ დრო მაქვს, გუნდთან ერთად ვარჯიში დავიწყე და იმედია, უახლოეს პერიოდში ფორმაში შევალ.

- თქვენი აზრით, ამ დონემდე რომ მიხვედით, ვისი და რისი დამსახურებაა?

- ამაზე მერე გაგცემთ პასუხს, როცა დიდ ინტერვიუს ჩავწერთ, რადგან ძალიან ბევრი ადამიანის ჩამოთვლა მომიწევს და მეშინია, ვინმე არ გამომრჩეს. ფაქტია, რომ ამ ხალხის დამსახურებაა, ამ დონემდე რომ გავიზარდე და ასეთი კლუბი დავაინტერესე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გუჯა კახაძე
გიორგის წარმატებას ვუსურვებ! ქართველი ფეხბურთელები ფიზიკურად თუ მოძლიერდებიან ბევრი გრანდის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებიან. უმაღლესი ლიგის ქართული გუნდის მატჩისწინა ვარჯიშს დავესწარი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი - სტადიონზე გულშემატკივარის მოზიდვა თუ უნდათ აკრძალონ მოედანზე სწრაფად სირბილი და ნახავენ, რომ ჩვენი ფეხბურთელები ტექნიკურებიც არიან და დაბალ სისწრაფეებზე ზედმიწევნით სანახაობრივადაც შეუძლიათ ნებისმიერ კომბინაციის შესრულება და როდესაც ხელს არავინ უშლით ბევრი ლამაზი გოლის გატანაც ეხერხებათ. ლიგაზე სათამაშოდ ეს მიმართულება არ გამოდგება, მაგრამ იქ 10 წელი მაინც არაფერი გვესაქმება. მანამდე კი იქნებ მოძებნონ მწვრთნელი, რომელიც 2 ტაიმის მაღალ ტემპში გაძლებას ასწავლით.
Irakliy
გმერთმა ხელი მოგიმართოს, მაგრამ დონეზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. რა დონეა ჯერ? სევილიას მეორე გუნდია რა. დონე ჰქონდა კალაძეს, არველაძეს, ქინქლაძეს
სოსო
გილოცავ გიორგი კონტრაქტსაც და მარიამობასაც ისევე როგორც თქვენ,პატივცემულო გულშემატკივრებო.გიორგი მაგ ლიგაში თამაშის გამოცდილება უკვე გაქვს და იმედია ძირითად გუნდშიც შესძლებ ადგილის მოპოვებას,აი მაშინ კი ბარსელონას გულშემატკივრობას შევეშვები და სევილიას ფანი გავხდები.წარმატებები გიორგი.
ნ
გიორგი აღნაგობას,გარეგნობას და ფიზიკურ მონაცემებს ვერავინ დაგიწუნებს.თუ ამას ჭკუას დაატან,გრუზინულად არ მოიქცევი და ქანცის გაწყვეტამდე იშრომებ,არავისზე ნაკლები ფეხბურთელი არ იქნები.წარმატებები
gizog
გირგი გილოცავ ყოვლადწმინდა მარიამის დღესასწაულს და ასეთი დიდი სასიხარულო ნაბიჯის გადადგმას. გირგი ვინც იქ თამაშობენ ისინიც შესავით ჩვეულებრივი ადამიანებია და შესავით მოვიდნენ გუნდში, თავი როგორ დაიმკვიდრეს? იშრომეს და არასოდეს უფიქრიათ ის ჩემზე ძლიერია და როგორ შევეჯიბროო და საწადელსაც მიღწიეს, ამასვე გისურვებ შენც, არ დაგავიწყდეს ვისი გორისა ხარ.გაიხარე და შეგეწიოს ყოვლადწმინდა მარიამის მადლი.
patrioti
აბუ წარმატებები,მარა თავს ნუ იზღვევ წინასწარ იმედია აწი 18 კაცში მაინც მოხვდები.
რა ხდება სინამდვილეში - დავითაშვილმა შეიძლება ჩემპიონატის პირველი ტური გამოტოვოს
გოჩოლეიშვილი "ჰამბურგის" ფეხბურთელი გახდა
სიომინმა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შესაძლებლობა შეაფასა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
მიქაუტაძის "ლიონი" აღარ ხუმრობს - "ლივერპულის" ნახევარმცველიც შეიძინა
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა - GBF.GE სიტუაციას განმარტავს
"მადრიდის "რეალი" ესპანური ფეხბურთის განადგურებას ცდილობს" - "სევილიას" პრეზიდენტი
[VIDEO] მამარდაშვილის მეშვიდე მშრალი მატჩი და "ვალენსიას" მორიგი გამარჯვება
მამარდაშვილმა იფრინა - იხილეთ შეფასებები
"ნაპოლი"-"ჰათაისპორი" - კვარაცხელია, აბურჯანია და ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არიან
კაკაბაძის საგოლე გადაცემა და "ხიმნასტიკის" გამარჯვება "ვალიადოლიდთან" [VIDEO]
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]
ახლავე თუ ზაფხულში? გიორგი აბურჯანიას ლა ლიგაში თამაშის პერსპექტივაც აქვს
გიორგი აბურჯანია: მიყვარს რემარკი, ჭავჭავაძე, დოჩანაშვილი...
ოთარ კაკაბაძის დრიბლინგი და საგოლე პასი "ლუგოსთან" მატჩში [VIDEO]
ესპანური პრესა: გიორგი აბურჯანია შესაძლოა ''ხიმნასტიკში'' დაბრუნდეს
აბურჯანიამ "ჰათაისპორში" სამედიცინო შემოწმება გაიარა
სირცხვილია! - საფეხბურთო სამყარო "ოლიმპის" დანგრევას აპროტესტებს
"ხიმნასტიკმა" სტუმრად "ოსასუნა" დაამარცხა, ოთარ კაკაბაძემ საგოლე გადაცემა გააკეთა
რამოსი სავარაუდოდ, კარიერას არგენტინაში განაგრძობს
აბურჯანია ლობჟანიძის გუნდში გადავა
ოთარ კაკაბაძე სეგუნდას 33-ე ტურის სიმბოლურში
ტუალეტში ჩაკეტა და ძალადობით გოგონას ვაგინაში თითს უყოფდა - მამარდაშვილის თანაგუნდელი სერიოზულ შარში გაეხვია
"ხიმნასტიკმა" 2:0 გაიმარჯვა და სეგუნდადივიზიონში დარჩა. ორივე საგოლე გადაცემა კაკაბაძემ გააკეთა [VIDEO]
ნიკა კაჭარავა: არა, რა, საქართველოში ფეხბურთელობა ძნელია
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
მამარდაშვილის დასანანი შეცდომა - "ვალენსია" "სევილიასთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
"წავლენ ბავშვები არდადეგებზე და დაიწყება სტადიონის დანგრევა..."
კიდევ ერთი ქართველი აზერბაიჯანში - თამაზ ცეცხლაძე "სებაილში" ჩაირიცხა