ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ქართულ სპორტში ბევრი პრობლემაა - ინტერვიუ ემზარ ზენაიშვილთან

ქართულ სპორტში ბევრი პრობლემაა - ინტერვიუ ემზარ ზენაიშვილთან

სეიკ-ის გენერალური მდივანი რიოში ქართველი სპორტსმენების გამოსვლისა და თავად ოლიმპიადის შესახებ გვესაუბრება
ფოტოზე: ელგუჯა ბერიშვილი და ემზარ ზენაიშვილი რიოში

ჩვენი ოლიმპიური დელეგაცია 25 აგვისტოს დილით დაბრუნდა ბრაზილიიდან და თან ჩამოიტანა 7 ოლიმპიური მედალი ზაფხულის XXXI თამაშებიდან: 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

ჩვენი სპორტსმენების გამოსვლის და თავად ოლიმპიადის შესახებ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი გვესაუბრება.

- როგორია თქვენეული შეფასება, რა იყო თქვენთვის მისაღები ამ ოლიმპიადაზე და ან უკმაყოფილო ხომ არ დარჩით რაიმეთი?

- ზოგადი სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, კარგი შედეგია - 38-ე ადგილი 207 სუბიექტს შორის, მე-19 - ევროპაში. რაოდენობით გავიმეორეთ ლონდონის შედეგი - 7 მედალი, უკან არ დაგვიხევია, თუმცა ხარისხი ამჯერად უკეთესი იყო - 2 ოქრო. ოღონდ ამ მხრივ ლიდერი მაინც პეკინის თამაშების 3 ოქროა.

მიმაჩნია, რომ ზოგადად კარგი შედეგია. თან საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას არც ერთი მედალი შემთხვევით ან დაუმსახურებლად არ აუღია, თუმცა თავად ოლიმპიადის მიმდინარეობისას კენჭისყრის შედეგად თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ თავისუფლად შეიძლებოდა, 1-2 მედლით მეტი გვქონოდა. მათ შორის - ოქროსიც. თავისი პოტენციალიდან გამომდინარე, გუნდს ეს თავისუფლად შეეძლო.

დაგვეთანხმებით, ქართველი გულშემატკივრისთვის ძნელი წარმოსადგენი იყო ავთანდილ ჭრიკიშვილის უმედლოდ წამოსვლა რიოდან; მედლის ხარისხზე მაქვს პრეტენზია გენო პეტრიაშვილთან მიმართებაში, თქვენ ნახეთ, როგორ იგებდა ელიზბარ ოდიკაძე - ფაქტობრივად, გასული იყო ფინალში. როცა იგებ ამხელა უპირატესობით, ისეთ ეფექტურ ილეთს აკეთებ და ამის საპირწონედ მეორე პერიოდი იყო კატასტროფა...

ძალიან ახლოს იყო მედალთან ზაზა ნადირაძე - სასიამოვნოა ამ ახალგაზრდა კაცის მიღწევა. მასზე იქვე გვითხრეს უცხოელმა სპეციალისტებმა, სამომავლოდ თქვენ გეზრდებათ ძალიან ძლიერი ოლიმპიელი, რომელსაც მომავალ თამაშებზე შეუძლია, ნებისმიერი სინჯის მედალზე ჰქონდეს პრეტენზია თავისი შრომისმოყვარეობით, თავისი მონაცემებით, პიროვნული თვისებებით და სპორტისადმი დამოკიდებულებით.

ასევე ახლოს იყო მედალთან და გამოუცდელობას ვაბრალებ ძალიან ნიჭიერი მოფარიკავის - სანდრო ბაზაძის მარცხს, ვინც მსოფლიოს მასშტაბით ანგარიშგასაწევი ძალაა. რომ არა ზედმეტი ემოცია, მოუგებდა კორეელ ოლიმპიურ ჩემპიონს. მან ძალიან მძიმე ბრძოლა შემოაბრუნა - სამი ჩხვლეტით აგებდა, მაგრამ გაათანაბრა და 14:14, ერთმა ჩხვლეტამ გადაწყვიტა ბრძოლის ბედი.

