ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

[ოთხშაბათის საკითხავი] მოსალოდნელი რევოლუცია და ვაისის არჩევანი

[ოთხშაბათის საკითხავი] მოსალოდნელი რევოლუცია და ვაისის არჩევანი

...მე ვერავინ დამაჯერებს, რომ კანკავამ ნაკრებში "რაღაც აურია". ვიცნობ ჯაბას და იმიტომ
საწერი ბევრია. აქეთ "დინამოს" ევრომარცხი, იქით საქართველოს ნაკრების შემადგენლობა... ალეკო გოგობერიშვილის ამბავიც არ უნდა გამოგვრჩეს, ამბავი ფეხბურთის უსაზღვრო სიყვარულისა. მოკლედ, მივყვეთ...

როცა ევროპისათვის მზად არ ხარ...

თბილისის "დინამომ" თითქმის დაასრულა ევროთასებზე ასპარეზობა. გუნდი ვერ გავიდა ვერც ჩემპიონთა ლიგის და ვერც ევროპალიგის ჯგუფში. ეს უკვე ცუდია. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ამოცანა ვერ შესრულდა.

"დინამოს" ევროთასებზე უკეთ უნდა ეთამაშა. ბოლომდე ვერ გაამართლა იურაი იარაბეკმა. სლოვაკმა ვერ შეძლო და "დინამო" თავს ზემოთ ვერ გადაახტუნა. ზაგრების "დინამო" და პაოკ-ი ჩვენზე ძლიერი გუნდები არიან, მაგრამ სწორედ ასეთ გუნდებს უნდა მოუგო, თუ წინსვლა გინდა. სხვანაირად ჯგუფში ვერ შეხვალ.

ზაგრების "დინამო" და პაოკ-ი ყოველთვის შენზე მეტს დახარჯავენ. შენ კი დანახარჯის მოფრთხილება უნდა ისწავლო. რა უნდათ "დინამოში" ლეგიონერებს? არ მესმის, როგორ და რატომ აღმოჩნდნენ ისინი გუნდში.

ამბობენ, რომან ფიფია უახლოეს მომავალში ბევრ მათგანს დაითხოვს და "დინამოში" მხოლოდ რენე ფერეირა და სტეფან ველევი დარჩებიანო. მართალიც იქნება - "დინამო" საქართველოს ჩემპიონატში როგორღაც ლეგიონერების გარეშეც გავა ფონს, მომავალი ევროთასებისთვის კი ეს ლეგიონერები ჩვენ აღარ გამოგვადგებიან.

კლასი ერთია და, საინტერესოა, როგორ მოხდა, რომ გადამწყვეტი შეხვედრებისთვის, როცა მათ სარგებლობა უნდა მოეტანათ გუნდისთვის, ყველა მათგანი ტრავმირებული აღმოჩნდა? ეს ლეგიონერები იარაბეკმა შეარჩიაო, არაერთხელ ითქვა. თუ ეს მართლაც ასეა, სლოვაკი სპეციალისტისადმი ძალიან დიდი პატივისცემის მიუხედავად, უნდა დავწერო - მან ჯერ კვალიფიკაცია უნდა აიმაღლოს, სანამ ფეხბურთში კარგის და ცუდის გარჩევას ისწავლის.

საერთოდ, ურყევი ჭეშმარიტებაა: ლეგიონერი ადგილობრივ ფეხბურთელზე ორი თავით მაღლა უნდა იდგეს. ამას ვინ ჩივის, ქართველი ფეხბურთელებიც კი, ევროთასებზე ციდან ვარსკვლავები რომ არ მოუწყვეტიათ, ერთი თავით მაღლა იდგნენ ლეგიონერებზე.

ხომ შეიძლება, ერთხელ "გავარტყათ" ლეგიონერის ტრანსფერი. "გავარტყათ" ისე, როგორც აზერბაიჯანულმა "გაბალამ" "გაარტყა" ლიბერიის ეროვნული ნაკრების ლიდერის, თეო უიქსის შემთხვევაში.

