ევროპალიგა. პლეი ოფი. საპასუხო მატჩი

თბილისის "დინამომ" ევროთასებზე ასპარეზობა დაასრულა. დაასრულა ისე, როგორც არავის გვინდოდა. ვერ დაიდო შედეგი - გუნდი ვერც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვდა და ვერც - ევროპის ლიგაში.

"დინამოს" ამ შეხვედრაში დააკლდნენ გუნდიდან წასული მარტინიკელი მატიას კურიე და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური.

რა თქმა უნდა, ეს საწყენია, მაგრამ მეტ-ნაკლებად მაინც - გასაგები. "დინამოში" ბევრი რამ გაკეთდა არასწორად და შედეგიც შესაბამისია.

ახლა ჯერი რომან ფიფიაზეა - დიდი ალბათობით, ის რადიკალურ ცვლილებებს არ მოერიდება და სწორედაც რომ ცვლილებების დროა, ოღონდ - ზუსტად გააზრებული ცვლილებების, თორემ მსგავსი რევოლუცია აქამდეც ბევრი გვინახავს და ამ რევოლუციებს, სამწუხაროდ, "დინამოს" გაბრწყინება არ მოჰყოლია. ვფიქრობთ, იურაი იარაბეკმა "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბოლო შეხვედრა ჩაატარა.

- თბილისის "დინამოს" იურაი იარაბეკის ნაცვლად ქართველი სპეციალისტი გაწვრთნის

გაუგებარია, რატომ თქვა იარაბეკმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე, რომ მისი გუნდი სალონიკიში 3 გოლის გასატანად ჩავიდა. მაქსიმალიზმი კარგია, მაგრამ იარაბეკმა აშკარად გადაამლაშა - თუ სამის გატანა უნდოდა, "დინამო არენა" აგერ არ იყო?! ფაქტია, მწვრთნელი უნდა ერიდოს ასეთ არასერიოზულ განცხადებებს...

...თამაში ქართველთათვის ძალიან ცუდად დაიწყო. უკვე მე-5 წუთზე კაპევერდელმა გაი როდრიგესმა, ვისაც საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის დიდი გამოცდილება აქვს, ქართველთა კარი აიღო. აფრიკელს ასისტენტობა პერეირამ გაუწია.

ამის შემდეგ საქართველოს ჩემპიონმა თამაშის გამოცოცხლება სცადა, თუმცა გიორგი პაპუნაშვილმა ბერძენთა კარს ააცილა. თამაში გათანაბრდა. ჩანდა, რომ პაოკ-მა შეასრულა ამოცანა, გაიტანა რა სწრაფი გოლი.

ეს იყო და, მასპინძელთა ანგოლელ ლეგიონერ ჯალმას შეექმნა შესანიშნავი შანსი, რომელიც ვერ გამოიყენა. 26-ე წუთზე უკვე ბერძენთა უკრაინელი ლეგიონერი, შახოვი აღმოჩნდა ხელსაყრელ სიტუაციაში, თუმცა მის დარტყმულს სიზუსტე დააკლდა.

27-ე წუთზე "დინამომ" ტაიმში ყველაზე მწვავე მომენტი შექმნა. გოლის გატანასთან ახლოს იყო საქართველოს ნაკრების ფორვარდი ლადო დვალიშვილი, მაგრამ ამ ეპიზოდში შესანიშნავად გაისარჯა ბერძენთა კარის დარაჯი.

35-ე წუთზე პაოკ-ის კარის მიმართულებით სახიფათოდ უტყამდა გიორგი პაპუნაშვილი - ბურთი ასცდა გლიკოსის კარს. 44-ე წუთზე რენე ფერეირამ საჯარიმოში როდრიგესი წააქცია. ჯალმას მიერ დარტყმული 11-მეტრიანი ანტონი სკრიბემ მოიგერია.

45-ე წუთზე პერეირამ მეორე საგოლე გადაცემა მიითვალა. ამჯერად, მან საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელ ცაველასს გაატანინა. ეს იყო და ტაიმიც მორჩა.