სალომე ფაჟავას რომ მძიმე ბრძოლა მოუწევდა, ჩვენც ველოდით - სამეულში მოხვედრა ძნელი იქნებოდა, მაგრამ ფინალში გასვლას ვიმედოვნებდით. თუმცა ფეხის ტრავმამ შეუშალა ხელი, მაგრამ მისთვის უხერხულ სახეობაში - ბურთით ვარჯიშში ძალიან კარგად გამოვიდა. ისიც პერსპექტიულია, თუმცა ტრავმა აწუხებს, რომელიც უნდა მოირჩინოს. ფეხზე პატარა ოპერაციაც სჭირდება და სამომავლოდ მისი იმედიც უნდა გვქონდეს.

ძალიან უხერხული და მძიმე წილისყრა შეხვდა ჩოგბურთელ ნიკა ბასილაშვილს, თუმცა დელ პოტროსთან მეორე სეტი ძალიან კარგად ჩაატარა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მესამე, გადამწყვეტ სეტში დამარცხდა. თუმცა იბრძოლა და რაც შეეძლო, გააკეთა.

კარგი შედეგია მარათონში - ხარაზიშვილი 162 კაცს შორის 72-ეზე გავიდა, რაც ამ ურთულეს სპორტის სახეობაში აღსანიშნავი შედეგია და ნუ დავუკარგავთა ამას სპორტსმენს.

გული დაგვწყდა მშვილდოსნებზე, რომლებმაც მიგვაჩვიეს წარმატებებს. როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, მათ არ წაუვიდათ სროლა არც პირადში და არც ინდივიდუალურში.

ძალიან კარგი შედეგია ტყვიის სროლაში. როგორც ნინო სალუქვაძემ გვითხრა, მას შეცდომა არ დაუშვია, მაგრამ ფინალში დათვლის სისტემის თავისებურებების გამო მეექვსეზე დარჩა. შესარჩევში ჩინელმა სპორტსმენმა ოლიმპიური რეკორდი დაამყარა, მაგრამ მეოთხეზე გავიდა, უმედლოდ დარჩა. შეიძლება, მეექვსე ადგილი მისთვის არაა კარგი შედეგი, მაგრამ ოლიმპიადისთვის არც ცუდია. ძალიან კარგად გამოვიდა მისი შვილი ცოტნე მაჭავარიანი, რომელსაც სპეციალისტებმა მაღალი შეფასება მისცეს. ის თავიდან პირველ დისტანციაშიც კარგად მიდიოდა, მაგრამ გამოუცდელობის გამო მობილიზება ვერ შეძლო, თუმცა აქაც კარგი პერსპექტივა გამოჩნდა.

შეგვიძლია, ვიფიქროთ, რომ ტოკიოში, სროლაში, კანოეში, ტანვარჯიშში, ფარიკაობაში სიტუაცია ახლანდელთან შედარებით უნდა იყოს უფრო პროდუქტიული და ნაყოფიერი.

- ჩვენს წამყვან გუნდებზე რას იტყვით, რომელი იყო ყველაზე დიდი სიურპრიზი?

- დღევანდელი საქართველოს სპორტული პოტენციალი არ იძლევა საშუალებას, მივიღოთ 5-6 ოქროს მედალი. ჩვენი მედლების არეალი აქამდე იყო ორი სახეობა - ძიუდო და ჭიდაობა, რომელსაც ახლა დაემატა მესამე - ძალოსნობა. აქ ადრეც გვქონდა მედლები, მაგრამ მერე ჩავარდნა იყო, ახლა კი ისევ წამოიწია. ამ სახეობაში რაც უნდა მოინდომო, 5-6 ოქროს ვერ აიღებ.