როგორ დავიჯერო, რომ აზერბაიჯანელმა სელექციონერებმა ქართველებზე უკეთ იციან ფეხბურთი? ამის არ მჯერა. ვიცი, რომ განსხვავება ფინანსებშია, მაგრამ ბევრი მუშაობით ამ ნაკლის ასე თუ ისე ნიველირება შესაძლებელია.

ლეგიონერებზე ვთქვით და ვერც ქართველ ფეხბურთელებს დავივიწყებთ. "დინამოში" მოთამაშე ბევრ ჩვენებურს ამბიცია აქვს, რომ კარგ უცხოურ კლუბში ითამაშოს. გულზე ხელი უნდა დავიდო და ისე დავწერო - ისინი მზად არ არიან ასეთი პატივისთვის.

საერთოდ, უცხოეთში რომ დამკვიდრდე, როგორც წესი, ჯერ მშობლიურ ასპარეზზე უნდა მიაღწიო რაღაცას, მერე კი მშობლიური გუნდით - ევროთასებზე. საქართველოს ჩემპიონობა არ ჭრის, ევროთასებზე კი... რამდენიმე დინამოელისთვის ეს ევროთასები კარიერული წინსვლის საფუძვლად უნდა ქცეულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. და ეს მხოლოდ მათი ბრალია.

ადამიანურად მესმის ფიფიასი. მან მშვენივრად იცის თავისი საქმე. მე მის ადგილას ასე მოვიქცეოდი: ავირჩევდი ერთ კონკრეტულ გეზს, თუნდაც გუნდის შედარებით გაახალგაზრდავებას და მივყვებოდი მას ბოლომდე სანდო ხალხითა და დიდი მოთმინებით.

ახლა კი გული ვერაფრით დაგვწყდება. ძალიან, ძალიან უნდა გაგვმართლებოდა, რომ რაღაცისთვის მიგვეღწია. ასე იშვიათად უმართლებთ. "დინამოს" არ ჰქონდა თამაში და არ ჰყავდა მაღალი დონის ფეხბურთელები.

ორი სიტყვა ვაისის სიაზე

ვლადიმირ ვაისის სანაკრებო სია თან მომწონს და თან არ მომწონს. ჯერ დავიწყოთ იმით, თუ რა მომწონს. კრიტიკა ბოლოსთვის იყოს. პირველ რიგში, მომწონს ის, რომ ნაკრებს ოთარ მარცვალაძე უბრუნდება.

- ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილება განახორციელა

მე ასე მგონია: საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე ვერ გამოიყენა ამ მართლაც შესანიშნავი ფორვარდის თვისებები. პრაქტიკულად არ მახსენდება, საქართველოს ნაკრებში ოთარს თავის ოპტიმალურ პოზიციაზე ეთამაშოს. დიახ, ის ცენტრალური თავდამსხმელია და, იმედია, ვაისი სწორედ ამ პოზიციაზე ათამაშებს.

შანსი მიეცა დავით სხირტლაძეს და ესეც კარგია. ამით ვაისმა მესიჯი გამოგვიგზავნა, რომ ის ყურადღებით ადევნებს თვალს ევროპის სხვადასხვა პირველობაზე მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების გარჯას.

ამბობენ, რომ "დინამოს" წარუმატებელი საევროთასო ოდისეის ფონზე ეროვნულ გუნდში თბილისური კლუბიდან ზედმეტად ბევრი ფეხბურთელია. ერთი მხრივ, ეს გასაგებია; მეორე მხრივ კი, გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ჩემპიონატში საუკეთესო ფეხბურთელები სწორედ "დინამოში" თამაშობენ და ამ დროისთვის მეტ-ნაკლებად სწორედ ისინი თუ დააკმაყოფილებენ საერთაშორისო დონეს.

ახლა იმაზე, რაც არ მომწონს. არ მომწონს ის, რომ საქართველოს ნაკრებში არიან ფეხბურთელები, რომლებიც ამ მომენტისთვის უგუნდოდ დარჩნენ. არ მომწონს ის, რომ არიან ფეხბურთელები, რომელთაც აკლიათ სათამაშო პრაქტიკა.