მეორე ტაიმში პირველი სახიფათო მომენტი ისევ ბერძნებისა იყო. უზომოდ აქტიური პერეირას მიერ დარტყმული ბურთი სცრიბემ მოიგერია.

67-ე წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილს სახიფათოდ დარტყმული აუცდა. ეს იყო და, მიკელ ალვაროს ბერძენთა მეკარე გლიკოსმა არ გაატანინა.

თამაშის ბოლოს კიდევ ერთხელ გადავრჩით. ამჯერად შეცვლაზე შესულმა ვარელამ დაგვინდო. იქვე თამაშიც დასრულდა.

მას ასე, ჩვენთვის ევროთასები დასრულებულია. ახლა ჯერი "დინამოს" ხელმძღვანელობაზეა. სწორი პოლიტიკით გუნდი სწორად უნდა მოემზადოს ევროთასებისთვის და გამოირიცხოს ის შეცდომები, რომლებიც მრავლად დაუშვეს კლუბში. ახლა მთავარია, რას იტყვის კლუბის პრეზიდენტი.

რომან ფიფიას უახლოეს დღეებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. იმედია, მან იცის, სად არის დამარხული ძაღლის თავი...

ევროპალიგა. პლეი ოფი. საპასუხო მატჩი

25.08. სალონიკი. ტუმბა

პაოკ-ი-დინამო (თბ) 2:0

პირველი მატჩი 3:0

გოლები: 1:0 როდრიგესი (5), ცაველასი (45)

პაოკ-ი: გლიკოსი, მატოსი, ლეოვაცი (65. კიცუ), ჯალმა, პერეირა, კრესპო (76. ვარელა), ციმიროტი, როდრიგესი, შახოვი (57. ბისესვარი), ცაველასი, კანიასი.

სათადარიგოები: ბრკიჩი, ჩარიზისი, კულურისი, მისტაკოსი

მწვრთნელი: ვლადიმირ ივიჩი

დინამო: სკრიბე, ლობჟანიძე, რენე ფერეირა, ამისულაშვილი, შპიჩიჩი, ცინცაძე (74. ველევი), პარუნაშვილი, მიკელ ალვარო, კიტეიშვილი (62. ჭანტურიშვილი), პაპუნაშვილი, დვალიშვილი (77. მიქელთაძე).

სათადარიგოები: ლომაია, კირკიტაძე, ჭელიძე, თევზაძე

მწვრთნელი: იურაი იარაბეკი

გაფრთხილება: მიკელ ალვარო (39), დვალიშვილი (62), პარუნაშვილი (63)