ამჯერად ძალოსნობაში ბრწყინვალე გუნდი იყო, რისთვისაც მადლობას ვუხდი ყველას - ფედერაციას, მთავარსა თუ პირად მწვრთნელებს, სპორტსმენებს. ლაშა ტალახაძემ რაც გააკეთა, ყველამ კარგად იცით. ირაკლი თურმანიძე საკუთარ თავს გადაახტა. ნუ დავივიწყებთ ახალგაზრდა სპორტსმენს - გიორგი ჩხაიძეს, რომელიც ყოველდღე უმატებს და ნურც ანასტასია გოფრიდს ჩამოვწერთ. მას ახლა არ ჰქონდა მაღალი შედეგი, მაგრამ მანამდე ჰქონდა წარმატებები. თან გასათვალისწინებელია მისი ასაკი და ტოკიოში ძალოსნობაში სოლიდური გუნდი უნდა გვყავდეს.

ლაშა ტალახაძეს ყველა ძალიან აქებდა და ეპითეტებს არ იშურებენ მისი მისამართით: სუპერ, ტალანტი და მსგავსი შეფასებები. ყველამ იცის, ის რაოდენ ძლიერი სპორტსმენია და მისით ყველა აღფრთოვანებულია. პიროვნული თვისებებითაც გამორჩეულია - მშვიდი, წყნარი, ზრდილობიანი, მორწმუნე, გესიამოვნება მასთან ურთიერთობა.

ზოგადად, ამ გუნდში ძალიან კარგი, მეგობრული ატმოსფერო იყო, გვერდში ედგნენ ერთმანეთს, რაც მწვრთნელებისა და ფედერაციის ხელმძღვანელობის დამსახურებაა.

ჭიდაობაში 11 კაციდან 3 მედალი ცუდი გამოსვლა არაა, მაგრამ მათ ბოლომდე ვერ გამოიყენეს საკუთარი პოტენციალი. ოდიკაძეზე უკვე გითხარით და პეტრიაშვილსაც მეტი შეეძლო. ყველა ამბობდა, რომ რა ჭიდაობაც ფინალში თურქმა ტაჰა აკგულმა აჩვენა, პეტრიაშვილს გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა.

ხინჩეგაშვილმა რაც გააკეთა, ამაზე ბევრი ლაპარაკიც არაა საჭირო. ესაა ჩამოყალიბებული, სერიოზული ახალგაზრდა კაცი, რომელმაც იცის, რა უნდა და როგორ უნდა მივიდეს მიზნამდე. ის ერთ ზედმეტ მოძრაობას არ გააკეთებს ხალიჩაზე. ასაკით ჯერ პატარა ბიჭია, მაგრამ თავისი ქცევით, სიტყვა-პასუხით, ჭიდაობისადმი მიდგომით, მეტოქეებისადმი დამოკიდებულებით ჩამოყალიბებული კაცია, აღფრთოვანებული დავრჩი მისით. იცის კაცმა, რა უნდა აკეთოს და თავის საქმეს მაღალ დონეზე აკეთებს. მას ყველა ბრძოლაში სერიოზული ძალისხმევა დასჭირდა თავისი სიძლიერის დასამტკიცებლად, მაგრამ ასეც უნდა იყოს - თუ ჩემპიონობა გინდა, ყველას უნდა მოუგო, ვინც შეგხვდება. აბა, იქ სუსტებს არავინ აგირჩევს.

შმაგი ბოლქვაძემ და ლაშა შავდათუაშვილმა ბრწყინვალე ხასიათი გამოავლინეს. ყველა დამერწმუნება - თუ ასეთი ხასიათი არ გაქვს, რაც უნდა მაგარი იყო, წარმატებას ვერ მიაღწევ.

- გულდაწყვეტილი რომელი გუნდებით ხართ?