გასაგებია - სათამაშო პრაქტიკის მიხედვით რომ გავაკეთოთ არჩევანი, მაშინ სანაკრებოდ ვარგის 11 ფეხბურთელსაც კი ვერ მოვუყრით თავს, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში, უგუნდო ფეხბურთელი არ უნდა იყოს ნაკრებში.

არ უნდა იყოს თუნდაც პრინციპის გამო, თორემ ძალიან კარგად ვიცი - თუნდაც თორნიკე ოქრიაშვილს ძალიან ბევრი შეუძლია. რა თქმა უნდა, მას არაფერს ვერჩი. უბრალოდ, სეზონი დაიწყო და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ავსტრიელს ჭარბად ექნება ეს პრაქტიკა.

აუცილებლად უნდა დავწერო ჯაბა კანკავაზეც. მე ვერავინ დამაჯერებს, რომ კანკავამ ნაკრებში "რაღაც აურია". ვიცნობ ჯაბას და იმიტომ. მაინც მჯერა, რომ მან თვითონ თქვა უარი ნაკრებში თამაშზე, რადგან 100 პროცენტით მზად არ არის. ჯაბა ის კაცია, ვინც ამას გააკეთებს და ადრეც გაუკეთებია.

თუ მაინც სხვაგან მარხია ძაღლის თავი, თუ ვაისს ან სხვა ვინმეს მაინცდამაინც არ ეპიტნავება კახა ცხადაძის ფორმაციის ნაკრების კაპიტანი, თუნდაც ეროვნული გუნდის წინა დამრიგებლისადმი გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებების გამო, ეს უკვე ცუდია.

საერთოდ, ცუდია, როცა ფეხბურთში არასაფეხბურთო თამაშები ჭარბობს. კაპიტანი კი ქართველ ხალხთან სუფთა და პირნათელია. ამის დაწერის უფლებას კანკავას მთელი კარიერა, მისი ადამიანობა და ოჯახიშვილობა მაძლევს...

გოგობერა

39 წლის ალეკო გოგობერიშვილი ხონის "იმერეთში" მივიდა. ერთი შეხედვით, პირველ ლიგაში ერთი რიგითი ტრანსფერი განხორციელდა, მაგრამ ეს ასე არ არის. კაცი ფეხბურთს ვერ ელევა. რამდენადაც ვიცი, გოგობერიშვილი კიდევ რამდენიმე წელს აპირებს თამაშს და ეს ძალიან კარგია.

ალეკო გოგობერიშვილს ჯერ კიდევ კარგა ხნის წინ შეეძლო, ბუცები ლურსმანზე ჩამოეკიდა. დღევანდელი "ციცინათელებისგან" განსხვავებით, მან კვალი დატოვა ქართულ ფეხბურთში. ალეკო არ ჩქარობს ამის გაკეთებას და მისი საქციელი გვეუბნება, რომ ის ფეხბურთისთვისაა დაბადებული.

არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრების წესად ერთ რომელიმე საქმეს აირჩევენ და მერე ეს არჩევანი სანანებელი უხდებათ. ისინი ხშირად საკუთარ თავსაც კი არ უტყდებიან, რომ შეცდომა დაუშვეს. უბრალოდ, მთელი ცხოვრების განმავლობაში ტვირთად აწევთ გაკეთებული არჩევანის სიმძიმე...

სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე არასოდეს მისაუბრია მართლაც გამორჩეულ რესპონდენტ ალეკო გოგობერიშვილთან, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ მას არასოდეს უნანია გაკეთებული არჩევანი.

