ევროპალიგა. პლეი ოფი. საპასუხო მატჩი
დღეს, 25 აგვისტოს, თბილისის "დინამო" ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში ბერძნულ პაოკ-ს სტუმრად ეთამაშება. პირველმა, თბილისურმა მატჩმა ორრაუნდიან დუელში წარმატების მოპოვების ყველანაირი შანსი გადაგვიწურა - ბერძნებმა თბილისში 3 უპასუხო გოლი გაგვიტანეს და "დინამო არენაზევე" გადაწყვიტეს ორრაუნდიანი შეხვედრის ბედი.

- დინამო (თბ)-პაოკ-ი 0:3 - განწირულნი [VIDEO]

შეხვედრა სალონიკის "ტუმბაზე" ჩვენი დროით 22:00 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა ბერძნული novasports1HD-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი სალონიკიში 24 აგვისტოს ჩავიდა. ჩვენი ფეხბურთელები სასტუმრო Porto Palace Hotel Thessaloniki-ში დაბინავდნენ. თამაშის წინა დღეს გუნდებმა ვარჯიში გამართეს, მთავარმა მწვრთნელებმა კი პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

- იურაი იარაბეკი: ჩვენი მიზანი 3 გოლის გატანა და დამატებითი დროა...

აღსანიშნავია, რომ "დინამო" ვერც საპასუხო მატჩში ასცდა დანაკლისს. საქართველოს ჩემპიონს ტრავმის გამო ვერ გაჰყვნენ ჯაბა ჯიღაური და მარტინიკელი ლეგიონერი მატიას კურიე, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, "დინამოდან" წავიდა.

უნდა ვივარაუდოთ, რომ თბილისური მატჩისგან განსხვავებით, "დინამოს" შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება მოხდება და თავის გამოჩენის შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც მიეცემათ.

აი, პაოკ-თან მატჩის შემდეგ კი "დინამოში" მართლაც საინტერესო მოვლენები უნდა განვითარდეს. დიდი ალბათობით, ეს იქნება იურაი იარაბეკის ბოლო მატჩი თბილისური გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

ამ შემთხვევაში, კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიას ვერავინ დაემდურება, მათ შორის, ვერც - იარაბეკი. მწვრთნელს ჰქონდა კონკრეტული ამოცანა, რომელიც მან ვერ შეასრულა - "დინამო" ვერც ჩემპიონთა ლიგის და ვერც ევროპალიგის ჯგუფში გაიყვანა. არადა, სწორედ ეს ევალებოდა სლოვაკ სპეციალისტს...

ის კი არა, "დინამოს" აუცილებლად დატოვებს რამდენიმე ფეხბურთელი და მათ შორის იქნებიან ის ლეგიონერები, რომლებმაც ოდნავაც ვერ გაამართლეს საქართველოს ჩემპიონის გულშემატკივართა იმედები.

მოკლედ, ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანს კარს მორიგი რევოლუცია მოადგა. მანამდე კი საჭიროა, რომ სალონიკიში პრესტიჟისა და ღირსებისთვის ვითამაშოთ. პაოკ-ი საშინაო ასპარეზზე ყოველთვის კარგად თამაშობს და აქედანვე შეიძლება იმის თქმა, რომ მძიმე თამაში გველის.

რთული გამოსაცნობია, რა შემადგენლობას დააყენებს პაოკ-ის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ივიჩი. დიდი ალბათობით, ექსპერიმენტებს არც სერბი სპეციალისტი მოერიდება პირველი მატჩის შედეგიდან გამომდინარე.