- მოულოდნელი იყო და ყველამ ძალიან განვიცადეთ ჭრიკიშვილის წარუმატებლობა. არ ვიცი, რა მოხდა - ეს თავად და მწვრთნელმა უნდა გვითხრან. ისე, მესმის, რომ ძიუდოსგან მეტს ვითხოვდით, მაგრამ შარშან მათ მსოფლიოზე ორი ბრინჯაო ჰქონდათ, წლეულს კი უკეთესი შედეგია - ვერცხლი და ბრინჯაო. კიდევ ერთი მედალიც რომ აეღოთ, რისი შანსიც რეალურად დიდი იყო, უკეთესი იქნებოდა. იქაც დაისვა კითხვები, რა იყო ამის მიზეზი - ფიზიკურად არ იყვნენ მზად თუ სხვა რამის გამო...

პაპინაშვილმა ძალიან კარგი შანსი გაუშვა ხელიდან. თან ის გამოცდილი სპორტსმენია და ტიტულებიც აქვს. ღვინიაშვილმა ორ წონაში მოიპოვა ლიცენზია, გვერდში დაუდგა ნაკრებს და მაქსიმუმი გააკეთა.

ლიპარტელიანმაც ძალიან ბევრი გააკეთა. ის მზად იყო ოქროსთვის, მაგრამ არ გვაქვს და ალბათ, რაღაც არ ეყო საამისოდ, მაგრამ რაც გააკეთა, ესეც ქების ღირსია. მის ბევრ შეჯიბრებას დავსწრებივარ და მიმაჩნია, რომ ეს იყო სოლიდური, დახვეწილი გამოსვლა ტექნიკით, ტაქტიკით თუ ყველანაირად. ძალიან განიცადა წაგება, თუმცა ოლიმპიური ვერცხლი არაა უბრალო ამბავი. ის სერიოზული კაცია, პიროვნული თვისებებით ნამდვილი ლიდერი, პროფესიონალი და ტოკიოში კიდევ ექნება შანსი.

ლაშა შავდათუაშვილი გამორჩეულია თავისი დამოკიდებულებით, ჟინით, შემართებით, ბოლომდე ხარჯვით; ჩანდა, რომ მზად იყო საბრძოლველად. როცა აგებდა, მაშინაც კი არ დაუხევია უკან, ვაჟკაცურად იჭიდავა და აჩვენა, რომ იბრძვის, ბოლომდე იხარჯება და შედეგიც მიიღო.

სამწუხაროდ, ცურვაში დიდ იმედებს არც ვამყარებდით. არადა, საინტერესოა, რომ ამერიკელთა 46 ოქროდან 29 ცურვასა და მძლეოსნობაზე მოდის. აქედან გამომდინარე, რამხელა რეზერვი გვაქვს გამოუყენებელი. 29 ოქროს ვერ მოვიპოვებთ, მაგრამ ეს მაინც დიდი აუთვისებელი რეზერვია ქართული სპორტისთვის. დღეს ძირითადად ორთაბრძოლების იმედად ვართ, რაც ძალიან ძნელია. თუ არ გავაფართოეთ გეოგრაფია, შედეგები გაგვიაურესდება. ბრაზილიაში 88 ქვეყანამ მოიპოვა მედალი, ეს კონკურენცია კი მუდმივად იზრდება. მაგალითად, ატლანტაში მათი რიცხვი 63 თუ 64 იყო.

ზოგადად, ეს ოლიმპიადა იყო წარმატებული, მაგრამ მან დაგვანახვა, რომ ქართულ სპორტში ბევრი პრობლემაა, რომელსაც სჭირდება სერიოზული ანალიზი, სტრატეგია სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტის, ფედერაციების მხრიდან. კიდევ უფრო კარგად თუ არ ვიმუშავეთ და არ მოვნახეთ სწორი სტრატეგიული ხაზი, ხვალ და ზეგ ეს შედეგები არ იქნება საკმარისი, ამით ყელყელაობა არ შეიძლება.

ჩვენ უნდა წავიდეთ სერიოზული რეფორმების გზით, თუმცა ფედერაციებში შიგნით უნდა დალაგდეს სიტუაცია. ბევრგან შიგნითაა ისეთი პირობები, ისეთი დაპირისპირება, რაც ხელს უშლის სახეობის განვითარებას.

- თავად ოლიმპიადაზეც ვთქვათ, ბრაზილიელებმა რამდენად წარმატებით გაართვეს თავი საორგანიზაციო საკითხებს?

- ჯერ საოცარი ის იყო, რომ ზაფხულის ოლიმპიადა ჩატარდა ზამთარში. კარგი იყო, რომ სამხრეთ ამერიკაში გაიმართა, მონაწილეობდა რეკორდული რაოდენობა - 207 სუბიექტი, აქედან ხუთმა ქვეყანამ თავისი სპორტის ისტორიაში პირველად მოიპოვა ოქროს მედალი, სამმა კი - ზოგადად, ოლიმპიური ჯილდო.

ბრაზილიამ ფეხბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატი გაცილებით ორგანიზებულად ჩაატარა 2014 წელს, თუმცა ის სხვადასხვა ქალაქში იმართებოდა, ახლა კი ერთ ქალაქში თავმოყრილი ამდენი ათასი კაცის ორგანიზება, 16 დღე დაძაბულ რეჟიმში მუშაობა გაუჭირდათ. რიო დიდი ქალაქია და ბაზები ძალიან დაშორებული იყო ერთმანეთს, საათი-საათ-ნახევარი სჭირდებოდა ზოგან მისვლას. ტრანსპორტი, კვება პრობლემური იყო, თუმცა კი ცდილობდნენ. ცხადია, ორგანიზაციულად ეს არ იყო ყველაზე კარგი თამაშები, მაგრამ როგორც დახურვის ცერემონიალზე სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა თქვა, რიო ყველას დაამახსოვრდება ოლიმპიური თამაშებით.

- ექსცესებიც იყო. ჩვენებიც ხომ არ გარეულან ამაში?

- ამაზე ყოველთვის ვაფრთხილებდით ჩვენს სპორტსმენებს. მაგალითად, ვაფრთხილებდით, რომ არ გამოეყენებინათ საბანკო ბარათები, მაგრამ ერთმა მაინც ისარგებლა ამით და თანხაც ჩამოაჭრეს. ჩვენებთან დაკავშირებით სხვა ექსცესები არ ყოფილა, თუმცა ქუჩაში უცხოელებზე კი მოხდა რამდენჯერმე თავდასხმა.

არც ზიკას ვირუსს შევუწუხებივართ, ის კოღოს საწინააღმდეგო შესასხურებლები ისევ უკან წამოვიღეთ.

ცუდად მუშაობდა ტრანსპორტის სამსახური, რასაც ქალაქში არსებული საცობებიც ემატებოდა. თუმცა ოლიმპიური ტრასები მუშაობდა და ეს ცოტას გვშველოდა, მაგრამ საორგანიზაციო კომიტეტის სატრანსპორტო სამსახური ვერ მუშაობდა გამართულად. მაგალითად, რამდენჯერმე არ მოვიდა შეკვეთილი ავტობუსი და ამის გამო შეხვედრაზე დავაგვიანეთ.

- ოლიმპიური სოფელი აკმაყოფილებდა მოთხოვნებს?

- რიოში რომ ჩავედით, ოლიმპიურ სოფელში კატასტროფული მდგომარეობა იყო - სველი წერტილები არ მუშაობდა, ოთახებში არ იყო თეთრეული და მერე ჩვენ მოგვყავდა ხელოსნები, ვადექით თავზე და ვაკეთებინებდით ონკანებს, კარებს, ვალაგებდით საწოლებს...

ერთი სიტყვით, მძიმე სიტუაცია იყო და მკვეთრი პროტესტებიც გამოთქვეს. თავიდან კვებაც სპეციფიკური იყო, რომელსაც ყველა ვერ ეგუებოდა, მაგრამ მერე გაიხსნა მაკდონალდსი და ვითარება გამოსწორდა. ადგილობრივები კი ცდილობდნენ, ღირსეულად ემასპინძლათ, გვიღიმოდნენ, კეთილგანწყობას გამოხატავდნენ, თუმცა ზოგჯერ მაინც ვერ ვიკავებდით თავს და ხმასაც ავუწევდით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ვაჟა

ცურვა როგორ განვითარდება, როცა ყველაზე იაფი "ლაგუნა ვერე" დაიხურა?! მოქმედ აუზებზე შესვლა 30 ლარი, ანუ თვეში მინიმუმ 360 ლარი ჯდება. ბატონო ემზარ თქვენ გადაიხდით ამხელა თანხას თვეში? – მეეჭვება.

• ateni

სჰემო საყვარელო ქარტველებო,არასოდეს მომბეზრდება ტქვენტვის საქებარი სიტყვებიტ სჰემკობა.გვიყვარხარტ და გვეამაყებიტ.

• emigranti

ზალიან მეამაყება რომ ქარტველი ვარ,სჰვენმა სპორცმენებმა კარგად გვასახელეს,ყველა მატ გამოსვლას სამსჰობლოს და სჰვენი ხალხის მონატრება ტან ახლდა,სალომე ფაჯავას გამოსვლამ ხომ ნერვები დამაწყვიტა და ცრემლებად ვიგვრებოდი,ის მარტლაც რიოს აგმოსჰენა იყო...მეამაყებიტ ქარტველებოოოოო

• niniko

ბრავო სჰვენს სპორცმენებს,კარგად გვასახელეს,მაგატ რომ სახელმწიფო კიდეუფრო კარგად უწყობდეს ხელს და ბიზასჰვილ-მამიდასჰვილობა არ იკნებოდეს ატასჯერ უკეტეს სჰედეგებს მივაგწევტ,სალომე ფაჯავას გამოსვლებსე სულ მეტირებოდა ისე ზალიან მომწომდა ეს გოგო...გაიხარეტ ამ სიხარულისტვის....

• სოსო

ზურა,რა ფიასკოზე ლაპარაკობ,ამ ხალხმა ლიცენზია რომ მოიპოვა,გამარჯვება უკვე ეს იყო,სადღაა ჩვენთან მძლეოსნობა,მწვრთნელების მომზადება რომ შეაჩერა მიშამ,დაგავიწყდათ?სკოლაში ფიზკულტურის გაკვეთილი აღარ ტარდება და მძლეოსნობის წრეები აღარ მუშაობს. ახლა კიდევ ერთი დიდი სატკივარი,ოლიმპიადაზე, იაკობაშვილის წონაში,თავისუფალ ჭიდაობაში,ცხინვალელი ბიჭი, რამონოვი თუ არ ვცდები,ჩემპიონი რომ გახდა რუსეთის სახელით,მართლა მაგარი ბიჭია და ალალად გახდა ჩემპიონი,მაგრამ შემდეგ ამ ბიჭმა რუსეთის დროშასთან ერთად სამხრეთ ოსეთის დროშაც შემოიხვია და ისე შემოურბინა ხალიჩას. ამის უფლება რამონოვს მე მგონია რომ არ ჰქონდა,მის საქციელს გავიგებ,მაგრამ ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელობამ რატომ არ გამოსთქვა პროტესტი და ასე უჩუმრად გადაყლაპა ეს დარღვევა ამას ვერ გავიგებ და ახსნა განმარტაბებს ველი.

• nika

ეს კაცი ყველაზე კარგს რო ლაპარაკობს და საქებარ სიტყვებს რო არ იშურებს იქნებ რეალურ პრობლემებზეც გაემახვილებინა ყურადღება რომ სამომავლოდ გაითვალისწინონ ფედერაციებმა და მთავრობამაც.

• vaxo

ვისაც ეს გეხებათ ყველას გთხოვთ მიაქცით ყურადღება ჭიდაობას რადგან ეს შედეგიც სანატრელი გაგვიხდება თუ არ მოხდება კონკრეტულათ თბილისში ბავშვთა ჭიდაობის ხელშეწყობი პროგრამის განხორციელება. დაეხმარეთ ბავშვთა სპორტს სანამ გვიანი არ არის.

• Zura

მძლეოსნების ფიასკოს მიზეზზე რატო არ წერთ???

წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]

“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა

სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს

ბოლო წამების სინდრომი - ოდიკაძე ბოლო წამებზე დამარცხდა [VIDEO]

მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..

მინსკი 2019: ქართველი "ბერძენ-რომაელები" საქმეს შეუდგნენ და ნახევარფინალში გავიდნენ

ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ოდიკაძემ კრასნოიარსკში მედალი მოიპოვა

რიოს ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშა აღიმართა

რიოში საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე ავთანდილ ჭრიკიშვილი იქნება

მინსკი 2019: შმაგი ბოლქვაძე ფინალშია, დათო ჩხარტიშვილი ბრინჯაოს აღებას შეეცდება [VIDEO]

ქართველები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში! [VIDEO]

"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი

SPORTALL - გადაცემის სტუმარია თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე [VIDEO]

"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს

იაკობიშვილის ოქრო და ბუჯიაშვილისა და გამყრელიძის ბრინჯაო ევროპირველობაზე [VIDEO]

პეტრიაშვილმა მეშვილდიშვილი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში ზარეს შეხვდება

დათუნაიშვილის ოქრო სერბეთისთვის - ორი მედალი და ოქროსა და ბრინჯაოს შანსი [VIDEO]

ლაშა ტალახაძემ ბათუმში ევროპის ჩემპიონატზე რეკორდი მოხსნა და ტურნირი ტრიუმფით დაასრულა! [VIDEO]

ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად

სოკ-ის პრეზიდენტი ტომას ბახი ქართულ დელეგაციას შეხვდა

ქართველ ძალოსანთა წლიური მონაგარი - 80 მედალი და მსოფლიოს 10 რეკორდი!

ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია

ბოლქვაძემ სომეხ ამოიანს სძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა - რიკაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

არის ოქრო - პეტრიაშვილმა ზარე დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!

სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...

მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!

სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...

რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?

ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...

ლიპარტელიანი ოქროს, შავდათუაშვილი კი ბრინჯაოს შეუტევს - ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე

ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა

ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]

მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჩეჩენ ფალავანს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

ქართველი ძალოსნების სხეულში აკრძალული ნივთიერება აღმოჩნდა

ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია! [VIDEO]

წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია

[თენგიზ გაჩეჩილაძე რიოდან] უჟმურად დაიწყო, ასეც გრძელდება...

საქართველოს ნაკრებმა ვარშავის ტურნირზე 4 მედალი მოიპოვა

მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 27 ივნისის განრიგი

ლაშა შავდათუაშვილი პარიზის ოლიმპიადას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა [VIDEO]

ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...

1 ოქრო და 2 ბრინჯაო - თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე [VIDEO]

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს

რობერტ შავლაყაძეს დაკარგული ოლიმპიური ოქროს მედლის ასლი გადასცეს

კიდევ ერთი მედლის შანსი - ოდიკაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

ბაქო 2015: ქართველ ოლიმპიელებს გზა დაულოცეს

ლაშა ტალახაძეს ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა, ირაკლი თურმანიძე ღონისძიებაზე არ მიიწვიეს

დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა

მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 28 ივნისის განრიგი

ახალი წონები, ახალი რეკორდები - დღეს ძალოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება

დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?

მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ალიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]

ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ

ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..

"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...