თუ მის თამაშს დააკვირდებით, ეს კარგად ჩანს. ბევრი მოვალეობას იხდის და ეს უკვე ცუდია. "გოგობერა" კი სიამოვნებით თამაშობს. მე არაერთხელ მინახავს ახლოდან მისი გარჯა. ის სიამოვნებას იღებს თითოეული ეპიზოდით, ცდილობს, სოლიდურ საფეხბურთო ასაკშიც კი რაღაც ახალი აღმოაჩინოს მინდორზე. ახალგაზრდა პარტნიორებს ფასეულ რჩევა-დარიგებებს არ აკლებს...

სათქმელი კი მას მართლაც აქვს. ყველა დამეთანხმება - მისი დარი საყრდენი ნახევარმცველი საქართველოში ახლა ბევრი არ არის. ბევრი არც მაშინ იყო, როცა "გოგობერა" კარიერის ზენიტში გახლდათ. ეგაა, მაშინ საქართველოს ნაკრებში გვარიანი კონკურენცია იყო და იქ დღევანდელივით იოლად ხვდებოდნენ ფეხბურთელები...

მოკლედ, "გოგობერა" ქართულ ფეხბურთში რჩება. რჩება აქტიურ ფეხბურთელად და არ შეიძლება, ეს არ გახარებდეს, თუ ქართული ფეხბურთი გიყვარს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• goga

კანკავას პიროვნულად დიდ პატივს ვცემ მაგრამ სიმართლე ვთქვათ და არაფერი ფეხბურთელი არარის, ვერც ტექნიკით გამოირჩევა და ტაქტიკურადაც მოიკოჭლებს, ფიზიკურად არის ძლიერი და მაგით გადის ფონს... საფრანგეთში ჩატარებულ სეზონში ყველა თამაშში მინიმუმ ყვითელი ბარათი გარანტირებული ჰქონდა!დღევანდელ ფეხბურთში საყრდენისგან მარტო ჩაშლას არ ითხოვენ(რაც კარგად გამოსდის კანკავას)შეტევის წამოწყებაც ევალება(რაც არ შეუძლია კანკავას)! მარცვალაძეს გამოძახება კი დიდი ვერაფერი მატებაა ნაკრებისთვის,"საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე ვერ გამოიყენა ამ მართლაც შესანიშნავი ფორვარდის თვისებები":-), ავტორ რამდენ კლუბში უთამაშია მარცვალაძეს და რომელმა გამოიყენა "ამ მართლაც შესანიშნავი ფორვარდის თვისებები"??? იმაში კი გეთანხმები რომ უგუნდო და უთამაშებელი ფეხბურთელი ნაკრებს არ უნდა გააკარო მაგრამ მაშინ ვანის სულორიდან და ჭიათურის მაღაროელიდან უნდა გამოიძახო ფეხბურთელები და დიდი განსხვავება არ იქნება მათ შორის...

• Gocha Juve

საერთოდ ფეხბურთელი რომელსაც არ აქვს გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი და "ხეხავს" სათადარიგოთა სკამს, ან კიდევ უგუნდოთაა არ უნდა მიაკარო ნაკრებს! არ ააქვს მნიშვნელობა ვინც გინდა ის იყვეს! ნაკრებში თამაში არის ეროვნული სიამაყე და არა ვიღაცეებისთვის საცდელი მანქანა!

• svani

ოთარი. არავის უყვარს დინამოს ლანძღვა მაგრამ ესეც არ შეიძლება ამბიცია 1 კვირის დამატებულ ფეხბურთელებით გქონდეს. მოგების გუნდი თუ გინდა მინიმუმ 6 თვე მაინც უნდა ქონდეს სასტავს ნათამაშები

• fcb

ბატონო ალეკო მარცვალა რო გორის დილაში იყო მაშინ პირში წყალი გგქონდათ ჩაგუბებულები ჟურნალისტებს?ერთს აზრადაც არმოგივიდათ რო ბატონი ვაისისთვის პრესკო რო გეკითხათ მარცვალა დილაში რო თამაშობს მაგარ ფორმაშია და იქნებ გაესინჯა თუ ორდუბასში რო წავიდა იქ ნახა,მარა დინამოს იქეთ სხვა გუნდები არარსებობენ და როგორ შეეძლო დაენახა ის მარცვალა დინამო არენაზე პირღიები რო დატოვა საჯარიმოში ჩვენი ნაკრების მცველები და ღონღას ლამაზი გოლით რო დაამთავრა თქვენ მარტო წერეთ და არკითხოთ არავის არაფერი ეგაა მარტო თქვენი საქმე.იმედია არდამიბლოკავთ ცენზურა დაცულია.