არბიტრი: გ. ლეხნერი (ავსტრია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სად მარხია და....
ნახეთ აზერბაიჯანული კლუბების შედეგები და იქნებ ძაღლის თავსაც მიაგნოთ...
zmo-s
ჩემო კარგო აუცილებლად უნდა გაკეთდეს ისე,რომ ჩვენი ჩემპიონატი უნდა მიებას,ან უკრაინის,ან თურქეთის ან სულაც კავკასიის ჩეპიონატი ჩატარდეს და მასში საქართველოდან 5-6 კლუბი უნდა მონაწილეობდეს,ეს აუცილებელია,ამის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი წინსვლა,ამაზე უნდა მუშაობდეს ფედერაცია,მაგრამ მათ სად ცალიათ ამისთვის,წინ არჩევნებია,წარმოდგიდგენიათ ფეხბურთის ფედერაცია და ქვენის საპარლამენტო არჩევნები,ხალხო გამოიღვიძეთ,რა ხდება საერთოდ ვინმეს შეუძლია აგვიხსნას,ასეთი პოლიტიზირებულობა გაგიგიათ ხალხო,ასეთი რამ ალბად მსოფლიოში არსად არ მომხდარა.
mmm
კობიაშვილმა ვითომ შეამცირა გუნდების რაოდენობა უმაღლეს ლიგაში, რას შველის,შესაკრებთა ადგილების შეცვლით ჯამი არ იცვლებაო თურმე
otari
ვის რაში აინტერესებს ეს ფაქტების მშრალი აღწერა ვინ რომელ წუთზე დაარტყა შესანიშნავად და როგორ ააცილა - ? სპეციალისტი არ ყავთ რო თამაში გაარჩიოს წესიერად ?
mamuka
სამარცხვინოა.აზერების2 გუნდი გავიდა.აქ პულის კეთება უნდათ ზემოდან დაც ლი.ქვევითდამთ ლი.პროპეს ბი.არსად არ უნდათ.ბიურო ტიაა კველგან ნებისმიერ პარტიებშიც ასეა სიკვდილამდე კოლმეურნეობის თავჯ .ად.რჩებიან.ტელევიზი.ც ასეა.უტვინოთა პარადია.აზერების 2გ.დი.გავიდა.
aleq grigalava
ფიფია როდის წახვალ?
dato
საცოდაობაა დინამოს მიერ შექმნილი მომენტების ყურება,ბერძენთა მეკარეს მთელი თამაშის განმავლობაში ბურთი არ მოუგერიებია. ასე რამ დაგვაჩაჩანაკა???
svani
რევიშვილი ისევ თავისუფალი აგენტია მგონი ჯობია პირველი სწორი ნაბიჯი გადადგას ფიფიამ!!!
zmo
ჩვენს ჩემპიონატს სხვა ქვეყნის ჩემპიონატს ვინ მიაბავს ესენი ამდენს ვერ გაქაჩავენ, თორემ რა ჯობია თუნდაც ერთი გუნდი მაგალითად უკრაინის პირველობაზე რომ იყოს ჩართული რამდენს მოუმატებდნენ ჩვენი ახალგაზრდები ნაკრებსაც ეშველებოდა,
roma
მაადეც ფიფია,შაამაყო კაცი ხარ და დიდი პატრიოტი,რა გაახარე ქართველი გულშემატკივარი,დაუბრუნე ხომ დინამოს ძველი დიდება,ყოჩაღ,ყოჩაღ.დიდად ვწუხვარ ყველაფერ ამაზე ჩემო ქართველებო,მაგრამ ისევ არასწორ კომენტარებს წერთ,ისევ არასწორად მსჯელობთ მე კი გიმეორებთ,რომ სანამ ქართული ჩემპიონატი სხვა ქვეყნის ჩემპიონატს არ მიებმება სულ ამ დღეში ვიქნებით,დღეს ამაზე უნდა მუშაობდეს ფედერაცია,ეს საკითხია მოსაგვარებელი,სამწუხაროდ კობის ამისთვის ჭკუა არ ეყოფა,ის ფულის საშოვნელადაა მოსული,ის ხალხი,ვინც ნაცების დროს ყვიროდნენ,კივოდნენ და ამბობდნენ ეს რა უსამართლობები ხდება ქართულ ფეხბურთშიო,ახლა დუმილის რეჟიმში არიან,თითქოს ყველაფერი გამსწორდა,არა ბატონებო დღეს უფრო რთული ვითარებაა,ვიდრე წარსულში იყო,ხოლო ყველაფრის მცოდნე და ყველაზე სამართლიან ყაველაშვილს და მისნაირებს ეს ყველაფერი არ ადარდებთ,მოჯდენ თანამდებობებზე და არიან არხეინათ,აი ეს ხალხია ქართული ფეღბურთის უბედურება დღეს,აი ამ ხალხმა შეიყვანა ქართული საზოგადოება შეცდომაში,სინამდვილეში მათ არავითარი გეგმა,არავითარი იდეა და რეცეპტი არ ქონიათ ფეხბურთის კრიზისიდან გამოსაყვანად,მათ მხოლოდ ფულები აინტერებდათ და აინტერესებს,დრო კი მიდის და არაფერი არ გამოდის,იმედი მაქვს არჩევნების მერე ქართულ ოცნებას სახლში გაუშვებენ,ნაწილს ციხეში და მერე ალბად გამოსწორდება ჩვენი საქმე,ყოველ შემთხვევაში მე ამის იმედი მაქვს.