მატჩს ავსტრიელი არბიტრი ჰარალდ ლეხნერი გაუძღვება. ქართველი გულშემატკივარი მას კარგად იცნობს "ზესტაფონი"-"ბრიუგეს" თბილისური მატჩიდან (3:3). ეს იყო ევროპალიგის პლეი ოფის პირველი შეხვედრა, რომელშიც ლეხნერმა არაერთი უხეში შეცდომა დაუშვა და თან ყველა - მასპინძლის საზიანოდ. მან ასევე იმსაჯა გიბრალტარისა და საქართველოს ნაკრებთა ორი წლის წინანდელი მატჩი, რომელიც თემურ ქეცბაიას მაშინდელმა გუნდმა 3:0 მოიგო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Kaxa
ასტანა უგებს ბატეს... ეს უკვე ფეხბურთი აღარ არის, ეს არის ფეხ-ფულთი... მშვიდობით ნაღდო ფეხბურთო!

ეს ვითომ მწრთნელი წავა და თან გაყვებიან ლეგიონერებიც, მაგრამ გუნდის მენეჯმენტი სპორტული დირექტორის თამადობით არ უნდა დაითხოვოს ფიფიამ ამათი მოყვანისთვის? გუნდმა 4 თამაშში გოლი ვერ გაიტანა და 8 გაუშვა ( ჯერჯერობით) და ამ იურამ თავდამსხმელი არ გვჭირდებაო. 3 გოლი ქონდა ამას მიზანი და დამატებითი ამ დროს კი 5 წუთში უშვებს გოლს. ყველაფერს ფეხბურთელებს ნუ დავაბრალებთ მწვრთნელი, ტაქტიკა და გამართული ფეხბურთია მთავარი, მოთამაშეებს ჩაანაცვლებ მაგრამ როცა იურაა მწვრთნელი ბარსას ფეხბურთელები რომ მოუყვანო მაინც ვერაფერს მიაღწევს
hmmm
მშვენიერი პრესტიჟია პირველი ტაიმი 2-0 :დ :დ წადით გაიპარეთ რაგას ხარჯავდით ამ გზაში ფულს :@:@ :@: @:@:@
ალეკსანდრე
რომელ პრესტიჟზეა ლაპარაკი?დინამომ ის მიიღო, რაც მის დონეს შეეფერება, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ დინამო შემთხვევით ჯგუფურში გასულიყო, სადაც ზაგრებზე ძლიერი გუნდები იქნებიან, ყველა თამაშს სამარცხვინოდ წააგებდნენ
gocha123
gamagijebs es xalxi.gundma bolo 6 taimshi goli ver gaitana evrotasebze da ra prestiji,ris prestiji?prestiji ara kvaxi kide...
geronti
საზოგადოებრივს რომა-პორტუ და აიაქი-როსტოვის თამაშები არ გამოეპაროს. მომაკვდავი დინამო, დილა და სამტრედია მირჩევნია ჩემპიონთა ლიგის ფინალისტებს. ან სპორტის სამინისტრო, ან ფედერაცია, ან ტელევიზიები სად ხართ? გძინააააააააააააააავთ?
გგგ
ფიფიას თუ ვერავინ დაემდურება აბა ვის დაემდურება? უბედურება ის კი არ არის, პაოკმა 3-0 რომ მოგვიგო, არამედ ის, რომ ამ გუნდით პრეტენზია გვაქვს პაიოკის ბარიერი დავძლიოთ და ზოგადად ჯგუფურ ეტაპზე გავაღწიოთ
ქომაგი
დინამოს ლეგიონერების ყიდვა არ უნდა (როგორც ირკვევა არცეთ ლეგიონერში ფული არ გადაუხდია) და როგორ აპირებდნენ ჯგუფურ ეტაპზე გასვლას საინტერესოა?
svani
buba-ს შეხედე ლუდოგორეცი რას შვება ამ გუნდში მარტო ორი ბულგარელი ფეხბურთელი თამაშობს სწორედ ლეგიონერებმა მოიგეს ცრვენა ზვეზდასთან თან ინდივიდუალობით 5 კაცი მოატყუა ლამის ერთმა თავდამსხმელმა ასე რომ პირველ რიგში ლეგიონერის სწორად შერჩევაა და მერე თამაში
giga
ცალკე ამ ფლაგმანობით წაიღენ ტვინი. საქართველოს ჩემპიონატის რა ფლაგმანი უნდა ჰყავდეს.
levani kaxeti
ვისაც არა აქვს წვდომა ბერძნულ novasport HD1-ზე, როგორ უყურონ; აი, აი, აიიიიიიი!!....
jarji21
იმედი მხოლოდ ერთისა მაქვს რომ 6-0 არ წაგებს დინამო, სხვა 5-0-, 4-0,3-0, ეს უკვე შეგუებული მოლოდინია. არ არის დინამო ღირსი რომ ჯგუფურზე მოხვდეს და არ არის დინამო ღირსი რომ ჩემპიონი კი არა თეთრი ჯგუფის გამარჯვებულიც კი გახდეს ჩემპიონატში. დინამოს ეწირება ყველაფერი ქართულ ფეხბურთში, მათ შროის ჩამოშლილი და სრულიად იდიოტურად დაგეგმილი ახალი გარდამავალი და მერე 10 გუნდიანი ლიგა. ეს ფიფიას,საბურთალოს ხეჩიკაშვილის და კოკაიას ხუშტური აუსრულეს, მაგრამ ახლა კოკაია უკვე პოლიტიკაში მიდის,და არც ზესტაფონია ფეხბურთში.
levani
mcvrtneli burtis kontrolze aketebda aqcent. aset dros tempi vardeba da misi damsaxurebaa igive zagrebtan ufro didi angarishit ro ar cavaget, torem intensiur tamasshi ra shansi eqneboda dinamos? scoredac fifiaa mtavari damnashave, ase facifucit da zed evroturnirebis cin gundi ar ketdeba
dima
კარგით რა ყელში ამოვიდა ამათი ვითომ და რევოლუციები გააკეtებენ გუნდს 2 თვისთვის და მერე ისევ ყველა ტოვებს გუნდს! აღარც ფიფიასი მჯერავს რა! საერთოდ აღარ უყურებ ჩვენს ჩემპიონატს წავიდეს მარტო ფიფია და ყოფილი მინისტრი კობიაშვილი!
912
ღირსება სასაცილოა სადღაა ღირსება ქართულ ფეხბურთში?
buba
am politikit dinamo verasdros ver gava ligaze, moikvaneben legionerebs 2 tvit adre da undat shedegi dadon, curie ar iko zudi fexburteli magram ver moastro gundtan shetamasheba da ase daemarteba legionerta umravlesoba romlebiz 1 tvit adre mohkavt gundshi turniramde, tu undat shedegi exlave unda daakomplekton gundi tanaz magali xarisxis legionerebit , rom zafxulamde moastron shetamasheba.
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
არანაირი ვაწაძე! - თბილისის "დინამოში" მათეს ტრანსფერს გამორიცხავენ
თბილისის "დინამოს" რიგებში დღეს სამი ახალწვეულის დებიუტი შედგება
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში?
[ევროტურნირების წინ] თბილისის "დინამო" - შარშანდელი არ უნდა განმეორდეს!
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს
ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
თბილისის "დინამომ" სტეფან ველევსა და მატიას კურიეს ერთწლიანი კონტრაქტები გაუფორმა
[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
ტაბატაძემ გაიტანა, ნეიმარი მსაჯმა დაინდო - გველესიანი რონალდოს დაუპირისპირდება [VIDEO]
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი დანიურ გუნდში გადავიდა
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
კოხრეიძე საფრანგეთის ლიგა 2-ში? გიორგი ერთ-ერთ ლიდერს აინტერესებს
იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?
მატიას კურიე: თბილისის "დინამო" ჩემი ცხოვრების შეცდომაა...
ტრანსფერი: თბილისის "დინამო" 28 წლის ხორვატ მარცხენა მცველს იმატებს
[VIDEO. ლეგიონი] აშორტიას შორეული გასროლა, ჯიღაურის მაგარი პასები...
თბილისის "დინამომ" "პორტუს" გარემარბი დაიმატა
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
მარუსიჩმა თბილისის "დინამო" დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს
ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...