• Joni

კანკავა არის ჩვენი კაპიტანი , და ხალხის საყვარელი ფეხბურთელი , მან ეს ძალიან კარგად იცის . ჯაბა არის ნამდვილი პროფესიონალი და სამშობლოს მოყვარული ადამიანი და სწორედ ამიტომ არ უნდა თავის ნაკრების დისკრიმინაცია. და ამიტომ ლაპარაკობს რო ტრამვა მაქვსო , 3 ამხანაგური იყო და არცერთში არ ათამაშეს.........კობი და კალა ვაი თქვენს პატრონს .....

• otari48

კალადზე და კობიაშვილი მოსპობენ კართულ ფეხბურთს. კანკავას, კახაზე კარგის თკმა არ აპატიეს.

• Otari

სტატიის მოტივი - ვავა ვავა არაფერი არ გვეშველება - ვერ დავეთანხმები დინამოს ასეთ გაბანძებაში - ხორვატიაში ნათამაშები პირველი ტაიმი იყო ძალიანაც რომ კარგ დონეზე ნათამაშები. სომხეთის ჩემპიონს საკმაოდ დამაჯერებლად მოვუთეთ - ხოლო ბერძმებთამ ვდომინირებდით სანამ ორი გოლი არ გაგვიტანეს კუთხურიდან, უბრალოდ გუნდი ზედმეტად ახალგაზრდაც კი არის არ ყავს გამოკვეთილი ლიდერი და კარში კარგი დამრტყმელი. ერთი პრობლემაც მოგვარებადია და მეორეც უბრალოდ არ უნდა გადავუაროთ ამ ფეხბურთელებს და მფლობელს ფსიქოლოგიურად. როგორც უყვარს ამ ვითომ გულშემატკივარ ხალხს.

• bavaria

არ შეიძლება ხალხო, რომ შემოვიღოთ კანონი ქართველ ფეხბურთელებზე, 23 წლამდე არ გაუშვან ფეხბურთელები საზღვარგარეთ, თუ არ გადადის ტოპ ლიგაში (გერმანია, ინგლისი, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი)? ასე თვითონაც იღუპავენ კარიერას და ქართული ფეხბურთიც იღუპება. რამდენი ტალანტი უნდა დავკარგოთ, უკვე სათვალავი აგვერია.

• ზაზა

მგონია რომ ამ ეტაპზე არაბიძეც უნდა ყოფილიყო ნაკრებში, პრაქტიკაც აქვს და სტანდარტებსაც კარგად ასრულებს.

• geog

კაი წერილია, სწორი აქცენტებით. უგუნდოებზე თანხმობა სრული!

• სოსო

რას ერჩი კანკავას ტოო.მასზე სტაბილური და თავდადებული რამდენი გვყავს ნაკრებში? თუ გახსოვთ დარსაძემ გააახალგაზრდავა ნაკრები,შეთამაშდებიან, გამოცდილებას მიიღებენ,თამაშს ისწავლიანო.სად არიან ის ბიჭები?ისეთი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღეს,აქამდე ვერ გამოიგნეს,ასევე მოხდა ქუთაისშიც,რაც ძალიან სამწუხაროა,რადგან მართლა კარგი გუნდი დგებოდა,მაგრამ გულშემატკივარს მოთმინება არ ეყო და კარგი წამოწყება ჩაიშალა. ნაკრებში უნდა თამაშობდეს კონკრეტულად იმ მომენტში უძლიერესი მოთამაშე და სხვა ფეხბურთელის გამოცდა უნდა მოხდეს მხოლოდ არაოფიციალურ ან უკვე არაფრის მომცემ შეხვედრებში.