zmo
საბავშვო ბაღია, მაგრამ დამნაშავე ჩვენი ეროვნული პირველობაა, როგორი ნიჭიერი თაობაც არ უნდა გვყავდეს ამ ბანძ ჩემპიონატში ვერავინ განვითარდება, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს რომ პირველობა გაძლიერდეს ეს უნიჭო მწვრთნელები რომლებიც ვითომ მუშაობენ და სინამდვილეში კორუფციის ჭაობში არიან ჩაფლულები სასწრაფოთ მოსაცილებლებია არიან
irakli
მოგვაშორეთ ქართული ფეხბურთი და მივხედოთ სხვა სახეობებს, სადაც ნამდვილი კაცები თამაშობენ!!!
მურთაზი
სად მარხია ძაღლის თავი? სად მარხია და ქართული ფეხბურთის დასაწყისში, თავში და გულში. ალბათ დადგა დრო რომ ბავშვები უფასოდ ავარჯიშონ,ჩამოშორდნენ ფეხბურთს უნამუსო, უგულო ფულის მკეთებელი წურბელები
svani
ნუ კატასტროფაა როცა ალაშკერტის მერე ერთადერთ გოლსაც კი ვერ იტან....))) მეკარეს რაც შეეხება ეხლა ითამაშა მანდამაინც კარგად როცა საჭირო იყო ზაგრებთან მაშინ აეღო ბურთები..)))))
ისევ პანტიანში ვიაროთ?
თამაში რატო არ აჩვენეს? ბოლო თამაში იყო ევროპაზე.
koki
ეს ლოგო რა ეშმაკებია დინამოსი რატომ აქვთ რუსული დ ასო საპჭოთა კავშირია რომ აქვთ მკერდზე ეს რუსული ასო დ ან თქვენ დიმოს ფანებო რომ აფრიალებთ ამ დროშსას დიმოს ლოგოთინ ცოტა აზრზე მოდით რა შედეგი რის შედეგი თბილისის დინამოს ქართული დ ასოს ნაცვლად რუსული ანბანის ასო Д რომ ექნება ლოგოდ ის გუნდი არის არა მოღალათე ქველნის და ყველა ვიც ამ დინამოს ლოგოიან მაისურს ჩაიცვამს
ფაშა ძლიერი
გასაშვებია მენეჯმენტი სასწრაფოდ და მოსაყვანია უცხოეთიდან.
zura
ამდენი ფული ოლიმპიურ სახეობებს რო დავახარჯოთ ათეულში შევალთ მედლებით _)
levani
ეს მეკარე რო გაუშვან არა?
nodarichi123
სკიბე ნახე რა ბურთები აუგია
ლატიფა
მცვრტნელი რა შუაშია პეხბურტელები არ გვყავს არა გინდა გვარდიოლა დააყენეტ აზრი არააქ ყველა უნდა გაუსჰჰვატ სუ ყველა გირსები არ არიან დინამოს პორმა ეცვატ ეს ლობჯანიძე კიდე აუტის ცჰჰაცოდების მეტს არაპერ აკეტებს რა უნდატ ამატ პეხბუტსჰი
gg
მე ყველანაირი იმედი გადაწურული მაქვს.ესენი ვერაფერს ვერ მიხედავენ ვერც ბავშვთა ფეხბურთს და ვერც ვერაფერს გარდა საკუთარი კუჭისა და ოჯახისა....
me
რა ქვეყანაცაა,ფეხბურთიც ის არის.საშველი არ ჩანს და ალბათ დიდი ხანი არც გამოჩნდება,სამწუხაროა მაგრამ ფაქტია.
ქომაგი
არ გვეშველება არაფერი, ბავშვთა ფეხბურთს მიხედეთ და გაურკვეველი ლეგიონერებს ნუ მოიყვანთ. აირეთ მაგალითი აზერბაიჯანული და ყაზახური გუნდებიდან. სირცხვილია! დემოტივაციას იწვევთ მომავალ თაობებში. უსირცხვილოები!!! კარგად თქვა ერთმა აქ, მაინც უნდა წააგოთ საბერძნეთში და ბებრებს მაინც მოუარეთო. ფუი რა!
მირიანი
დაცვას მიხედონ! დაცვას! დაცვაში ასეთი შეცდომები დაუშვებელია საბავშვო დონეზეც კი. დაითვალონ კუთხურიდან რამდენი გოლი გაუშვეს! ასეთი ზანტი და მოუქნელი ცენტრალური მცველებით თამაში არ შეიძლება! ამისულაშვილმა და ლობჟანიძემ ალბათ სხვა გუნდი მოძებნონ ჯობია და თუ თვითონ ვერ ხვდებიან რომ ევროთასების დონის ფეხბურთს ვერ თამაშობენ ალბათ სხვამ უნდა უთხრას მადლობა და დაემშვიდობნონ. მომავალი ევროსეზონისთვის მზადება კი ეხლა უნდა დაიწყონ და არა ერთი თვით ადრე. ისე საინტერესოა ხუციშვილი რომ ამბობდა სატრანსფერო პოლიტიკაზე მე ვარ პასუხისმგებელიო მისი პასუხისმგებლობა რაში გამოიხატება? ბოლო ოთხ ევრომატჩში არცერთი გოლი. შთამბეჭდავია!!!!!!
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
თბილისის "დინამოს" რიგებში დღეს სამი ახალწვეულის დებიუტი შედგება
"ეგეთი ნაბიჯები პირველად მოხდება, რაც 11 წელია "დინამოს" პრეზიდენტი ვარ" - რომან ფიფიამ გასულ სეზონსა და სამომავლო მიზნებზე ისაუბრა [VIDEO]
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
ქართველი ფეხბურთელების ყველაზე ცნობილი ჩხუბები [VIDEO]
დინამო (თბ)-ლეგია 1:1 - ჩემპიონების ზავი ავსტრიაში [VIDEO]
ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
"ვოცნებობ, ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - არჩილ ბერიძე ევროტურნირების გეგმებზე
[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
ითამაშებს კვარაცხელია "სლოვანთან"? - ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის ექსკლუზიური კომენტარი
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]
ლევან სალუქვაძე: თბილისის "დინამო" არჩეულ გზას არ გადაუხვევს!
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]
თბილისის "დინამომ" ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა
აზაროვზე ერთ კლუბს უარი უთხრეს, ინტერესი სხვებსაც აქვთ - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან
"ზესტაფონისა" და თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი რენე ფერეირა ბრაზილიაში ითამაშებს
იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
თბილისის "დინამომ" ფრანგ მეკარე ანტონი სკრიბესთან კონტრაქტი გაწყვიტა
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
თბილისის "დინამო" - ახალი გუნდის კონტურები
ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატში
თბილისის "დინამო": ანტონი სკრიბე რჩება, ამ ეტაპზე...
"ფიფია უთავმოყვარეო კაცია, მის ხელში "დინამო" სირცხვილთან და თავის მოჭრასთან ასოცირდება" - ნიკოლოზ მჟავანაძის მწვავე შეფასება ქართული გუნდის "ასტანასთან" მარცხის შემდეგ [VIDEO]
კვარაცხელიასა და ჯუღელის საჩუქარი ქართველებს - როცა ქვეყანა ფეხბურთზე მეტს ნიშნავს
ცვლილება ევროტურნირებამდე - ლადო დვალიშვილმა ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა
კუპერიდან ქეცბაიამდე, წარსულზე, მომავალზე - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან
გვინდა თუ არა ჯოვინო ფლამარიონი საქართველოს ნაკრებში და როგორია წარსული გამოცდილება? [+გამოკითხვა]
[ოთხშაბათის საკითხავი] ბოლო ევროშანსი
ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...