• 13

კანკავა გამოძახებული არაა ნაკრებში - და ვაისი მაგარი მწვრთნელია ჰო? )))) ეხლა გამოვლენ და კიდევ იტყვიან ტრამვა აქვსო .. სულ ისე როგორ ხდება რომ ნაკრების თამაშების წინ იტრამვება? მით უმეტეს ამ წამს მხოლოდ და მხოლოდ ვარჯიშობს რეიმსთან ერთად) დასკვნები თვითონ გამოიტანეთ:))

• ბესო72

კანკავა თუ არა აბა სხვა ვინ ? მან ერთი წელიც , რომ ბურთს ფეხი არ დააკაროს მაინც იმათზე უკეთეს ფორმაში იქნება ვინც ახლა ნაკრებშია ( შეიძლება ცოტა გადაჭარბებულად ვთქვი , მაგრამ უნდა მეთქვა მაინც ). მარტო იმის გახსენება რად ღირს გერმანიის უძლიერეს ნაკრებს , მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონებს ულამაზესი გოლი , რომ გაუტანა.

• Sssaa

Ragacnairi abdaubda statiaa

• too

ნორმალური ხარ?

• Too

ეს ჟურნალისტები. რაღა დროს კანკავაა. დროა წავიდეს. ახალგაზრდები შეთამაშდნენ ჯობია. ვაისს ნუ აკრიტიკებთ, ყველამ იცის რომ მაგარი მწვრთნელია და ჩვენ თავს დავაბრალოთ

საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს

"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი

"ამ პრობლემის მოგვარების გზა არ ჩანს" - გუცაევმა საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა

ფრე ხუთი მოგების შემდეგ - ზურიკოს "სენტ-ეტიენი" მეორე ადგილზეა

[VIDEO] 16 წლის მაქს დოუმენმა "არსენალს" "ევერტონთან" მოაგებინა

გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგმა" "კიოლნთან" ქულები გაიყო

[VIDEO] გულიაშვილს გოლი არ ჩაუთვალეს - "რასინგმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა

[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი და "უოტფორდის" მარცხი "სტოკთან"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

ზივზივაძე ისევ სასტარტოში იყო, "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა

რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში

კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "ჩეზენასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილის სრული მატჩი და "ნიურნბერგის" მოგება ორი წაგების შემდეგ

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს

ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...

[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება

საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა

"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა

"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი

ᓤᓚᓐᓛᓣᓠᓢᓐᓠᓘ VS ᓡᓘᓝᓜᓘ - ᓐᓚᓑᓐᓜᓔᓗᓨᓘ ᓨᓔᓡᓐᓡᓠᓣᓚᓔᓑᓔᓚᓘ ᓛᓘᓡᓘᓐ

ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს

[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი

"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი

[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?

[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...

საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება

"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?

"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე

თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს

ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

ფერდინანდის და კარაგერის წინააღმდეგ - ალეკო გოგობერიშვილმა კარიერა 42 წლის ასაკში დაასრულა

[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?

[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...

თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა

თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა

უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...

[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?

"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება

"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება

ᓡᓘᓝᓜᓘ VS ᓤᓚᓐᓛᓣᓠᓢᓐᓠᓘ - ᓗᓕᓐᓚᓔᓑᓨᓘ ᓜᓐᓪᓠᓘᓡ ᓨᓔᓧᓠᓘᓡ ᓒᓐᓠᓔᓨᓔ

17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი

თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები

"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება

თემურ ლორია: ამ პირობებში ლანჩხუთის "გურიას" რა შედეგის იმედი უნდა ჰქონდეს?

ალეკო გოგობერიშვილი: "ასტონ ვილა" რომ გამოსულიყო...

"შევარდენი 1906"-მა ახალი სეზონიდან შესაძლოა "ბენდელაზე" ითამაშოს

ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა